მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაგახსენებ, 2018-ში სოფოს რომ ელჩობა უნდოდა... მერე ქოცების ადმინისტრაციაშიც იმუშავა ხომ?" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე ლაშა ბუღაძის მეუღლეზე, მას შემდეგ რაც მწერალმა ალასანიაზე დაპოსტა
"გაგახსენებ, 2018-ში სოფოს რომ ელჩობა უნდოდა... მერე ქოცების ადმინისტრაციაშიც იმუშავა ხომ?" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე ლაშა ბუღაძის მეუღლეზე, მას შემდეგ რაც მწერალმა ალასანიაზე დაპოსტა

ორი დღის წინ, პო­ლი­ტი­კი­დან ბიზ­ნეს­ში წა­სულ­მა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ „რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან“ სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, დღეს ბიზ­ნე­სი თა­ვი­სუ­ფა­ლია. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ბიზ­ნეს­მე­ნებს არ ატე­რო­რებს, მათ­გან არც წი­ლე­ბის გა­და­ფორ­მე­ბას ითხოვს და არც ცი­ხე­ში იჭერს.

რაც შე­ე­ხე­ბა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე პრო­ტესტს, ექსმი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, რომ დროა, მხა­რე­ე­ბი მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან დას­ხდნენ და ოპო­ზი­ცი­ამ ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის მზა­დე­ბა და­ი­წყოს.

გუ­შინ, სხვა­დას­ხვა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას ინ­ტერ­ვი­უ­დან სწო­რედ ამ ჰედ­ლა­ი­ნებ­ზე გა­ა­კე­თეს აქ­ცენ­ტი, რისი წა­კი­თხვის შემ­დე­გაც, მწე­რა­ლი ლაშა ბუ­ღა­ძე უკ­მა­ყო­ფი­ლო დარ­ჩა. ბუ­ღა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცე­ლი სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც წერს, რომ წა­კი­თხულ­მა შოკ­ში ჩა­აგ­დო.

- ალა­სა­ნი­ას ინ­ტერ­ვი­უს წა­კი­თხვის შემ­დეგ კი­დევ უფრო შოკ­ში ჩა­მაგ­დო სი­ტუ­ა­ცი­უ­რი კა­რი­ე­რის­ტე­ბის და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო პო­ლი­ტი­კა­ნე­ბის "კა­ტის მეხ­სი­ე­რე­ბამ" - ინ­დულ­გენ­ცია რომ გახ­და ახლა ივა­ნიშ­ვი­ლის ოპო­ნი­რე­ბა და წლე­ბის წინ კი მისი ძა­ლა­უფ­ლე­ბის არმ­ხი­ლე­ბა და გან­მტკი­ცე­ბა, რომ იყო ქცე­ვის ნორ­მა. ამ­ჟა­მინ­დე­ლი და ტრა­დი­ცი­უ­ლად ანტი ქო­ცუ­რი ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ნიშ­ნის­გე­ბით ბრა­ზო­ბენ - ჩვენ ვიბ­რძო­დით და ოპო­ზი­ცი­ად ახლა ეგე­ნი ით­ვლე­ბი­ა­ნო. ჰოდა, ჩვე­ნო ძვირ­ფა­სე­ბო, უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ე­ბო, ნა­წყე­ნე­ბო, ფუ­ლით ნა­ყიდ­ნო, გა­დაგ­დე­ბულ­ნო თუ გა­უ­ყი­და­ვე­ბო, ახლა ყვე­ლა ერთ დიდ უბე­დუ­რე­ბა­ში ვართ და ის მა­ინც გა­ა­კე­თეთ, რომ ყო­ველ სა­ღა­მოს რუს­თა­ვე­ლის გა­და­კეტ­ვა­ში მი­ეშ­ვე­ლოთ ხალ­ხს!

