ეს ისტორია დაიწყო 1970 წელს, ბაქოში, სადაც ცხოვრობდა არქიტექტორ ლევ ბერბეროვის ოჯახი. მისი გულისხმიერება და სიყვარული ცხოველების მიმართ მთელმა ქალაქმა იცოდა, ამიტომ ბერბეროვები ხშირად პოულობდნენ თავიანთ კართან ძაღლებსა ან კატებს, რომლებსაც დედა-ნინა, მამა-ლევი და ორი შვილი - ევა და რომა უვლიდნენ.
ქალაქის ცენტრში მდებარე ჩვეულებრივ სახლში ბერბეროვების ოჯახი ცხოვრობდა პატარა ძაღლ ჩაპთან, კატებთან, გველთან და თხასთან ერთად. ვინ წარმოიდგენდა, რომ მალე მათ ოჯახში ნამდვილი ლომი დაიდებდა ბინას.
ერთ დღეს, ბაქოს ზოოპარკში სასეირნოდ წასული ევა და ნინა ლომების გალიასთან გაჩერდნენ, სადაც ორ თვემდე ასაკის ბოკვერი ფეხზე ვერ დგებოდა. დაავადებული და უმწეო ცხოველი, სველი მიწაზე იწვა და მოთმინებით ელოდა, როდის იხსნიდნენ მას ტანჯვისგან. ნინამ ზოოპარკის დირექტორი მოძებნა და უთხრა, რომ ბოკვერი მათთვის გადაეცათ სამკურნალოდ, შემდეგ კი ისევ ზოოპარკში დააბრუნებდნენ.
პირველი მეფე
კინგი ასე დაარქვეს ბოკვერს ახალმა პატრონებმა, რომელსაც ხანგრძლივი რეაბილიტაცია დასჭირდა. თანდათან ლომი გაძლიერდა, სიარული დაიწყო, მაგრამ ფეხზე დეფექტი მას მთელი ცხოვრების განმავლობაში დარჩა.
კინგი დაუახლოვდა ჩვეულებრივ კატას. ბავშვები მასზე სხდებოდნენ როგორც ცხენზე და თამაშობდნენ. პასუხად ცხოველი ყოველთვის მზად იყო თავისი უხეში ენით ყველას მოჰფერებოდა. ყოველი დღე კინგი ქალაქის ქუჩებში ოჯახთან ერთად სეირნობდა. მალე პატარა საცოდავი კინგი დიდ ცხოველთა მეფედ გადაიქცა, რომლის წონა 200 კილოგრამს აჭარბებდა.
ბერბეროვებმა გადაწყვიტეს ისევ ზოოპარკში გაეგზავნათ, მაგრამ კინგს სხვა გეგმები ჰქონდა - ის აღარ აპირებდა გალიაში დაბრუნებას. მისთვის უფრო კომფორტული იყო სძინებოდა პატრონის საწოლში თავის საუკეთესო მეგობარ, ძაღლ ჩაპთან ერთად.
მალე ლომის შესახებ გაიგეს ჟურნალისტებმა, რომლებმაც მსოფლიოს მოუყვნენ ამ საოცარ ოჯახზე.
დოკუმენტალისტებმა მუდმივად სტუმრობდნენ აზერბაიჯანელ ოჯახს. რეჟისორებმა კი კინგი ორ ფილმში: „გოგონა, ბიჭი და ლომი“ და „ლომი წავიდა სახლიდან“ გადაიღეს. ხოლო ფილმი „იტალიელების წარმოუდგენელი თავგადასავალი რუსეთში“ მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა...
გადაღებები მოსკოვში მიმდინარეობდა. კინგისთვის პირადი საგრიმიორო სკოლის შენობაში მოამზადეს, ირგვლივ კი ყველას უთხრეს, რომ იქ ლომი ცხოვრობდა, მაგრამ უცნაურად, შესაძლოა შემთხვევით ან უბრალოდ ცნობისმოყვარეობით, ერთი სტუდენტi სკოლის ეზოში შევიდა.
კინგმა გაიფიქრა, რომ მას სათამაშოდ ეძახდნენ, მინები დაამტვრია, სკოლიდან გამოიქცა და ბიჭს გულზე ხელი დაარტყა.
გოგონა, რომელიც მეგობარს ღობესთან ელოდა იყვირა, რომ ადამიანს თავს ლომი დაესხა. ამ დროს შემთხვევით გამვლელმა პოლიციის ლეიტენანტმა გუროვმა, ცხოველს სამსახურის იარაღიდან ესროლა. შემდეგ კი ახლოს მივიდა და იარაღის მთელი მჭიდი დააცალა.
