სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წლის პარტნიორი კომპანია - რა შედეგებით დაბრუნდა “სოლუქსი“ ესპანეთში გამართული აუდიოვიზუალური სისტემების გამოფენიდან
წლის პარტნიორი კომპანია - რა შედეგებით დაბრუნდა “სოლუქსი“ ესპანეთში გამართული აუდიოვიზუალური სისტემების გამოფენიდან

"სო­ლუქ­სი" მომ­ხმა­რე­ბელს სა­ჯა­რო და კერ­ძო სივ­რცე­ებ­ში აუ­დიო-ვი­ზუ­ა­ლურ გა­ფორ­მე­ბას და ამ მომ­სა­ხუ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სრულ სერ­ვისს სთა­ვა­ზობს. კომ­პა­ნია ლი­დერ სა­ერ­თა­შო­რი­სო მომ­წო­დებ­ლებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს და პე­რი­ო­დუ­ლად ეს­წრე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ღო­ნის­ძი­ე­ბებს. სო­ლუქ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი წელს ბარ­სე­ლო­ნა­ში აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლუ­რი სის­ტე­მე­ბის უმ­სხვი­ლეს გა­მო­ფე­ნა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. რა სი­ახ­ლე­ე­ბით დაბ­რუნ­და ბრენ­დი ეს­პა­ნე­თი­დან და რას ჰპირ­დე­ბა სა­მო­მავ­ლოდ მომ­ხმა­რებ­ლებს, ამის შე­სა­ხებ კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­სა და აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტორს ნინო დე­ვა­ძეს ვე­სა­უბ­რეთ.

  • მოგ­ვი­ყე­ვით უფრო მეტი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ. რა შე­მად­გენ­ლო­ბის დე­ლე­გა­ცია სტუმ­რობ­და ღო­ნის­ძი­ე­ბას თბი­ლი­სი­დან?

ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სის­ტე­მე­ბი ევ­რო­პა­ში (ISE 2025) - ეს არის აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლუ­რი და სის­ტე­მუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის ერთ ერთი უდი­დე­სი გა­მო­ფე­ნა, რო­მე­ლიც ყო­ველ­წლი­უ­რად ეს­პა­ნეთ­ში ტარ­დე­ბა. წელს ღო­ნის­ძი­ე­ბას 170-მდე ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სტუმ­რობ­დნენ. ISE 2025 მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პლატ­ფორ­მაა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­თვის, რომ გა­უ­ზი­ა­რონ ერ­თმა­ნეთს შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, გა­მო­იკ­ვლი­ონ რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და და­ამ­ყა­რონ ახა­ლი გრძელ­ვა­დი­ა­ნი კავ­ში­რე­ბი. წლე­ვან­დე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა იმი­თაც გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო, რომ ინო­ვა­ცი­ე­ბის წარ­მოდ­გე­ნი­სა და ახა­ლი კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ რო­გორც სფე­რო­ში დიდი ხნის მო­მუ­შა­ვე კომ­პა­ნი­ებს, ასე­ვე პი­ო­ნე­რებს. სხვა­დას­ხვა სივ­რცე­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მათ შო­რის უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბის შე­ჯიბ­რი. ღო­ნის­ძი­ე­ბას წელს რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის დამ­სწრე ჰყავ­და.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სო­ლუქ­სი­დან კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი და საპ­რო­ექ­ტო მი­მარ­თუ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რად­გან ისი­ნი უშუ­ა­ლოდ არი­ან ჩარ­თუ­ლი კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა­ში და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჰქონ­დეთ მაქ­სი­მა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ. ჩვენ­თვის ბევ­რი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სი­ახ­ლე აღ­მო­ჩე­ნა იყო და გვი­ხა­რია, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვე­ცა ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მო­ფე­ნის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით.

  • ვის შეხ­ვდა ქარ­თუ­ლი მხა­რე და რა სა­ხის მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში იყა­ვით ჩარ­თუ­ლი?

