მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმისთვის, რომ ჩვენც გავხდეთ ღვთის მიმრქმელები, მხოლოდ ერთი რამ მოგვეთხოვება: შევიყვაროთ უფალი" - მეუფე შიოს ქადაგება
"იმისთვის, რომ ჩვენც გავხდეთ ღვთის მიმრქმელები, მხოლოდ ერთი რამ მოგვეთხოვება: შევიყვაროთ უფალი" - მეუფე შიოს ქადაგება

იმის­თვის, რომ ჩვენც გავ­ხდეთ ღვთის მიმრქმე­ლე­ბი, მხო­ლოდ ერთი რამ მოგ­ვე­თხო­ვე­ბა: შე­ვიყ­ვა­როთ უფა­ლი, ვი­ცავ­დეთ მის მცნე­ბებს და არ დავ­ხუ­როთ ჩვე­ნი გუ­ლის კა­რე­ბი, რო­დე­საც უფა­ლი გვი­კა­კუ­ნებს... იმის­თვის, რომ გახ­დე ღვთის მიმრქმე­ლი, უნდა გიყ­ვარ­დეს უფა­ლი და იცავ­დე მის მცნე­ბებს, - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრის, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიო მუ­ჯირ­მა მირ­ქმის დღე­სას­წა­ულ­ზე ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

"სა­ხე­ლი­თა მა­მი­სა­თა და ძი­სა­თა და სუ­ლი­სა წმინ­დი­სა­თა.

ძვირ­ფა­სო მა­მე­ბო, ძმე­ბო და დებო, გი­ლო­ცავთ მირ­ქმის დი­დე­ბულ დღე­სას­წა­ულს და გად­მოგ­ცემთ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვას.

ამ დღეს მირ­ქმა ეწო­დე­ბა იმი­ტომ, რომ იე­რუ­სა­ლი­მის ტა­ძარ­ში ღრმად მო­ხუ­ცე­ბუ­ლი მარ­თა­ლი სვი­მე­ო­ნი მი­ე­გე­ბა ორ­მო­ცი დღის ჩვილ იე­სოს, თა­ვის ყოვ­ლად­წ­მინ­და დე­დას­თან ერ­თად. ეს დღე­სას­წა­უ­ლი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან სწავ­ლე­ბას გვაძ­ლევს ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბის­თვის.

გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, მარ­თალ­მა სვი­მე­ონ­მა იცო­ცხლა სა­მას წე­ლი­წად­ზე მეტი, რად­გან მას სუ­ლიწ­მინ­დის­გან წი­ნას­წარ ეუ­წყა, რომ არ გარ­და­იც­ვლე­ბა ისე, რომ თა­ვი­სი თვა­ლით არ იხი­ლავ­და ქრის­ტე მა­ცხო­ვარს. რო­დე­საც მან ხელ­ში აიყ­ვა­ნა ჩვი­ლი იესო, მი­ი­ხუ­ტა და გა­ხა­რე­ბულ­მა წარ­მოთ­ქვა შე­სა­ნიშ­ნა­ვი სი­ტყვე­ბი: „აწ გა­ნუ­ტე­ვე მონა შენი, მე­უ­ფეო, სი­ტყვი­სა­ებრ შე­ნი­სა მშვი­დო­ბით, რა­მე­თუ იხი­ლეს თვალ­თა ჩემ­თა მა­ცხო­ვა­რე­ბა შენი“ (ლკ. 2, 29-30). ეს ნიშ­ნავს, რომ აღ­სრულ­და ყვე­ლა­ფე­რი ის, რის­თვი­საც მე ვცხოვ­რობ­დი, ჩემი თვა­ლით ვი­ხი­ლე მე­სია, მხსნე­ლი სოფ­ლი­სა და ამი­ე­რით­გან შე­მიძ­ლია მშვი­დო­ბით შევ­ხვდე სიკ­ვდილ­სო.

ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, იმის­თვის, რომ ჩვენც შევ­ძლოთ გარ­დაც­ვა­ლე­ბის წინ ასე­თი სი­ტყვე­ბის წარ­მოთ­ქმა, უნდა გავ­ხდეთ ღვთის მიმრქმე­ლე­ბი. მარ­თალ­მა სვი­მე­ონ­მა ასეთ დიდ ღირ­სე­ბას მი­აღ­წია, მი­ი­ღო ეს დიდი პა­ტი­ვი, არა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ხელ­ში აიყ­ვა­ნა იესო ქრის­ტე და მი­ი­ხუ­ტა, არა­მედ უფრო მე­ტად იმი­ტომ, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვის გულ­ში ატა­რებ­და იესო ქრის­ტეს. ამ­დე­ნად, ყვე­ლა ადა­მი­ანს შე­უძ­ლია გახ­დეს ღვთის მიმრქმე­ლი, ყვე­ლა იმას, ვინც თა­ვის გულ­ში შე­მო­უშ­ვებს უფალს. აი, სწო­რედ ამის­კენ მოგ­ვი­წო­დებს უფა­ლი იესო ქრის­ტე, რო­დე­საც ამ­ბობს: „ვინც მე შე­მიყ­ვა­რებს და და­ი­ცავს ჩემს სი­ტყვებს, მას შე­იყ­ვა­რებს მა­მა­ჩე­მი და ჩვენ მი­ვალთ და მას­თან და­ვი­ვა­ნებთ“ (ინ. 14,23). და სხვა­გან ამ­ბობს: „აჰა, ვდგა­ვარ კარ­თან და ვა­კა­კუ­ნებ. ვინც გა­ი­გებს ჩემს ხმას და გა­მი­ღებს კარს, შე­ვალ და მას­თან ვი­ვახ­შმებ და იგი ჩემ­თან“ (გა­მო­ცხ. 3,20).

ე.ი. იმის­თვის, რომ ჩვენც გავ­ხდეთ ღვთის მიმრქმე­ლე­ბი, მხო­ლოდ ერთი რამ მოგ­ვე­თხო­ვე­ბა: შე­ვიყ­ვა­როთ უფა­ლი, ვი­ცავ­დეთ მის მცნე­ბებს და არ დავ­ხუ­როთ ჩვე­ნი გუ­ლის კა­რე­ბი, რო­დე­საც უფა­ლი გვი­კა­კუ­ნებს, იქ­ნე­ბა ეს მისი სი­ტყვე­ბით წმინ­და სა­ხა­რე­ბი­დან, ბიბ­ლი­ი­დან, თუ იქ­ნე­ბა ეს გან­საც­დე­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. ის, რომ ადა­მი­ა­ნი ღვთის ტა­ძა­რია, ამას ას­წავ­ლი­ან მო­ცი­ქუ­ლე­ბიც. მა­გა­ლი­თად, წმინ­და პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი ამ­ბობს: „ნუთუ არ იცით, რომ თქვე­ნი სხე­უ­ლი ტა­ძა­რია თქვენ­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი სუ­ლიწ­მინ­დი­სა“ (I კორ. 6,19). სხვა­გან ასე­ვე ამ­ბობს: „ნუთუ არ იცით, რომ ქრის­ტე არის თქვენ­ში“ (2 კორ. 13, 5).

ამ­რი­გად, ვი­მე­ო­რებ, არ უნდა და­ვუ­ხუ­როთ გუ­ლის კარი, როცა მოგ­ვი­წო­დებს უფა­ლი, როცა სურს შე­მოს­ვლა ჩვე­ნი გუ­ლის სა­ი­დუმ­ლო ტა­ძარ­ში. აი, ეს არის მი­ზა­ნი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბი­სა, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო.

და რამ გა­ხა­და ღირ­სი მარ­თა­ლი სვი­მე­ო­ნი, რომ ღვთის მიმრქმე­ლი გამ­ხდა­რი­ყო? რო­გორც ამ­ბობს სა­ხა­რე­ბა: „იგი იყო მარ­თა­ლი წი­ნა­შე უფ­ლი­სა და მო­ე­ლო­და ნუ­გე­ში­ნის­ცე­მას ის­რა­ი­ლი­სა­სა“ (ლკ. 2,25). ე.ი. იგი ცხოვ­რობ­და საღვთო სჯუ­ლის მი­ხედ­ვით და თა­ვის გულ­ში ატა­რებ­და იესო ქრის­ტეს. ამი­ტომ რას ნიშ­ნავს ეს? რომ მხო­ლოდ გა­რეგ­ნუ­ლი შე­ხე­ბა ქრის­ტე­სი არაფ­რის მომ­ცე­მია, თუ ამას თან არ ახ­ლავს ში­ნა­გა­ნი რწმე­ნა და სიყ­ვა­რუ­ლი, მა­შინ უსარ­გებ­ლოა მხო­ლოდ გა­რეგ­ნუ­ლად შე­ხე­ბა, ვი­ნა­ი­დან ის­რა­ელ­შიც ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ეხე­ბო­და უფალს ხე­ლით, ფი­ზი­კუ­რად, მაგ­რამ ამან მათ არა­ნა­ი­რი სარ­გე­ბე­ლი არ მო­უ­ტა­ნა, რად­გან იმის­თვის, რომ გახ­დე ღვთის მიმრქმე­ლი, უნდა გიყ­ვარ­დეს უფა­ლი და იცავ­დე მის მცნე­ბებს.

