მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფანჯარა გააღო და გადახტა, თუმცა თვითმკვლელობის ვერსიის ბევრს არ სჯერა" - რას წერს მედია ანტიპუტინისტი რუსი მომღერლის გარდაცვალებაზე
"ფანჯარა გააღო და გადახტა, თუმცა თვითმკვლელობის ვერსიის ბევრს არ სჯერა" - რას წერს მედია ანტიპუტინისტი რუსი მომღერლის გარდაცვალებაზე

არა­ვინ იცის, ზუს­ტად რა მოხ­და ვა­დიმ სტრო­ი­კი­ნის სი­ცო­ცხლის ბოლო წუ­თებ­ში.

59 წლის რუსი მომ­ღე­რალ-კომ­პო­ზი­ტო­რის ნა­თე­ლი კა­რი­ე­რა მო­უ­ლოდ­ნე­ლად, 5 თე­ბერ­ვალს დას­რულ­და, რო­დე­საც რუ­სე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის გუნ­დი დი­ლის 9 სა­ათ­ზე მის ვიწ­რო, მე­ცხრე სარ­თულ­ზე მდე­ბა­რე სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის ბი­ნა­ში მი­ვი­და. მი­ზე­ზი უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის­თვის თან­ხის შე­წირ­ვაა.

  • რუ­სუ­ლი მე­დი­ის მიერ სამ­თავ­რო­ბო წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სტრო­ი­კინ­მა წყლის და­სა­ლე­ვად სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გას­ვლა ითხო­ვა, ფან­ჯა­რა გა­ა­ღო და თვით­მკვლე­ლო­ბის მიზ­ნით გა­დახ­ტა. მისი სხე­უ­ლი გამ­ვლელ­მა იპო­ვა.

თუმ­ცა, ზოგი ის ადა­მი­ა­ნი, ვინც მას ყვე­ლა­ზე კარ­გად იც­ნობ­და, ეჭვქვეშ აყე­ნებს იმას, რომ მან თავი მო­იკ­ლა.

Guardian-ის მიერ გა­მო­კი­თხუ­ლი 12 მე­გო­ბა­რი სტრო­ი­კინს იხ­სე­ნებს, რო­გორც ქა­რიზ­მა­ტულ და იდე­ა­ლისტ უც­ნა­ურ პი­როვ­ნე­ბას. მას არას­დროს და­უ­მა­ლავს თა­ვი­სი ზი­ზღი რუ­სე­თის მიერ ომის მი­მართ უკ­რა­ი­ნა­ში, მა­ში­ნაც კი, როცა აზ­რის გა­მო­ხატ­ვა სულ უფრო და უფრო სა­ხი­ფა­თო ხდე­ბო­და.

"ამ იდი­ოტ­მა (პუ­ტინ­მა) ომი გა­მო­უ­ცხა­და სა­კუ­თარ ხალ­ხსაც და ძმა ერ­საც," - და­წე­რა მან სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში 2022 წლის მარ­ტში, რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რი­დან ერთი თვის შემ­დეგ.

მე­გობ­რე­ბი სტრო­ი­კინს, რო­მე­ლიც ურალ­ში გა­ი­ზარ­და, მოყ­ვა­რუ­ლი ალ­პი­ნის­ტად ახა­სი­ა­თე­ბენ, რო­მელ­საც ყო­ველ­თვის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და.

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ბოლო წლებ­ში იგი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან გა­რი­ცხეს ან­ტი­საბ­ჭო­თა დე­მონ­სტრა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გამო და იძუ­ლე­ბით გა­იწ­ვი­ეს სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა, რო­გორც თვით­ნას­წავლმა მუ­სი­კოს­მა, ჟანრ­ში ბარ­დი, რო­მე­ლიც 1960-იანი წლე­ბის საბ­ჭო­თა კულ­ტუ­რულ დათ­ბო­ბას­თან და ალე­გო­რი­უ­ლი სიმ­ღე­რე­ბის, რო­გორც გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბის აღ­მას­ვლას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ის ასე­ვე რუ­სეთ­ში და მთელ მსოფ­ლი­ო­ში სტუ­დენ­ტებს ას­წავ­ლი­და.

ბა­კაპ­მა თქვა, რომ სტრო­ი­კინ­მა უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის შემ­დეგ თა­ვი­სი პო­ზი­ტი­უ­რო­ბა და ნა­პერ­წკა­ლი და­კარ­გა, სა­უბ­რობ­და იზო­ლა­ცი­ი­სა და დეპ­რე­სი­ის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში, ისე­ვე, რო­გორც მე­გობ­რებ­თან და სას­მელს მი­ე­ძა­ლა.

ფლო­რი­და ვოვ­სი, სტრო­ი­კი­ნის კი­დევ ერთი ძვე­ლი მე­გო­ბა­რი, ამ­ბობს, რომ თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ის არ სჯე­რა.

"მას დიდი გეგ­მე­ბი ჰქონ­და, ძა­ლი­ან უყ­ვარ­და სი­ცო­ცხლე და ჩემ­თვის რთუ­ლია და­ვი­ჯე­რო, რომ ის ამას გა­ა­კე­თებ­და" - თქვა მან.