ჩვენ შევ­ხვდით აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის თით­ქმის ყვე­ლა წამ­ყვან ბრენ­დს, გა­ვამ­ყა­რეთ არ­სე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ბრენ­დებ­თან, რო­მელ­თა­ნაც თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მრა­ვა­ლი წლის გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს, გა­ვე­ცა­ნით მათ სი­ახ­ლე­ებს. ასე­ვე, გვქონ­და შეხ­ვედ­რე­ბი იმ ბრენ­დებ­თა­ნაც, რო­მელ­თა­ნაც ვგეგ­მავთ ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბას, შევ­თან­ხმდით დის­ტრი­ბუ­ცი­ა­ზე და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის გზებ­ზე. ვფიქ­რობ, ეს სი­ახ­ლე­ე­ბი და­ეხ­მა­რე­ბა სო­ლუქსს, გა­და­ვი­დეს უფრო მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე და უფრო მალე მი­ვაღ­წი­ოთ ჩვენს მიზ­ნებს. გარ­და ჩვე­ნი სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა, გვსურს, ბა­ზარ­ზე მსოფ­ლიო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბა­დო­ბა ავა­მაღ­ლოთ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და ამით მომ­ხმა­რებ­ლის ნდო­ბაც გავ­ზარ­დოთ.

  • რა იყო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დას­წრე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი და რამ­დე­ნად შე­დე­გი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა სო­ლუქ­სის­თვის?

ჩვე­ნი მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ცია არ­სე­ბულ ბრენ­დებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გან­მტკი­ცე­ბა, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და ინო­ვა­ცი­ე­ბის გაც­ნო­ბა იყო. გვინ­და, დრო­უ­ლად შე­მო­ვი­ტა­ნოთ ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, მსოფ­ლი­ოს ფეხი ავუ­ბათ სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერგვა­ში. დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არც თუ ისე ბევ­რი ბრენ­დია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლუ­რი გახ­მო­ვა­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს, არ არის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნი და ამ სა­კი­თხზე აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ.

მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი გა­ნა­თე­ბი­სა და გახ­მო­ვა­ნე­ბის სის­ტე­მე­ბი კი არის მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ციფ­რუ­ლე­ბუ­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე, გა­მარ­თუ­ლი. გვსურს, რომ და­ვი­მა­ტოთ ახა­ლი ბრენ­დე­ბი, სიღ­რმი­სე­უ­ლად გა­ვეც­ნოთ მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბულ ტენ­დენ­ცი­ებს აუ­დიო-ვი­ზუ­ა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით, ავით­ვი­სოთ და დავ­ნერ­გოთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც.

  • Biamp-ის წლის პარტნი­ო­რი კომ­პა­ნია გახ­და სო­ლუქ­სი. რას ნიშ­ნავს ეს კომ­პა­ნი­ის­თვის და რა სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს სა­მო­მავ­ლოდ?

Biamp არის ლი­დე­რი ბრენ­დი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლურ სის­ტე­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­მე­ლიც ქარ­თულ მხა­რეს­თან წლე­ბია თა­ნამ­შრომ­ლობს. გა­სუ­ლი წელს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბრენდმა სო­ლუქსს 3 ტი­პის ჯილ­დო გა­დას­ცა: გავ­ხდით წლის პარტნი­ო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში, მი­ვი­ღეთ დის­ტრი­ბუ­ცი­ის სი­გე­ლი, ასე­ვე, და­ა­ჯილ­დო­ვეს მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი. ეს ხაზს უს­ვამს წინა წლის წარ­მა­ტე­ბულ შე­დე­გებს, რო­მე­ლიც მას­შტა­ბუ­რი იყო კომ­პა­ნი­ის­თვი­საც და შეს­რუ­ლე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ო­და.

  • მსგავს ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში ჩარ­თვას რა მი­ზა­ნი აქვს?

"სო­ლუქ­სი" ხში­რად არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­ჯა­რო გა­მო­ფე­ნებ­ზე, ბაზ­რო­ბებ­ზე, თე­მა­ტურ ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე, კონ­ფე­რენ­ცი­ებ­სა და ვორ­ქშო­პებ­ზე. გუნ­დის წევ­რე­ბი ეს­წრე­ბი­ან კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბელ პროგ­რა­მებ­სა და ტრე­ნინ­გებს.

აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლუ­რი მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია მსხვი­ლი ბრენ­დე­ბის მხარ­და­ჭე­რა. გა­მო­ფე­ნა­ზე არა­მარ­ტო სი­ახ­ლე­ებს და მსოფ­ლიო ინო­ვა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ ვი­ღებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ასე­ვე ვაც­ნობთ სა­კუ­თარ თავ­საც, კომ­პა­ნი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს და სა­ქარ­თვე­ლოს ბაზ­რის პო­ტენ­ცი­ალს. ისი­ნიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არი­ან მსგავ­სი ბაზ­რე­ბის ათ­ვი­სე­ბით. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვი­ცო­დეთ, რო­მე­ლი კომ­პა­ნია რა მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბას, რომ კონ­კრე­ტუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვი­ცო­დეთ, რო­მელ ბრენ­დს მივ­მარ­თოთ, რო­მელ კომ­პა­ნი­ას­თან და­ვამ­ყა­როთ ახა­ლი კავ­ში­რე­ბი. ასე­ვე, ჩვე­ნი მი­ზა­ნია, ავა­მაღ­ლოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბა­დო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ იცოდ­ნენ, რა­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი აუ­დიო-ვი­ზუ­ა­ლუ­რი სის­ტე­მე­ბი, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ტექ­ნო­ლო­გი­ის სწო­რად გა­მარ­თვა და რა ეფექ­ტის მი­ღე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კი, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა ჩვენ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია.

  • რო­მელ ბრენ­დებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს კომ­პა­ნია ახლა და რა პო­ტენ­ცი­ა­ლი არ­სე­ბობს სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე სო­ლუქ­სის­თვის?

წლე­ბია ვთა­ნამ­შრომ­ლობთ გი­განტ კომ­პა­ნი­ებ­თან, რომ­ლე­ბიც ბევრ წარ­მა­ტე­ბულ ბრენ­დს აერ­თი­ა­ნე­ბენ. ასე­თე­ბია: ETC, ROBE, Biamp, Hkaudio , JBL pro, AKG, JTS, presonus, dpa, k-array, shure. თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი უსა­ზღვროა და ჩვენ ამის­თვის მზად ვართ. გვინ­და, რომ რე­გი­ონ­ში მთა­ვა­რი პარტნი­ო­რე­ბი ვი­ყოთ ბრენ­დე­ბის­თვის და გან­ვა­ვი­თა­როთ ბრენ­დის და მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ ცოდ­ნაც და სერ­ვი­სიც.

სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, მუდ­მი­ვად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ვი­ყოთ მსოფ­ლიო ტენ­დენ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ და ავუ­წყოთ ფეხი სი­ახ­ლე­ებს. ამას­თან, ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გუნ­დის გაძ­ლი­ე­რე­ბაც. ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად გა­დამ­ზა­დე­ბას გა­დი­ან უცხო­ე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან, რათა მომ­ხმა­რებ­ლებს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­უ­წი­ონ.

  • რა ეტაპ­ზეა სო­ლუქ­სი, რო­გორც ბრენ­დი და რა არის თქვე­ნი 2025 წლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი?

