სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“რუსთაველის გამზირის განახლების სამუშაოებს ალბათ, მაისში დავიწყებთ და ზაფხულის ბოლოსთვის გვინდა, რომ სრულად დავამთავროთ“ - კახა კალაძე
“რუსთაველის გამზირის განახლების სამუშაოებს ალბათ, მაისში დავიწყებთ და ზაფხულის ბოლოსთვის გვინდა, რომ სრულად დავამთავროთ“ - კახა კალაძე

თბი­ლი­სის მე­რია რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის გა­ნახ­ლე­ბას გეგ­მავს. რო­გორც თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გზა არის ამორ­ტი­ზე­ბუ­ლი, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, ხში­რია და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და გზის ჩა­ვარ­დნის შემ­თხვე­ვე­ბი. კა­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, სა­მუ­შა­ო­ე­ბი ალ­ბათ მა­ის­ში და­ი­წყე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა კახა

კა­ლა­ძემ დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ა­კე­თა.

“თქვენ იცით, რომ ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქა­ლაქ­ში მო­ვა­წეს­რი­გოთ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, კონ­კრე­ტუ­ლი ქუ­ჩე­ბი, გამ­ზი­რე­ბი, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო­ებს გა­ნახ­ლე­ბას, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. მე ბევ­რჯერ მით­ქვამს და არ ვე­რი­დე­ბი იმას, რომ კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით ქა­ლაქ­ში გვაქვს მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, სა­დაც ვი­წყებთ ქუ­ჩე­ბის და გამ­ზი­რე­ბის გა­ნახ­ლე­ბას, რა თქმა უნდა, პირ­ვე­ლი კეთ­დე­ბა მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი. მა­გა­ლი­თად, გუ­შინ, ვიმ­ყო­ფე­ბო­დით აწყუ­რის ქუ­ჩა­ზე, რომ­ლის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია-გა­ნახ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და პირ­ვე­ლი, რი­თაც ვი­წყებთ, ეს არის მი­წის ქვე­მოთ არ­სე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სრუ­ლი მო­წეს­რი­გე­ბა და გა­ნახ­ლე­ბა.

მინ­და ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ხით დე­და­ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბას მი­ვა­წო­დო რამ­დე­ნი­მე ინ­ფორ­მა­ცია.

  • რო­გო­რიც იცით, ჩვენ ვგეგ­მავთ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის გა­ნახ­ლე­ბას, რო­მელ­ზეც თვი­თონ გზა არის ამორ­ტი­ზე­ბუ­ლი, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. ხში­რია და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, გზის ჩა­ვარ­დნის შემ­თხვე­ვე­ბი იმის გამო, რომ მი­წის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა არის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს და ამი­ტომ, ხში­რია ასე­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­წყე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ალ­ბათ, მა­ი­სის თვე­ში და­ვი­წყებთ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს­თვის გვინ­და, რომ სრუ­ლი­ად და­ვამ­თავ­როთ.

აქაც, პირ­ვე­ლი, რა­საც გა­ვა­კე­თებთ ეს არის კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა. მთლი­ა­ნად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ტრო­ტუ­ა­რე­ბი, ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა შშმ პირ­თათ­ვის ახა­ლი გა­ნა­თე­ბის ბო­ძე­ბით, თა­ვი­სი სა­ნა­თე­ბით, გან­თავ­სდე­ბა მი­წის­ქვე­შა ურ­ნე­ბი. მთლი­ა­ნად რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვლე­ბა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი, იქ­ნე­ბა ახა­ლი დი­ზა­ი­ნით და ყვე­ლა­ნა­ი­რად კომ­ფორ­ტუ­ლი და რა თქმა უნდა, შშმ პირ­თათ­ვის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი. ჩა­ტარ­დე­ბა გამ­წვა­ნე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის­თვის მო­ვა­წყობთ ახალ მო­საც­დე­ლებს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რი, ლა­მა­ზი პრო­ექ­ტი იქ­ნე­ბა, რო­დე­საც სა­მუ­შო­ე­ბი დამ­თავ­რდე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

  • კა­ლა­ძის თქმით, სა­მუ­შა­ო­ე­ბი მხო­ლოდ ამით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა, მე­რია გეგ­მავს არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, რომ­ლის დიდი ნა­წი­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლია.

„ამ სა­მუ­შა­ო­ე­ბის მე­ო­რე ეტა­პი იქ­ნე­ბა უკვე ძეგ­ლებ­ზე მუ­შა­ო­ბა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წლი­ა­ნი პრო­ექ­ტი იქ­ნე­ბა.გვინ­და, რომ არა მხო­ლოდ ფა­სა­დე­ბით, არა­მედ მთლი­ა­ნად გა­ვა­მაგ­როთ და მო­ვა­წეს­რი­გოთ არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი,რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს ამ გამ­ზირ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

“რუსთაველის გამზირის განახლების სამუშაოებს ალბათ, მაისში დავიწყებთ და ზაფხულის ბოლოსთვის გვინდა, რომ სრულად დავამთავროთ“ - კახა კალაძე

“რუსთაველის გამზირის განახლების სამუშაოებს ალბათ, მაისში დავიწყებთ და ზაფხულის ბოლოსთვის გვინდა, რომ სრულად დავამთავროთ“ - კახა კალაძე

თბილისის მერია რუსთაველის გამზირის განახლებას გეგმავს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რუსთაველის გამზირზე გზა არის ამორტიზებული, მძიმე მდგომარეობაშია, ხშირია დაზიანებები და გზის ჩავარდნის შემთხვევები. კალაძის განმარტებით, სამუშაოები ალბათ მაისში დაიწყება. აღნიშნული განცხადება კახა

კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

“თქვენ იცით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქალაქში მოვაწესრიგოთ ინფრასტრუქტურა, კონკრეტული ქუჩები, გამზირები, რომელიც საჭიროებს განახლებას, რეაბილიტაცია. მე ბევრჯერ მითქვამს და არ ვერიდები იმას, რომ კომუნიკაციების თვალსაზრისით ქალაქში გვაქვს მძიმე მდგომარეობა, შესაბამისად, სადაც ვიწყებთ ქუჩების და გამზირების განახლებას, რა თქმა უნდა, პირველი კეთდება მიწისქვეშა კომუნიკაციები. მაგალითად, გუშინ, ვიმყოფებოდით აწყურის ქუჩაზე, რომლის სრული რეაბილიტაცია-განახლება მიმდინარეობს და პირველი, რითაც ვიწყებთ, ეს არის მიწის ქვემოთ არსებული ინფრასტრუქტურის სრული მოწესრიგება და განახლება.

მინდა ინფორმაციის სახით დედაქალაქის მოსახლეობას მივაწოდო რამდენიმე ინფორმაცია.

  • როგორიც იცით, ჩვენ ვგეგმავთ რუსთაველის გამზირის განახლებას, რომელზეც თვითონ გზა არის ამორტიზებული, მძიმე მდგომარეობაში. ხშირია დაზიანებები, გზის ჩავარდნის შემთხვევები იმის გამო, რომ მიწის ქვეშ არსებული ინფრასტრუქტურა არის მძიმე მდგომარეობაში, კრიტიკას ვერ უძლებს და ამიტომ, ხშირია ასეთი დაზიანებები. სამუშაოების დაწყებას რაც შეეხება, ალბათ, მაისის თვეში დავიწყებთ პროექტის განხორციელებას და ზაფხულის ბოლოსთვის გვინდა, რომ სრულიად დავამთავროთ.

აქაც, პირველი, რასაც გავაკეთებთ ეს არის კომუნიკაციების მოწესრიგება. მთლიანად მოწესრიგებული იქნება ტროტუარები, ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის ახალი განათების ბოძებით, თავისი სანათებით, განთავსდება მიწისქვეშა ურნები. მთლიანად რადიკალურად შეიცვლება რუსთაველის გამზირი, იქნება ახალი დიზაინით და ყველანაირად კომფორტული და რა თქმა უნდა, შშმ პირთათვის ადაპტირებული. ჩატარდება გამწვანებითი სამუშაოები, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მოვაწყობთ ახალ მოსაცდელებს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ეფექტური, ლამაზი პროექტი იქნება, როდესაც სამუშოები დამთავრდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

  • კალაძის თქმით, სამუშაოები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, მერია გეგმავს არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას, რომლის დიდი ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

„ამ სამუშაოების მეორე ეტაპი იქნება უკვე ძეგლებზე მუშაობა, რომელიც რამდენიმე წლიანი პროექტი იქნება.გვინდა, რომ არა მხოლოდ ფასადებით, არამედ მთლიანად გავამაგროთ და მოვაწესრიგოთ არსებული შენობა-ნაგებობები,რომელიც მდებარეობს ამ გამზირზე“, - განაცხადა კალაძემ.