პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არავინ მიიღებს მონაწილეობას თეა წულუკიანის რუსულ კომისიაში" - ბოკუჩავა
"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არავინ მიიღებს მონაწილეობას თეა წულუკიანის რუსულ კომისიაში" - ბოკუჩავა

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მი­ვი­ღეთ დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე სა­ერ­თო ოპო­ზი­ცი­ურ ფორ­მატ­ში, არის ის, რომ არა­ვინ მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის რუ­სულ კო­მი­სი­ა­ში. ეს რუ­სუ­ლი კო­მი­სია ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის რუ­სუ­ლად გა­და­წე­რის მცდე­ლო­ბას და არის მი­მარ­თუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ" - ამის შე­სა­ხებ “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” თავ­მჯდო­მა­რემ თინა ბო­კუ­ჩა­ვამ მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტთან, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მიერ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­სწავ­ლელ დრო­ე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

  • ბო­კუ­ჩა­ვამ სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა, რომ სა­ერ­თო ოპო­ზი­ცი­უ­რი ფორ­მა­ტი სხვა ერ­თობ­ლი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დეს.

“შეხ­ვედ­რა, უმე­ტეს­წი­ლად, ეხე­ბო­და პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ვი­ზიტს მი­უნ­ხენ­ში, მი­უნ­ხე­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, სა­დაც ივა­ნიშ­ვი­ლის რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო იზო­ლა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, არ­ცერ­თი არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი, არა­ლე­გი­ტი­მუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი არ იყო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის გაჟ­ღე­რე­ბა ხდე­ბა სწო­რედ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მხრი­დან იქ სა­უ­ბა­რი იყო, ბუ­ნებ­რი­ვია, ახა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო, სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე, პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე, რო­გორც ერ­თა­დერ­თი გზა ამ პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლის.

ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ასე­ვე მი­ვი­ღეთ დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე სა­ერ­თო ოპო­ზი­ცი­ურ ფორ­მატ­ში, არის ის, რომ არა­ვინ მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის რუ­სულ კო­მი­სი­ა­ში არა­ლე­გი­ტი­მუ­რი პარ­ლა­მენ­ტის, რო­მელ­საც არ აქვს ლე­გი­ტი­მა­ცია, არ აქვს აღი­ა­რე­ბა და ყვე­ლას გვეს­მის, რომ ეს რუ­სუ­ლი კო­მი­სია ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის რუ­სუ­ლად გა­და­წე­რის მცდე­ლო­ბას და არის მი­მარ­თუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

ვფიქ­რობ, რომ ამ თვალ­საზ­რი­სით, სა­ერ­თო ოპო­ზი­ცი­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამ არა­ლე­გი­ტი­მურ, რუ­სულ კო­მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის არ­მი­ღე­ბის, არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­ნა­ცხა­დი ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან და ნამ­დვი­ლად ვი­სურ­ვებ­დი, რომ ეს ფორ­მა­ტი, მათ შო­რის, გახ­დეს სა­ფუძ­ვე­ლი ბევ­რი სხვა ამ­გვა­რი ერ­თობ­ლი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის იმი­ტომ, რომ მი­მაჩ­ნია, ამ მარ­თლაც ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ურ ომში, სა­დაც ივა­ნიშ­ვილ­მა რუ­სე­თის სა­ხე­ლით გა­მო­უ­ცხა­და ბრძო­ლა ქარ­თველ ხალ­ხს, გა­მო­უ­ცხა­და ომი სწო­რედ რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის, ჩვე­ნი ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ამ ბრძო­ლა­ში მხო­ლოდ მო­რა­ლუ­რი სი­ცხა­დე, მკა­ფიო პო­ზი­ცი­ე­ბი და ერ­თი­ა­ნო­ბა არის ის, რაც გან­სა­ზღვრავს ოპო­ზი­ცი­ის წარ­მა­ტე­ბას. ეს, ბუ­ნებ­რი­ვია, არ გუ­ლის­ხმობს ფორ­მა­ლურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას, მაგ­რამ მო­რა­ლურ და პო­ლი­ტი­კურ სი­ცხა­დეს ყვე­ლა ფუნ­და­მენ­ტურ, მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხზე, რო­გო­რიც არის მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნე­ბი, და ეს არის ახა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო, სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი, პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რუ­სულ კო­მი­სი­ა­ში არ­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და იმე­დი მაქვს, რომ ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ამ სა­ერ­თო მო­თხოვ­ნე­ბი­სა და პო­ზი­ცი­ე­ბის, მათ შო­რის, ამ ფორ­მატ­ში მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, კი­დევ უფრო გა­ფარ­თოვ­დე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” თავ­მჯდო­მა­რე ასე­ვე შე­ე­ხო აე­რო­პორ­ტში მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტსაც, სა­დაც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს თავს და­ესხნენ. ბო­კუ­ჩა­ვას თქმით, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს სა­ხის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა.

