მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"...ეს ნიშნავს იმას, რომ ტრამპმა და პუტინმა სამყარო უნდა გაიყონ და სად აღმოჩნდება საქართველო? ინტეგრირდება რუსეთის იმპერიაში" - ხუხაშვილი
"...ეს ნიშნავს იმას, რომ ტრამპმა და პუტინმა სამყარო უნდა გაიყონ და სად აღმოჩნდება საქართველო? ინტეგრირდება რუსეთის იმპერიაში" - ხუხაშვილი

"წი­თე­ლი ხა­ზე­ბიც“ კი გა­და­იკ­ვე­თა. რაც გუ­შინ ტრამ­პის­გან მო­ვის­მი­ნეთ, ეს წმინ­და რუ­სუ­ლი ნა­რა­ტი­ვია - თუ ტრამპმა ასე გა­აგ­რძე­ლა, დიდი ალ­ბა­თო­ბით, თემა მის იმ­პიჩ­მენ­ტამ­დე მივა და „კოჭ­ლი იხვი“ გახ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის­თან და­კავ­ში­რე­ბით დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბე­ბი შე­ა­ფა­სა.

  • ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით, ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბე­ბის ფონ­ზე ვი­თა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა ისე შე­მოტ­რი­ალ­დეს, რომ „ყვე­ლა­ფე­რი პო­ზი­ტი­ვით დას­რულ­დეს“. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი, პო­ლი­ტო­ლო­გი ფიქ­რობს, რომ ამ ყვე­ლაფ­რის შე­დე­გად „ევ­რო­პა გა­იღ­ვი­ძებს“.

"ერთი პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ტრამ­პის ამ საკ­მა­ოდ ოდი­ო­ზურ გან­ცხა­დე­ბებს ვუ­ყუ­რებ­დი, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბო­და, რომ ეს იყო პო­ლი­ტი­კუ­რი ტაქ­ტი­კის თემა, რაც მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი იყო პირ­ვე­ლი ვა­დის დრო­საც - გა­და­დი­ო­და შე­ტე­ვა­ზე ამა თუ იმ მხა­რეს­თან, რათა უკე­თე­სი მო­სა­ლა­პა­რა­კე­ბე­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი მი­ე­ღო და ამის შემ­დეგ გარ­კვე­ულ დათ­მო­ბებ­ზე, კომ­პრო­მი­სებ­ზე იწყებ­და სა­უ­ბარს. მაგ­რამ დღე­ვან­დე­ლი ვი­თა­რე­ბა უკვე ძა­ლი­ან შორს წა­ვი­და. „წი­თე­ლი ხა­ზე­ბიც“ კი გა­და­იკ­ვე­თა. რაც მო­ვის­მი­ნეთ გუ­შინ ტრამ­პის­გან, ეს წმინ­და რუ­სუ­ლი ნა­რა­ტი­ვია. რი­ცხვე­ბის დო­ნე­ზეც კი, რო­დე­საც ზე­ლენ­სკის 4%-იან მხარ­და­ჭე­რა­ზე სა­უბ­რობ­და და დიქ­ტა­ტო­რად აცხა­დებ­და, ზე­ლენ­სკი არა­ლე­გი­ტი­მუ­რი­აო და ა.შ. წმინ­და რუ­სუ­ლი ნა­რა­ტი­ვი იყო.

ეს, რა თქმა უნდა, შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, მაგ­რამ ბო­ლომ­დე კა­ტე­გო­რი­უ­ლი არ ვიქ­ნე­ბო­დი, რად­გან სა­ბო­ლო­ოდ, ემო­ცი­ებს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ნე­ბის­მი­ე­რი ასეთ ვი­თა­რე­ბა, შე­იძ­ლე­ბა პი­რი­ქით, ისე შე­მოტ­რი­ალ­დეს, რომ დიდი პო­ზი­ტი­ვით დას­რულ­დეს. რო­დე­საც ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა სჭირს ადა­მი­ანს, ხში­რად სა­ჭი­რო ხდე­ბა ამ და­ა­ვა­დე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა, კი­დევ უფრო გამ­წვა­ვე­ბა, რომ დარ­ტყმი­თი მკურ­ნა­ლო­ბით სა­ბო­ლო­ოდ ამო­ძირ­კვო ეს და­ა­ვა­დე­ბა. შე­საძ­ლოა, ზუს­ტად ამ სა­ხა­დის წი­ნა­შე დად­გა დღეს სამ­ყა­რო და თუ გვინ­და ამა­ში რა­ღაც პო­ზი­ტი­ვი და­ვი­ნა­ხოთ, პო­ზი­ტი­ვი არის. რა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ამ ყვე­ლა­ფერს, რა­საც ტრამ­პის შეს­რუ­ლე­ბით ვუ­ყუ­რებთ: ეს არის ის, რომ ევ­რო­პა გა­იღ­ვი­ძებს. ევ­რო­პას აქვს თუ არა სურ­ვი­ლი, უწევს სა­კუ­თა­რი უსაფრ­თხო­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რის ფორ­მი­რე­ბა. ვაკ­ვირ­დე­ბით, რომ ეს პრო­ცე­სი ძა­ლი­ან სწრა­ფი ტემ­პე­ბით და­ი­წყო. ევ­რო­პას ძა­ლი­ან ჯან­სა­ღი, სწო­რი მიდ­გო­მე­ბი აქვს ამ ომის თე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ევ­რო­პა თუ რე­ა­ლუ­რად შე­მო­ვი­და, რო­გორც დიდი მო­თა­მა­შე თა­ვი­სი, რო­გორც ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლით, ასე­ვე სხვა ტი­პის რე­სურ­სე­ბით და თუ გა­და­ვი­და რე­ა­ლურ მოქ­მე­დე­ბებ­ზე, ეს მხო­ლოდ პო­ზი­ტი­უ­რად შე­იძ­ლე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ის მო­მა­ვალ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე აი­სა­ხოს.

ერთი ელე­მენ­ტია ის, რომ ევ­რო­პა იძუ­ლე­ბუ­ლია, სა­კუ­თა­რი უსაფრ­თხო­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ზე იზ­რუ­ნოს, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად, რათა მათ მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის დაც­ვის გან­ცდა კი არ აქვს, არა­მედ სა­კუ­თა­რი თა­ვი­საც. რას ნიშ­ნავს გა­რი­გე­ბა ტრამპსა და პუ­ტინს შო­რის: ევ­რო­პა აღ­მოჩ­ნდე­ბა დარ­ტყმის ქვეშ სა­ბო­ლო­ოდ და ბუ­ნებ­რი­ვია, ევ­რო­პის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ეს. მარ­ტო ეს არ არის. არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია, რა ხდე­ბა ამე­რი­კა­ში და რამ­დე­ნად მა­ღა­ლი შან­სე­ბი აქვს ტრამპს ამ პო­ლი­ტი­კის ასე გაგ­რძე­ლე­ბის. ამე­რი­კუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­აც გარ­კვე­ულ­წი­ლად, სე­რი­ო­ზულ გა­მოც­დას აბა­რებს, პრობ­ლე­მე­ბი თვი­თონ ამე­რი­კა­შია. ასე ვართ მიჩ­ვე­უ­ლი, რომ ამე­რი­კა­ში პრე­ზი­დენ­ტია და მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი სა­მოქ­მე­დო გეგ­მის ტოლ­ფა­სად მიგ­ვაჩ­ნია. პოსტსაბ­ჭო­თა სამ­ყა­რო­ში ასე ხდე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბი­ძი­ნა რომ რა­ღა­ცას იტყვის, შემ­დეგ ის აღ­სრუ­ლე­ბა­ში მი­დის. ამე­რი­კა­ში ხომ ასე არაა?!