ფი­ზი­კუ­რად მა­ინც და­დე­ქით, რად­გან სხვა თქვენ­გან არც არა­ფე­რია უკვე სა­ჭი­რო და ეს მა­ინც იკის­რეთ - ერთი სა­ა­თია სა­ჭი­რო, მეტი არა! ძვე­ლო ქო­ცე­ბო - ექს-მი­ნის­ტრე­ბო და დე­პუ­ტა­ტე­ბო, მო­დით და მი­ეშ­ვე­ლეთ ხალ­ხს პრო­ტეს­ტის უწყვე­ტო­ბა­ში, და­დე­ქით ქუ­ჩა­ში! ამ­ჟა­მინ­დე­ლო ოპო­ზი­ცი­უ­რო პარ­ტი­ე­ბო - კა­ცე­ბო და ქა­ლე­ბო, - ფე­ის­ბუქ­ზე პოსტვას და ვინ უფრო მო­რა­ლუ­რია, მანდ შე­ჯიბრს, მო­დით და და­ეხ­მა­რეთ ხალ­ხს ფი­ზი­კუ­რად (!), თქვე­ნი ტა­ნე­ბით და სამი-ოთხი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმით ტრო­ტუ­ა­რი­დან პროს­პექ­ტამ­დე.

ბოლო კვი­რებ­ში ვი­საც ვხე­დავ, ან ჩემი ფე­ის­ბუქ-ბაბ­ლია, ან ნაც­ნობ-მე­გო­ბა­რი, ან ოჯა­ხის წევ­რი (აგერ მა­მა­ჩე­მიც და­ა­ჯა­რი­მეს გუ­შინ, რაკი 28 ოქ­ტომ­ბრი­დან ქუ­ჩა­ში დგას), ან­დაც ჩემი კო­ლე­გე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. და რაც მთა­ვა­რია, მა­უ­წყებ­ლი­დან მარ­შით მო­სუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი! თუ ვამ­ბობთ, რომ პრო­ტეს­ტის უწყვე­ტო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რუს­თა­ველ­ზე - და ნამ­დვი­ლად არის! - მო­დით! ჩა­ე­ნაც­ვლეთ! ჩა­მო­დით! გა­დით! რა­ტომ არ დგა­ნან აქ ყო­ველ სა­ღა­მოს პარ­ტი­ე­ბის წევ­რე­ბი? რა­ტომ არ დგა­ნან ექს-ქოცი მო­ხე­ლე­ე­ბი, ბევ­რს რომ ლა­პა­რა­კო­ბენ ახლა! მო­დით და გა­და­კე­ტეთ გზა - ხალ­ხს აჯა­რი­მე­ბენ თქვე­ნი პა­სი­უ­რო­ბის გამო! სხვამ უნდა გა­ა­კე­თოს თქვე­ნი საქ­მე და სხვამ უნდა გა­მო­ას­წო­როს თქვენს მიერ გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი?! აღარ გა­მო­ვა ასე!

  • ლაშა ბუ­ღა­ძის ვრცელ სტა­ტუსს, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას მე­უღ­ლე, ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა. ნა­თი­ამ მწე­რალს ის პე­რი­ო­დი გა­ახ­სე­ნა რო­დე­საც მის მე­უღ­ლეს სო­ფიო შა­მა­ნიდს სა­ბერ­ძნეთ­ში ელ­ჩო­ბა სურ­და. ამ დროს ირაკ­ლი ალა­სა­ნია უკვე წა­მო­სუ­ლი იყო ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კი­დან

