სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მურმანსკის პორტში გემზე ამოვიდა ФСБ... ჩამკეტეს, გამხადეს... მეკითხებოდნენ, რუსეთი ოკუპანტია თუ არა, დამიწვავს თუ არა რუსეთის დროშა აქციაზე" - რას წერს მეზღვაური გიორგი ნაგერვაძე?
"მურმანსკის პორტში გემზე ამოვიდა ФСБ... ჩამკეტეს, გამხადეს... მეკითხებოდნენ, რუსეთი ოკუპანტია თუ არა, დამიწვავს თუ არა რუსეთის დროშა აქციაზე" - რას წერს მეზღვაური გიორგი ნაგერვაძე?

გი­ორ­გი ნა­გერ­ვა­ძე, ქარ­თვე­ლი მე­ზღვა­უ­რია. ახალ­გაზ­რდამ სამი სა­ა­თის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც წერს, რომ მურ­მანსკის პორ­ტში ყოფ­ნი­სას რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის [ФСБ] თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გემ­ზე ავიდ­ნენ. მათ გი­ორ­გი იძუ­ლე­ბით და­კი­თხეს და 6 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ად­გი­ლი ჰქონ­და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­სა და მუ­ქა­რას.

რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა კი­თხვე­ბი და­უს­ვეს 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომზე, მიმ­დი­ნა­რე რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომზე და ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე

- მო­გე­სალ­მე­ბით ყვე­ლას, ეს პოს­ტი ეხე­ბა ყვე­ლა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს და მი­თუ­მე­ტეს მე­ზღვა­უ­რებს. მურ­მანსკის პორ­ტში ვი­ყა­ვით რუ­სეთ­ში. ამო­ვი­და გემ­ზე "ფე­ეს­ბე", ქარ­თვე­ლე­ბი ერ­თად შეგ­ვკრი­ბეს, შემ­დეგ ყვე­ლა თა­ვის კა­ი­უ­ტა­ში წაგ­ვიყ­ვა­ნეს. 1 სა­ა­თი დამ­კი­თხეს, ტე­ლე­ფო­ნი გა­მო­მარ­თვა შე­ა­მოწ­მა ყვე­ლა­ფე­რი, რა­ღაც სპე­ცი­ა­ლუ­რი კოდი აქვთ და იმ კო­დით ძვრე­ბი­ან ყველ­გან. მი­ნა­ხეს 2022 წელს ნა­ყუ­რე­ბი რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნის ომის ვი­დე­ო­ე­ბი, აქ­ცი­ის ვი­დე­ო­ე­ბი, „რუს­კი კა­რაბლ იდი ნა ხუი“ და ეგე­თე­ბი. აქ­ცი­ის სუ­რა­თე­ბი და ასე შემ­დეგ. მე სა­ერ­თოდ არ მახ­სოვ­და 2022 წელს რას ვუ­ყუ­რე და რა მო­ვი­წო­ნე.

რომ გამ­ხსე­ნე­ბო­და კი წავ­შლი­დი, მაგ­რამ არ გა­მახ­სენ­და. შემ­დეგ წა­მიყ­ვა­ნეს „ფე­ეს­ბეს“ შე­ნო­ბა­ში, ჩამ­კე­ტეს ოთახ­ში, და­მა­ყე­ნეს გამ­ხა­დეს წელს ზე­მოთ, სუ­რა­თე­ბი მი­ღეს, თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბი ამი­ღეს, შემ­დეგ ისევ ჩამ­კე­ტეს და 1 სა­ათ­ში ისევ მო­ვიდ­ნენ კა­მე­რით და და­მი­წყეს და­კი­თხვა. 6 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მკი­თხავ­დნენ თან იწერ­დნენ. ზე­წო­ლას ახ­დენ­დნენ ჩემ­ზე. კი­თხვე­ბი იყო ასე­თი: რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნის ომში რუ­სეთს ვუ­ჭერ მხარს თუ უკ­რა­ი­ნას, მყავს თუ არა უკ­რა­ი­ნა­ში ნა­თე­სა­ვე­ბი , ბო­ლოს რო­დის გა­დავ­რი­ცხე ფული უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბის ფონდში, პუ­ტი­ნი მიყ­ვარს თუ არა, ზე­ლენ­სკის ვუ­ჭერ მხარს თუ არა, ვისი ბრა­ლია უკ­რა­ი­ნა რუ­სე­თის ომი, 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თი ომის დროს მინ­დო­და თუ არა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნის დროს აქ­ცი­ა­ზე ხში­რად ვი­ძა­ხი „პუ­ტინ ხუ­ი­ლოს“ თუ არა, და­მიწ­ვავს თუ არა რუ­სე­თის დრო­შა აქ­ცი­ა­ზე ყოფ­ნის დროს, აქ­ცი­ა­ზე რომ დავ­დი­ვარ ფულს რამ­დენს ვი­ღებ, რა­ტომ არ მაქვს რუ­სე­თის მხარ­დამ­ჭე­რი ვი­დე­ო­ე­ბი, დე­და­ჩე­მი ვი­ნაა, ჩემი ცოლი ვი­ნაა, ვე­წე­ვი თუ არა მა­რი­ხუ­ა­ნას ან ჩემი ცოლი ეწე­ვა თუ არა. აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოა თუ არა, რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია თუ არა. ძა­ლი­ან დიდ ზე­წო­ლას ახ­დენ­დნენ ჩემ­ზე. ფსი­ქო­ლო­გი­ა­ზე მირ­ტყამ­დნენ რომ რამე მეთ­ქვა ავ­ყო­ლო­დი სა­ბა­ბი მი­მე­ცა რომ გა­ვე­ლა­ხე.