ამე­რი­კა ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი დე­მოკ­რა­ტი­ის ქვე­ყა­ნაა, სა­დაც პრე­ზი­დენ­ტი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რაა, მაგ­რამ ის გა­დამ­წყვე­ტი და ერ­თა­დერ­თი არაა. ბევ­რი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ფაქ­ტო­რია. ტრამ­პის პარ­ტი­ა­ში, უმ­რავ­ლე­სო­ბას არ მოს­წონს გან­ცხა­დე­ბე­ბი, რა­საც ტრა­პი აკე­თებს. რო­დე­საც სა­უბ­რობს, რომ ზე­ლენ­სკი დიქ­ტა­ტო­რი ყო­ფი­ლა და პუ­ტი­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბის მხა­რე, ეს ხომ აბ­სურ­დია? რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია, რა თქმა უნდა, ამ გან­ცხა­დე­ბებ­ზე მძი­მედ რე­ა­გი­რებს. თუ ტრამპმა ასე გა­აგ­რძე­ლა, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ეს თემა მის იმ­პიჩ­მენ­ტამ­დე მივა. თუ იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რა და­ი­წყო, ის „კოჭ­ლი იხვი“ ხდე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

  • რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ტრამპს უკ­რა­ი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ფა­სე­ბებს უწო­ნებს, მათ შო­რის გან­ცხა­დე­ბას, რომ „უკ­რა­ი­ნას ეს ომი არას­დროს უნდა და­ე­წყო“, ხუ­ხაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ეს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თვი­თა­ღი­ა­რე­ბაა“.

ამ კონ­ტექ­სტში მან ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში „სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტის“ მუხ­ლის და­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზეც და გა­ნა­ცხა­და, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“ ბუ­მე­რან­გის პრინ­ცი­პით იმუ­შა­ვებს სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტის მუხ­ლი, რისი შე­მო­ღე­ბი­თაც სხვებს ემუქ­რე­ბა“.

"ფაქ­ტობ­რი­ვად, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ამ­ბობს, რომ უკ­რა­ი­ნას თავი კი არ უნდა და­ეც­ვა, რუ­სე­თის­თვის კა­პი­ტუ­ლა­ცია უნდა გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნა და უნდა მი­ე­ცა ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც რუ­სე­თი ითხოვ­და. ეს მე­ტყვე­ლებს ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მენ­ტა­ლურ სი­მა­ხინ­ჯე­ზე. ისი­ნი ში­ნა­გა­ნად მზად არი­ან, რუ­სეთ­თან კა­პი­ტუ­ლა­ცია გა­მო­ა­ცხა­დონ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სა­ხელ­მწი­ფო ღა­ლატ­ზე სა­უბ­რო­ბენ ხში­რად და ამა­ვე დროს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ოც­ნე­ბობს, რომ ტრამპმა და პუ­ტინ­მა რა­ღა­ცა­ზე მო­ი­ლა­პა­რა­კონ რე­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის ფარ­გლებ­ში. რე­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კა ნიშ­ნავს სამ­ყა­როს გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბად გა­და­ნა­წი­ლე­ბას.

სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტია, რო­დე­საც შენი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­ზი­ა­ნოდ მოქ­მე­დებ. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ დღეს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ გულ­შე­მატ­კივ­რობს ტრამ­პის და პუ­ტი­ნის მო­ლა­პა­რა­კე­ბებს, ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ტრამპმა და პუ­ტინ­მა სამ­ყა­რო უნდა გა­ი­ყონ გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბად. თქვენ რო­გორ ფიქ­რობთ, სად აღ­მოჩ­ნდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო? სა­ქარ­თვე­ლო ბუ­ნებ­რი­ვად ინ­ტეგ­რირ­დე­ბა რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო ხდე­ბა რუ­სე­თის გავ­ლე­ნის სფე­რო. თუ ტრამ­პი ასეთ გა­რი­გე­ბა­ზე მი­დის, სა­ქარ­თვე­ლო უკ­რა­ი­ნას­თან ერ­თად ხურ­და­ში უნდა გაყ­ვეს რუ­სე­თის იმ­პე­რი­ას. ზუს­ტად ეს მი­მაჩ­ნია სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტად, რო­დე­საც გულ­შე­მატ­კივ­რობ იმას, რომ ეს მო­ცე­მუ­ლო­ბა შე­იქ­მნას, ანუ, რე­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის პრინ­ცი­პე­ბით წა­ვი­დეს ყვე­ლა­ფე­რი. უნ­დათ ამ მუხ­ლის მი­ღე­ბა? კი ბა­ტო­ნო, მი­ი­ღონ, მაგ­რამ ვფიქ­რობ, თვი­თონ გა­სა­მარ­თლდე­ბი­ან“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე“ სა­უბ­რი­სას ხუ­ხაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ "ავ­ტო­რი­ტა­რიზმს პო­ლი­ტი­კუ­რი ბუ­ლე­მია ახა­სი­ა­თებს, ის ჭამს ყვე­ლა­ფერს და მისი ამო­ცა­ნაა, მო­ახ­დი­ნოს ძა­ლა­უფ­ლე­ბის აბ­სო­ლუ­ტი­ზა­ცია“.

„რაც შე­ე­ხე­ბა იმას, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ რა­ზეა წამ­სვლე­ლი და რაზე - არა: სა­დამ­დეც სა­ზო­გა­დო­ე­ბა მი­უშ­ვებს, ბო­ლომ­დე ივ­ლის. შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი იმის­თვი­საა სა­ჭი­რო, რომ სა­ბო­ლო­ოდ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აღი­ა­რე­ბი­ნო, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ბუ­ლე­მია და­ა­ვა­დე­ბაა, რა­საც მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა და იძუ­ლე­ბით უნდა უმ­კურ­ნა­ლო, თუ თვი­თონ არაა თა­ნახ­მა“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, „ქარ­თულ ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლებს არ აქვს კომ­ფორ­ტი იმი­სა, რომ „ოდ­ნავ მა­ინც ჰუ­მა­ნუ­რე­ბი იყ­ვნენ და სის­ტე­მის თუნ­დაც ერთი ჭან­ჭი­კი გას­წი­რონ“.

"ძა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბა იმის­თვის სჭირ­დე­ბათ, რომ ჰგო­ნი­ათ, სი­სუს­ტის გა­მოვ­ლი­ნე­ბა მათ­თვის მთა­ვა­რი საფრ­თხეა. ამაღ­ლო­ბელს რა­ტომ არ უშ­ვე­ბენ? - ამაღ­ლო­ბე­ლის გა­მოშ­ვე­ბა სი­სუს­ტის გა­მოვ­ლი­ნე­ბა იქ­ნე­ბა და კონ­სტრუქ­ცია, რა­საც აშე­ნე­ბენ, თავ­ზე ჩა­მო­ექ­ცე­ვათ. ეს ყვე­ლა­ფე­რი უძ­ლე­ვე­ლო­ბის მი­თო­ლო­გი­ა­ზე დგას. შე­სა­ბა­მი­სად, არ აქვთ კომ­ფორ­ტი იმი­სა, რომ ოდ­ნავ მა­ინც ჰუ­მა­ნუ­რე­ბი იყ­ვნენ და სის­ტე­მის თუნ­დაც ერთი ჭან­ჭი­კი გას­წი­რონ. ერთი პო­ლი­ცი­ე­ლიც არ და­უ­ჭე­რი­ათ მა­შინ, რო­დე­საც მათ­თვის პო­ლი­ტი­კუ­რად ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბო­და. მათ აქვთ გან­ცდა, რომ სის­ტე­მა ერ­თობ­ლივ და­ნა­შა­ულ­ზე დგას. თა­ვი­სი­ა­ნის გა­წირ­ვით, ეში­ნი­ათ, ყვე­ლა­ფე­რი თავ­ზე არ ჩა­მო­ე­შა­ლოთ“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"...ეს ნიშნავს იმას, რომ ტრამპმა და პუტინმა სამყარო უნდა გაიყონ და სად აღმოჩნდება საქართველო? ინტეგრირდება რუსეთის იმპერიაში" - ხუხაშვილი

