სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წყლით დაფარული ავტომობილები, ქარიშხალი, თოვლი... - მასშტაბურ სტიქიას აშშ-ში 8 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 7 წლის ბავშვი (ფოტო/ვიდეო)
წყლით დაფარული ავტომობილები, ქარიშხალი, თოვლი... - მასშტაბურ სტიქიას აშშ-ში 8 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 7 წლის ბავშვი (ფოტო/ვიდეო)

აშშ-ში, კენ­ტუ­კი­სა და ჯორ­ჯი­ის შტატ­ში შტორმ­სა და წყალ­დი­დო­ბას სულ მცი­რე ცხრა ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

Fox News-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კენ­ტუკ­ში 8 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის დედა და მისი შვი­დი წლის შვი­ლი. ჯორ­ჯი­ა­ში, კერ­ძოდ ატ­ლან­ტა­ში კი - ერთი.

მსხვერ­პლთა რა­ო­დე­ნო­ბა კენ­ტუ­კის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ენდი ბე­ში­არ­მა და­ა­დას­ტუ­რა. მისი თქმით, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 1000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს.

"სამ­წუ­ხა­როა, რომ კი­დევ მძი­მე ამ­ბის გა­ზი­ა­რე­ბა მი­წევს. კენ­ტუ­კი - ახ­ლა­ხან და­ვა­დას­ტუ­რეთ სტი­ქი­ის გამო კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა პა­ი­კის ოლ­ქი­დან. სა­ერ­თო და­ნა­კარ­გის რა­ო­დე­ნო­ბა 9 ადა­მი­ანს აღ­წევს", - წერს ბე­ში­ა­რი X-ზე.

შტა­ტის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა და­ამ­ტკი­ცა მო­თხოვ­ნა კა­ტას­ტრო­ფე­ბის დახ­მა­რე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის შე­სა­ხებ.

უა­მინ­დო­ბის გამო, კენ­ტუკ­ში 39 000-მდე ოჯა­ხი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შე დარ­ჩა.

წყა­რო

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

წყლით დაფარული ავტომობილები, ქარიშხალი, თოვლი... - მასშტაბურ სტიქიას აშშ-ში 8 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 7 წლის ბავშვი (ფოტო/ვიდეო)

წყლით დაფარული ავტომობილები, ქარიშხალი, თოვლი... - მასშტაბურ სტიქიას აშშ-ში 8 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 7 წლის ბავშვი (ფოტო/ვიდეო)

აშშ-ში, კენტუკისა და ჯორჯიის შტატში შტორმსა და წყალდიდობას სულ მცირე ცხრა ადამიანი ემსხვერპლა.

Fox News-ის ინფორმაციით, კენტუკში 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დედა და მისი შვიდი წლის შვილი. ჯორჯიაში, კერძოდ ატლანტაში კი - ერთი.

მსხვერპლთა რაოდენობა კენტუკის გუბერნატორმა ენდი ბეშიარმა დაადასტურა. მისი თქმით, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა 1000-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

"სამწუხაროა, რომ კიდევ მძიმე ამბის გაზიარება მიწევს. კენტუკი - ახლახან დავადასტურეთ სტიქიის გამო კიდევ ერთი ადამიანის გარდაცვალება პაიკის ოლქიდან. საერთო დანაკარგის რაოდენობა 9 ადამიანს აღწევს", - წერს ბეშიარი X-ზე.

შტატის გუბერნატორმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაამტკიცა მოთხოვნა კატასტროფების დახმარების დაფინანსების შესახებ.

უამინდობის გამო, კენტუკში 39 000-მდე ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

წყარო