- მა­გა­რი პოს­ტი გა­მო­გი­ცხვია, ჰოდა გა­გახ­სე­ნებ, ახა­ლი არა­ფე­რი გა­გი­გია, მთა­ვა­რი მე­სი­ჯი 2014 წელს სწო­რედ იყო - ქვე­ყა­ნა უხ­ვევს და­სავ­ლე­თის კურ­სი­დან! 2016-ში ტან­კე­ბით რომ გვივ­ლიდ­ნენ მთელ ოჯახს და მა­ი­ას კლავ­დნენ პირ­და­პი­რი გა­გე­ბით, იმა­საც გა­გახ­სე­ნებ, რა­ღაც კა­ფე­ში რომ შევ­ხვდით (მეც ვი­ყა­ვი, თო­რემ არ მე­ცო­დი­ნე­ბო­და) და ირაკ­ლი თა­ნად­გო­მას გთხოვ­დათ შენ, ტუ­რი­კას და რა­ტის და თქვენ­თვის სიმ­პა­თი­უ­რი როლი გთხო­ვათ შე­გეს­რუ­ლე­ბი­ნათ, აფხა­ზუ­რი თე­მე­ბის ნა­წილ­ში მო­მეხ­მა­რე­თო.

მერე იმა­საც გა­გახ­სე­ნებ, 2018-ში სო­ფოს რომ ელ­ჩო­ბა უნ­დო­და და ზალ­კა­ლი­ანს ხმას სცე­მო? რომ ეკი­თხე­ბო­და ირაკ­ლის და ირაკ­ლი ეღ­ლი­ცი­ნე­ბო­და, არ­ჩევ­ნებ­ში ხმის ჩაყ­რას რომ მოგ­თხო­ვენ, მზად ხარო? ამის მერე ქო­ცე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­შიც იმუ­შა­ვა ხომ? ბევ­რი კარ­გი საქ­მეც აკე­თა, მე ყვე­ლას ყვე­ლა­ფერს ვუ­ფა­სებ. აი ამის და­წე­რა არ მინ­დო­და სა­ჯა­როდ, მე ნაკ­ლე­ბად მე­მე­ტე­ბით სი­ბინ­ძუ­რის შე­მოფრქვე­ვის­თვის, მაგ­რამ ვხვდე­ბი, რომ მხო­ლოდ მე ვუფრ­თხილ­დე­ბი ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს.

ჰოდა რამ დაგშო­კა ლაშა? რა გა­ი­გე ახა­ლი? მი­ტინ­გებ­ზე და­გაკ­ლდით? თავი უნდა ვი­მარ­თლო და დავ­თვა­ლო, რო­მე­ლი ოჯა­ხის წევ­რი რამ­დენ­ჯერ ვართ ყინ­ვა­ში და მოწ­მე­ე­ბიც მო­ვიყ­ვა­ნო? რა ვიცი, ერთხელ სო­ფოც შემ­ხვდა აქ­ცი­ა­ზე და მიც­ნო აშ­კა­რად. ზო­გა­დად ამი­ე­რი­დან ტა­ბელს გა­და­ვაბ­რუ­ნებ, რომ ხუ­თი­ა­ნე­ბი და­მი­წე­რო. ვა­ფა­სებ შენს "სა­ხალ­ხო ტრი­ბუ­ნის" როლს, მაგ­რამ მოდი რა, გვი­ცა­ნი, ვინ ვი­ნაა. ნაც ტრო­ლე­ბის მე­სი­ჯე­ბით რომ და­კი­თხა იმ ნი­ჭი­ერ­მა გო­გომ კაცი, რო­მე­ლიც ამ­ხე­ლა ამ­ბავს ჰყვე­ბა, ნე­ტავ რა­ტომ? რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ზა­ნი ბუნ­დო­ვა­ნე­ბის შექ­მნაა ირაკ­ლის გარ­შე­მო, ჭუ­ტა­ვი­ზი­ას და მე­ლა­ძის სტილ­ში, რომ მი­ლი­ო­ნე­რი გახ­და გა­რი­გე­ბით და არა ის, რომ ში­ნა­არ­სი გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს რუ­სუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის შე­სა­ხებ ხომ? ამ­ხე­ლა პატ­რი­ო­ტი ხალ­ხი რა კარ­გად არ­ჩევთ პრი­ო­რი­ტე­ტებს და რა კარ­გად ემ­სა­ხუ­რე­ბით ერ­თი­ა­ნო­ბას. რას და­ვაბ­რა­ლო ეს ამ­დე­ნი "და­შო­კი­ლი" ნაც­ნო­ბი?

