მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაილი ჯენერის მრავალმილიონიანი "განკითხვის დღის" სასახლე მე-5 წელია შენდება - ბუნკერი, 12-მანქანიანი ავტოფარეხი, 15 საძინებელი
კაილი ჯენერის მრავალმილიონიანი "განკითხვის დღის" სასახლე მე-5 წელია შენდება - ბუნკერი, 12-მანქანიანი ავტოფარეხი, 15 საძინებელი

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი­სა და მსა­ხი­ო­ბის კა­ი­ლი ჯე­ნე­რის სა­სახ­ლე "გან­კი­თხვის დღის­თვის" შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ დრო­ნით გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­ში, რომ­ლე­ბიც The U.S. Sun-მა ექ­სკლუ­ზი­უ­რად მო­ი­პო­ვა.

ლოს-ან­ჯე­ლე­სის ელი­ტურ ჰი­დენ ჰილ­სის უბან­ში მდე­ბა­რე უზარ­მა­ზა­რი მა­მუ­ლი უკვე ხუთი წე­ლია, მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­შია.

კა­ი­ლიმ, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად 36 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­სახ­ლე­ში, იმა­ვე რა­ი­ონ­ში ცხოვ­რობს, თავ­და­პირ­ვე­ლად მა­ი­ლი სა­ი­რუ­სის კუთ­ვნი­ლი ექ­სკლუ­ზი­უ­რი მიწა 15 მი­ლი­ონ დო­ლა­რად, 2020 წელს შე­ის­ყი­და.

მი­წა­ზე და­ხარ­ჯუ­ლი 15 მი­ლი­ო­ნის გარ­და, 27 წლის კა­ი­ლიმ მა­მუ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა­ში კი­დევ მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რი ჩადო.

დას­რუ­ლე­ბულ სა­კუთ­რე­ბა­ში იქ­ნე­ბა მი­წის­ქვე­შა 12-მან­ქა­ნი­ა­ნი ავ­ტო­ფა­რე­ხი და ბუნ­კე­რი, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, კა­ი­ლის და მის შვი­ლებს, შვი­დი წლის სტორ­მის და სამი წლის აი­რეს სა­გან­გე­ბო შემ­თხვე­ვა­ში და­ი­ცავს.

ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, სა­სახ­ლე­ში იქ­ნე­ბა 15 სა­ძი­ნე­ბე­ლი, სპორ­ტუ­ლი მო­ე­და­ნი და დიდი სა­ცუ­რაო აუზი.

ფო­ტო­ებ­ზე სულ მცი­რე, სამი სას­ტუმ­რო სახ­ლი ჩანს.

კა­ი­ლი შე­საძ­ლოა, ღვი­ნის ბიზ­ნეს­შიც გა­მოჩ­ნდეს, რად­გან მა­მულ­ში ვე­ნა­ხიც იქ­ნე­ბა.

კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი იქ­ნე­ბა დიდი ღო­ბით და ხე­ე­ბის ხში­რი კო­რო­მით.

დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სახ­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, სულ მცი­რე, ორ­ჯერ უფრო დიდი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე მისი დის, კიმ კარ­და­ში­ა­ნის 60 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­სახ­ლე იმა­ვე უბან­ში.

კა­ი­ლის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის პორ­ტფელ­ში ასე­ვე შე­დის 13.5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­სახ­ლე ბე­ვერ­ლი ჰილსში, რო­მელ­საც ის ყო­ფილ პარტნი­ორ ტრე­ვის სკოტ­თან იყოფს.

მი­ლი­არ­დერ­მა ასე­ვე 3.25 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი პალმ სპრინგსის ნაკ­ვეთ­ზე და­ხარ­ჯა, სა­დაც და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სახ­ლის აშე­ნე­ბას აპი­რებს.

