პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში გლოვაა - მოქალაქეებმა, ბათუმში დაღუპული მცირეწლოვნების ხსოვნას პატივი მიაგეს
თბილისში გლოვაა - მოქალაქეებმა, ბათუმში დაღუპული მცირეწლოვნების ხსოვნას პატივი მიაგეს

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან შეკ­რე­ბი­ლებ­მა სან­თლე­ბი და­ან­თეს და ბა­თუმ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვის დროს და­ღუ­პუ­ლი მცი­რე­წლოვ­ნე­ბის ხსოვ­ნას პა­ტი­ვი წუ­თი­ე­რი დუ­მი­ლით მი­ა­გეს.

მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უწყე­ბას­თან ე.წ. ოც­ნე­ბის ქა­ლაქ­ში უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, ორი მცი­რე წლო­ვა­ნი ბავ­შვის და­ღუპ­ვის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით შე­იკ­რიბ­ნენ.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მო­ი­თხო­ვენ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით შე­სა­ბა­მი­სი პი­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი დად­გეს. ამას­თან, ისი­ნი და­ღუ­პუ­ლი მცი­რე­წლოვ­ნე­ბის ახ­ლობ­ლებ­სა და მთელს სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ძი­მარს უცხა­დე­ბენ.

  • აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს სა­მი­ნის­ტროს­თან შემ­დე­გი სა­ხის ტრანსფა­რენ­ტე­ბი აქვთ მი­ტა­ნი­ლი: “და­ას­რუ­ლე სი­ღა­რი­ბე!”, “და­ას­რუ­ლე უმუ­შევ­რო­ბა!”, “სად არი­ან შვი­ლე­ბი?!”, “და­ას­რუ­ლე კო­რუფ­ცია!”, “და­ას­რუ­ლე უსა­მარ­თლო­ბა”, “ბავ­შვე­ბის ოც­ნე­ბა პუ­რია, რე­ჟი­მის ოც­ნე­ბა ფუ­ლია”, “ეს რომ შენი შვი­ლი იყოს…”

“პირ­ველ რიგ­ში, სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებთ და­ღუ­პუ­ლი მცი­რე­წლოვ­ნე­ბის ოჯა­ხის წევ­რებს და მთელ სა­ქარ­თვე­ლოს. ფაქ­ტია, რომ ჩვე­ნი სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არ არის ისე­თი სა­ხარ­ბი­ე­ლო, რო­გორც მმარ­თვე­ლი გუნ­დი ასა­ღებს. ბავ­შვებს არ უნდა უწევ­დეთ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ჯარ­თის შეგ­რო­ვე­ბა, რათა ერთი-ორი კა­პი­კი იშო­ვონ, ოჯა­ხი გა­მოკ­ვე­ბონ, ან სა­თა­მა­შო იყი­დონ. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს­თან შე­ვიკ­რი­ბეთ, რომ მათ კი­დევ ერთხელ გა­ვა­გო­ნოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხმა, რომ ეს არ არის უბ­რა­ლო შემ­თხვე­ვა და თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა ხმა უნდა ავი­მაღ­ლოთ, რათა მო­მა­ვალ­ში იგი­ვე ტრა­გე­დია არ გან­მე­ორ­დეს”, - გა­ნა­ცხა­და აქ­ცი­ის ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ.

გარ­და ამი­სა, მა­ნი­ფეს­ტან­ტე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ისი­ნი ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ მძი­მე ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა­საც აპ­რო­ტეს­ტე­ბენ.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ ბა­თუმ­ში, ე.წ. ოც­ნე­ბის ქა­ლაქ­ში უბე­დურ შემ­თხვე­ვას ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი ემსხვერ­პლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვე­ბი ერთ-ერთი გა­სახ­ლე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქის მიერ გა­კე­თე­ბულ სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო თხრილ­ში ჩა­ვარ­დნენ, რო­მე­ლიც წყლით იყო სავ­სე.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

თბილისში გლოვაა - მოქალაქეებმა, ბათუმში დაღუპული მცირეწლოვნების ხსოვნას პატივი მიაგეს

თბილისში გლოვაა - მოქალაქეებმა, ბათუმში დაღუპული მცირეწლოვნების ხსოვნას პატივი მიაგეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეკრებილებმა სანთლები დაანთეს და ბათუმში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს დაღუპული მცირეწლოვნების ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.

მოქალაქეები უწყებასთან ე.წ. ოცნების ქალაქში უბედური შემთხვევის შედეგად, ორი მცირე წლოვანი ბავშვის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ამასთან, ისინი დაღუპული მცირეწლოვნების ახლობლებსა და მთელს საქართველოს სამძიმარს უცხადებენ.

  • აქციის მონაწილეებს სამინისტროსთან შემდეგი სახის ტრანსფარენტები აქვთ მიტანილი: “დაასრულე სიღარიბე!”, “დაასრულე უმუშევრობა!”, “სად არიან შვილები?!”, “დაასრულე კორუფცია!”, “დაასრულე უსამართლობა”, “ბავშვების ოცნება პურია, რეჟიმის ოცნება ფულია”, “ეს რომ შენი შვილი იყოს…”

“პირველ რიგში, სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპული მცირეწლოვნების ოჯახის წევრებს და მთელ საქართველოს. ფაქტია, რომ ჩვენი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არ არის ისეთი სახარბიელო, როგორც მმართველი გუნდი ასაღებს. ბავშვებს არ უნდა უწევდეთ ჩვენს ქვეყანაში ჯართის შეგროვება, რათა ერთი-ორი კაპიკი იშოვონ, ოჯახი გამოკვებონ, ან სათამაშო იყიდონ. შესაბამისად, ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსთან შევიკრიბეთ, რომ მათ კიდევ ერთხელ გავაგონოთ საზოგადოების ხმა, რომ ეს არ არის უბრალო შემთხვევა და თითოეულმა ჩვენგანმა ხმა უნდა ავიმაღლოთ, რათა მომავალში იგივე ტრაგედია არ განმეორდეს”, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

გარდა ამისა, მანიფესტანტების განმარტებით, ისინი ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობასაც აპროტესტებენ.

ცნობისთვის, გუშინ ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში უბედურ შემთხვევას ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ, რომელიც წყლით იყო სავსე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

იხილეთ ასევე: