პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"პირდაპირი ზეწოლა ბიზნესზე, ციხეში საკუთრებების გადაფორმება, ბიზნესმენების დაბარებები და ასეთი რამ ამ ხელისუფლების პერიოდში არ გამიგია" - ალასანია
"პირდაპირი ზეწოლა ბიზნესზე, ციხეში საკუთრებების გადაფორმება, ბიზნესმენების დაბარებები და ასეთი რამ ამ ხელისუფლების პერიოდში არ გამიგია" - ალასანია

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ალა­სა­ნია რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის პოდ­კას­ტში "2150" ამ­ბობს, რომ დღეს ბიზ­ნე­სი გა­ცი­ლე­ბით თა­ვი­სუ­ფა­ლია ვიდ­რე ეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის დროს იყო.

  • მისი თქმით, ცი­ხე­ში სა­კუთ­რე­ბე­ბის გა­და­ფორ­მე­ბა, პო­ლი­ცი­ა­ში და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის და­ბა­რე­ბე­ბი და მსგავ­სი რა­მე­ე­ბი არ სმე­ნია.

"პირ­და­პი­რი ზე­წო­ლა, ცი­ხე­ში სა­კუთ­რე­ბე­ბის გა­და­ფორ­მე­ბა, პო­ლი­ცი­ა­ში და ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­ბა­რე­ბე­ბი, სა­კუთ­რე­ბე­ბის წარ­თმე­ვის, ასე­თი რამ მე არ გა­მი­გია ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში" - აღ­ნიშ­ნავს ის.

ასე­ვე ექსმი­ნის­ტრი გან­მარ­ტავს, რომ ბიზ­ნე­სი, რა­საც აწარ­მო­ებს ევ­რო­პუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­აა და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რი წი­ნა­ღო­ბა არ შემ­ხვედ­რია.

"არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა მთავ­რო­ბას­თან არ მაქვს, ჩვენ მთავ­რო­ბის­გან არა­ფერს ვი­თხოვთ, ჩვენ ვართ ევ­რო­პუ­ლი ფონ­დი, რომ­ლე­ბიც ვყი­დუ­ლობთ კერ­ძო სა­კუთ­რე­ბას კერ­ძო პი­რე­ბის­გან და მათ­თან გვაქვს მო­ლა­პა­რა­კე­ბა. ტყუ­ი­ლი იყო, რომ ცა­თამბჯე­ნებს ვა­შე­ნებთ.

ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში რომ სა­სა­მარ­თლო არ არის სა­მარ­თლი­ა­ნი, სა­უ­ბა­რი მა­გით და­ვი­წყე. თუმ­ცა, სა­მარ­თლი­ა­ნი უნდა ვიყო, მე არა­ნა­ი­რი წი­ნა­ღო­ბა არ შემ­ხვედ­რია აქამ­დე. ისიც უნდა შე­ვა­და­როთ, რომ ჩემ­თვის წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში, რა­ი­მე ბიზ­ნეს აქ­ტი­ვო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი, ვამ­ბობ, სა­ა­კაშ­ვი­ლის პე­რი­ოდ­ში. მე დღეს არა­ნა­ი­რი წი­ნა­ღო­ბა არ შემ­ხვედ­რია აქამ­დე, ამი­ტომ მე ვერ მო­ვი­ტყუ­ე­ბი, სა­მარ­თლი­ა­ნი უნდა ვიყო. და­ნარ­ჩე­ნი ვინ რა გა­რი­გე­ბა­შია შე­სუ­ლი ჭო­რებ­ზე სა­უ­ბარს არ და­ვი­წყებ.

მე ვარ აბ­სო­ლუ­ტუ­რად თა­ვი­სუ­ფა­ლი ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში, იმ ბიზ­ნესს რა­საც ვა­წარ­მო­ებთ სუფ­თა ბიზ­ნესს ევ­რო­პუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­აა და უნდა ვა­ღი­ა­რო რომ მე წი­ნა­ღო­ბა არ შემ­ხვედ­რია არა­ნა­ი­რი.

რე­ა­ლურ ბიზ­ნეს თა­ვი­სუფ­ლე­ბას სჭირ­დე­ბა ბევ­რი კომ­პო­ნენ­ტი: უნდა გვქონ­დეს თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­სა­მარ­თლო, მაგ­რამ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან გან­სხვა­ვე­ბით, რაც მე მახ­სოვს, მე თვი­თონ ვი­ყა­ვი ოპო­ზი­ცი­ა­ში, რა ბრუ­ტა­ლუ­რად ექ­ცე­ოდ­ნენ ბიზ­ნეს­მე­ნებს, ეს რე­ა­ლუ­რად არ ხდე­ბა, გა­რი­გე­ბე­ბი ალ­ბათ არის, მე არ ვარ ის ადა­მი­ა­ნი, რომ ჭო­რებ­ზე ვი­სა­უბ­რო, მაგ­რამ ასე­თი პირ­და­პი­რი ზე­წო­ლა, ცი­ხე­ში სა­კუთ­რე­ბე­ბის გა­და­ფორ­მე­ბა, პო­ლი­ცი­ა­ში და ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­ბა­რე­ბე­ბი, სა­კუთ­რე­ბე­ბის წარ­თმე­ვის, ასე­თი რამ მე არ გა­მი­გია ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში.