კა­ი­ლი დრო­ის ნა­ხე­ვარს მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის, ტი­მო­თი შა­ლა­მეს მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ ნიუ იორკში ატა­რებს, თუმ­ცა გა­ურ­კვე­ვე­ლია, ფლობს თუ არა იგი სა­კუ­თარ ბი­ნას ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

ლოს-ან­ჯე­ლე­სის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის აგენ­ტმა, ტონი მა­რი­ო­ტიმ, RubyHome Luxury Real Estate-ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა, ადრე The U.S. Sun-ს გა­ნუ­მარ­ტა მი­ზე­ზი, თუ რა­ტომ სჭირ­დე­ბა კა­ი­ლის სახ­ლის აშე­ნე­ბას წლე­ბი.

"დიდ სახ­ლებს, უბ­რა­ლოდ, მეტი დრო სჭირ­დე­ბა... მა­გა­ლი­თად, ეს სა­ძირ­კვე­ლი მი­წის­ქვე­შა ავ­ტო­ფა­რე­ხით, სე­რი­ო­ზუ­ლი საქ­მეა. ის არა მხო­ლოდ უზარ­მა­ზა­რია, არა­მედ, გა­ცი­ლე­ბით უფრო რთუ­ლად ასა­გე­ბია, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ძირ­კვე­ლი. მეტი სან­ტექ­ნი­კა, მეტი სა­დე­ნე­ბი, მეტი სა­ჰა­ე­რო სა­ვენ­ტი­ლა­ციო მი­ლე­ბია სა­ჭი­რო, რომ­ლე­ბიც ასე­თი სა­ძირ­კვლის გავ­ლით და მის გარ­შე­მო გა­დის. ძი­რი­თა­დი სის­ტე­მე­ბი, რო­გო­რი­ცაა გათ­ბო­ბა და კონ­დი­ცი­რე­ბა, ელექტრო­ბა და სა­ხუ­რა­ვი, ასე­ვე უფრო რთუ­ლად გა­სა­კე­თე­ბე­ლია".

აგენ­ტის თქმით, გარ­და ამი­სა, შიდა მა­სა­ლე­ბი მზა პრო­დუქ­ტე­ბი არ არის, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა, ად­გი­ლობ­რივ სამ­შე­ნებ­ლო მა­ღა­ზი­ა­ში მო­ი­პო­ვე­ბო­დეს.

“მარ­მა­რი­ლო ან ქვა, რო­მელ­საც ისი­ნი იყე­ნე­ბენ, ან თუნ­დაც, ხა­ლი­ჩა, უნი­კა­ლუ­რია და სა­ვა­რა­უ­დოდ, მთე­ლი მსოფ­ლი­ო­და­ნაა შე­ძე­ნი­ლი. თუ რა­ი­მე გა­გი­თავ­დათ ან მა­სა­ლებ­თან სირ­თუ­ლე­ე­ბი გაქვთ, ეს და­ყოვ­ნე­ბას გა­მო­იწ­ვევს”, აღ­ნიშ­ნა მან.

წყა­რო

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

კაილი ჯენერის მრავალმილიონიანი "განკითხვის დღის" სასახლე მე-5 წელია შენდება - ბუნკერი, 12-მანქანიანი ავტოფარეხი, 15 საძინებელი

კაილი ჯენერის მრავალმილიონიანი "განკითხვის დღის" სასახლე მე-5 წელია შენდება - ბუნკერი, 12-მანქანიანი ავტოფარეხი, 15 საძინებელი

ტელეწამყვანისა და მსახიობის კაილი ჯენერის სასახლე "განკითხვის დღისთვის" შეგიძლიათ იხილოთ დრონით გადაღებულ ფოტოებში, რომლებიც The U.S. Sun-მა ექსკლუზიურად მოიპოვა.

ლოს-ანჯელესის ელიტურ ჰიდენ ჰილსის უბანში მდებარე უზარმაზარი მამული უკვე ხუთი წელია, მშენებლობის პროცესშია.

კაილიმ, რომელიც ამჟამად 36 მილიონი დოლარის ღირებულების სასახლეში, იმავე რაიონში ცხოვრობს, თავდაპირველად მაილი საირუსის კუთვნილი ექსკლუზიური მიწა 15 მილიონ დოლარად, 2020 წელს შეისყიდა.

მიწაზე დახარჯული 15 მილიონის გარდა, 27 წლის კაილიმ მამულის მშენებლობაში კიდევ მილიონობით დოლარი ჩადო.

დასრულებულ საკუთრებაში იქნება მიწისქვეშა 12-მანქანიანი ავტოფარეხი და ბუნკერი, რომელიც, სავარაუდოდ, კაილის და მის შვილებს, შვიდი წლის სტორმის და სამი წლის აირეს საგანგებო შემთხვევაში დაიცავს.

ინფორმაციის თანახმად, სასახლეში იქნება 15 საძინებელი, სპორტული მოედანი და დიდი საცურაო აუზი.

ფოტოებზე სულ მცირე, სამი სასტუმრო სახლი ჩანს.

კაილი შესაძლოა, ღვინის ბიზნესშიც გამოჩნდეს, რადგან მამულში ვენახიც იქნება.

კერძო საკუთრება გარშემორტყმული იქნება დიდი ღობით და ხეების ხშირი კორომით.

დასრულების შემდეგ, სახლი, სავარაუდოდ, სულ მცირე, ორჯერ უფრო დიდი იქნება, ვიდრე მისი დის, კიმ კარდაშიანის 60 მილიონი დოლარის ღირებულების სასახლე იმავე უბანში.

კაილის უძრავი ქონების პორტფელში ასევე შედის 13.5 მილიონი დოლარის ღირებულების სასახლე ბევერლი ჰილსში, რომელსაც ის ყოფილ პარტნიორ ტრევის სკოტთან იყოფს.

მილიარდერმა ასევე 3.25 მილიონი დოლარი პალმ სპრინგსის ნაკვეთზე დახარჯა, სადაც დასასვენებელი სახლის აშენებას აპირებს.

კაილი დროის ნახევარს მისი შეყვარებულის, ტიმოთი შალამეს მშობლიურ ქალაქ ნიუ იორკში ატარებს, თუმცა გაურკვეველია, ფლობს თუ არა იგი საკუთარ ბინას ამ ტერიტორიაზე.

ლოს-ანჯელესის უძრავი ქონების აგენტმა, ტონი მარიოტიმ, RubyHome Luxury Real Estate-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადრე The U.S. Sun-ს განუმარტა მიზეზი, თუ რატომ სჭირდება კაილის სახლის აშენებას წლები.

"დიდ სახლებს, უბრალოდ, მეტი დრო სჭირდება... მაგალითად, ეს საძირკველი მიწისქვეშა ავტოფარეხით, სერიოზული საქმეა. ის არა მხოლოდ უზარმაზარია, არამედ, გაცილებით უფრო რთულად ასაგებია, ვიდრე ჩვეულებრივი საძირკველი. მეტი სანტექნიკა, მეტი სადენები, მეტი საჰაერო სავენტილაციო მილებია საჭირო, რომლებიც ასეთი საძირკვლის გავლით და მის გარშემო გადის. ძირითადი სისტემები, როგორიცაა გათბობა და კონდიცირება, ელექტრობა და სახურავი, ასევე უფრო რთულად გასაკეთებელია".

აგენტის თქმით, გარდა ამისა, შიდა მასალები მზა პროდუქტები არ არის, რომლებიც შეიძლება, ადგილობრივ სამშენებლო მაღაზიაში მოიპოვებოდეს.

“მარმარილო ან ქვა, რომელსაც ისინი იყენებენ, ან თუნდაც, ხალიჩა, უნიკალურია და სავარაუდოდ, მთელი მსოფლიოდანაა შეძენილი. თუ რაიმე გაგითავდათ ან მასალებთან სირთულეები გაქვთ, ეს დაყოვნებას გამოიწვევს”, აღნიშნა მან.

წყარო