მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიღომში ვიპოვეთ გიგას ტელეფონი... ბოლოს ვიდეოში ვნახე ჩემი შვილი" - რას ჰყვება დედა 24 წლის ბიჭზე, რომელსაც კვირაზე მეტია  ეძებენ
"დიღომში ვიპოვეთ გიგას ტელეფონი... ბოლოს ვიდეოში ვნახე ჩემი შვილი" - რას ჰყვება დედა 24 წლის ბიჭზე, რომელსაც კვირაზე მეტია  ეძებენ

24 წლის გიგა და­უშ­ვილს ოჯა­ხის წევ­რე­ბი კვლავ ეძე­ბენ. გიგა სახ­ლი­დან 9 თე­ბერ­ვალს გა­ვი­და და მას შემ­დეგ მისი კვა­ლი და­ი­კარ­გა. მისი ტე­ლე­ფო­ნი მაშ­ვე­ლებ­მა ბო­ლოს დიღ­მის ჭა­ლებ­ში იპო­ვეს.

სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში პო­ლი­ცია და სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რია ჩარ­თუ­ლი. რო­გორც ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, მაშ­ვე­ლებ­მა დე­ტა­ლუ­რად და­ათ­ვა­ლი­ე­რეს მტკვრის ის უბა­ნი, მთე­ლი პე­რი­მეტ­რი გარ­შე­მო, სა­დაც გი­გას ტე­ლე­ფო­ნი იპო­ვეს, თუმ­ცა ამ დრომ­დე მის კვალს ვერ მი­აგ­ნეს.ნა­ხეს.

AMBEBI.GE გი­გას დე­დას, ნა­თია და­უშ­ვილს ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ მაშ­ვე­ლებ­მა და­უ­ღა­ლა­ვად იშ­რო­მეს მტკვარ­ზე და მათ დიდ მად­ლო­ბას უხ­დის. მი­სი­ვე თქმით, ამ­ჟა­მად კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბის კვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ლი­ცია სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბას ელო­დე­ბა.

ნა­თია და­უშ­ვი­ლი, გი­გას დედა:

"არ ვიცი, რა ვთქვა, სად ვე­ძე­ბო ჩემი გიგა. ჩემი დამ­ძი­მე­ბუ­ლი გუ­ლით მა­ინც ვხე­დავ­დი ყვე­ლა­ფერს, რო­გორ ეძებ­დნენ მაშ­ვე­ლე­ბი ჩემს შვილს. ხალ­ხო, ეს მაშ­ვე­ლე­ბი ვინ ყო­ფი­ლან, არ ვიცი, რო­გორ გა­და­ვუ­ხა­დო მად­ლო­ბა. არა­ვის ენა­ხოს ეს უბე­დუ­რე­ბა, რო­გორ სცოდ­ნი­ათ გვერ­დში დად­გო­მა. სა­დაც ტე­ლე­ფო­ნი იპო­ვეს, დი­ღომ­ში, იქ ვერ ვი­პო­ვეთ გიგა. ჩემს შვილს ჰქონ­და ასე­თი თვი­სე­ბა - რო­დე­საც ტე­ლე­ფო­ნი და­უჯ­დე­ბო­და, ერთი დღე კი არა, 1-2 სა­ათ­ში სხვი­სი ნომ­რი­დან და­მი­რე­კავ­და, მე­ტყო­და, დე, მე ვარ, ტე­ლე­ფო­ნი და­მიჯ­და და არ ინერ­ვი­უ­ლოო. ვიცი ჩემი შვი­ლის ხა­სი­ა­თი ისე, რო­გორც არა­ვინ. ჩემი შვი­ლი ცო­ცხა­ლი რომ იყოს, ხმას მო­მაწ­ვდენ­და, არ­სად ჩანს და დღეს უბ­რა­ლოდ პო­ლი­ცი­ას­თან მაქვს კი­თხვე­ბი. იქამ­დე თუ მი­ვაღ­წიე, უნდა მი­ვი­დე, კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რებ­ზე სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბას ელო­დე­ბი­ან, უბ­რა­ლოდ, დრო იწე­ლე­ბა და ამას ძა­ლი­ან გან­ვიც­დი.

