მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კარგია, რომ მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა..." - შალვა პაპუაშვილი
"კარგია, რომ მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა..." - შალვა პაპუაშვილი

კარ­გია, რომ მზია ამაღ­ლო­ბელ­მა შიმ­ში­ლო­ბა შე­წყვი­ტა - ვინც მას მე­გობ­რო­ბას ეფი­ცე­ბო­და, სი­ნამ­დვი­ლე­ში მის ია­რა­ღად გა­მო­ყე­ნე­ბას ცდი­ლობ­და, არა მხო­ლოდ ქარ­თვე­ლე­ბი, არა­მედ ზო­გი­ერ­თი უცხო­ე­ლიც,- ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა "ბა­თუ­მე­ლე­ბი­სა“ და "ნეტ­გა­ზე­თის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, მზია ამაღ­ლო­ბე­ლის მიერ შიმ­ში­ლო­ბის შე­წყვე­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

პა­პუ­აშ­ვი­ლი ამაღ­ლო­ბელ­თან და­კავ­ში­რე­ბით ელ­ჩებს, მათ შო­რის ევ­რო­კავ­ში­რის ელჩს აკ­რი­ტი­კებს და ამ­ბობს, რომ ნაც­ვლად იმი­სა, რომ ელჩს ამაღ­ლო­ბე­ლის­თვის მი­ე­მარ­თა, შიმ­ში­ლო­ბა შე­ე­წყვი­ტა, ვნა­ხეთ წა­ქე­ზე­ბა, რომ "ადა­მი­ანს სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა“.

"უპირ­ვე­ლე­სად, მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რომ შიმ­ში­ლო­ბა შე­წყვი­ტა. ამ დღე­ებ­მა კი­დევ ერთხელ გა­მო­ავ­ლი­ნა ის, რა სხვა დრო­საც ვნა­ხეთ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შიმ­ში­ლო­ბის დროს, რომ ამას სხვე­ბი ია­რა­ღად იყე­ნე­ბენ. გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ, ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის გან­ცხა­დე­ბე­ბით ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, გუ­ში­ნაც ჰქონ­და გან­ცხა­დე­ბა, რაც იყო პირ­და­პირ წა­ქე­ზე­ბა, რომ ადა­მი­ანს თა­ვი­სი თა­ვის და­ზი­ა­ნე­ბა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა. რო­დე­საც ამას აკე­თებს ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ეს აჩ­ვე­ნებს მის პი­რად აც­დე­ნას ყო­ველ­გვარ არა თუ ევ­რო­პულ, არა­მედ ადა­მი­ა­ნურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე. ნაც­ვლად იმი­სა, რომ მზია ამაღ­ლო­ბე­ლის­თვის მი­ე­მარ­თა, შიმ­ში­ლო­ბა შე­ე­წყვი­ტა, ვნა­ხეთ წა­ქე­ზე­ბა, რომ ადა­მი­ანს სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა. ეს აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლია და სა­ა­კაშ­ვი­ლის დრო­საც ასე იყო - ვერ­ცერ­თი ელჩი ვერ გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ და ვერ ვათ­ქმე­ვი­ნეთ, რომ შე­ე­წყვი­ტა ადა­მი­ანს სა­კუ­თა­რი თა­ვის და­ზი­ა­ნე­ბა. აქ ჩანს, რომ ზო­გი­ერ­თე­ბის­თვის მხო­ლოდ ინ­სტრუ­მენ­ტია. თუ გახ­სოვთ, ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მეს წა­მოს­ცდა კი­დეც, რომ მზია ამაღ­ლო­ბე­ლი კარ­გი ია­რა­ღია მის ხელ­ში და რო­გორც ჩანს, ზო­გი­ერ­თი უცხო­ე­ლის ხელ­შიც ის ია­რა­ღი იყო. კარ­გია, რომ შე­წყვი­ტა შიმ­ში­ლო­ბა. რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლის შიმ­ში­ლო­ბის დროს ვამ­ბობ­დით, ახ­ლაც მინ­და ვთქვა, რომ უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, ის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, სა­დაც იმ­ყო­ფე­ბო­და და ზო­გა­დად, სა­ხელ­მწი­ფო არის პირ­ვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი პი­რა­დად მისი, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის და კარ­გია, რომ შიმ­ში­ლო­ბა შე­წყვი­ტა. ამა­ვე დროს, ალ­ბათ მა­საც ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ გა­ა­ნა­ლი­ზოს, რომ ხალ­ხი, რო­მე­ლიც მას მე­გობ­რო­ბას ეფი­ცე­ბო­და, სი­ნამ­დვი­ლე­ში მის ია­რა­ღად გა­მო­ყე­ნე­ბას ცდი­ლობ­დნენ, არა მხო­ლოდ ქარ­თვე­ლე­ბი, არა­მედ ზო­გი­ერ­თი უცხო­ე­ლიც. ეს აჩ­ვე­ნებს, რომ არა­ნა­ი­რი კე­თი­ლი გან­ზრახ­ვე­ბი არ აქვთ სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით ადა­მი­ა­ნებს, იმ უცხო­ე­ლებს, რო­მელ­თა მხრი­დან უხ­ვად იყო გან­ცხა­დე­ბე­ბი, რაც იყო წა­ქე­ზე­ბა, რომ ადა­მი­ანს სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბა კი­დევ უფრო მე­ტად და­ე­ზი­ა­ნე­ბი­ნა“,- გა­ნა­ცხა­და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"კარგია, რომ მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა..." - შალვა პაპუაშვილი

