შოკისმომგვრელია სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი გახარიას წინააღმდეგ სამარცხვინო თავდასხმების ნახვა, - ამის შესახებ საქართველოში ნიდერლანდების ელჩი, მელინე არაკელიანი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“შოკისმომგვრელია პოლიტიკური აქტორების სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი გახარიას წინააღმდეგ სამარცხვინო თავდასხმების ნახვა. მსგავსი კრიმინალური ქმედებები სწრაფად უნდა იქნას გამოძიებული. არავითარი დაუსჯელობა დამნაშავეებს,” - წერს არაკელიანი.