საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ - ჰეპატოლოგი ეკატერინე დოლმაზაშვილი
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ - ჰეპატოლოგი ეკატერინე დოლმაზაშვილი

ღვიძ­ლის გა­ცხი­მოვ­ნე­ბა საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა ტი­პის შე­იძ­ლე­ბა იყოს. თუმ­ცა ბოლო პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით გა­აქ­ტი­ურ­და მე­ტა­ბო­ლურ დის­ფუნ­ქცი­ას­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი ღვიძ­ლის ცხი­მო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა. მის გან­ვი­თა­რე­ბას ხელს უწყობს: არა­ჯან­სა­ღი კვე­ბა, რაც გუ­ლის­ხმობს მა­ღალ­კა­ლო­რი­ულ, შაქ­რი­სა და ცხი­მე­ბის შემ­ცველ საკ­ვებს, მჯდო­მა­რე ცხოვ­რე­ბის წესი, გე­ნე­ტი­კურ წი­ნას­წარ­გან­წყო­ბა და სხვა.

რო­გორც თო­დუ­ას კლი­ნი­კის ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი, ჰე­პა­ტო­ლო­გი ეკა­ტე­რი­ნე დოლ­მა­ზაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, ღვიძ­ლის გა­ცხი­მოვ­ნე­ბის ეს ფორ­მა ასო­ცი­რე­ბუ­ლია ტიპი 2 შაქ­რი­ან დი­ა­ბეტ­თან, პრე­დი­ა­ბეტ­თან, ინ­სუ­ლინ­რე­ზის­ტენ­ტო­ბას­თან, სიმ­სუქ­ნეს­თან და ის მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 20%-ს აღე­ნიშ­ნე­ბა. და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ ეკა­ტე­რი­ნე დოლ­მა­ზაშ­ვი­ლი დე­ტა­ლუ­რად გვე­სა­უბ­რე­ბა.

რას ნიშ­ნავს ღვიძ­ლის ცხი­მო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა?

ღვიძ­ლის ცხი­მო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა გუ­ლის­ხმობს ღვიძ­ლში ცხი­მის ჭარბ ჩა­ლა­გე­ბას. ღვიძ­ლში ცხი­მის გარ­კვე­უ­ლი შემ­ცვე­ლო­ბა ნორ­მა­ლუ­რია; თუმ­ცა, თუ ღვიძ­ლის წო­ნის 5-10%-ზე მეტი მო­დის ცხიმ­ზე, ეწო­დე­ბა ცხი­მო­ვა­ნი ღვიძ­ლი.

რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ღვიძ­ლის ცხი­მო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბის მი­ზე­ზი?

არ­სე­ბობს ღვიძ­ლის ცხი­მო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბის სხვა­დას­ხვა ფორ­მა, რო­გო­რი­ცაა ალ­კოჰო­ლის მოხ­მა­რე­ბას­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი ღვიძ­ლის გა­ცხი­მოვ­ნე­ბა, არა­ალ­კოჰო­ლუ­რი ანუ მე­ტა­ბო­ლურ დის­ფუნ­ქცი­ას­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი ღვიძ­ლის ცხი­მო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა, კონ­კრე­ტუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი გა­ცხი­მოვ­ნე­ბა, ე.წ. კრიპ­ტო­გე­ნუ­ლი, ანუ და­უდ­გე­ნე­ლი მი­ზე­ზის მქო­ნე ცხი­მო­ვა­ნი ღვიძ­ლი და სხვა. გან­სა­კუთ­რე­ბით უნდა აღი­ნიშ­ნოს მე­ტა­ბო­ლურ დის­ფუნ­ქცი­ას­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი ღვიძ­ლის ცხი­მო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა, რომ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბამ ბოლო წლებ­ში მკვეთ­რად მო­ი­მა­ტა. ღვიძ­ლის გა­ცხი­მოვ­ნე­ბის ეს ფორ­მა ასო­ცი­რე­ბუ­ლია ტიპი 2 შაქ­რი­ან დი­ა­ბეტ­თან, პრე­დი­ა­ბეტ­თან, ინ­სუ­ლინ­რე­ზის­ტენ­ტო­ბას­თან, სიმ­სუქ­ნეს­თან და ის მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 20%-ს აღე­ნიშ­ნე­ბა. ღვიძ­ლის გა­ცხი­მოვ­ნე­ბის ამ ფორ­მის მქო­ნე პი­რებ­ში გაზ­რდი­ლია გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის გარ­თუ­ლე­ბე­ბის, თირკმლის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის, სიმ­სივ­ნის სხვა­დას­ხვა ფორ­მე­ბის და ღვიძ­ლის­მი­ე­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბის რის­კი, რო­გო­რი­ცაა ღვიძ­ლის ფიბ­რო­ზი/ცი­რო­ზი, ღვიძ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა და ღვიძ­ლის პირ­ვე­ლა­დი კიბო - ჰე­პა­ტო­ცე­ლუ­ლუ­რი კარ­ცი­ნო­მა.

რამ­დე­ნად სა­ში­შია მე­ტა­ბო­ლურ დის­ფუნ­ქცი­ას­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი ღვიძ­ლის ცხი­მო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა?