მად­ლო­ბა ფე­ხუ­ნე­ბი რომ გა­გი­ცივ­დათ მი­ტინგზე, მაგ­რამ სხვა­საც რა­ღაც უკე­თე­ბია ამ ქვეყ­ნის­თვის, ცოტა მეტი, მერ­წმუ­ნე. თუ აქ არ არის ირაკ­ლი, გა­დაკ­რუ­ლად ან პირ­და­პირ ამუ­ნა­თებთ, სა­ჯა­როდ გა­მო­ვი­და, რა­ღაც თქვა, რა­ტომ გა­მო­ვი­დაო, აწ­რი­ალ­და სა­ნა­ცე­თიც და სა­ქო­ცე­თიც და რომ ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბით, რა გინ­დათ ჩვენ­გან, მო­მი­ყე­ვი და იქ­ნებ "კარ­გად მო­ვიქ­ცეთ". თუმ­ცა საკ­მა­ოდ ცხა­დია, რაც გინ­დათ - შე­უ­რა­ცხყო­ფა, კუ­ლი­სებ­ში ჭო­რა­ო­ბა და სა­ჯა­როდ გას­ვრა, სულ ესაა. მად­ლო­ბა.

და თქვე­ნი მე­სი­ჯი რა არის დღეს ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კა­ში? - "შენ წადი, რომ მე მო­ვი­დე" - ამის იქით რა არის ამ­დე­ნი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლის მე­სი­ჯი, რას გა­ა­კე­თებთ რომ მოხ­ვალთ და რა ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სით? იქ­ნებ ამა­ზე იმუ­შა­ოთ და მეტი ხალ­ხი ჩა­ერ­თოს მერე. მუდ­მი­ვად სხვი­სი ყუ­რე­ბის აწე­ვას, სა­კუ­თარ თა­ვებ­ზე იმუ­შა­ვეთ მეტი, რად­გან ამ­დე­ნი ლი­დე­რო­ბის უფ­ლე­ბას აძ­ლევთ თავს.

პო­ლე­მი­კა­ში ჩა­ერ­თო ლაშა ბუ­ღა­ძის მე­უღ­ლეც. სო­ფიო შა­მა­ნი­დი წერს, რომ მას­ზე უკე­თე­სი ელჩი სა­ბერ­ძნეთ­ში არა­ვინ იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა მისი გაშ­ვე­ბა ვერც ქო­ცებ­მა გა­ბე­დეს და ვერც ნა­ცებ­მა

- უი, დედა, ნა­თია, რა მძი­მედ ყო­ფილ­ხარ. ტუ­რი­კამ და ლა­შამ თა­ვად გი­პა­სუ­ხონ. რაც შე­მე­ხე­ბა მე - დიახ, ჩემ­ზე კარ­გი ელჩი სა­ბერ­ძნეთ­ში არა­ვინ იქ­ნე­ბო­და. აღარ ჩა­მოვ­თვლი აქ ჩემს რე­გა­ლი­ებს, მაგ­რამ ვერც ნა­ცებ­მა და ვერც ქო­ცებ­მა გა­ბე­დეს ჩემი გაშ­ვე­ბა ზუს­ტად მა­გის გამო, რომ რა­ღა­ცებს არ ჩავ­ყრი­დი. ისე კი ამ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის “სა­ელ­ჩო” საქ­მე­ებს მა­ინც მე ვა­კე­თებ. და ვიდ­რე ახალ­გაზ­რდა ვარ, ჯერ კი­დევ და­ვე­ლო­დე­ბი შე­თა­ვა­ზე­ბას - იქ­ნებ გა­უ­ნათ­დეს ვინ­მე მთავ­რო­ბას გონი. და კი, პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ვე­ლი ნამ­დვი­ლად ვი­ყა­ვი 5 წელი - სხვა­თა შო­რის იმ პრე­ზი­დენ­ტის, რო­მელ­საც მა­შინ­დე­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ვი­ზი­ტებს უგ­დებ­და ბი­ძი­ნას და­ვა­ლე­ბით. ჰოდა რა ვიცი, მე კი ვი­ყი­ნავ ფე­ხებს, მაგ­რამ ძა­ლი­ან მა­გა­რი თე­რა­პი­აა რომ რამე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"გაგახსენებ, 2018-ში სოფოს რომ ელჩობა უნდოდა... მერე ქოცების ადმინისტრაციაშიც იმუშავა ხომ?" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე ლაშა ბუღაძის მეუღლეზე, მას შემდეგ რაც მწერალმა ალასანიაზე დაპოსტა

