სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კითხვა მაქვს - ახლა ჩვენ გავხდით პროამერიკელები და კოლექტიური "ნაცმოძრაობა" გახდა ანტიამერიკელები?!" - მაჭარაშვილი
"კითხვა მაქვს - ახლა ჩვენ გავხდით პროამერიკელები და კოლექტიური "ნაცმოძრაობა" გახდა ანტიამერიკელები?!" - მაჭარაშვილი

მე კი­თხვა მაქვს, ან­ტი­ა­მე­რი­კუ­ლი აღარ არის ამე­რი­კის დღე­ვან­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის და თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის ლან­ძღვა?! - ახლა ჩვენ გავ­ხდით პრო­ა­მე­რი­კე­ლე­ბი და კო­ლექ­ტი­უ­რი „ნაც­მოძ­რა­ო­ბა“ გახ­და ან­ტი­ა­მე­რი­კე­ლე­ბი?! აი, რო­გორ შეტ­რი­ალ­და დრო, - ამის შე­სა­ხებ „ხალ­ხის ძა­ლის" დე­პუ­ტატ­მა, გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის დღე­ვან­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი და სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი სწო­რედ იმას ამ­ბო­ბენ, რა­საც „ხალ­ხის ძალა“ გა­სუ­ლი 2-3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­კუ­თარ გან­ცხა­დე­ბებ­ში წერ­და.

"ჩვენ, სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც წესი, პრაგ­მა­ტულ პო­ლი­ტი­კას ვა­წარ­მო­ებ­დით და არას­დროს არ გვით­ქვამს, რომ ჩვენ ვართ ან ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფოს და მით უმე­ტეს, ხალ­ხის, ან ევ­რო­პის სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის და მით უმე­ტეს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ეს ჩვენ ყველ­გან და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი გვაქვს. ჩვენ ვი­ყა­ვით იმ „დიფ სთე­ი­თის“ და „გლო­ბა­ლუ­რი ომი პარ­ტი­ის“ წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­საც ვებ­რძო­დით, იმი­ტომ რომ ისი­ნი გვებ­რძოდ­ნენ ჩვენ. ახლა გა­ვიხ­სე­ნოთ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის, თა­ვად პრე­ზი­დენ­ტის სი­ტყვე­ბი. რას ამ­ბო­ბენ ისი­ნი?!

სწო­რედ იმას ამ­ბო­ბენ, რა­საც ჩვენ, „ხალ­ხის ძალა“ ვწერ­დით ამ 2-3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ წე­რი­ლებ­ში და კო­მენ­ტა­რებ­ში, რომ იგი­ვე „დიფ სთე­ი­თი“ იბ­რძვის სხვა ქვეყ­ნებ­ში, ერე­ვა პო­ლი­ტი­კა­ში და უნდა ომე­ბი და არა მშვი­დო­ბა. ეს უკვე და­დას­ტურ­და ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის მხრი­დან და ახლა კი­თხვა მაქვს მე, რო­დე­საც ტრამპს ლან­ძღა­ვენ, აგი­ნე­ბენ, კრი­ტი­კა­ზე აღარ ვსა­უბ­რობ, ეს ან­ტი­ა­მე­რი­კუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი არ არის?! რო­დე­საც ჩვენ ძა­ლი­ან მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად ვამ­ბობ­დით, რომ ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი იქ­ნე­ბო­და თუ პრეს-მდი­ვა­ნი, როცა სა­ქარ­თვე­ლოს უსა­მარ­თლოდ აკ­რი­ტი­კებ­და ვამ­ბობ­დით, რომ ეს არ არის სწო­რი და ამა­ზე გვე­კი­თხე­ბოდ­ნენ ეს ან­ტი­ა­მე­რი­კუ­ლი ხომ არი­სო?

ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი პირ­ვე­ლი სა­ხელ­მწი­ფო არის ამე­რი­კა და მის პრე­ზი­დენტზე და სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­ზე თუნ­დაც კრი­ტი­კას რომ გა­მოთ­ქვა­მო, ეს ხომ არის ან­ტი­ა­მე­რი­კუ­ლიო და ახლა მე კი­თხვა მაქვს, ან­ტი­ა­მე­რი­კუ­ლი აღარ არის ამე­რი­კის დღე­ვან­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის და თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის ლან­ძღვა?! თუ რო­გორ არის ახლა ეს?! ახლა ჩვენ გავ­ხდით პრო­ა­მე­რი­კე­ლე­ბი და კო­ლექ­ტი­უ­რი „ნაც­მოძ­რა­ო­ბა“ გახ­და ან­ტი­ა­მე­რი­კე­ლე­ბი?! აი, რო­გორ შეტ­რი­ალ­და დრო," - გა­ნა­ცხა­და მა­ჭა­რაშ­ვილ­მა.

ავტორი:

"კითხვა მაქვს - ახლა ჩვენ გავხდით პროამერიკელები და კოლექტიური "ნაცმოძრაობა" გახდა ანტიამერიკელები?!" - მაჭარაშვილი

"კითხვა მაქვს - ახლა ჩვენ გავხდით პროამერიკელები და კოლექტიური "ნაცმოძრაობა" გახდა ანტიამერიკელები?!" - მაჭარაშვილი

მე კითხვა მაქვს, ანტიამერიკული აღარ არის ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტის, სახელმწიფო მდივნის და თანამდებობის პირების ლანძღვა?! - ახლა ჩვენ გავხდით პროამერიკელები და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გახდა ანტიამერიკელები?! აი, როგორ შეტრიალდა დრო, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

  • მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი სწორედ იმას ამბობენ, რასაც „ხალხის ძალა“ გასული 2-3 წლის განმავლობაში საკუთარ განცხადებებში წერდა.

"ჩვენ, საქართველო, როგორც წესი, პრაგმატულ პოლიტიკას ვაწარმოებდით და არასდროს არ გვითქვამს, რომ ჩვენ ვართ ან ამერიკის სახელმწიფოს და მით უმეტეს, ხალხის, ან ევროპის სახელმწიფოების და მით უმეტეს, საზოგადოების წინააღმდეგ. ეს ჩვენ ყველგან დაფიქსირებული გვაქვს. ჩვენ ვიყავით იმ „დიფ სთეითის“ და „გლობალური ომი პარტიის“ წინააღმდეგ, რომელსაც ვებრძოდით, იმიტომ რომ ისინი გვებრძოდნენ ჩვენ. ახლა გავიხსენოთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, თავად პრეზიდენტის სიტყვები. რას ამბობენ ისინი?!

სწორედ იმას ამბობენ, რასაც ჩვენ, „ხალხის ძალა“ ვწერდით ამ 2-3 წლის განმავლობაში ჩვენ წერილებში და კომენტარებში, რომ იგივე „დიფ სთეითი“ იბრძვის სხვა ქვეყნებში, ერევა პოლიტიკაში და უნდა ომები და არა მშვიდობა. ეს უკვე დადასტურდა ამერიკელი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მხრიდან და ახლა კითხვა მაქვს მე, როდესაც ტრამპს ლანძღავენ, აგინებენ, კრიტიკაზე აღარ ვსაუბრობ, ეს ანტიამერიკული განცხადებები არ არის?! როდესაც ჩვენ ძალიან მოკრძალებულად ვამბობდით, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი იქნებოდა თუ პრეს-მდივანი, როცა საქართველოს უსამართლოდ აკრიტიკებდა ვამბობდით, რომ ეს არ არის სწორი და ამაზე გვეკითხებოდნენ ეს ანტიამერიკული ხომ არისო?

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი პირველი სახელმწიფო არის ამერიკა და მის პრეზიდენტზე და სახელმწიფო მდივანზე თუნდაც კრიტიკას რომ გამოთქვამო, ეს ხომ არის ანტიამერიკულიო და ახლა მე კითხვა მაქვს, ანტიამერიკული აღარ არის ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტის, სახელმწიფო მდივნის და თანამდებობის პირების ლანძღვა?! თუ როგორ არის ახლა ეს?! ახლა ჩვენ გავხდით პროამერიკელები და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გახდა ანტიამერიკელები?! აი, როგორ შეტრიალდა დრო," - განაცხადა მაჭარაშვილმა.