სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ჩვენმა გადაწყვეტილებებმა შეასრულა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ საქართველო არ აღმოჩნდა მეორე ფრონტი - სანქციების არდაწესებაც პრინციპული გადაწყვეტილება იყო“ - ირაკლი კობახიძე
“ჩვენმა გადაწყვეტილებებმა შეასრულა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ საქართველო არ აღმოჩნდა მეორე ფრონტი - სანქციების არდაწესებაც პრინციპული გადაწყვეტილება იყო“ - ირაკლი კობახიძე

“ჩვენ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­მა შე­ას­რუ­ლა გა­დამ­წყვე­ტი როლი იმა­ში, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ აღ­მოჩ­ნდა მე­ო­რე ფრონ­ტი. მათ შო­რის, პრინ­ცი­პუ­ლი იყო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბო­და სან­ქცი­ე­ბის არ­და­წე­სე­ბას“, - ასე უპა­სუ­ხა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვას, რო­მე­ლიც ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის 3 წლის წი­ნან­დე­ლი გან­ცხა­დე­ბის შე­ფა­სე­ბას შე­ე­ხე­ბო­და, სა­დაც ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­სე­ბულ სან­ქცი­ებს არ შე­უ­ერ­თდე­ბო­და.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, მა­შინ იყო პირ­და­პი­რი მცდე­ლო­ბა იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტში ჩა­ერ­თოთ.

“ყვე­ლას გვახ­სოვს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სამი წლის წი­ნან­დე­ლი გან­ცხა­დე­ბა. ეს იყო ის­ტო­რი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც გა­ახ­მო­ვა­ნა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა. მა­შინ იყო პირ­და­პი­რი მცდე­ლო­ბა იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს­კა­ლა­ცია მომ­ხდა­რი­ყო, სა­ქარ­თვე­ლო სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტში ჩა­ერ­თოთ, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში და­ი­წყო. ჩვენ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­მა შე­ას­რუ­ლა გა­დამ­წყვე­ტი როლი იმა­ში, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ აღ­მოჩ­ნდა მე­ო­რე ფრონ­ტი. მათ შო­რის, პრინ­ცი­პუ­ლი იყო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბო­და სან­ქცი­ე­ბის არ და­წე­სე­ბას. ეს ერ­თის მხრივ ნიშ­ნავ­და ეს­კა­ლა­ცი­ას, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის არა­კე­თილ­მო­სურ­ნე­ებს უნ­დო­დათ, მე­ო­რეს მხრივ, ეს ნიშ­ნავ­და ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის ჩა­მოშ­ლას. რა თქმა უნდა, ამ ნა­ბიჯს ვერ გა­დავ­დგამ­დით. მა­შინ იქნა პრინ­ცი­პუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ახ­მო­ვა­ნა. ამის შემ­დეგ შევ­ძე­ლით ჩვე­ნი მტკი­ცე პო­ზი­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში მშვი­დო­ბის გან­მტკი­ცე­ბას“,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, 2022 წლის 25 თე­ბერ­ვალს, მა­შინ­დელ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­სე­ბულ ეკო­ნო­მი­კურ და სხვა სა­ხის სან­ქცი­ებს სა­ქარ­თვე­ლო არ შე­უ­ერ­თდე­ბო­და. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა “ეროვ­ნუ­ლი და ხალ­ხის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბით“ ახ­სნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

“ჩვენმა გადაწყვეტილებებმა შეასრულა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ საქართველო არ აღმოჩნდა მეორე ფრონტი - სანქციების არდაწესებაც პრინციპული გადაწყვეტილება იყო“ - ირაკლი კობახიძე

“ჩვენმა გადაწყვეტილებებმა შეასრულა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ საქართველო არ აღმოჩნდა მეორე ფრონტი - სანქციების არდაწესებაც პრინციპული გადაწყვეტილება იყო“ - ირაკლი კობახიძე

“ჩვენმა გადაწყვეტილებებმა შეასრულა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ საქართველო არ აღმოჩნდა მეორე ფრონტი. მათ შორის, პრინციპული იყო გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდებოდა სანქციების არდაწესებას“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის 3 წლის წინანდელი განცხადების შეფასებას შეეხებოდა, სადაც ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდებოდა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მაშინ იყო პირდაპირი მცდელობა იმისა, რომ საქართველო სამხედრო კონფლიქტში ჩაერთოთ.

“ყველას გვახსოვს ირაკლი ღარიბაშვილის სამი წლის წინანდელი განცხადება. ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება და განცხადება, რომელიც გაახმოვანა ირაკლი ღარიბაშვილმა. მაშინ იყო პირდაპირი მცდელობა იმისა, რომ საქართველოში ესკალაცია მომხდარიყო, საქართველო სამხედრო კონფლიქტში ჩაერთოთ, რომელიც უკრაინაში დაიწყო. ჩვენმა გადაწყვეტილებებმა შეასრულა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ საქართველო არ აღმოჩნდა მეორე ფრონტი. მათ შორის, პრინციპული იყო გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდებოდა სანქციების არ დაწესებას. ეს ერთის მხრივ ნიშნავდა ესკალაციას, რომელიც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს უნდოდათ, მეორეს მხრივ, ეს ნიშნავდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლას. რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯს ვერ გადავდგამდით. მაშინ იქნა პრინციპული გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა გაახმოვანა. ამის შემდეგ შევძელით ჩვენი მტკიცე პოზიციის შენარჩუნება, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოში მშვიდობის განმტკიცებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 25 თებერვალს, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ და სხვა სახის სანქციებს საქართველო არ შეუერთდებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა მიღებული გადაწყვეტილება “ეროვნული და ხალხის ეროვნული ინტერესებით“ ახსნა.