რუ­სეთს პუ­ტი­ნის ხმა­მა­ღა­ლი კრი­ტი­კო­სე­ბი­სა და სხვა მა­ღა­ლი პრო­ფი­ლის მქო­ნე პი­რე­ბის იდუ­მალ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის ხან­გრძლი­ვი ის­ტო­რია აქვს, ზო­გი­ერ­თი - ფან­ჯრი­დან ვარ­დნით. ზო­გი­ერ­თი შემ­თხვე­ვა სა­ვა­რა­უ­დო მკვლე­ლო­ბაა, ზოგი კი ბუნ­დო­ვა­ნი რჩე­ბა. თუმ­ცა თვით­მკვლე­ლო­ბად ცო­ტას თუ მი­იჩ­ნე­ვენ.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ფანჯარა გააღო და გადახტა, თუმცა თვითმკვლელობის ვერსიის ბევრს არ სჯერა" - რას წერს მედია ანტიპუტინისტი რუსი მომღერლის გარდაცვალებაზე

"ფანჯარა გააღო და გადახტა, თუმცა თვითმკვლელობის ვერსიის ბევრს არ სჯერა" - რას წერს მედია ანტიპუტინისტი რუსი მომღერლის გარდაცვალებაზე

არავინ იცის, ზუსტად რა მოხდა ვადიმ სტროიკინის სიცოცხლის ბოლო წუთებში.

59 წლის რუსი მომღერალ-კომპოზიტორის ნათელი კარიერა მოულოდნელად, 5 თებერვალს დასრულდა, როდესაც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის გუნდი დილის 9 საათზე მის ვიწრო, მეცხრე სართულზე მდებარე სანქტ-პეტერბურგის ბინაში მივიდა. მიზეზი უკრაინის არმიისთვის თანხის შეწირვაა.

  • რუსული მედიის მიერ სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, სტროიკინმა წყლის დასალევად სამზარეულოში გასვლა ითხოვა, ფანჯარა გააღო და თვითმკვლელობის მიზნით გადახტა. მისი სხეული გამვლელმა იპოვა.

თუმცა, ზოგი ის ადამიანი, ვინც მას ყველაზე კარგად იცნობდა, ეჭვქვეშ აყენებს იმას, რომ მან თავი მოიკლა.

Guardian-ის მიერ გამოკითხული 12 მეგობარი სტროიკინს იხსენებს, როგორც ქარიზმატულ და იდეალისტ უცნაურ პიროვნებას. მას არასდროს დაუმალავს თავისი ზიზღი რუსეთის მიერ ომის მიმართ უკრაინაში, მაშინაც კი, როცა აზრის გამოხატვა სულ უფრო და უფრო სახიფათო ხდებოდა.

"ამ იდიოტმა (პუტინმა) ომი გამოუცხადა საკუთარ ხალხსაც და ძმა ერსაც," - დაწერა მან სოციალურ მედიაში 2022 წლის მარტში, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი თვის შემდეგ.

მეგობრები სტროიკინს, რომელიც ურალში გაიზარდა, მოყვარული ალპინისტად ახასიათებენ, რომელსაც ყოველთვის დამოუკიდებელი ხასიათი ჰქონდა.

საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში იგი უნივერსიტეტიდან გარიცხეს ანტისაბჭოთა დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო და იძულებით გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. მოგვიანებით მან აღიარება მოიპოვა, როგორც თვითნასწავლმა მუსიკოსმა, ჟანრში ბარდი, რომელიც 1960-იანი წლების საბჭოთა კულტურულ დათბობასთან და ალეგორიული სიმღერების, როგორც გამოხატვის საშუალების აღმასვლასთანაა დაკავშირებული. ის ასევე რუსეთში და მთელ მსოფლიოში სტუდენტებს ასწავლიდა.

ბაკაპმა თქვა, რომ სტროიკინმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ თავისი პოზიტიურობა და ნაპერწკალი დაკარგა, საუბრობდა იზოლაციისა და დეპრესიის შესახებ სოციალურ მედიაში, ისევე, როგორც მეგობრებთან და სასმელს მიეძალა.

ფლორიდა ვოვსი, სტროიკინის კიდევ ერთი ძველი მეგობარი, ამბობს, რომ თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.

"მას დიდი გეგმები ჰქონდა, ძალიან უყვარდა სიცოცხლე და ჩემთვის რთულია დავიჯერო, რომ ის ამას გააკეთებდა" - თქვა მან.

რუსეთს პუტინის ხმამაღალი კრიტიკოსებისა და სხვა მაღალი პროფილის მქონე პირების იდუმალ ვითარებაში გარდაცვალების ხანგრძლივი ისტორია აქვს, ზოგიერთი - ფანჯრიდან ვარდნით. ზოგიერთი შემთხვევა სავარაუდო მკვლელობაა, ზოგი კი ბუნდოვანი რჩება. თუმცა თვითმკვლელობად ცოტას თუ მიიჩნევენ.

წყარო