"...ეს ნიშნავს იმას, რომ ტრამპმა და პუტინმა სამყარო უნდა გაიყონ და სად აღმოჩნდება საქართველო? ინტეგრირდება რუსეთის იმპერიაში" - ხუხაშვილი

"წითელი ხაზებიც“ კი გადაიკვეთა. რაც გუშინ ტრამპისგან მოვისმინეთ, ეს წმინდა რუსული ნარატივია - თუ ტრამპმა ასე გააგრძელა, დიდი ალბათობით, თემა მის იმპიჩმენტამდე მივა და „კოჭლი იხვი“ გახდება, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის განცხადებები შეაფასა.

  • ხუხაშვილის თქმით, ტრამპის განცხადებების ფონზე ვითარება შეიძლება ისე შემოტრიალდეს, რომ „ყველაფერი პოზიტივით დასრულდეს“. უფრო კონკრეტულად კი, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ამ ყველაფრის შედეგად „ევროპა გაიღვიძებს“.

"ერთი პერიოდი, როდესაც ტრამპის ამ საკმაოდ ოდიოზურ განცხადებებს ვუყურებდი, შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ეს იყო პოლიტიკური ტაქტიკის თემა, რაც მისთვის დამახასიათებელი იყო პირველი ვადის დროსაც - გადადიოდა შეტევაზე ამა თუ იმ მხარესთან, რათა უკეთესი მოსალაპარაკებელი პოზიციები მიეღო და ამის შემდეგ გარკვეულ დათმობებზე, კომპრომისებზე იწყებდა საუბარს. მაგრამ დღევანდელი ვითარება უკვე ძალიან შორს წავიდა. „წითელი ხაზებიც“ კი გადაიკვეთა. რაც მოვისმინეთ გუშინ ტრამპისგან, ეს წმინდა რუსული ნარატივია. რიცხვების დონეზეც კი, როდესაც ზელენსკის 4%-იან მხარდაჭერაზე საუბრობდა და დიქტატორად აცხადებდა, ზელენსკი არალეგიტიმურიაო და ა.შ. წმინდა რუსული ნარატივი იყო.

ეს, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, მაგრამ ბოლომდე კატეგორიული არ ვიქნებოდი, რადგან საბოლოოდ, ემოციებს რომ თავი დავანებოთ, ნებისმიერი ასეთ ვითარება, შეიძლება პირიქით, ისე შემოტრიალდეს, რომ დიდი პოზიტივით დასრულდეს. როდესაც ქრონიკული დაავადება სჭირს ადამიანს, ხშირად საჭირო ხდება ამ დაავადების პროვოცირება, კიდევ უფრო გამწვავება, რომ დარტყმითი მკურნალობით საბოლოოდ ამოძირკვო ეს დაავადება. შესაძლოა, ზუსტად ამ სახადის წინაშე დადგა დღეს სამყარო და თუ გვინდა ამაში რაღაც პოზიტივი დავინახოთ, პოზიტივი არის. რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს, რასაც ტრამპის შესრულებით ვუყურებთ: ეს არის ის, რომ ევროპა გაიღვიძებს. ევროპას აქვს თუ არა სურვილი, უწევს საკუთარი უსაფრთხოების არქიტექტურის ფორმირება. ვაკვირდებით, რომ ეს პროცესი ძალიან სწრაფი ტემპებით დაიწყო. ევროპას ძალიან ჯანსაღი, სწორი მიდგომები აქვს ამ ომის თემებთან დაკავშირებით. ევროპა თუ რეალურად შემოვიდა, როგორც დიდი მოთამაშე თავისი, როგორც ეკონომიკური პოტენციალით, ასევე სხვა ტიპის რესურსებით და თუ გადავიდა რეალურ მოქმედებებზე, ეს მხოლოდ პოზიტიურად შეიძლება დემოკრატიის მომავალ განვითარებაზე აისახოს.

