სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უამინდობა მთელ ქვეყანაში: თოვლი, ქარბუქი და ყინვა - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი
უამინდობა მთელ ქვეყანაში: თოვლი, ქარბუქი და ყინვა - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

წუ­ხელ ქვეყ­ნის თით­ქმის ყვე­ლა რე­გი­ონ­ში თოვ­ლი და ყინ­ვა იყო. თოვ­ლი მო­ვი­და რო­გორ თბი­ლი­სის შე­მო­გა­რენ­ში, ასე­ვე რე­გი­ო­ნე­ბის ნა­წილ­ში.

  • გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძე მო­სა­ლოდ­ნელ ამინ­დებ­ზე დე­ტა­ლუ­რად გვე­სა­უბ­რა...

- კი­დევ უფრო აცივ­დე­ბა და ღა­მით ყინ­ვა გაძ­ლი­ერ­დე­ბა. 23-24-25 თე­ბერ­ვალს ვე­ლო­დე­ბით ქა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბას. ამ მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში ასე­თი არამ­დგრა­დი ამინ­დი ნარ­ჩუნ­დე­ბა, 26 თე­ბერ­ვლამ­დე. ჯერ არ ჩანს, არც დათ­ბო­ბა არც ამინ­დის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა.

- შე­საძ­ლე­ბე­ლია თბი­ლის­ში თოვ­ლი და­დოს?

- დიახ, მაგ­რამ თბი­ლი­სის თოვ­ლი ცოტა რთუ­ლი თე­მაა. ახლა რე­გი­ო­ნებ­შიც ყველ­გან თოვს, კა­ხეთ­შიც, და­სავ­ლეთ­შიც, პროგ­ნო­ზი ისე­თი გვაქვს, რომ შე­საძ­ლოა თოვ­ლი თბი­ლის­შიც და­დოს. ამ დრო­ის­თვის სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში შე­ზღუ­დუ­ლია მოძ­რა­ო­ბა. კობი-გუ­და­უ­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე დიდი თოვ­ლი მო­ვი­და, ასე­ვე სამ­ხრეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ახალ­ცი­ხე, ახალ­ქა­ლა­ქი, შე­ზღუ­დუ­ლია ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბა. იქაც უფრო ძლი­ე­რად მო­თოვს.

ზო­გა­დად რთუ­ლი ზამ­თა­რი არ ყო­ფი­ლა, პი­რი­ქით, კა­ხეთ­ში რომ კარ­გი თოვ­ლი მო­ვი­და, სჭირ­დე­ბო­დათ და ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დათ. ჩვენ ისეთ კლი­მა­ტურ ზო­ნა­ში ვართ თოვ­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლია. თე­ბერ­ვა­ლია, ჯერ კი­დევ ზამ­თა­რი და არ არის გა­საკ­ვი­რი.

მთა­ვა­რი ფოტო: ბა­თუ­მი, მა­რი­კო კე­კე­ლი­ძე

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

უამინდობა მთელ ქვეყანაში: თოვლი, ქარბუქი და ყინვა - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

უამინდობა მთელ ქვეყანაში: თოვლი, ქარბუქი და ყინვა - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

წუხელ ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში თოვლი და ყინვა იყო. თოვლი მოვიდა როგორ თბილისის შემოგარენში, ასევე რეგიონების ნაწილში.

  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე მოსალოდნელ ამინდებზე დეტალურად გვესაუბრა...

- კიდევ უფრო აცივდება და ღამით ყინვა გაძლიერდება. 23-24-25 თებერვალს ველოდებით ქარის გაძლიერებას. ამ მოკლე პერიოდში ასეთი არამდგრადი ამინდი ნარჩუნდება, 26 თებერვლამდე. ჯერ არ ჩანს, არც დათბობა არც ამინდის გაუმჯობესება.

- შესაძლებელია თბილისში თოვლი დადოს?

- დიახ, მაგრამ თბილისის თოვლი ცოტა რთული თემაა. ახლა რეგიონებშიც ყველგან თოვს, კახეთშიც, დასავლეთშიც, პროგნოზი ისეთი გვაქვს, რომ შესაძლოა თოვლი თბილისშიც დადოს. ამ დროისთვის სხვადასხვა რეგიონში შეზღუდულია მოძრაობა. კობი-გუდაურის მონაკვეთზე დიდი თოვლი მოვიდა, ასევე სამხრეთ საქართველოში, ახალციხე, ახალქალაქი, შეზღუდულია ტრანსპორტით გადაადგილება. იქაც უფრო ძლიერად მოთოვს.

ზოგადად რთული ზამთარი არ ყოფილა, პირიქით, კახეთში რომ კარგი თოვლი მოვიდა, სჭირდებოდათ და ძალიან გაუხარდათ. ჩვენ ისეთ კლიმატურ ზონაში ვართ თოვლი აუცილებელია. თებერვალია, ჯერ კიდევ ზამთარი და არ არის გასაკვირი.

მთავარი ფოტო: ბათუმი, მარიკო კეკელიძე