"გაგახსენებ, 2018-ში სოფოს რომ ელჩობა უნდოდა... მერე ქოცების ადმინისტრაციაშიც იმუშავა ხომ?" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე ლაშა ბუღაძის მეუღლეზე, მას შემდეგ რაც მწერალმა ალასანიაზე დაპოსტა

ორი დღის წინ, პოლიტიკიდან ბიზნესში წასულმა ირაკლი ალასანიამ „რადიო თავისუფლებასთან“ სტუმრობისას განაცხადა, რომ სააკაშვილის მთავრობის პერიოდთან შედარებით, დღეს ბიზნესი თავისუფალია. „ქართული ოცნება“ ბიზნესმენებს არ ატერორებს, მათგან არც წილების გადაფორმებას ითხოვს და არც ციხეში იჭერს.

რაც შეეხება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტს, ექსმინისტრმა განაცხადა, რომ დროა, მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და ოპოზიციამ ახალი არჩევნებისთვის მზადება დაიწყოს.

გუშინ, სხვადასხვა ირაკლი ალასანიას ინტერვიუდან სწორედ ამ ჰედლაინებზე გააკეთეს აქცენტი, რისი წაკითხვის შემდეგაც, მწერალი ლაშა ბუღაძე უკმაყოფილო დარჩა. ბუღაძემ სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ წაკითხულმა შოკში ჩააგდო.

- ალასანიას ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ კიდევ უფრო შოკში ჩამაგდო სიტუაციური კარიერისტების და უპასუხისმგებლო პოლიტიკანების "კატის მეხსიერებამ" - ინდულგენცია რომ გახდა ახლა ივანიშვილის ოპონირება და წლების წინ კი მისი ძალაუფლების არმხილება და განმტკიცება, რომ იყო ქცევის ნორმა. ამჟამინდელი და ტრადიციულად ანტი ქოცური ოპოზიციის წარმომადგენლები ნიშნისგებით ბრაზობენ - ჩვენ ვიბრძოდით და ოპოზიციად ახლა ეგენი ითვლებიანო. ჰოდა, ჩვენო ძვირფასებო, უპასუხისმგებლოებო, ნაწყენებო, ფულით ნაყიდნო, გადაგდებულნო თუ გაუყიდავებო, ახლა ყველა ერთ დიდ უბედურებაში ვართ და ის მაინც გააკეთეთ, რომ ყოველ საღამოს რუსთაველის გადაკეტვაში მიეშველოთ ხალხს!

ფიზიკურად მაინც დადექით, რადგან სხვა თქვენგან არც არაფერია უკვე საჭირო და ეს მაინც იკისრეთ - ერთი საათია საჭირო, მეტი არა! ძველო ქოცებო - ექს-მინისტრებო და დეპუტატებო, მოდით და მიეშველეთ ხალხს პროტესტის უწყვეტობაში, დადექით ქუჩაში! ამჟამინდელო ოპოზიციურო პარტიებო - კაცებო და ქალებო, - ფეისბუქზე პოსტვას და ვინ უფრო მორალურია, მანდ შეჯიბრს, მოდით და დაეხმარეთ ხალხს ფიზიკურად (!), თქვენი ტანებით და სამი-ოთხი ნაბიჯის გადადგმით ტროტუარიდან პროსპექტამდე.