მე არ ვარ მე­ქო­მა­გე დღე­ვან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის, იმი­ტომ რომ პო­ლი­ტი­კუ­რად იმ­დე­ნად კრი­ზის­შია ქვე­ყა­ნა შე­სუ­ლი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ და მგო­ნია, რომ ძა­ლი­ან მალე სო­ცი­ა­ლურ სფე­რო­ზეც აი­სა­ხე­ბა, მაგ­რამ სი­მარ­თლე უნდა ით­ქვას, რომ ისე­თი ბრუ­ტა­ლო­ბა და სი­სას­ტი­კე, რო­გო­რიც იყო წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, მე ბიზ­ნეს წრე­ებ­ში ვერ ვხე­დავ. ვის­თა­ნაც მაქვს შეხ­ვედ­რა მათ­გან­მაც იგი­ვე მეს­მის, რომ რა ზე­წო­ლა იყო მა­შინ და რა ხდე­ბა დღეს" - ამ­ბობს ალა­სა­ნია.

ავტორი:

"პირდაპირი ზეწოლა ბიზნესზე, ციხეში საკუთრებების გადაფორმება, ბიზნესმენების დაბარებები და ასეთი რამ ამ ხელისუფლების პერიოდში არ გამიგია" - ალასანია

"პირდაპირი ზეწოლა ბიზნესზე, ციხეში საკუთრებების გადაფორმება, ბიზნესმენების დაბარებები და ასეთი რამ ამ ხელისუფლების პერიოდში არ გამიგია" - ალასანია

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია რადიო თავისუფლების პოდკასტში "2150" ამბობს, რომ დღეს ბიზნესი გაცილებით თავისუფალია ვიდრე ეს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს იყო.

  • მისი თქმით, ციხეში საკუთრებების გადაფორმება, პოლიციაში და პროკურატურაში ბიზნესმენების დაბარებები და მსგავსი რამეები არ სმენია.

"პირდაპირი ზეწოლა, ციხეში საკუთრებების გადაფორმება, პოლიციაში და ბიზნესმენების პროკურატურაში დაბარებები, საკუთრებების წართმევის, ასეთი რამ მე არ გამიგია ამ ხელისუფლების პერიოდში" - აღნიშნავს ის.

ასევე ექსმინისტრი განმარტავს, რომ ბიზნესი, რასაც აწარმოებს ევროპული ინვესტიციაა და ამასთან დაკავშირებით არანაირი წინაღობა არ შემხვედრია.

"არანაირი შეხება მთავრობასთან არ მაქვს, ჩვენ მთავრობისგან არაფერს ვითხოვთ, ჩვენ ვართ ევროპული ფონდი, რომლებიც ვყიდულობთ კერძო საკუთრებას კერძო პირებისგან და მათთან გვაქვს მოლაპარაკება. ტყუილი იყო, რომ ცათამბჯენებს ვაშენებთ.

ჩვენს ქვეყანაში რომ სასამართლო არ არის სამართლიანი, საუბარი მაგით დავიწყე. თუმცა, სამართლიანი უნდა ვიყო, მე არანაირი წინაღობა არ შემხვედრია აქამდე. ისიც უნდა შევადაროთ, რომ ჩემთვის წინა ხელისუფლების პერიოდში, რაიმე ბიზნეს აქტივობის განხორციელება იქნებოდა პრაქტიკულად შეუძლებელი, ვამბობ, სააკაშვილის პერიოდში. მე დღეს არანაირი წინაღობა არ შემხვედრია აქამდე, ამიტომ მე ვერ მოვიტყუები, სამართლიანი უნდა ვიყო. დანარჩენი ვინ რა გარიგებაშია შესული ჭორებზე საუბარს არ დავიწყებ.

მე ვარ აბსოლუტურად თავისუფალი ჩემს გადაწყვეტილებებში, იმ ბიზნესს რასაც ვაწარმოებთ სუფთა ბიზნესს ევროპული ინვესტიციაა და უნდა ვაღიარო რომ მე წინაღობა არ შემხვედრია არანაირი.

რეალურ ბიზნეს თავისუფლებას სჭირდება ბევრი კომპონენტი: უნდა გვქონდეს თავისუფალი სასამართლო, მაგრამ წინა ხელისუფლებიდან განსხვავებით, რაც მე მახსოვს, მე თვითონ ვიყავი ოპოზიციაში, რა ბრუტალურად ექცეოდნენ ბიზნესმენებს, ეს რეალურად არ ხდება, გარიგებები ალბათ არის, მე არ ვარ ის ადამიანი, რომ ჭორებზე ვისაუბრო, მაგრამ ასეთი პირდაპირი ზეწოლა, ციხეში საკუთრებების გადაფორმება, პოლიციაში და ბიზნესმენების პროკურატურაში დაბარებები, საკუთრებების წართმევის, ასეთი რამ მე არ გამიგია ამ ხელისუფლების პერიოდში.

მე არ ვარ მექომაგე დღევანდელი სიტუაციის, იმიტომ რომ პოლიტიკურად იმდენად კრიზისშია ქვეყანა შესული და დარწმუნებული ვარ და მგონია, რომ ძალიან მალე სოციალურ სფეროზეც აისახება, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, რომ ისეთი ბრუტალობა და სისასტიკე, როგორიც იყო წინა ხელისუფლების დროს, მე ბიზნეს წრეებში ვერ ვხედავ. ვისთანაც მაქვს შეხვედრა მათგანმაც იგივე მესმის, რომ რა ზეწოლა იყო მაშინ და რა ხდება დღეს" - ამბობს ალასანია.