ერთი ელემენტია ის, რომ ევროპა იძულებულია, საკუთარი უსაფრთხოების არქიტექტურაზე იზრუნოს, რაც შეიძლება სწრაფად, რათა მათ მხოლოდ უკრაინის დაცვის განცდა კი არ აქვს, არამედ საკუთარი თავისაც. რას ნიშნავს გარიგება ტრამპსა და პუტინს შორის: ევროპა აღმოჩნდება დარტყმის ქვეშ საბოლოოდ და ბუნებრივია, ევროპისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ეს. მარტო ეს არ არის. არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია, რა ხდება ამერიკაში და რამდენად მაღალი შანსები აქვს ტრამპს ამ პოლიტიკის ასე გაგრძელების. ამერიკული დემოკრატიაც გარკვეულწილად, სერიოზულ გამოცდას აბარებს, პრობლემები თვითონ ამერიკაშია. ასე ვართ მიჩვეული, რომ ამერიკაში პრეზიდენტია და მისი განცხადებები სამოქმედო გეგმის ტოლფასად მიგვაჩნია. პოსტსაბჭოთა სამყაროში ასე ხდება. საქართველოში, ბიძინა რომ რაღაცას იტყვის, შემდეგ ის აღსრულებაში მიდის. ამერიკაში ხომ ასე არაა?!

ამერიკა ინსტიტუციური დემოკრატიის ქვეყანაა, სადაც პრეზიდენტი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, მაგრამ ის გადამწყვეტი და ერთადერთი არაა. ბევრი შემაკავებელი ინსტიტუციური და პოლიტიკური შემაკავებელი ფაქტორია. ტრამპის პარტიაში, უმრავლესობას არ მოსწონს განცხადებები, რასაც ტრაპი აკეთებს. როდესაც საუბრობს, რომ ზელენსკი დიქტატორი ყოფილა და პუტინი მოლაპარაკების მხარე, ეს ხომ აბსურდია? რესპუბლიკური პარტია, რა თქმა უნდა, ამ განცხადებებზე მძიმედ რეაგირებს. თუ ტრამპმა ასე გააგრძელა, დიდი ალბათობით, ეს თემა მის იმპიჩმენტამდე მივა. თუ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, ის „კოჭლი იხვი“ ხდება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

  • რაც შეეხება იმას, რომ „ქართული ოცნება“ ტრამპს უკრაინასთან დაკავშირებით შეფასებებს უწონებს, მათ შორის განცხადებას, რომ „უკრაინას ეს ომი არასდროს უნდა დაეწყო“, ხუხაშვილი ამბობს, რომ ეს „ქართული ოცნების“ თვითაღიარებაა“.

ამ კონტექსტში მან ყურადღება გაამახვილა სისხლის სამართლის კოდექსში „სამშობლოს ღალატის“ მუხლის დამატების შესახებ „ქართული ოცნების“ ინიციატივაზეც და განაცხადა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ბუმერანგის პრინციპით იმუშავებს სამშობლოს ღალატის მუხლი, რისი შემოღებითაც სხვებს ემუქრება“.

