პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გარდაბანში ბიზნესმენს მანქანა აუფეთქეს - სათვალთვალო კამერის ჩანაწერები: რა ვერსიებზე საუბრობს ოჯახი და რას აცხადებს შსს?
გარდაბანში ბიზნესმენს მანქანა აუფეთქეს - სათვალთვალო კამერის ჩანაწერები: რა ვერსიებზე საუბრობს ოჯახი და რას აცხადებს შსს?

გარ­და­ბან­ში, ბიზ­ნეს­მენს მან­ქა­ნა აუ­ფეთ­ქეს. შემ­თხვე­ვა ღა­მის 4 სა­ათ­ზე მოხ­და.

“ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ვე­ლი“ ავ­რცე­ლებს სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რის ჩა­ნა­წერს,რო­მელ­შიც ჩანს, რომ უც­ნო­ბი პირი ღა­მის სა­ა­თებ­ში შე­დის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის - ალა­ზირ ირ­ზა­ე­ვის ეზო­ში და მის ავ­ტო­მო­ბილს ცე­ცხლს უკი­დებს. შე­დე­გად, ავ­ტო­მო­ბი­ლი ფეთ­ქდე­ბა.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ სახ­ლში იმ დროს ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მცი­რე­წლოვ­ნე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

ირ­ზა­ე­ვი ან­გა­რიშს­წო­რე­ბას რე­კეტს და მის პო­ლი­ტი­კურ შე­ხე­დუ­ლე­ბებს უკავ­ში­რებს, თავ­დას­ხმის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რად კი კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტ ელ­მუ­რაზ მა­მე­დოვს ასა­ხე­ლებს.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი “ტვ პირ­ველ­თან“ აცხა­დე­ბენ, კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სო­ფელ მუ­ღან­ლო­ში უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია რე­კეტს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, მო­სახ­ლე­ო­ბის­გან ითხო­ვენ ფულს.

"ორი წე­ლი­წა­დია ასე­თი ამ­ბე­ბი ხდე­ბა, რე­კა­ვენ იმუქ­რე­ბი­ან და ფულს ითხო­ვენ. ამის­წინ სახ­ლი და­უ­ცხრი­ლეს ერთს, კი­დევ ერთი მა­ღა­ზია. ამ წუთ­საც და­უ­რე­კა ვისი მან­ქა­ნაც დაწ­ვეს და უთხრა, უა­რესს გა­გი­კე­თებ, თუ არ გა­და­იხ­დიო. არ­ჩევ­ნე­ბის წინ უა­რესს აკე­თე­ბენ. პო­ლი­ცი­ა­მაც იცის, მაგ­რამ არა­ფერს აკე­თებს. 100%-იანი ეს კაცი "ოც­ნე­ბას­თან" და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რია. არ­ჩევ­ნებ­ზე სახ­ლში შე­დი­ოდ­ნენ, ხალ­ხი გა­მოჰ­ყავ­დათ და ხმის მი­ცე­მას აი­ძუ­ლებ­დნენ", - ამ­ბობს ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი.

გარ­დაბ­ნის სო­ფელ მუ­ღან­ლო­ში, ალა­ზირ ირ­ზა­ე­ვის ეზო­ში, სა­გა­მო­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ AMBEB.GE-ს გა­ნუ­ცხა­და, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა 187-ე და 181-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თან­ხის გა­მო­ძალ­ვას და ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბას ან გა­ნად­გუ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

გარდაბანში ბიზნესმენს მანქანა აუფეთქეს - სათვალთვალო კამერის ჩანაწერები: რა ვერსიებზე საუბრობს ოჯახი და რას აცხადებს შსს?

გარდაბანში ბიზნესმენს მანქანა აუფეთქეს - სათვალთვალო კამერის ჩანაწერები: რა ვერსიებზე საუბრობს ოჯახი და რას აცხადებს შსს?

გარდაბანში, ბიზნესმენს მანქანა აუფეთქეს. შემთხვევა ღამის 4 საათზე მოხდა.

“ტელეკომპანია პირველი“ ავრცელებს სათვალთვალო კამერის ჩანაწერს,რომელშიც ჩანს, რომ უცნობი პირი ღამის საათებში შედის დაზარალებულის - ალაზირ ირზაევის ეზოში და მის ავტომობილს ცეცხლს უკიდებს. შედეგად, ავტომობილი ფეთქდება.

დაზარალებული აღნიშნავს, რომ სახლში იმ დროს ოჯახის წევრები და მცირეწლოვნები იმყოფებოდნენ.

ირზაევი ანგარიშსწორებას რეკეტს და მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს, თავდასხმის ორგანიზატორად კი კრიმინალურ ავტორიტეტ ელმურაზ მამედოვს ასახელებს.

როგორც ადგილობრივები “ტვ პირველთან“ აცხადებენ, კრიმინალური ავტორიტეტის წარმომადგენლები სოფელ მუღანლოში უკვე რამდენიმე წელია რეკეტს ახორციელებენ, მოსახლეობისგან ითხოვენ ფულს.

"ორი წელიწადია ასეთი ამბები ხდება, რეკავენ იმუქრებიან და ფულს ითხოვენ. ამისწინ სახლი დაუცხრილეს ერთს, კიდევ ერთი მაღაზია. ამ წუთსაც დაურეკა ვისი მანქანაც დაწვეს და უთხრა, უარესს გაგიკეთებ, თუ არ გადაიხდიო. არჩევნების წინ უარესს აკეთებენ. პოლიციამაც იცის, მაგრამ არაფერს აკეთებს. 100%-იანი ეს კაცი "ოცნებასთან" დაახლოებული პირია. არჩევნებზე სახლში შედიოდნენ, ხალხი გამოჰყავდათ და ხმის მიცემას აიძულებდნენ", - ამბობს ოჯახის ახლობელი.

გარდაბნის სოფელ მუღანლოში, ალაზირ ირზაევის ეზოში, საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ AMBEB.GE-ს განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 187-ე და 181-ე მუხლით დაიწყო, რაც თანხის გამოძალვას და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.