რეჟიმის სცენარი მარტივია: პროვოკაციებით, ლაჩრობით და კვერცხის სროლით ცდილობენ შენიღბონ საკუთარი სისუსტე, არალეგიტიმურობა, იზოლაცია და ღრმა პოლიტიკური კრიზისი! , - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.
"დავსვათ კითხვა, რატომ დაესხა თავს ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილს? რისი გადაფარვა სურს ამ ქმედებით?
პასუხი მარტივია: რეჟიმი ცდილობს, რომ ამჯერად კვერცხით შენიღბოს საკუთარი სისუსტე, რადგან:
1. არავინ ცნობს "ქართულ ოცნებას" საერთაშორისო ასპარეზზე, მათ ლეგიტიმაცია არ აქვთ!
2. სუსტია, რადგან ამერიკამ, ბრიტანეთმა და ევროკავშირის წევრებმა დაუწესეს სანქციები რეჟიმის წარმომადგენლებს;
3. სუსტია, რადგან პროტესტი არ ჩერდება და ხალხი ყოველდღე უფრო ხმამაღლა მოითხოვს ცვლილებებს;
მიუნხენიდანაც მათ არანაირი მოსაწვევი მიუღიათ, სრულ იზოლაციაში არიან და იზოლაციაში მყოფი “ქართული ოცნება” კვერცხის უკან იმალება.
კვერცხები ლეგიტიმაციის ნაცვლად - ეს არის მათი არჩევანი!
სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს ქართველ ხალხს საერთაშორისო ასპარეზზე, ხოლო "ქართულ ოცნებას" კარი ყველგან დახურული აქვს - მათ ლეგიტიმაციას არ ცნობენ!
რეჟიმის სცენარი მარტივია: პროვოკაციებით, ლაჩრობით და კვერცხის სროლით ცდილობენ შენიღბონ საკუთარი სისუსტე, არალეგიტიმურობა, იზოლაცია და ღრმა პოლიტიკური კრიზისი!
არ ავყვეთ მათ პოლიტიკურ ცრუ დღის წესრიგს!
ჩვენი ბრძოლა საქართველოსა და მისი ევროპული მომავლისთვის გრძელდება“, - წერს ვაშაძე "ფეისბუქზე“.