ბოლო კვირებში ვისაც ვხედავ, ან ჩემი ფეისბუქ-ბაბლია, ან ნაცნობ-მეგობარი, ან ოჯახის წევრი (აგერ მამაჩემიც დააჯარიმეს გუშინ, რაკი 28 ოქტომბრიდან ქუჩაში დგას), ანდაც ჩემი კოლეგები და ჟურნალისტები. და რაც მთავარია, მაუწყებლიდან მარშით მოსული ახალგაზრდები! თუ ვამბობთ, რომ პროტესტის უწყვეტობა მნიშვნელოვანია რუსთაველზე - და ნამდვილად არის! - მოდით! ჩაენაცვლეთ! ჩამოდით! გადით! რატომ არ დგანან აქ ყოველ საღამოს პარტიების წევრები? რატომ არ დგანან ექს-ქოცი მოხელეები, ბევრს რომ ლაპარაკობენ ახლა! მოდით და გადაკეტეთ გზა - ხალხს აჯარიმებენ თქვენი პასიურობის გამო! სხვამ უნდა გააკეთოს თქვენი საქმე და სხვამ უნდა გამოასწოროს თქვენს მიერ გაფუჭებული?! აღარ გამოვა ასე!

  • ლაშა ბუღაძის ვრცელ სტატუსს, ირაკლი ალასანიას მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე გამოეხმაურა. ნათიამ მწერალს ის პერიოდი გაახსენა როდესაც მის მეუღლეს სოფიო შამანიდს საბერძნეთში ელჩობა სურდა. ამ დროს ირაკლი ალასანია უკვე წამოსული იყო ქართული პოლიტიკიდან

- მაგარი პოსტი გამოგიცხვია, ჰოდა გაგახსენებ, ახალი არაფერი გაგიგია, მთავარი მესიჯი 2014 წელს სწორედ იყო - ქვეყანა უხვევს დასავლეთის კურსიდან! 2016-ში ტანკებით რომ გვივლიდნენ მთელ ოჯახს და მაიას კლავდნენ პირდაპირი გაგებით, იმასაც გაგახსენებ, რაღაც კაფეში რომ შევხვდით (მეც ვიყავი, თორემ არ მეცოდინებოდა) და ირაკლი თანადგომას გთხოვდათ შენ, ტურიკას და რატის და თქვენთვის სიმპათიური როლი გთხოვათ შეგესრულებინათ, აფხაზური თემების ნაწილში მომეხმარეთო.

მერე იმასაც გაგახსენებ, 2018-ში სოფოს რომ ელჩობა უნდოდა და ზალკალიანს ხმას სცემო? რომ ეკითხებოდა ირაკლის და ირაკლი ეღლიცინებოდა, არჩევნებში ხმის ჩაყრას რომ მოგთხოვენ, მზად ხარო? ამის მერე ქოცების ადმინისტრაციაშიც იმუშავა ხომ? ბევრი კარგი საქმეც აკეთა, მე ყველას ყველაფერს ვუფასებ. აი ამის დაწერა არ მინდოდა საჯაროდ, მე ნაკლებად მემეტებით სიბინძურის შემოფრქვევისთვის, მაგრამ ვხვდები, რომ მხოლოდ მე ვუფრთხილდები ყველას და ყველაფერს.