იწევ­დნენ ჩემ­კენ „ნაგ­ლად“ დამ­ცი­ნა­ვად მე­ლა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ. აქ ბევ­რი ქარ­თვე­ლე­ბი გვყავ­და და ზოგ ზო­გი­ერ­თებს ფე­ხე­ბი და­ვა­ტე­ხე­თო მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ. შენც ჭკუ­ით იყა­ვი თუ გინ­და აქე­დან გახ­ვი­დეო. ვცდი­ლობ­დი არ ავ­ყო­ლო­დი რად­გან ვე­რა­ვინ ვერ მიშ­ვე­ლი­და. მინ­დო­და რომ იქი­დან გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი თავი და­მეღ­წია. შემ­დეგ წა­მიყ­ვა­ნეს სხვა ოთახ­ში ხელი მო­მა­წე­რი­ნეს რა­ღა­ცებ­ზე, ისე­თი რა­ღა­ცე­ბი და­წე­რეს რაც არ მიქ­ნია.

შენ 32 წლის ხარო და ახლა 50 წლი­ანს მოგ­ცემთ და 50 წელ­ში 82 კი იქ­ნე­ბიო, ლა­მის გული გა­მი­ჩერ­და მეთ­ქი 50 წელი ცი­ხე­ში მიშ­ვე­ბენ თქო. შემ­დეგ კი მე­უბ­ნე­ბა უფ­რო­სი: მაგ­რად გა­გი­მარ­თლა რომ აქე­დან გიშ­ვებ­თო და 50 წლი­ან დე­პორ­ტს გაძ­ლევ­თო. მოკ­ლედ 50 წლი­ა­ნი დე­პორ­ტი მომ­ცეს და და­მაბ­რუ­ნეს გემ­ზე. მაგ­რად მაწ­ვა­ლეს. ვფიქ­რობ­დი გემ­ზე აღარ და­მაბ­რუ­ნე­ბენ მეთ­ქი. მე რაც იქ ვიწ­ვა­ლე სხვამ არ მინ­და იგი­ვე გა­ი­ა­როს იმი­ტომ რომ შე­იძ­ლე­ბა ვერ გა­უძ­ლოს და ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დეს. ჩვენ სა­ნამ შე­ვი­დო­დით პორ­ტში მა­ნამ­დე 4 ქარ­თვე­ლი წა­უყ­ვა­ნი­ათ ისე უცე­მი­ათ რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­უყ­ვა­ნი­ათ. ასე რომ კი­დევ კარ­გად გა­ვუ­ძე­ლი წნეხს. ახლა კარ­გად ვარ, გა­მო­ვე­დით რუ­სე­თი­დან, დი­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს აფხა­ზე­თი და ოსე­თი სა­ქარ­თვე­ლოა." - წერს გი­ორ­გი ნა­გერ­ვა­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"მურმანსკის პორტში გემზე ამოვიდა ФСБ... ჩამკეტეს, გამხადეს... მეკითხებოდნენ, რუსეთი ოკუპანტია თუ არა, დამიწვავს თუ არა რუსეთის დროშა აქციაზე" - რას წერს მეზღვაური გიორგი ნაგერვაძე?

"მურმანსკის პორტში გემზე ამოვიდა ФСБ... ჩამკეტეს, გამხადეს... მეკითხებოდნენ, რუსეთი ოკუპანტია თუ არა, დამიწვავს თუ არა რუსეთის დროშა აქციაზე" - რას წერს მეზღვაური გიორგი ნაგერვაძე?

გიორგი ნაგერვაძე, ქართველი მეზღვაურია. ახალგაზრდამ სამი საათის წინ სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, სადაც წერს, რომ მურმანსკის პორტში ყოფნისას რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის [ФСБ] თანამშრომლებმა გემზე ავიდნენ. მათ გიორგი იძულებით დაკითხეს და 6 საათის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ძალადობასა და მუქარას.

რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა კითხვები დაუსვეს 2008 წლის აგვისტოს ომზე, მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომზე და ასევე საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე

- მოგესალმებით ყველას, ეს პოსტი ეხება ყველა საქართველოს მოქალაქეს და მითუმეტეს მეზღვაურებს. მურმანსკის პორტში ვიყავით რუსეთში. ამოვიდა გემზე "ფეესბე", ქართველები ერთად შეგვკრიბეს, შემდეგ ყველა თავის კაიუტაში წაგვიყვანეს. 1 საათი დამკითხეს, ტელეფონი გამომართვა შეამოწმა ყველაფერი, რაღაც სპეციალური კოდი აქვთ და იმ კოდით ძვრებიან ყველგან. მინახეს 2022 წელს ნაყურები რუსეთი უკრაინის ომის ვიდეოები, აქციის ვიდეოები, „რუსკი კარაბლ იდი ნა ხუი“ და ეგეთები. აქციის სურათები და ასე შემდეგ. მე საერთოდ არ მახსოვდა 2022 წელს რას ვუყურე და რა მოვიწონე.

რომ გამხსენებოდა კი წავშლიდი, მაგრამ არ გამახსენდა. შემდეგ წამიყვანეს „ფეესბეს“ შენობაში, ჩამკეტეს ოთახში, დამაყენეს გამხადეს წელს ზემოთ, სურათები მიღეს, თითის ანაბეჭდები ამიღეს, შემდეგ ისევ ჩამკეტეს და 1 საათში ისევ მოვიდნენ კამერით და დამიწყეს დაკითხვა. 6 საათის განმავლობაში მკითხავდნენ თან იწერდნენ. ზეწოლას ახდენდნენ ჩემზე. კითხვები იყო ასეთი: რუსეთი უკრაინის ომში რუსეთს ვუჭერ მხარს თუ უკრაინას, მყავს თუ არა უკრაინაში ნათესავები , ბოლოს როდის გადავრიცხე ფული უკრაინის დახმარების ფონდში, პუტინი მიყვარს თუ არა, ზელენსკის ვუჭერ მხარს თუ არა, ვისი ბრალია უკრაინა რუსეთის ომი, 2008 წელს საქართველო რუსეთი ომის დროს მინდოდა თუ არა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა.

საქართველოში ყოფნის დროს აქციაზე ხშირად ვიძახი „პუტინ ხუილოს“ თუ არა, დამიწვავს თუ არა რუსეთის დროშა აქციაზე ყოფნის დროს, აქციაზე რომ დავდივარ ფულს რამდენს ვიღებ, რატომ არ მაქვს რუსეთის მხარდამჭერი ვიდეოები, დედაჩემი ვინაა, ჩემი ცოლი ვინაა, ვეწევი თუ არა მარიხუანას ან ჩემი ცოლი ეწევა თუ არა. აფხაზეთი საქართველოა თუ არა, რუსეთი ოკუპანტია თუ არა. ძალიან დიდ ზეწოლას ახდენდნენ ჩემზე. ფსიქოლოგიაზე მირტყამდნენ რომ რამე მეთქვა ავყოლოდი საბაბი მიმეცა რომ გაველახე.

იწევდნენ ჩემკენ „ნაგლად“ დამცინავად მელაპარაკებოდნენ. აქ ბევრი ქართველები გვყავდა და ზოგ ზოგიერთებს ფეხები დავატეხეთო მეუბნებოდნენ. შენც ჭკუით იყავი თუ გინდა აქედან გახვიდეო. ვცდილობდი არ ავყოლოდი რადგან ვერავინ ვერ მიშველიდა. მინდოდა რომ იქიდან გამოვსულიყავი თავი დამეღწია. შემდეგ წამიყვანეს სხვა ოთახში ხელი მომაწერინეს რაღაცებზე, ისეთი რაღაცები დაწერეს რაც არ მიქნია.

შენ 32 წლის ხარო და ახლა 50 წლიანს მოგცემთ და 50 წელში 82 კი იქნებიო, ლამის გული გამიჩერდა მეთქი 50 წელი ციხეში მიშვებენ თქო. შემდეგ კი მეუბნება უფროსი: მაგრად გაგიმართლა რომ აქედან გიშვებთო და 50 წლიან დეპორტს გაძლევთო. მოკლედ 50 წლიანი დეპორტი მომცეს და დამაბრუნეს გემზე. მაგრად მაწვალეს. ვფიქრობდი გემზე აღარ დამაბრუნებენ მეთქი. მე რაც იქ ვიწვალე სხვამ არ მინდა იგივე გაიაროს იმიტომ რომ შეიძლება ვერ გაუძლოს და ცუდ მდგომარეობაში ჩავარდეს. ჩვენ სანამ შევიდოდით პორტში მანამდე 4 ქართველი წაუყვანიათ ისე უცემიათ რომ საავადმყოფოში წაუყვანიათ. ასე რომ კიდევ კარგად გავუძელი წნეხს. ახლა კარგად ვარ, გამოვედით რუსეთიდან, დიდება საქართველოს აფხაზეთი და ოსეთი საქართველოა." - წერს გიორგი ნაგერვაძე.