გიგა ბო­ლოს როცა ვნა­ხე, მშვე­ნი­ერ ხა­სი­ათ­ზე იყო. იმ დღეს ლამპრო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე იყო მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ლელა ზუ­რე­ბი­ან­მა დადო ვი­დეო, სა­დაც ჩემი შვი­ლია. და­ვუ­რე­კე და მი­თხრა, დედა, ლამპრო­ბა­ზე ვარ და იცო­დე, მაგ­რად დავ­ლი­ეო. ვუ­თხა­რი, ახლა ამო­დი, დედა, ყა­ვას და­გა­ლე­ვი­ნებ და მერე გა­აგ­რძე­ლე, როცა გა­მო­ფხიზ­ლდე­ბი, არ გინ­და, მეტი არ და­ა­მა­ტო-თქო. დამ­თან­ხმდა, კი, დე, მალე ამო­ვა­ლო, მშვი­დად მი­თხრა. არა­ნა­ი­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა არ გვქო­ნია, ჩვენ სხვა დე­დაშ­ვი­ლო­ბა გვქონ­და. არც სახ­ლში ამო­სუ­ლა და ამის მერე ჩემი შვი­ლის ხმაც აღარ გა­მი­გო­ნია. ასე ვე­ძებთ ყვე­ლა­ნი, იქ არც ჩხუ­ბი ყო­ფი­ლა, არც არა­ფე­რი. მას მერე ყვე­ლა­ნი ვე­ძებთ. დი­ღომ­ში, სა­დაც ტე­ლე­ფო­ნი იპო­ვეს, მაშ­ვე­ლე­ბი 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თავ­გა­მო­დე­ბით ეძებ­დნენ გი­გას. მტკვარ­თან ახ­ლო­საა ჩვე­ნი კორ­პუ­სი, მტკვარს გა­დავ­ყუ­რებთ, დევ­ნი­ლე­ბის კომ­პლექ­სია, ჩვენც დევ­ნი­ლე­ბი ვართ. არ იყო ჩემი შვი­ლი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო, მე რომ ასე და­ვე­ტო­ვე­ბი­ნე, ვინ­მეს ტე­ლე­ფო­ნი­დან მა­ინც მო­მაწ­ვდენ­და ხმას. ყვე­ლა­ზე მე­ტად მე ეს მეწ­ვის და ამას ვგრძნობ. ცო­ცხალ­სა და მკვდარ­საც ვერ ვპო­უ­ლობთ და ესაა სა­ში­ნე­ლე­ბა. არც ერთ დე­დას არ ენა­ხოს შვი­ლის გა­სა­ჭი­რი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"დიღომში ვიპოვეთ გიგას ტელეფონი... ბოლოს ვიდეოში ვნახე ჩემი შვილი" - რას ჰყვება დედა 24 წლის ბიჭზე, რომელსაც კვირაზე მეტია  ეძებენ

"დიღომში ვიპოვეთ გიგას ტელეფონი... ბოლოს ვიდეოში ვნახე ჩემი შვილი" - რას ჰყვება დედა 24 წლის ბიჭზე, რომელსაც კვირაზე მეტია  ეძებენ

24 წლის გიგა დაუშვილს ოჯახის წევრები კვლავ ეძებენ. გიგა სახლიდან 9 თებერვალს გავიდა და მას შემდეგ მისი კვალი დაიკარგა. მისი ტელეფონი მაშველებმა ბოლოს დიღმის ჭალებში იპოვეს.

სამძებრო სამუშაოებში პოლიცია და სამაშველო სამსახურია ჩართული. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, მაშველებმა დეტალურად დაათვალიერეს მტკვრის ის უბანი, მთელი პერიმეტრი გარშემო, სადაც გიგას ტელეფონი იპოვეს, თუმცა ამ დრომდე მის კვალს ვერ მიაგნეს.ნახეს.