ჰოდა რამ დაგშოკა ლაშა? რა გაიგე ახალი? მიტინგებზე დაგაკლდით? თავი უნდა ვიმართლო და დავთვალო, რომელი ოჯახის წევრი რამდენჯერ ვართ ყინვაში და მოწმეებიც მოვიყვანო? რა ვიცი, ერთხელ სოფოც შემხვდა აქციაზე და მიცნო აშკარად. ზოგადად ამიერიდან ტაბელს გადავაბრუნებ, რომ ხუთიანები დამიწერო. ვაფასებ შენს "სახალხო ტრიბუნის" როლს, მაგრამ მოდი რა, გვიცანი, ვინ ვინაა. ნაც ტროლების მესიჯებით რომ დაკითხა იმ ნიჭიერმა გოგომ კაცი, რომელიც ამხელა ამბავს ჰყვება, ნეტავ რატომ? რადიო თავისუფლების მიზანი ბუნდოვანების შექმნაა ირაკლის გარშემო, ჭუტავიზიას და მელაძის სტილში, რომ მილიონერი გახდა გარიგებით და არა ის, რომ შინაარსი გააანალიზოს რუსული საფრთხეების შესახებ ხომ? ამხელა პატრიოტი ხალხი რა კარგად არჩევთ პრიორიტეტებს და რა კარგად ემსახურებით ერთიანობას. რას დავაბრალო ეს ამდენი "დაშოკილი" ნაცნობი?

მადლობა ფეხუნები რომ გაგიცივდათ მიტინგზე, მაგრამ სხვასაც რაღაც უკეთებია ამ ქვეყნისთვის, ცოტა მეტი, მერწმუნე. თუ აქ არ არის ირაკლი, გადაკრულად ან პირდაპირ ამუნათებთ, საჯაროდ გამოვიდა, რაღაც თქვა, რატომ გამოვიდაო, აწრიალდა სანაცეთიც და საქოცეთიც და რომ ჩამოყალიბდებით, რა გინდათ ჩვენგან, მომიყევი და იქნებ "კარგად მოვიქცეთ". თუმცა საკმაოდ ცხადია, რაც გინდათ - შეურაცხყოფა, კულისებში ჭორაობა და საჯაროდ გასვრა, სულ ესაა. მადლობა.

და თქვენი მესიჯი რა არის დღეს ქვეყნის პოლიტიკაში? - "შენ წადი, რომ მე მოვიდე" - ამის იქით რა არის ამდენი ინტელექტუალის მესიჯი, რას გააკეთებთ რომ მოხვალთ და რა ადამიანური რესურსით? იქნებ ამაზე იმუშაოთ და მეტი ხალხი ჩაერთოს მერე. მუდმივად სხვისი ყურების აწევას, საკუთარ თავებზე იმუშავეთ მეტი, რადგან ამდენი ლიდერობის უფლებას აძლევთ თავს.

პოლემიკაში ჩაერთო ლაშა ბუღაძის მეუღლეც. სოფიო შამანიდი წერს, რომ მასზე უკეთესი ელჩი საბერძნეთში არავინ იქნებოდა, თუმცა მისი გაშვება ვერც ქოცებმა გაბედეს და ვერც ნაცებმა

- უი, დედა, ნათია, რა მძიმედ ყოფილხარ. ტურიკამ და ლაშამ თავად გიპასუხონ. რაც შემეხება მე - დიახ, ჩემზე კარგი ელჩი საბერძნეთში არავინ იქნებოდა. აღარ ჩამოვთვლი აქ ჩემს რეგალიებს, მაგრამ ვერც ნაცებმა და ვერც ქოცებმა გაბედეს ჩემი გაშვება ზუსტად მაგის გამო, რომ რაღაცებს არ ჩავყრიდი. ისე კი ამ ორ ქვეყანას შორის “საელჩო” საქმეებს მაინც მე ვაკეთებ. და ვიდრე ახალგაზრდა ვარ, ჯერ კიდევ დაველოდები შეთავაზებას - იქნებ გაუნათდეს ვინმე მთავრობას გონი. და კი, პრეზიდენტის მრჩეველი ნამდვილად ვიყავი 5 წელი - სხვათა შორის იმ პრეზიდენტის, რომელსაც მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტებს უგდებდა ბიძინას დავალებით. ჰოდა რა ვიცი, მე კი ვიყინავ ფეხებს, მაგრამ ძალიან მაგარი თერაპიაა რომ რამე.