სტუდენტი გადარჩა. მაგრამ ბერბეროვებისთვის კინგის სიკვდილი ნამდვილ ტრაგედიად იქცა.
ისინი მზად იყვნენ ნებისმიერი ადამიანი დაედანაშაულებინათ ამ შემთხვევის გამო, გარდა ცხოველისა. მათ ჰყავდათ ბევრი თანამოაზრე, რომლებიც დარწმუნებული იყვნენ, რომ სტუდენტმა თავად გამოიწვია ცხოველი. ისინი მოითხოვდნენ ასევე გუროვი დაპატიმრებას ცხოველის მკვლელობის ბრალდებით, თუმცა ამაოდ.
კინგის ერთგული მეგობარი ძაღლი ჩაპი რამდენიმე დღის განმავლობაში უაზროდ აგროვებდა ლომის ნივთებს ბინაში: უზარმაზარ ყელსაბამს, დახეულ ბურთს, ცისფერ საბანს - ყველაფერს აწყობდა ერთ ყუთში და იძინებდა მასზე. ხოლო მესამე დღეს ძაღლს გული გაუსკდა და მოკვდა.
კინგი მეორე
და აი, სწორედ მაშინ მოსკოვის ინტელიგენციამ, გადაწყვიტა ბერბეროვებისთვის ახალი ლომი შეეძინათ. მეორე ლომი სრულიად ჯანმრთელი იყო და კინგისგან განსხვავებით, ის პატივისცემას ითხოვდა ოჯახის წევრებისგან.
ნინა ბერბეროვა, როგორც ჩანს, წინასწარ გრძნობდა საშინელ შედეგს და ქალი სასტიკი წინააღმდეგი იყო. მიუხედავად ამისა, ოჯახს ფული შეუგროვეს და ახალი ლომი უყიდეს.
კინგი მეორემ ოჯახში მხოლოდ რომა ამოარჩია და მასთან მეგობრობდა, დანარჩენების მიმართ კი ყურადღებას არ იჩენდა. მისი კინო კარიერა ცუდად დაიწყო.
როდესაც რეჟისორმა ლომს წყალში გადახტომა უბრძანა, ცხოველმა წვივზე უკბინა.
ცხოველი ბერბეროვების ოჯახში ექვსი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ამ დროისთვის ოჯახის მამა, ლევი ინფარქტით გარდაიცვალა. ნინა დარჩა მარტო სახლში ორი შვილით, ლომით და სხვა ცხოველებით, მათ შორის იყო პუმა ლეილა.
1980 წლის 24 ნოემბრის დილას ნინა ბერბეროვა მცირე ხნით წავიდა სამუშაოდ და სახლში დაბრუნებულმა დამწვარი პლასტმასის მძაფრი სუნი იგრძნო. პუმა კუთხეში იჯდა, კინგი ორი კი აივანზე ღრიალებდა.
ნინამ შენიშნა მეზობელი, რომელიც პლასტმასის სავარცხლის ნაჭრებს ცეცხლს უკიდებდა და ცხოველს ესროდა. როდესაც ქალმა მეზობელი გააგდო, ლომს ხორცით სავსე თასი მიუტანა. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ჭამა დაეწყო, ლომმა თავისი გამზრდელი დაბლა დააგდო და თავზე ჭრილობა მიაყენა. ქალმა პოლიციის გამოძახება მოახერხა, შემდეგ კი გონება დაკარგა. რომა, დედის დასახმარებლად გაიქცა. მაგრამ ლომი ბიჭს თავს დაესხა და ერთი დარტყმით კისერი მოსტეხა. ბიჭი მიღებული დაზიანებებისგან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ტრაგედიის ადგილზე მისულმა პოლიციელებმა ლომს და პუმას ესროლეს, რომლებიც შიშისგან შეშლილები გაქცევას ცდილობდნენ.
ნინამ მხოლოდ მაშინ გაიგო, შვილის სიკვდილის შესახებ, როდესაც საავადმყოფოდან გამოვიდა. ქალს სიცოცხლე არ სურდა და რომას სიკვდილში საკუთარ თავს ადანაშაულებდა. გამწარებულ ქალს გვერდში ქალიშვილი დაუდგა და დაეხმარა ეპოვა ძალა, რათა თავს დამტყდარი უდიდესი ტრაგედია გადაეტანა.