სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ეს არის უნამუსობა - კაია კალასმა პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას, თუ რატომ აწარმოებს მისი ქმარი რუსეთში ბიზნესს“ - გია ვოლსკი
“ეს არის უნამუსობა - კაია კალასმა პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას, თუ რატომ აწარმოებს მისი ქმარი რუსეთში ბიზნესს“ - გია ვოლსკი

“მე ვფიქ­რობ, კაია კა­ლას­მა პა­სუ­ხი უნდა გას­ცეს შე­კი­თხვას, თუ რა­ტომ აწარ­მო­ებს მისი ქმა­რი რუ­სეთ­ში ბიზ­ნესს, მი­ლი­ო­ნი­ა­ნი შე­მო­სავ­ლე­ბი რა­ტომ აქვს და ხომ არ არის ეს ორ­მა­გი სტან­დარ­ტი?! - რო­დე­საც შენი ოჯა­ხი მი­ლი­ო­ნებს შო­უ­ლობს რუ­სეთ­ში და ასე ხის­ტად გა­მო­დი­ხარ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამას ჩვენ ვერ და­ვარ­ქმევთ ობი­ექ­ტურ შე­ფა­სე­ბას“, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე-სპი­კერ­მა, გია ვოლ­სკიმ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გენ­ლის, კაია კა­ლა­სის გან­ცხა­დე­ბა შე­ა­ფა­სა.

  • ვოლ­სკიმ კა­ლა­სის გან­ცხა­დე­ბას “უტიფ­რო­ბა, უნა­მუ­სო­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცია“ უწო­და.

“მე ვფიქ­რობ, რომ კაია კა­ლა­სი უნდა და­ფიქ­რდეს და პა­სუ­ხი უნდა გას­ცეს შე­კი­თხვას, თუ რა­ტომ აწარ­მო­ებ­და და აწარ­მო­ებს მისი ქმა­რი რუ­სეთ­ში ბიზ­ნესს, მი­ლი­ო­ნი­ა­ნი შე­მო­სავ­ლე­ბი რა­ტომ აქვს, ხომ არ არის ეს ორ­მა­გი სტან­დარ­ტი ზო­გა­დად. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სან­ქცი­ე­ბი შე­უძ­ლია მო­ი­თხო­ვოს, მაგ­რამ მო­ძა­ლა­დის მი­მართ. მო­ძა­ლა­დე­ო­ბა რამ წარ­მოშ­ვა, რამ გა­ნა­პი­რო­ბა, რის­თვის იყო ეს მო­ძა­ლა­დე­ო­ბა?! რო­დე­საც პი­რო­ტექ­ნი­კას ეს­როდ­ნენ პო­ლი­ცი­ას, რო­დე­საც ქუ­ჩებს, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას წვავ­დნენ, ეს იყო ძა­ლა­დო­ბის თავ­და­პირ­ვე­ლი სა­ფუძ­ვე­ლი და მი­ზე­ზი. ამას რომ არ აკე­თებ, რომ არ აა­ნა­ლი­ზებ და შე­მო­დი­ხარ პირ­და­პირ, რომ ერთ პო­ლი­ტი­კურ ჯგუფს და­უ­ჭი­რო მხა­რი და მე­ო­რე რო­გორ­მე ჩა­ა­ყე­ნო უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს არის არის მარ­ტო ორ­მა­გი სტან­დარ­ტი, ეს არის უტიფ­რო­ბა. ეს უნა­მუ­სო­ბაა. პო­ლი­ტი­კუ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცია ჰქვია ამას. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა?! რა და­ვიმ­სა­ხუ­რეთ?! რით?! რის გამო, რომ სა­ქარ­თვე­ლომ სტა­ბი­ლუ­რო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნა და არ მი­ვე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა ნგრე­ვას, რომ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო?! შე­იძ­ლე­ბა იყო რა­ღაც გა­დაც­დო­მე­ბი ისე რო­გორც ხდე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ებ­ში. გერ­მა­ნი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ამ ჯა­ხის დროს ადა­მი­ა­ნე­ბი და­შავ­დე­ბი­ან, იცი­ან, რომ ეს აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამას უნდა შე­სა­ბა­მი­სი ანა­ლი­ზი. რო­დე­საც ასე ხის­ტად გა­მო­დი­ხარ, რო­დე­საც შენი ოჯა­ხი მი­ლი­ო­ნებს შო­უ­ლობს რუ­სეთ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ რაც რუ­სე­თი შე­იჭ­რა უკ­რა­ი­ნა­ში, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამას ჩვენ ვერ და­ვარ­ქმევთ ობი­ექ­ტურ შე­ფა­სე­ბას," - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

ცნო­ბის­თვის, ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში, კაია კა­ლას­მა ბრი­უ­სელ­ში, ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის შეხ­ვედ­რამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ "სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი საკ­მა­ოდ შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია და ვიმ­სჯე­ლებთ, რა შე­იძ­ლე­ბა კი­დევ გა­ვა­კე­თოთ".