კი­დევ ერთხელ გი­ლო­ცავთ, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, ამ დი­დე­ბულ დღე­სას­წა­ულს; ვე­ცა­დოთ ჩვენც, რომ ვის­წრა­ფო­დეთ ამ დიდი პა­ტი­ვის­კენ და გა­მო­ვავ­ლი­ნოთ ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი ღვთი­სად­მი მისი მცნე­ბე­ბის დაც­ვით, რომ ჩვენს გუ­ლებ­შიც მო­ი­წყოს უფალ­მა თა­ვი­სი წმინ­და სა­ვა­ნე, რომ ჩვენც შევ­ძლოთ, გავ­ხდეთ ღვთის მიმრქმე­ლე­ბი ამ ცხოვ­რე­ბა­ში, ხოლო ამ წუ­თი­სოფ­ლი­დან გას­ვლის ჟამს ჩვენც წარ­მოვ­თქვათ ეს დი­დე­ბუ­ლი სი­ტყვე­ბი: "აწ გა­ნუ­ტე­ვე მონა შენი, მე­უ­ფეო, სი­ტყვი­სა­ებრ შე­ნი­სა მშვი­დო­ბით", - აღ­ნიშ­ნა შიო მუ­ჯირ­მა ქა­და­გე­ბი­სას ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­ხე­ლო­ბის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში.

ავტორი:

"იმისთვის, რომ ჩვენც გავხდეთ ღვთის მიმრქმელები, მხოლოდ ერთი რამ მოგვეთხოვება: შევიყვაროთ უფალი" - მეუფე შიოს ქადაგება

"იმისთვის, რომ ჩვენც გავხდეთ ღვთის მიმრქმელები, მხოლოდ ერთი რამ მოგვეთხოვება: შევიყვაროთ უფალი" - მეუფე შიოს ქადაგება

იმისთვის, რომ ჩვენც გავხდეთ ღვთის მიმრქმელები, მხოლოდ ერთი რამ მოგვეთხოვება: შევიყვაროთ უფალი, ვიცავდეთ მის მცნებებს და არ დავხუროთ ჩვენი გულის კარები, როდესაც უფალი გვიკაკუნებს... იმისთვის, რომ გახდე ღვთის მიმრქმელი, უნდა გიყვარდეს უფალი და იცავდე მის მცნებებს, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა მირქმის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

"სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ მირქმის დიდებულ დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

ამ დღეს მირქმა ეწოდება იმიტომ, რომ იერუსალიმის ტაძარში ღრმად მოხუცებული მართალი სვიმეონი მიეგება ორმოცი დღის ჩვილ იესოს, თავის ყოვლადწმინდა დედასთან ერთად. ეს დღესასწაული ძალიან მნიშვნელოვან სწავლებას გვაძლევს ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის.

გადმოცემის თანახმად, მართალმა სვიმეონმა იცოცხლა სამას წელიწადზე მეტი, რადგან მას სულიწმინდისგან წინასწარ ეუწყა, რომ არ გარდაიცვლება ისე, რომ თავისი თვალით არ იხილავდა ქრისტე მაცხოვარს. როდესაც მან ხელში აიყვანა ჩვილი იესო, მიიხუტა და გახარებულმა წარმოთქვა შესანიშნავი სიტყვები: „აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი“ (ლკ. 2, 29-30). ეს ნიშნავს, რომ აღსრულდა ყველაფერი ის, რისთვისაც მე ვცხოვრობდი, ჩემი თვალით ვიხილე მესია, მხსნელი სოფლისა და ამიერითგან შემიძლია მშვიდობით შევხვდე სიკვდილსო.

