UEFA-ს პრეზიდენტი, ალექსანდრ ჩეფერინი ევროპელების პოლიტიკას აკრიტიკებს და ამბობს, რომ "სიტყვის თავისუფლება აღარ არსებობს“.
ის აკრიტიკებს ევროპელ პოლიტიკოსებს უკრაინის ომთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯების გამო. ამ თემაზე ჩეფერინმა სლოვენიურ გაზეთ Delo-სთან ისაუბრა.
“ევროპა კარგავს ყველა შესაძლებლობას რეგულაციების გამო. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, მაგრამ არ ვიცი ეს შესაძლებელია თუ არა. უნდა გავხსნათ ბაზარი და შევწყვიტოთ ამდენად რეგულირება. არავინ, თუნდაც ჩინეთი, არ უნდა იყოს ჩვენი მტერი. ჩვენ ყველას უნდა მოვექცეთ როგორც პარტნიორებს. სხვებს ვუქადაგებთ, როგორ უნდა მოიქცნენ, მაგრამ სინამდვილეში თვითონ გვაქვს პრობლემები.
ეს ისეთი მარტივი პოპულისტური რიტორიკაა რომ ყველას შეუძლია მისი გაგება", - აღნიშნავს UEFA-ს პრეზიდენტი და განმარტავს, რომ ამის წინააღმდეგ პოლიტიკოსები არაფერს აკეთებენ,
"ხალხს არავინ უხსნის და არავინ ელაპარაკება, რომ ადამიანებს შეუძლიათ უყვარდეთ ერთმანეთი განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა, არავინ ხსნის რომ კი, ზოგჯერ მიგრანტები სჩადიან დანაშაულს, მაგრამ ისინიც ისჯებიან ისე, როგორც სხვა დამნაშავეები. პოლიტიკოსებმა უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს, რას აკეთებენ ამის წინააღმდეგ, თქვენ არ შეგიძლიათ უთხრათ ხალხს, რომ აღარ ისაუბრონ ამაზე", - ამბობს ჩეფერინი.