საზოგადოება
სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროკავშირმა რაც გააკეთა, ორი იმდენი თან წაიღო" - ხმაური და დაპირისპირება გორის საკრებულოში
"ევროკავშირმა რაც გააკეთა, ორი იმდენი თან წაიღო" - ხმაური და დაპირისპირება გორის საკრებულოში

გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე ხმა­უ­რი და სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა იყო.

საკ­რე­ბუ­ლო­ში მი­სუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ისი­ნი სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში კი­თხვე­ბის და­სას­მე­ლად მი­ვიდ­ნენ, თუმ­ცა სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან გა­ა­ძე­ვეს.

  • კერ­ძოდ, მა­თი­ვე თქმით, და­პი­რის­პი­რე­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც დღის წეს­რი­გით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვა დას­რულ­და და მათ სი­ტყვის თქმის უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბა მო­ი­თხო­ვეს.

„იმი­ტომ გვა­ძე­ვე­ბენ, რომ მო­ვი­თხო­ვეთ სი­ტყვა. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მო­ვე­დით, რად­გან მო­ვი­თხო­ვეთ სი­ტყვა. მგო­ნი, თვით­მმარ­თვე­ლო­ბა იმის­თვი­საა, რომ სი­ტყვა მო­ვი­თხო­ვოთ და ჩვე­ნი მო­საზ­რე­ბე­ბი ვთქვათ. ეს არ შე­იძ­ლე­ბა?!,“ - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ.

გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რემ, და­ვით რაზ­მა­ძემ მო­ქა­ლა­ქე­ებს და­პი­რის­პი­რე­ბი­სას მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი უწო­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტე­ე­ბის ად­გი­ლი საკ­რე­ბუ­ლო­ში არ არის.

„ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტე­ე­ბის ად­გი­ლი აქ არ არის! ყი­დი­ან სა­ქარ­თვე­ლოს! ვინც უჭერს მხარს ევ­რო­კავ­ში­რის რე­ზო­ლუ­ცი­ას, ყვე­ლა არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ღა­ლა­ტე! ქვეყ­ნის ღა­ლა­ტის უფ­ლე­ბა არა­ვის აქვს! ეს ყვე­ლამ გა­ი­გოს! მათ ნე­ბარ­თვა უნდა აე­ღოთ ჩემ­გან. მე მივ­ცემ­დი მაგ ნე­ბარ­თვას, მაგ­რამ ეს თავ­ხე­დო­ბა ვერ ავი­ტა­ნე, რომ რეგ­ლა­მენ­ტი და­არ­ღვი­ეს... ევ­რო­კავ­შირ­მა რაც გა­ა­კე­თა, ორი იმ­დე­ნი თან წა­ი­ღო,“ - გა­ნა­ცხა­და რაზ­მა­ძემ.

00:00 / 00:00
sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ევროკავშირმა რაც გააკეთა, ორი იმდენი თან წაიღო" - ხმაური და დაპირისპირება გორის საკრებულოში

"ევროკავშირმა რაც გააკეთა, ორი იმდენი თან წაიღო" - ხმაური და დაპირისპირება გორის საკრებულოში

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

საკრებულოში მისული მოქალაქეები ამბობენ, რომ ისინი სხდომათა დარბაზში კითხვების დასასმელად მივიდნენ, თუმცა სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.

  • კერძოდ, მათივე თქმით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა დასრულდა და მათ სიტყვის თქმის უფლებით სარგებლობა მოითხოვეს.

„იმიტომ გვაძევებენ, რომ მოვითხოვეთ სიტყვა. მოქალაქეები მოვედით, რადგან მოვითხოვეთ სიტყვა. მგონი, თვითმმართველობა იმისთვისაა, რომ სიტყვა მოვითხოვოთ და ჩვენი მოსაზრებები ვთქვათ. ეს არ შეიძლება?!,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ მოქალაქეებს დაპირისპირებისას მოღალატეები უწოდა, მოგვიანებით კი მედიასთან განაცხადა, რომ ქვეყნის მოღალატეების ადგილი საკრებულოში არ არის.

„ქვეყნის მოღალატეების ადგილი აქ არ არის! ყიდიან საქართველოს! ვინც უჭერს მხარს ევროკავშირის რეზოლუციას, ყველა არის საქართველოს მოღალატე! ქვეყნის ღალატის უფლება არავის აქვს! ეს ყველამ გაიგოს! მათ ნებართვა უნდა აეღოთ ჩემგან. მე მივცემდი მაგ ნებართვას, მაგრამ ეს თავხედობა ვერ ავიტანე, რომ რეგლამენტი დაარღვიეს... ევროკავშირმა რაც გააკეთა, ორი იმდენი თან წაიღო,“ - განაცხადა რაზმაძემ.