ბრენ­დს დიდი ის­ტო­რია აქვს, უკვე 20 წელ­ზე მე­ტია არ­სე­ბობს. გვაქვს მუდ­მი­ვად გა­მოწ­ვე­ვე­ბი, მაგ­რამ რაც მთა­ვა­რია, გვყავს ძლი­ე­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, ძლი­ე­რი გუნ­დი. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, სა­ქარ­თვე­ლოს აუ­დი­ო­ვი­ზუ­ა­ლუ­რი ბა­ზა­რი ავით­ვი­სოთ მაქ­სი­მა­ლუ­რად, და ქარ­თველ მომ­ხმა­რე­ბელს გა­ვუ­მარ­ტი­ვოთ წვდო­მა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის მთა­ვარ ბრენ­დებ­თან, გაზ­რდი­ლი ასორ­ტი­მენ­ტით და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ით. კომ­პა­ნია სრულ მზად­ყოფ­ნა­შია, რომ შე­ას­რუ­ლოს ნე­ბის­მი­ე­რი დო­ნის პრო­ექ­ტი, მათ შო­რის, რთუ­ლი და­ვა­ლე­ბაც. პრო­ექ­ტი­რე­ბა, მი­წო­დე­ბა, მონ­ტა­ჟი , კონ­ფი­გუ­რა­ცია, სის­ტე­მის გაშ­ვე­ბა-და­ტესტვა - სო­ლუქ­სის სერ­ვი­სი ამ ყვე­ლა­ფერს სრუ­ლად მო­ი­ცავს. ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი არი­ან თე­ატ­რე­ბი, სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბა­ზე­ბი, ტაძ­რე­ბი, სას­ტუმ­რო­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი და ასე შემ­დეგ, თუმ­ცა რა თქმა უნდა, კერ­ძო პი­რებ­საც ვუ­წევთ მომ­სა­ხუ­რე­ბას, სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. მუდ­მი­ვად ვცდი­ლობთ, რომ სწრა­ფად მზარდ ბა­ზარს ყო­ველ­თვის თა­ნა­მედ­რო­ვე გა­და­წყვე­ტე­ბით და მიდ­გო­მე­ბით ვუ­პა­სუ­ხოთ. სა­მო­მავ­ლოდ, ჩვენს მომ­ხმა­რებ­ლებს კი­დევ უფრო მოქ­ნილ და მა­ღალ­ხა­რის­ხი­ან მომ­სა­ხუ­რე­ბას შევ­თა­ვა­ზებთ.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

წლის პარტნიორი კომპანია - რა შედეგებით დაბრუნდა “სოლუქსი“ ესპანეთში გამართული აუდიოვიზუალური სისტემების გამოფენიდან

წლის პარტნიორი კომპანია - რა შედეგებით დაბრუნდა “სოლუქსი“ ესპანეთში გამართული აუდიოვიზუალური სისტემების გამოფენიდან

"სოლუქსი" მომხმარებელს საჯარო და კერძო სივრცეებში აუდიო-ვიზუალურ გაფორმებას და ამ მომსახურებასთან დაკავშირებულ სრულ სერვისს სთავაზობს. კომპანია ლიდერ საერთაშორისო მომწოდებლებთან თანამშრომლობს და პერიოდულად ესწრება საერთაშორისო ღონისძიებებს. სოლუქსის წარმომადგენლები წელს ბარსელონაში აუდიოვიზუალური სისტემების უმსხვილეს გამოფენაზე იმყოფებოდნენ. რა სიახლეებით დაბრუნდა ბრენდი ესპანეთიდან და რას ჰპირდება სამომავლოდ მომხმარებლებს, ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს ნინო დევაძეს ვესაუბრეთ.

  • მოგვიყევით უფრო მეტი ღონისძიების შესახებ. რა შემადგენლობის დელეგაცია სტუმრობდა ღონისძიებას თბილისიდან?

ინტეგრირებული სისტემები ევროპაში (ISE 2025) - ეს არის აუდიოვიზუალური და სისტემური ინტეგრაციის ერთ ერთი უდიდესი გამოფენა, რომელიც ყოველწლიურად ესპანეთში ტარდება. წელს ღონისძიებას 170-მდე ქვეყნის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. ISE 2025 მნიშვნელოვანი პლატფორმაა პროფესიონალებისთვის, რომ გაუზიარონ ერთმანეთს შეხედულებები, გამოიკვლიონ რევოლუციური ტექნოლოგიები და დაამყარონ ახალი გრძელვადიანი კავშირები. წლევანდელი ღონისძიება იმითაც გამორჩეული იყო, რომ ინოვაციების წარმოდგენისა და ახალი კავშირების დამყარების შესაძლებლობა ჰქონდათ როგორც სფეროში დიდი ხნის მომუშავე კომპანიებს, ასევე პიონერებს. სხვადასხვა სივრცეში განსხვავებული აქტივობები მიმდინარეობდა, მათ შორის უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების შეჯიბრი. ღონისძიებას წელს რეკორდული რაოდენობის დამსწრე ჰყავდა.