"ფაქტობრივად, „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ უკრაინას თავი კი არ უნდა დაეცვა, რუსეთისთვის კაპიტულაცია უნდა გამოეცხადებინა და უნდა მიეცა ყველაფერი, რასაც რუსეთი ითხოვდა. ეს მეტყველებს ჩვენი ხელისუფლების მენტალურ სიმახინჯეზე. ისინი შინაგანად მზად არიან, რუსეთთან კაპიტულაცია გამოაცხადონ. წარმოიდგინეთ, სახელმწიფო ღალატზე საუბრობენ ხშირად და ამავე დროს „ქართული ოცნება“ ოცნებობს, რომ ტრამპმა და პუტინმა რაღაცაზე მოილაპარაკონ რეალური პოლიტიკის ფარგლებში. რეალური პოლიტიკა ნიშნავს სამყაროს გავლენის სფეროებად გადანაწილებას.

სამშობლოს ღალატია, როდესაც შენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებ. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს „ქართული ოცნება“ გულშემატკივრობს ტრამპის და პუტინის მოლაპარაკებებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ტრამპმა და პუტინმა სამყარო უნდა გაიყონ გავლენის სფეროებად. თქვენ როგორ ფიქრობთ, სად აღმოჩნდება საქართველო? საქართველო ბუნებრივად ინტეგრირდება რუსეთის იმპერიაში, რადგან საქართველო ხდება რუსეთის გავლენის სფერო. თუ ტრამპი ასეთ გარიგებაზე მიდის, საქართველო უკრაინასთან ერთად ხურდაში უნდა გაყვეს რუსეთის იმპერიას. ზუსტად ეს მიმაჩნია სამშობლოს ღალატად, როდესაც გულშემატკივრობ იმას, რომ ეს მოცემულობა შეიქმნას, ანუ, რეალური პოლიტიკის პრინციპებით წავიდეს ყველაფერი. უნდათ ამ მუხლის მიღება? კი ბატონო, მიიღონ, მაგრამ ვფიქრობ, თვითონ გასამართლდებიან“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

გარდა ამისა, "ქართულ ოცნებაზე“ საუბრისას ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ "ავტორიტარიზმს პოლიტიკური ბულემია ახასიათებს, ის ჭამს ყველაფერს და მისი ამოცანაა, მოახდინოს ძალაუფლების აბსოლუტიზაცია“.

„რაც შეეხება იმას, „ქართული ოცნება“ რაზეა წამსვლელი და რაზე - არა: სადამდეც საზოგადოება მიუშვებს, ბოლომდე ივლის. შემაკავებელი ფაქტორები იმისთვისაა საჭირო, რომ საბოლოოდ, ხელისუფლებას აღიარებინო, რომ პოლიტიკური ბულემია დაავადებაა, რასაც მკურნალობა სჭირდება და იძულებით უნდა უმკურნალო, თუ თვითონ არაა თანახმა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნების“ წარმომადგენლებს არ აქვს კომფორტი იმისა, რომ „ოდნავ მაინც ჰუმანურები იყვნენ და სისტემის თუნდაც ერთი ჭანჭიკი გასწირონ“.

"ძალის დემონსტრირება იმისთვის სჭირდებათ, რომ ჰგონიათ, სისუსტის გამოვლინება მათთვის მთავარი საფრთხეა. ამაღლობელს რატომ არ უშვებენ? - ამაღლობელის გამოშვება სისუსტის გამოვლინება იქნება და კონსტრუქცია, რასაც აშენებენ, თავზე ჩამოექცევათ. ეს ყველაფერი უძლეველობის მითოლოგიაზე დგას. შესაბამისად, არ აქვთ კომფორტი იმისა, რომ ოდნავ მაინც ჰუმანურები იყვნენ და სისტემის თუნდაც ერთი ჭანჭიკი გასწირონ. ერთი პოლიციელიც არ დაუჭერიათ მაშინ, როდესაც მათთვის პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. მათ აქვთ განცდა, რომ სისტემა ერთობლივ დანაშაულზე დგას. თავისიანის გაწირვით, ეშინიათ, ყველაფერი თავზე არ ჩამოეშალოთ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.