სამხედრო
საზოგადოება
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის ათობით გვირაბისგან შედგება" - გრენლანდიაში, ყინულში ჩაფლული "საიდუმლო ქალაქი" - რა ფარული ინფორმაცია გახდა ცნობილი და რისთვის სჭირდებოდა Camp Century აშშ-ს
"ის ათობით გვირაბისგან შედგება" - გრენლანდიაში, ყინულში ჩაფლული "საიდუმლო ქალაქი" - რა ფარული ინფორმაცია გახდა ცნობილი და რისთვის სჭირდებოდა Camp Century აშშ-ს

გრენ­ლან­დი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზის ნამ­დვი­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ი­დუმ­ლოდ რჩე­ბო­და. ახლა კი გავ­რცელ­და აქამ­დე გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი იდუ­მა­ლი "ქა­ლა­ქის" შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ღრმად იყო ჩაფ­ლუ­ლი ყი­ნუ­ლის სა­ფარ­ქვეშ.

"ცივი ომის" პე­რი­ოდ­ში შექ­მნი­ლი სამ­ხედ­რო ბაზა, სა­ხე­ლად Camp Century თით­ქმის 30 მეტ­რის სიღ­რმე­ზე, ყი­ნუ­ლის ქვეშ მდე­ბა­რე­ობს.

  • ის მო­ი­ცავს გვი­რა­ბე­ბის ქსელს, რო­მე­ლიც გაყ­ვა­ნი­ლია ყი­ნუ­ლის ფე­ნებ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 241 კი­ლო­მეტ­რის სიგ­რძე­ზე. 1959-იდან 1967 წლამ­დე, ეს ად­გი­ლი გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და არ­ქტი­კი­დან ბირ­თვუ­ლი რა­კე­ტე­ბის გაშ­ვე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის შე­სა­მოწ­მებ­ლად.

აშშ-ის არ­მი­ის ინ­ჟი­ნერ­თა კორ­პუ­სის მიერ აშე­ნე­ბუ­ლი ბაზა აღ­ჭურ­ვი­ლი იყო 21 ურ­თი­ერ­თდა­კავ­ში­რე­ბუ­ლი გვი­რა­ბით. იგი ოფი­ცი­ა­ლუ­რად წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო რო­გორც სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი სად­გუ­რი. სამ­ხედ­რო ბა­ზის ნამ­დვი­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კარ­გად და­ცულ სა­ი­დუმ­ლოდ რჩე­ბო­და.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, Camp Century იყო სა­ი­დუმ­ლო პრო­ექ­ტის, Iceworm-ის ნა­წი­ლი - შექ­მნი­ლი იყო ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის შე­სა­ნა­ხად, ასე­ვე სსრკ-ს წი­ნა­აღ­მდეგ ბირ­თვუ­ლი რა­კე­ტე­ბის გა­საშ­ვე­ბად, დიდი კონ­ფლიქ­ტის შემ­თხვე­ვა­ში.

ბა­ნა­კი "იკ­ვე­ბე­ბო­და" ინო­ვა­ცი­უ­რი პორ­ტა­ტუ­ლი ბირ­თვუ­ლი რე­აქ­ტო­რით - PM-2A -თ, რო­მე­ლიც აწ­ვდი­და ელექტრო­ე­ნერ­გი­ას და სით­ბოს. მი­უ­ხე­და­ვად მისი ამ­ბი­ცი­უ­რი მიზ­ნე­ბი­სა, არას­ტა­ბი­ლუ­რი ყი­ნუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დაბ­რკო­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდა.

დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ყი­ნუ­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბამ და დნო­ბამ Project Iceworm-ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­უძ­ლებ­ლად აქ­ცია, შე­დე­გად, აშშ-მა ბაზა 1967 წელს მი­ა­ტო­ვა. ბირ­თვუ­ლი რე­აქ­ტო­რი ამო­ი­ღეს, მაგ­რამ სხვა მა­სა­ლე­ბი, მათ შო­რის სა­ხი­ფა­თო ნარ­ჩე­ნე­ბი, და­ტო­ვეს.