ღონისძიებაზე სოლუქსიდან კომპანიის დამფუძნებლები და საპროექტო მიმართულების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რადგან ისინი უშუალოდ არიან ჩართული კონკრეტული გადაწყვეტილებების შეთავაზებაში და მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეთ მაქსიმალური ინფორმაცია თანამედროვე ტენდენციების შესახებ. ჩვენთვის ბევრი ტექნოლოგიური სიახლე აღმოჩენა იყო და გვიხარია, რომ შესაძლებლობა მოგვეცა ამ მნიშვნელოვანი გამოფენის მონაწილეები ვყოფილიყავით.

  • ვის შეხვდა ქართული მხარე და რა სახის მოლაპარაკებებში იყავით ჩართული?

ჩვენ შევხვდით აუდიოვიზუალური მიმართულებების თითქმის ყველა წამყვან ბრენდს, გავამყარეთ არსებული ურთიერთობა ბრენდებთან, რომელთანაც თანამშრომლობის მრავალი წლის გამოცდილება გვაქვს, გავეცანით მათ სიახლეებს. ასევე, გვქონდა შეხვედრები იმ ბრენდებთანაც, რომელთანაც ვგეგმავთ ურთიერთობის დამყარებას, შევთანხმდით დისტრიბუციაზე და ურთიერთობების განვითარების გზებზე. ვფიქრობ, ეს სიახლეები დაეხმარება სოლუქსს, გადავიდეს უფრო მაღალ საფეხურზე და უფრო მალე მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს. გარდა ჩვენი სერვისების განვითარებისა, გვსურს, ბაზარზე მსოფლიო სტანდარტების შესახებ ცნობადობა ავამაღლოთ ჩვენს ქვეყანაში და ამით მომხმარებლის ნდობაც გავზარდოთ.

  • რა იყო ღონისძიებაზე დასწრების მთავარი მიზანი და რამდენად შედეგიანი აღმოჩნდა სოლუქსისთვის?

ჩვენი მთავარი მოტივაცია არსებულ ბრენდებთან ურთიერთობის განმტკიცება, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გაცნობა იყო. გვინდა, დროულად შემოვიტანოთ ქართულ ბაზარზე ახალი ტექნოლოგიები, მსოფლიოს ფეხი ავუბათ სიახლეების დანერგვაში. დღეს საქართველოში ამ მიმართულებით არც თუ ისე ბევრი ბრენდია წარმოდგენილი. ინოვაციური ტექნოლოგიები აუდიოვიზუალური გახმოვანების მიმართულებით, საქართველოში არ არსებობს, არ არის მრავალფეროვანი არჩევანი და ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ.

მსოფლიო ბაზარზე წარმოდგენილი განათებისა და გახმოვანების სისტემები კი არის მაქსიმალურად გაციფრულებული, თანამედროვე, გამართული. გვსურს, რომ დავიმატოთ ახალი ბრენდები, სიღრმისეულად გავეცნოთ მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს აუდიო-ვიზუალური მიმართულებით, ავითვისოთ და დავნერგოთ საქართველოშიც.

  • Biamp-ის წლის პარტნიორი კომპანია გახდა სოლუქსი. რას ნიშნავს ეს კომპანიისთვის და რა სარგებელს მოუტანს სამომავლოდ?

Biamp არის ლიდერი ბრენდი პროფესიონალური აუდიოვიზუალურ სისტემების მიმართულებით, რომელიც ქართულ მხარესთან წლებია თანამშრომლობს. გასული წელს შესრულებული სამუშაოდან გამომდინარე, ბრენდმა სოლუქსს 3 ტიპის ჯილდო გადასცა: გავხდით წლის პარტნიორი საქართველოში, მივიღეთ დისტრიბუციის სიგელი, ასევე, დააჯილდოვეს მიმართულების ხელმძღვანელი. ეს ხაზს უსვამს წინა წლის წარმატებულ შედეგებს, რომელიც მასშტაბური იყო კომპანიისთვისაც და შესრულების მაღალი ხარისხითაც გამოირჩეოდა.

  • მსგავს ღონისძიებებში ჩართვას რა მიზანი აქვს?

"სოლუქსი" ხშირად არის წარმოდგენილი საჯარო გამოფენებზე, ბაზრობებზე, თემატურ ფესტივალებზე, კონფერენციებსა და ვორქშოპებზე. გუნდის წევრები ესწრებიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებსა და ტრენინგებს.

