ჯოსელინ ვილდენშტაინი ცნობილია როგორც "ქალი კატა“ – ეს მეტსახელი თავისი გამორჩეული გარეგნობის გამო მიიღო. საქმე ისაა, რომ ის მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა, პლასტიკური ქირურგიის საშუალებით, კატას დამსგავსებოდა, თუმცა საბოლოოდ, პლასტიკური ოპერაციების კიდევ ერთი მსხვერპლი გახდა.
როგორი იყო ჯოსელინ ვილდენშტაინი ახალგაზრდობაში?
ცნობილია, რომ იგი შვეიცარიაში დაიბადა და გაიზარდა. მამამისი, არმან პერისე, სპორტული საქონლის მაღაზიაში მუშაობდა, ხოლო დედა, ლილიან პერისე, საოჯახო საქმეებით იყო დაკავებული.
17 წლის ასაკში ჯოსელინის ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა – ამის მიზეზი გახდა მისი ნაცნობობა სირილ პიგესთან, რომელიც იმ დროს წარმატებული შვეიცარიელი პროდიუსერი იყო. შეყვარებულებმა საფრანგეთში გადასვლა გადაწყვიტეს, თუმცა მათი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა.სწორედ ამ პერიოდში, ჯოსელინმა გააცნობიერა, რომ მისი მიზანი ბოჰემური ცხოვრება იყო.
ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მამაკაცებში მისი პოპულარობის შესახებ გავრცელებული ამბები სიმართლე იყო.. ჯოსელინს არც რეპუტაციის შელახვა აშინებდა და არც განათლება აღელვებდა – მისი მიზანი მხოლოდ "ლამაზად ცხოვრება იყო".
გობისთან ურთიერთობა ხუთი წელს გაგრძელდა. 70-იანი წლების ბოლოს, მეგობრის მიწვევით, ვილდენშტეინების ოჯახურ რანჩოზე მოხვდა. სწორედ იქ გაიცნო მან ალეკ ვილდენშტეინი – ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ხელოვნების ბიზნესით იყო დაკავებული. მათ ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდათ და ვნებიანმა რომანმა წყვილი ქორწინებამდე მიიყვანა.
ქორწინების შემდეგ, ჯოსელინმა თავისი გვარი, პერისე დათმო და ვილდენშტეინი გახდა.
ახალგაზრდობაში ჯოსელინ ვილდენშტეინი უბედნიერესი იყო ახალ ქორწინებაში, მიუხედავად იმისა, რომ ალეკის მამა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მათ კავშირს. უფროსი ვილდენშტეინი თვლიდა, რომ მისი შვილის რჩეული ზედმეტად ანგარებიანი იყო და მხოლოდ სიმდიდრე აინტერესებდა. თუმცა ალეკს, რომელსაც ჯოსელინი სიგიჟემდე შეუყვარდა, მამამისის გაფრთხილებები არაფრად მიაჩნდა.
პირველი პლასტიკური ოპერაციის გაკეთება ჯოსელინმა სწორედ ახალი ოჯახის გავლენით გადაწყვიტა. ვილდენშტეინების ოჯახის ყველა უფროსი წევრი პერიოდულად მიმართავდა ქირურგებს, რათა ასაკობრივი ცვლილებები გაექროთ. ალეკიც არ იყო გამონაკლისი – მას ძალიან ეშინოდა სიბერის.
ზუსტად ცნობილი არ არის, რა გახდა ჯოსელინ ვილდენშტეინის დაუოკებელი სურვილის მიზეზი, რომ მუდმივად წოლილიყო ქირურგის სკალპელი ქვეშ, მაგრამ ფაქტია, რომ ვილდენშტეინი ოპერაციებამდე და ოპერაციების შემდეგ - თითქოს ორი სრულიად სხვადასხვა ადამიანი იყო.
ჯოსელინი აღფრთოვანებული იყო დიდი კატებით და უნდოდა მათ დამსგავსებოდა.
მეორე ვერსიით კი, მის ქმარს, ალეკს, განსაკუთრებულად უყვარდა გარეული კატები და ქმრის გულის ბოლომდე მოსაგებად ცოლი ცდილობდა, მათ დამსგავსებოდა.
ინტერნეტში მეორე ვერსია უფრო პოპულარულია, თუმცა თავად ალეკის თქმით, მას არასოდეს მოუთხოვია ჯოსელინისთვის ოპერაციების გაკეთება – ის ამის შესახებ მხოლოდ ოპერაციის შემდეგ იგებდა. მეტიც, ის უკმაყოფილო იყო ცოლის გარეგნობაში მუდმივი ჩარევით:
"ის შეშლილი იყო. ყოველთვის ბოლოს ვიგებდი ყველაფერს. ეგონა, რომ საკუთარი სახე ავეჯივით უნდა შეეკეთებინა", - ამბობდა ალეკი.
1997 წლისთვის მათი ქორწინება უკვე სერიოზული კრიზისის წინაშე იდგა – ალეკი არაერთხელ ეცადა ჯოსელინის მიტოვებას, მაგრამ ქალი ყოველთვის ახერხებდა, როგორღაც დაერწმუნებინა და კვლავ ურიგდებოდა. საბოლოო წერტილი ღალატი აღმოჩნდა. ერთ დღეს კენიიდან დაბრუნებულმა ჯოსელინმა ქმარს საწოლში მოდელთან ერთად შეუსწრო.
ალეკმა განქორწინება მოითხოვა. სასამართლო პროცესი დიდხანს გაგრძელდა, თუმცა 1999 წელს საბოლოოდ დაშორდნენ, ჯოსელინმა 2,5 მილიარდი დოლარი მიიღო და დამატებით, ალეკი ვალდებული იყო, 2012 წლამდე 100 მილიონი დოლარი გადაეხადა მისთვის.
ჯოსელინი ამით კმაყოფილი დარჩა, მაგრამ ბედმა ბოროტად იხუმრა – 2008 წელს მისი ყოფილი ქმარი გარდაიცვალა, რის შემდეგაც გარდაცვლილის ოჯახმა შეუწყვიტა ფინანსური დახმარება. ჯოსელინი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა – ვალების გამო ვერც უძრავ ქონებას ყიდდა, სახელმწიფოსგან კი მხოლოდ 900-დოლარიან დახმარებას იღებდა. ქალი მეგობრებს სთხოვდა, მისი გადასახადები გადაეხადათ.
ალეკთან დაშორებიდან წლების შემდეგ, ქალმა ლოიდ კლაინი - ფრანგი დიზაინერი გაიცნო. მათ ერთად გაატარეს 15 წელი, მუდმივ ჩხუბებსა და პერიოდულად მშვიდობიან ურთიერთობაში, მაგრამ 2015 წელს მომხდარმა მოვლენამ ნამდვილად შოკისმომგვრელი გახადა მათი ურთიერთობა.
ერთ დღეს ვახშამზე ლოიდი თავის ნოუთბუქთან მუშაობდა, როდესაც ქალი ანთებული სანთლით მიუახლოვდა და ცხელი ცვილი სახეზე დაასხა, შემდეგ დაკაწრა და მაკრატლით საყვარელი მამაკაცი ორჯერ დაჭრა. შოკირებულმა ლოიდმა ის საკუჭნაოში ჩაკეტა, პოლიცია გამოიძახა და უჩივლა. თუმცა, რამდენიმე თვეში მიხვდა, რომ მის გარეშე ცხოვრება უჭირდა და ისევ შეურიგდა.
წყვილმა 21 წლის განმავლობაში, ქალის გარდაცვალებამდე ერთად იცხოვრა. პოლიცია ხშირად აკითხავდა ჯოსელინის ბინას ტრამპ-თაუერში, როდესაც მათი ფანჯრების მინები იმტვრეოდა, შეყვარებულები კი დაზიანებულები ხვდებოდნენ.
31 დეკემბერს საღამოს, გადაწყვიტეს ცოტა ხნით დაესვენათ, რათა ახალი წლის ღამისთვის ენერგია აღედგინათ. კაცს გამთენიისას გაეღვიძა და აღმოაჩინა, რომ ქალი გარდაცვლილი იყო.
"ვუთხარი, ჯოსელინ, უნდა ავდგეთ, უნდა გავემზადოთ, ის ცივი იყო", - იხსენებს ლოიდი.
მისი თქმით, ჯოსელინს ჰქონდა ფლებიტი - დაავადება, რომელიც ხასიათდება ვენების ანთებით. ასე რომ, ახალი წლის ღამეს ფრანგმა დიზაინერმა დაკარგა ქალი, რომელსაც უწოდებდა თავისი ცხოვრების სიყვარულს:
"ის იყო დაუჯერებელი. ის იყო ჩემი ცხოვრების სიყვარული. მენატრება ყოველ წამს, მგონია, რომ ახლა კოშმარში ვარ", - იხსენებს ლოიდი.
ჯოსელინ ვილდენშტეინი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.