“და­ვა­ყე­ნეთ სან­ქცი­ე­ბის სა­კი­თხი მათ წი­ნა­აღ­მდეგ, ვინც იყე­ნებს ძა­ლა­დო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­მი­ტინ­გე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ - ჯერ­ჯე­რო­ბით, ორი ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა ვერ და­ვარ­წმუ­ნეთ, ამას და­ე­თან­ხმონ“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლას­მა.

ავტორი:

“ეს არის უნამუსობა - კაია კალასმა პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას, თუ რატომ აწარმოებს მისი ქმარი რუსეთში ბიზნესს“ - გია ვოლსკი

“ეს არის უნამუსობა - კაია კალასმა პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას, თუ რატომ აწარმოებს მისი ქმარი რუსეთში ბიზნესს“ - გია ვოლსკი

“მე ვფიქრობ, კაია კალასმა პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას, თუ რატომ აწარმოებს მისი ქმარი რუსეთში ბიზნესს, მილიონიანი შემოსავლები რატომ აქვს და ხომ არ არის ეს ორმაგი სტანდარტი?! - როდესაც შენი ოჯახი მილიონებს შოულობს რუსეთში და ასე ხისტად გამოდიხარ, რასაკვირველია, ამას ჩვენ ვერ დავარქმევთ ობიექტურ შეფასებას“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადება შეაფასა.

  • ვოლსკიმ კალასის განცხადებას “უტიფრობა, უნამუსობა და პოლიტიკური მანიპულაცია“ უწოდა.

“მე ვფიქრობ, რომ კაია კალასი უნდა დაფიქრდეს და პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას, თუ რატომ აწარმოებდა და აწარმოებს მისი ქმარი რუსეთში ბიზნესს, მილიონიანი შემოსავლები რატომ აქვს, ხომ არ არის ეს ორმაგი სტანდარტი ზოგადად. რასაკვირველია, სანქციები შეუძლია მოითხოვოს, მაგრამ მოძალადის მიმართ. მოძალადეობა რამ წარმოშვა, რამ განაპირობა, რისთვის იყო ეს მოძალადეობა?! როდესაც პიროტექნიკას ესროდნენ პოლიციას, როდესაც ქუჩებს, პარლამენტის შენობას წვავდნენ, ეს იყო ძალადობის თავდაპირველი საფუძველი და მიზეზი. ამას რომ არ აკეთებ, რომ არ აანალიზებ და შემოდიხარ პირდაპირ, რომ ერთ პოლიტიკურ ჯგუფს დაუჭირო მხარი და მეორე როგორმე ჩააყენო უხერხულ მდგომარეობაში, რასაკვირველია, ეს არის არის მარტო ორმაგი სტანდარტი, ეს არის უტიფრობა. ეს უნამუსობაა. პოლიტიკური მანიპულაცია ჰქვია ამას. როგორ შეიძლება?! რა დავიმსახურეთ?! რით?! რის გამო, რომ საქართველომ სტაბილურობა შეინარჩუნა და არ მივეცით საშუალება ნგრევას, რომ განვითარებულიყო?! შეიძლება იყო რაღაც გადაცდომები ისე როგორც ხდება დემოკრატიებში. გერმანიაში, საფრანგეთში ამდენი ადამიანი დაიღუპა. ამ ჯახის დროს ადამიანები დაშავდებიან, იციან, რომ ეს აუცილებლად მოხდება და რასაკვირველია, ამას უნდა შესაბამისი ანალიზი. როდესაც ასე ხისტად გამოდიხარ, როდესაც შენი ოჯახი მილიონებს შოულობს რუსეთში, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, რასაკვირველია, ამას ჩვენ ვერ დავარქმევთ ობიექტურ შეფასებას," - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "საქართველოში განვითარებული მოვლენები საკმაოდ შემაშფოთებელია და ვიმსჯელებთ, რა შეიძლება კიდევ გავაკეთოთ".

“დავაყენეთ სანქციების საკითხი მათ წინააღმდეგ, ვინც იყენებს ძალადობას საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ - ჯერჯერობით, ორი ევროპული ქვეყანა ვერ დავარწმუნეთ, ამას დაეთანხმონ“, - განაცხადა კალასმა.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"