AMBEBI.GE გიგას დედას, ნათია დაუშვილს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ მაშველებმა დაუღალავად იშრომეს მტკვარზე და მათ დიდ მადლობას უხდის. მისივე თქმით, ამჟამად კამერების ჩანაწერების კვლევა მიმდინარეობს და ამასთან დაკავშირებით პოლიცია სასამართლოს განჩინებას ელოდება.

ნათია დაუშვილი, გიგას დედა:

"არ ვიცი, რა ვთქვა, სად ვეძებო ჩემი გიგა. ჩემი დამძიმებული გულით მაინც ვხედავდი ყველაფერს, როგორ ეძებდნენ მაშველები ჩემს შვილს. ხალხო, ეს მაშველები ვინ ყოფილან, არ ვიცი, როგორ გადავუხადო მადლობა. არავის ენახოს ეს უბედურება, როგორ სცოდნიათ გვერდში დადგომა. სადაც ტელეფონი იპოვეს, დიღომში, იქ ვერ ვიპოვეთ გიგა. ჩემს შვილს ჰქონდა ასეთი თვისება - როდესაც ტელეფონი დაუჯდებოდა, ერთი დღე კი არა, 1-2 საათში სხვისი ნომრიდან დამირეკავდა, მეტყოდა, დე, მე ვარ, ტელეფონი დამიჯდა და არ ინერვიულოო. ვიცი ჩემი შვილის ხასიათი ისე, როგორც არავინ. ჩემი შვილი ცოცხალი რომ იყოს, ხმას მომაწვდენდა, არსად ჩანს და დღეს უბრალოდ პოლიციასთან მაქვს კითხვები. იქამდე თუ მივაღწიე, უნდა მივიდე, კამერების ჩანაწერებზე სასამართლოს განჩინებას ელოდებიან, უბრალოდ, დრო იწელება და ამას ძალიან განვიცდი.

გიგა ბოლოს როცა ვნახე, მშვენიერ ხასიათზე იყო. იმ დღეს ლამპრობის დღესასწაულზე იყო მეგობრებთან ერთად, ჩემმა მეგობარმა ლელა ზურებიანმა დადო ვიდეო, სადაც ჩემი შვილია. დავურეკე და მითხრა, დედა, ლამპრობაზე ვარ და იცოდე, მაგრად დავლიეო. ვუთხარი, ახლა ამოდი, დედა, ყავას დაგალევინებ და მერე გააგრძელე, როცა გამოფხიზლდები, არ გინდა, მეტი არ დაამატო-თქო. დამთანხმდა, კი, დე, მალე ამოვალო, მშვიდად მითხრა. არანაირი შელაპარაკება არ გვქონია, ჩვენ სხვა დედაშვილობა გვქონდა. არც სახლში ამოსულა და ამის მერე ჩემი შვილის ხმაც აღარ გამიგონია. ასე ვეძებთ ყველანი, იქ არც ჩხუბი ყოფილა, არც არაფერი. მას მერე ყველანი ვეძებთ. დიღომში, სადაც ტელეფონი იპოვეს, მაშველები 5 დღის განმავლობაში თავგამოდებით ეძებდნენ გიგას. მტკვართან ახლოსაა ჩვენი კორპუსი, მტკვარს გადავყურებთ, დევნილების კომპლექსია, ჩვენც დევნილები ვართ. არ იყო ჩემი შვილი უპასუხისმგებლო, მე რომ ასე დავეტოვებინე, ვინმეს ტელეფონიდან მაინც მომაწვდენდა ხმას. ყველაზე მეტად მე ეს მეწვის და ამას ვგრძნობ. ცოცხალსა და მკვდარსაც ვერ ვპოულობთ და ესაა საშინელება. არც ერთ დედას არ ენახოს შვილის გასაჭირი"