წლე­ბის შემ­დეგ, მი­ვი­წყე­ბუ­ლი ბაზა NASA-ს მეც­ნი­ერ­მა შემ­თხვე­ვით აღ­მო­ა­ჩი­ნა რუ­ტი­ნუ­ლი კვლე­ვი­თი მი­სი­ის დროს. თოვ­ლი­სა და ყი­ნუ­ლის ნა­რევ­მა და­ფა­რა ად­გი­ლი, რის გა­მოც Camp Century ღრმად ჩაფ­ლუ­ლია მი­წის­ქვე­შეთ­ში.

წყა­რო

ავტორი:

"ის ათობით გვირაბისგან შედგება" - გრენლანდიაში, ყინულში ჩაფლული "საიდუმლო ქალაქი" - რა ფარული ინფორმაცია გახდა ცნობილი და რისთვის სჭირდებოდა Camp Century აშშ-ს

"ის ათობით გვირაბისგან შედგება" - გრენლანდიაში, ყინულში ჩაფლული "საიდუმლო ქალაქი" - რა ფარული ინფორმაცია გახდა ცნობილი და რისთვის სჭირდებოდა Camp Century აშშ-ს

გრენლანდიაში არსებული სამხედრო ბაზის ნამდვილი დანიშნულება ათწლეულების განმავლობაში საიდუმლოდ რჩებოდა. ახლა კი გავრცელდა აქამდე გასაიდუმლოებული დოკუმენტები იდუმალი "ქალაქის" შესახებ, რომელიც ღრმად იყო ჩაფლული ყინულის საფარქვეშ.

"ცივი ომის" პერიოდში შექმნილი სამხედრო ბაზა, სახელად Camp Century თითქმის 30 მეტრის სიღრმეზე, ყინულის ქვეშ მდებარეობს.

  • ის მოიცავს გვირაბების ქსელს, რომელიც გაყვანილია ყინულის ფენებში, დაახლოებით 241 კილომეტრის სიგრძეზე. 1959-იდან 1967 წლამდე, ეს ადგილი გამოიყენებოდა არქტიკიდან ბირთვული რაკეტების გაშვების მიზანშეწონილობის შესამოწმებლად.

აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსის მიერ აშენებული ბაზა აღჭურვილი იყო 21 ურთიერთდაკავშირებული გვირაბით. იგი ოფიციალურად წარმოდგენილი იყო როგორც სამეცნიერო კვლევითი სადგური. სამხედრო ბაზის ნამდვილი დანიშნულება ათწლეულების განმავლობაში კარგად დაცულ საიდუმლოდ რჩებოდა.

სინამდვილეში, Camp Century იყო საიდუმლო პროექტის, Iceworm-ის ნაწილი - შექმნილი იყო ბირთვული იარაღის შესანახად, ასევე სსრკ-ს წინააღმდეგ ბირთვული რაკეტების გასაშვებად, დიდი კონფლიქტის შემთხვევაში.

ბანაკი "იკვებებოდა" ინოვაციური პორტატული ბირთვული რეაქტორით - PM-2A -თ, რომელიც აწვდიდა ელექტროენერგიას და სითბოს. მიუხედავად მისი ამბიციური მიზნებისა, არასტაბილური ყინული მნიშვნელოვანი დაბრკოლება აღმოჩნდა.

დროთა განმავლობაში, ყინულის გადაადგილებამ და დნობამ Project Iceworm-ის განხორციელება შეუძლებლად აქცია, შედეგად, აშშ-მა ბაზა 1967 წელს მიატოვა. ბირთვული რეაქტორი ამოიღეს, მაგრამ სხვა მასალები, მათ შორის სახიფათო ნარჩენები, დატოვეს.

წლების შემდეგ, მივიწყებული ბაზა NASA-ს მეცნიერმა შემთხვევით აღმოაჩინა რუტინული კვლევითი მისიის დროს. თოვლისა და ყინულის ნარევმა დაფარა ადგილი, რის გამოც Camp Century ღრმად ჩაფლულია მიწისქვეშეთში.

წყარო