საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტრამპს ვეტყვი: არ შეიძლება სუსტი იყო პუტინის წინააღმდეგ, ეს შენი სტილი არ არის" - მაკრონი
"ტრამპს ვეტყვი: არ შეიძლება სუსტი იყო პუტინის წინააღმდეგ, ეს შენი სტილი არ არის" - მაკრონი

ტრამპს ვე­ტყვი, რომ არ შე­იძ­ლე­ბა პუ­ტი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სუს­ტი იყოს, ეს მისი სტი­ლი არ არის. ამის შე­სა­ხებ საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა პირ­და­პი­რი ეთერ­ში მა­ყუ­რებ­ლე­ბის კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი­სას გა­ნა­ცხა­და.

  • საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა და­ა­დას­ტუ­რა, რომ მისი ვა­შინგტონ­ში ვი­ზი­ტი “რამ­დე­ნი­მე დღე­ში” შედ­გე­ბა.

კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი­სას მაკ­რონ­მა გა­აჟ­ღე­რა თუ რის თქმას აპი­რებს დო­ნალდ ტრამ­პის­თვის.

“მას ვე­ტყვი: არ შე­იძ­ლე­ბა სუს­ტი იყო პუ­ტი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, ეს შენი სტი­ლი არ არის. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამის შემ­დეგ ჩი­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ იყო ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი? თუ უკ­რა­ი­ნას მი­ა­ტო­ვებ, რუ­სე­თი შე­უ­ჩე­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა! ის მო­ი­პო­ვებს უკ­რა­ი­ნულ არ­მი­ას და ჩვენს აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას,” - გა­ნა­ცხა­და მაკ­რონ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს “სტრა­ტე­გი­უ­ლი შეც­დო­მა” იქ­ნე­ბა.

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტი “სხვებ­ში გარ­კვე­ულ ბუნ­დო­ვა­ნე­ბას აჩენს”, ვი­ნა­ი­დან “ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია”.

“ეს ბუნ­დო­ვა­ნე­ბა კარ­გია ჩვენ­თვის და უკ­რა­ი­ნის­თვის. მაგ­რამ ეს ბუნ­დო­ვა­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბას სა­ჭი­რო­ებს. ცუდი მხა­რე ის არის, რომ ის ბუნ­დო­ვა­ნე­ბას აჩენს მო­კავ­ში­რე­ებ­ში,” - გა­ნა­ცხა­და მაკ­რონ­მა.

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ პრე­ზი­დენ­ტი ზე­ლენ­სკი ლე­გი­ტი­მუ­რია, თა­ვი­სუ­ფა­ლი სის­ტე­მი­თაა არ­ჩე­უ­ლი და არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა არ შე­უძ­ლია.

“თქვე­ნი აზ­რით, მას შე­უძ­ლია საპ­რე­ზი­დენ­ტო ან სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, სა­ი­და­ნაც რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი უკ­რა­ი­ნე­ლი გა­იქ­ცა უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის?..

მეტი დე­მოკ­რა­ტია გვსურს უკ­რა­ი­ნა­ში გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში, რა­საც ხან­გრძლი­ვი მშვი­დო­ბა მო­ი­ტანს. პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის ასე­ვე სურს დე­მოკ­რა­ტია, ვი­ნა­ი­დან, მისი ნა­ყო­ფია,” - გა­ნა­ცხა­და მაკ­რონ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ტრამპს ვეტყვი: არ შეიძლება სუსტი იყო პუტინის წინააღმდეგ, ეს შენი სტილი არ არის" - მაკრონი

"ტრამპს ვეტყვი: არ შეიძლება სუსტი იყო პუტინის წინააღმდეგ, ეს შენი სტილი არ არის" - მაკრონი

ტრამპს ვეტყვი, რომ არ შეიძლება პუტინის წინააღმდეგ სუსტი იყოს, ეს მისი სტილი არ არის. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პირდაპირი ეთერში მაყურებლების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

  • საფრანგეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მისი ვაშინგტონში ვიზიტი “რამდენიმე დღეში” შედგება.

კითხვებზე პასუხისას მაკრონმა გააჟღერა თუ რის თქმას აპირებს დონალდ ტრამპისთვის.

“მას ვეტყვი: არ შეიძლება სუსტი იყო პუტინის წინააღმდეგ, ეს შენი სტილი არ არის. როგორ შეიძლება ამის შემდეგ ჩინეთის წინააღმდეგ იყო ანგარიშგასაწევი? თუ უკრაინას მიატოვებ, რუსეთი შეუჩერებელი იქნება! ის მოიპოვებს უკრაინულ არმიას და ჩვენს აღჭურვილობას,” - განაცხადა მაკრონმა და აღნიშნა, რომ ეს “სტრატეგიული შეცდომა” იქნება.

საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკის პრეზიდენტი “სხვებში გარკვეულ ბუნდოვანებას აჩენს”, ვინაიდან “ყველაფრის გაკეთება შეუძლია”.

“ეს ბუნდოვანება კარგია ჩვენთვის და უკრაინისთვის. მაგრამ ეს ბუნდოვანება გამოყენებას საჭიროებს. ცუდი მხარე ის არის, რომ ის ბუნდოვანებას აჩენს მოკავშირეებში,” - განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ლეგიტიმურია, თავისუფალი სისტემითაა არჩეული და არსებულ ვითარებაში არჩევნების ჩატარება არ შეუძლია.

“თქვენი აზრით, მას შეუძლია საპრეზიდენტო ან საპარლამენტო არჩევნების ორგანიზება ქვეყანაში, საიდანაც რამდენიმე მილიონი უკრაინელი გაიქცა უსაფრთხოებისთვის?..

მეტი დემოკრატია გვსურს უკრაინაში გრძელვადიან პერსპექტივაში, რასაც ხანგრძლივი მშვიდობა მოიტანს. პრეზიდენტ ზელენსკის ასევე სურს დემოკრატია, ვინაიდან, მისი ნაყოფია,” - განაცხადა მაკრონმა.