ძვირფასო ძმებო და დებო, იმისთვის, რომ ჩვენც შევძლოთ გარდაცვალების წინ ასეთი სიტყვების წარმოთქმა, უნდა გავხდეთ ღვთის მიმრქმელები. მართალმა სვიმეონმა ასეთ დიდ ღირსებას მიაღწია, მიიღო ეს დიდი პატივი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ხელში აიყვანა იესო ქრისტე და მიიხუტა, არამედ უფრო მეტად იმიტომ, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში თავის გულში ატარებდა იესო ქრისტეს. ამდენად, ყველა ადამიანს შეუძლია გახდეს ღვთის მიმრქმელი, ყველა იმას, ვინც თავის გულში შემოუშვებს უფალს. აი, სწორედ ამისკენ მოგვიწოდებს უფალი იესო ქრისტე, როდესაც ამბობს: „ვინც მე შემიყვარებს და დაიცავს ჩემს სიტყვებს, მას შეიყვარებს მამაჩემი და ჩვენ მივალთ და მასთან დავივანებთ“ (ინ. 14,23). და სხვაგან ამბობს: „აჰა, ვდგავარ კართან და ვაკაკუნებ. ვინც გაიგებს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ და მასთან ვივახშმებ და იგი ჩემთან“ (გამოცხ. 3,20).

ე.ი. იმისთვის, რომ ჩვენც გავხდეთ ღვთის მიმრქმელები, მხოლოდ ერთი რამ მოგვეთხოვება: შევიყვაროთ უფალი, ვიცავდეთ მის მცნებებს და არ დავხუროთ ჩვენი გულის კარები, როდესაც უფალი გვიკაკუნებს, იქნება ეს მისი სიტყვებით წმინდა სახარებიდან, ბიბლიიდან, თუ იქნება ეს განსაცდელების მეშვეობით. ის, რომ ადამიანი ღვთის ტაძარია, ამას ასწავლიან მოციქულებიც. მაგალითად, წმინდა პავლე მოციქული ამბობს: „ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სულიწმინდისა“ (I კორ. 6,19). სხვაგან ასევე ამბობს: „ნუთუ არ იცით, რომ ქრისტე არის თქვენში“ (2 კორ. 13, 5).

ამრიგად, ვიმეორებ, არ უნდა დავუხუროთ გულის კარი, როცა მოგვიწოდებს უფალი, როცა სურს შემოსვლა ჩვენი გულის საიდუმლო ტაძარში. აი, ეს არის მიზანი ქრისტიანული ცხოვრებისა, ძვირფასო ძმებო და დებო.

და რამ გახადა ღირსი მართალი სვიმეონი, რომ ღვთის მიმრქმელი გამხდარიყო? როგორც ამბობს სახარება: „იგი იყო მართალი წინაშე უფლისა და მოელოდა ნუგეშინისცემას ისრაილისასა“ (ლკ. 2,25). ე.ი. იგი ცხოვრობდა საღვთო სჯულის მიხედვით და თავის გულში ატარებდა იესო ქრისტეს. ამიტომ რას ნიშნავს ეს? რომ მხოლოდ გარეგნული შეხება ქრისტესი არაფრის მომცემია, თუ ამას თან არ ახლავს შინაგანი რწმენა და სიყვარული, მაშინ უსარგებლოა მხოლოდ გარეგნულად შეხება, ვინაიდან ისრაელშიც ბევრი ადამიანი ეხებოდა უფალს ხელით, ფიზიკურად, მაგრამ ამან მათ არანაირი სარგებელი არ მოუტანა, რადგან იმისთვის, რომ გახდე ღვთის მიმრქმელი, უნდა გიყვარდეს უფალი და იცავდე მის მცნებებს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ დიდებულ დღესასწაულს; ვეცადოთ ჩვენც, რომ ვისწრაფოდეთ ამ დიდი პატივისკენ და გამოვავლინოთ ჩვენი სიყვარული ღვთისადმი მისი მცნებების დაცვით, რომ ჩვენს გულებშიც მოიწყოს უფალმა თავისი წმინდა სავანე, რომ ჩვენც შევძლოთ, გავხდეთ ღვთის მიმრქმელები ამ ცხოვრებაში, ხოლო ამ წუთისოფლიდან გასვლის ჟამს ჩვენც წარმოვთქვათ ეს დიდებული სიტყვები: ,,აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით", - აღნიშნა შიო მუჯირმა ქადაგებისას ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.