"კარგია, რომ მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა..." - შალვა პაპუაშვილი

კარგია, რომ მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა - ვინც მას მეგობრობას ეფიცებოდა, სინამდვილეში მის იარაღად გამოყენებას ცდილობდა, არა მხოლოდ ქართველები, არამედ ზოგიერთი უცხოელიც,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა "ბათუმელებისა“ და "ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიერ შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილი ამაღლობელთან დაკავშირებით ელჩებს, მათ შორის ევროკავშირის ელჩს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ნაცვლად იმისა, რომ ელჩს ამაღლობელისთვის მიემართა, შიმშილობა შეეწყვიტა, ვნახეთ წაქეზება, რომ "ადამიანს საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება გაეგრძელებინა“.

"უპირველესად, მისასალმებელია, რომ შიმშილობა შეწყვიტა. ამ დღეებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ის, რა სხვა დროსაც ვნახეთ, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის დროს, რომ ამას სხვები იარაღად იყენებენ. გაოგნებული ვარ, ევროკავშირის ელჩის განცხადებებით ამ დღეების განმავლობაში, გუშინაც ჰქონდა განცხადება, რაც იყო პირდაპირ წაქეზება, რომ ადამიანს თავისი თავის დაზიანება გაეგრძელებინა. როდესაც ამას აკეთებს ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში, ეს აჩვენებს მის პირად აცდენას ყოველგვარ არა თუ ევროპულ, არამედ ადამიანურ ღირებულებებზე. ნაცვლად იმისა, რომ მზია ამაღლობელისთვის მიემართა, შიმშილობა შეეწყვიტა, ვნახეთ წაქეზება, რომ ადამიანს საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება გაეგრძელებინა. ეს აღმაშფოთებელია და სააკაშვილის დროსაც ასე იყო - ვერცერთი ელჩი ვერ გამოვიყვანეთ და ვერ ვათქმევინეთ, რომ შეეწყვიტა ადამიანს საკუთარი თავის დაზიანება. აქ ჩანს, რომ ზოგიერთებისთვის მხოლოდ ინსტრუმენტია. თუ გახსოვთ, ქალბატონ სალომეს წამოსცდა კიდეც, რომ მზია ამაღლობელი კარგი იარაღია მის ხელში და როგორც ჩანს, ზოგიერთი უცხოელის ხელშიც ის იარაღი იყო. კარგია, რომ შეწყვიტა შიმშილობა. როგორც სააკაშვილის შიმშილობის დროს ვამბობდით, ახლაც მინდა ვთქვა, რომ უპირველეს ყოვლისა პენიტენციური დაწესებულება, ის სამედიცინო დაწესებულება, სადაც იმყოფებოდა და ზოგადად, სახელმწიფო არის პირველი გულშემატკივარი პირადად მისი, მისი ჯანმრთელობის და კარგია, რომ შიმშილობა შეწყვიტა. ამავე დროს, ალბათ მასაც ექნება საშუალება, რომ გაანალიზოს, რომ ხალხი, რომელიც მას მეგობრობას ეფიცებოდა, სინამდვილეში მის იარაღად გამოყენებას ცდილობდნენ, არა მხოლოდ ქართველები, არამედ ზოგიერთი უცხოელიც. ეს აჩვენებს, რომ არანაირი კეთილი განზრახვები არ აქვთ საქართველოსთან დაკავშირებით ადამიანებს, იმ უცხოელებს, რომელთა მხრიდან უხვად იყო განცხადებები, რაც იყო წაქეზება, რომ ადამიანს საკუთარი ჯანმრთელობა კიდევ უფრო მეტად დაეზიანებინა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.