აუდიოვიზუალური მასშტაბური პროექტების განხორციელებისთვის აუცილებელია მსხვილი ბრენდების მხარდაჭერა. გამოფენაზე არამარტო სიახლეებს და მსოფლიო ინოვაციების შესახებ ვიღებთ ინფორმაციას, ასევე ვაცნობთ საკუთარ თავსაც, კომპანიის შესაძლებლობებს და საქართველოს ბაზრის პოტენციალს. ისინიც დაინტერესებული არიან მსგავსი ბაზრების ათვისებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომელი კომპანია რა მიმართულებით მუშაობას, რომ კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე, ვიცოდეთ, რომელ ბრენდს მივმართოთ, რომელ კომპანიასთან დავამყაროთ ახალი კავშირები. ასევე, ჩვენი მიზანია, ავამაღლოთ საზოგადოების ცნობადობა საქართველოში, რომ იცოდნენ, რატომ არის მნიშვნელოვანი სწორად შერჩეული აუდიო-ვიზუალური სისტემები, რამდენად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიის სწორად გამართვა და რა ეფექტის მიღებაა შესაძლებელი. ამ მიმართულებით კი, საერთაშორისო გამოცდილება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია.

  • რომელ ბრენდებთან თანამშრომლობს კომპანია ახლა და რა პოტენციალი არსებობს საერთაშორისო ბაზარზე სოლუქსისთვის?

წლებია ვთანამშრომლობთ გიგანტ კომპანიებთან, რომლებიც ბევრ წარმატებულ ბრენდს აერთიანებენ. ასეთებია: ETC, ROBE, Biamp, Hkaudio , JBL pro, AKG, JTS, presonus, dpa, k-array, shure. თანამშრომლობის პოტენციალი უსაზღვროა და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. გვინდა, რომ რეგიონში მთავარი პარტნიორები ვიყოთ ბრენდებისთვის და განვავითაროთ ბრენდის და მიმართულებების შესახებ ცოდნაც და სერვისიც.

საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს, მუდმივად ინფორმირებული ვიყოთ მსოფლიო ტენდენციების შესახებ და ავუწყოთ ფეხი სიახლეებს. ამასთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გუნდის გაძლიერებაც. ჩვენი თანამშრომლები პერიოდულად გადამზადებას გადიან უცხოელი პარტნიორების მხრიდან, რათა მომხმარებლებს პროფესიონალური მომსახურება გაუწიონ.

  • რა ეტაპზეა სოლუქსი, როგორც ბრენდი და რა არის თქვენი 2025 წლის მთავარი მიზანი?

ბრენდს დიდი ისტორია აქვს, უკვე 20 წელზე მეტია არსებობს. გვაქვს მუდმივად გამოწვევები, მაგრამ რაც მთავარია, გვყავს ძლიერი საერთაშორისო პარტნიორები და შესაბამისად, ძლიერი გუნდი. ჩვენი მიზანია, საქართველოს აუდიოვიზუალური ბაზარი ავითვისოთ მაქსიმალურად, და ქართველ მომხმარებელს გავუმარტივოთ წვდომა ამ მიმართულებების მთავარ ბრენდებთან, გაზრდილი ასორტიმენტით და პროფესიონალური ინტეგრაციით. კომპანია სრულ მზადყოფნაშია, რომ შეასრულოს ნებისმიერი დონის პროექტი, მათ შორის, რთული დავალებაც. პროექტირება, მიწოდება, მონტაჟი , კონფიგურაცია, სისტემის გაშვება-დატესტვა - სოლუქსის სერვისი ამ ყველაფერს სრულად მოიცავს. ჩვენი ძირითადი მომხმარებლები არიან თეატრები, საკონფერენციო დარბაზები, ტაძრები, სასტუმროები, რესტორნები და ასე შემდეგ, თუმცა რა თქმა უნდა, კერძო პირებსაც ვუწევთ მომსახურებას, საჭიროებიდან გამომდინარე. მუდმივად ვცდილობთ, რომ სწრაფად მზარდ ბაზარს ყოველთვის თანამედროვე გადაწყვეტებით და მიდგომებით ვუპასუხოთ. სამომავლოდ, ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო მოქნილ და მაღალხარისხიან მომსახურებას შევთავაზებთ.

R