“პრე­ზი­დენტ ზუ­რა­ბიშ­ვილს აღე­ნიშ­ნე­ბა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სა­ხის არე­ში და ნამ­დვი­ლად უკი­დუ­რე­სად სა­მარ­ცხვი­ნოა და წარ­მო­ა­ჩენს ივა­ნიშ­ვი­ლის არა­ქარ­თულ სა­ხეს, რო­დე­საც, სამ­წუ­ხა­როდ, ახალ­გაზ­რდა გოგო-ბი­ჭე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ხდე­ბა, რო­გორც “ტი­ტუშ­კე­ბის” იმის­თვის, რომ იძა­ლა­დონ პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუტ­ზე, იძა­ლა­დონ ქარ­თველ ქალ­ზე”, - აღ­ნიშ­ნა ბო­კუ­ჩა­ვამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არავინ მიიღებს მონაწილეობას თეა წულუკიანის რუსულ კომისიაში" - ბოკუჩავა

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არავინ მიიღებს მონაწილეობას თეა წულუკიანის რუსულ კომისიაში" - ბოკუჩავა

"მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ დღევანდელ შეხვედრაზე საერთო ოპოზიციურ ფორმატში, არის ის, რომ არავინ მიიღებს მონაწილეობას თეა წულუკიანის რუსულ კომისიაში. ეს რუსული კომისია ემსახურება საქართველოს უახლესი ისტორიის რუსულად გადაწერის მცდელობას და არის მიმართული საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ" - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ “ქართული ოცნების” მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით განაცხადა.

  • ბოკუჩავამ სურვილი გამოთქვა, რომ საერთო ოპოზიციური ფორმატი სხვა ერთობლივი გადაწყვეტილებების საფუძველი გახდეს.

“შეხვედრა, უმეტესწილად, ეხებოდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს მიუნხენში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც ივანიშვილის რუსული რეჟიმის საერთაშორისო იზოლაციის პირობებში, არცერთი არაღიარებული, არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელი არ იყო და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების გაჟღერება ხდება სწორედ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან იქ საუბარი იყო, ბუნებრივია, ახალი საპარლამენტო, სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, როგორც ერთადერთი გზა ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის.

ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ასევე მივიღეთ დღევანდელ შეხვედრაზე საერთო ოპოზიციურ ფორმატში, არის ის, რომ არავინ მიიღებს მონაწილეობას თეა წულუკიანის რუსულ კომისიაში არალეგიტიმური პარლამენტის, რომელსაც არ აქვს ლეგიტიმაცია, არ აქვს აღიარება და ყველას გვესმის, რომ ეს რუსული კომისია ემსახურება საქართველოს უახლესი ისტორიის რუსულად გადაწერის მცდელობას და არის მიმართული საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ.

ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით, საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილება ამ არალეგიტიმურ, რუსულ კომისიაში მონაწილეობის არმიღების, არის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი ოპოზიციის მხრიდან და ნამდვილად ვისურვებდი, რომ ეს ფორმატი, მათ შორის, გახდეს საფუძველი ბევრი სხვა ამგვარი ერთობლივი გადაწყვეტილებების იმიტომ, რომ მიმაჩნია, ამ მართლაც ცივილიზაციურ ომში, სადაც ივანიშვილმა რუსეთის სახელით გამოუცხადა ბრძოლა ქართველ ხალხს, გამოუცხადა ომი სწორედ რუსეთის ინტერესის გათვალისწინებით ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩვენი ეროვნული ინტერესების, ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ, ამ ბრძოლაში მხოლოდ მორალური სიცხადე, მკაფიო პოზიციები და ერთიანობა არის ის, რაც განსაზღვრავს ოპოზიციის წარმატებას. ეს, ბუნებრივია, არ გულისხმობს ფორმალურ გაერთიანებას, მაგრამ მორალურ და პოლიტიკურ სიცხადეს ყველა ფუნდამენტურ, მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის მთავარი მოთხოვნები, და ეს არის ახალი საპარლამენტო, სამართლიანი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რუსულ კომისიაში არმონაწილეობა და იმედი მაქვს, რომ ჩამონათვალი ამ საერთო მოთხოვნებისა და პოზიციების, მათ შორის, ამ ფორმატში მუშაობის შედეგად, კიდევ უფრო გაფართოვდება”, - განაცხადა ბოკუჩავამ.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ასევე შეეხო აეროპორტში მომხდარ ინციდენტსაც, სადაც სალომე ზურაბიშვილს თავს დაესხნენ. ბოკუჩავას თქმით, სალომე ზურაბიშვილს სახის არეში დაზიანებები აღენიშნება.

“პრეზიდენტ ზურაბიშვილს აღენიშნება დაზიანებები სახის არეში და ნამდვილად უკიდურესად სამარცხვინოა და წარმოაჩენს ივანიშვილის არაქართულ სახეს, როდესაც, სამწუხაროდ, ახალგაზრდა გოგო-ბიჭების გამოყენება ხდება, როგორც “ტიტუშკების” იმისთვის, რომ იძალადონ პრეზიდენტის ინსტიტუტზე, იძალადონ ქართველ ქალზე”, - აღნიშნა ბოკუჩავამ.