არ­სე­ბობს მე­ტა­ბო­ლურ დის­ფუნ­ქცი­ას­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი ღვიძ­ლის ცხი­მო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბის ორი ფორ­მა: ცხი­მო­ვა­ნი ღვიძ­ლი და ცხი­მო­ვა­ნი ჰე­პა­ტი­ტი ე.წ. სტე­ა­ტო­ჰე­პა­ტი­ტი. პირ­ვე­ლი გუ­ლის­ხმობს ღვიძ­ლის გა­ცხი­მოვ­ნე­ბას ან­თე­ბის და ჰე­პა­ტო­ცი­ტე­ბის (ღვიძ­ლის უჯრე­დე­ბის) მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ზი­ა­ნე­ბის გა­რე­შე და, შე­სა­ბა­მი­სად, ღვიძ­ლის­მი­ერ გარ­თუ­ლე­ბებ­თან პირ­და­პირ კავ­შირ­ში არ არის, ხოლო მე­ო­რე ნიშ­ნავს ღვიძ­ლის გა­ცხი­მოვ­ნე­ბას ან­თე­ბით და ჰე­პა­ტო­ცი­ტე­ბის და­ზი­ა­ნე­ბით, რაც შე­საძ­ლოა პროგ­რე­სირ­დეს ღვიძ­ლის ფიბ­როზ­სა და ცი­როზ­ში.

რო­გო­რია მე­ტა­ბო­ლურ დის­ფუნ­ქცი­ას­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი ღვიძ­ლის ცხი­მო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მე­ბი?

ზო­გა­დად, ღვიძ­ლის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი შემ­თხვე­ვა­თა უდი­დეს ნა­წილ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს უსიმპტო­მოდ ან მხო­ლოდ ზო­გა­დი არას­პე­ცი­ფი­კუ­რი სიმპტო­მე­ბით, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, სა­ერ­თო სი­სუს­ტე. შე­სა­ბა­მი­სად, კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ღვიძ­ლის ამა თუ იმ და­ა­ვა­დე­ბის არ­სე­ბო­ბას ვერც და­ვა­დას­ტუ­რებთ, ვერც გა­მოვ­რი­ცხავთ. სა­ჭი­როა შე­სა­ბა­მი­სი ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ-ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა.

რა ტი­პის კვლე­ვე­ბი ტარ­დე­ბა ღვიძ­ლის ცხი­მო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის დროს და რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ მისი გა­მოვ­ლე­ნი­სას?

ღვიძ­ლის გა­ცხი­მოვ­ნე­ბა კლი­ნი­კურ პრაქ­ტი­კა­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად ვლინ­დე­ბა შემ­თხვე­ვით, პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რად ან რა­ი­მე სხვა მი­ზე­ზით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მუც­ლის ღრუს ექოს­კო­პი­უ­რი კვლე­ვი­სას. მისი გა­მოვ­ლე­ნი­სას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პო­ტენ­ცი­უ­რი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზის გან­სა­ზღვრა (ალ­კოჰო­ლი, მე­ტა­ბო­ლუ­რი დის­ფუნ­ქცია, კონ­კრე­ტუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და სხვა) და და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა რო­გორც ღვიძლთან ასო­ცი­რე­ბუ­ლი, ასე­ვე, გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის მხრივ არ­სე­ბუ­ლი რის­კე­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად. კვლე­ვე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი კონ­კრე­ტუ­ლი პა­ცი­ენ­ტის­თვის ექი­მის მიერ გა­ნი­სა­ზღვრე­ბა და ის შეძ­ლე­ბა მო­ი­ცავ­დეს ღვიძ­ლის ფუნ­ქცი­უ­რი სინ­ჯე­ბის, ლი­პი­დუ­რი ცვლის, სის­ხლში შაქ­რის დო­ნის გან­სა­ზღვრას, ღვიძ­ლის ფიბ­რო­ზის/ცი­რო­ზის სტა­დი­ის შე­ფა­სე­ბას და სხვა.

რა სა­ხის მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბათ მე­ტა­ბო­ლურ დის­ფუნ­ქცი­ას­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი ღვიძ­ლის ცხი­მო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბით პა­ცი­ენ­ტებს?

უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ზო­გად რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რო­გო­რი­ცაა: ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წესი, სწო­რი კვე­ბა, თამ­ბა­ქოს და ალ­კოჰო­ლის მოხ­მა­რე­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა, რე­გუ­ლა­რუ­ლი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, მა­გა­ლი­თად, ფე­ხით სი­ა­რუ­ლი კვი­რა­ში 150-200 წუთი ან მეტი, წო­ნა­ში დაკ­ლე­ბა. ით­ვლე­ბა, რომ ჭარ­ბი წო­ნის მქო­ნე პი­რებ­ში ღვიძ­ლში არ­სე­ბუ­ლი ცხი­მის შე­სამ­ცი­რებ­ლად წო­ნის სულ მცი­რე 5%-ით შემ­ცი­რე­ბაა სა­ჭი­რო, ხოლო ღვიძ­ლის გა­ცხი­მოვ­ნე­ბის თან­მხლე­ბი ან­თე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბის/ჰე­პა­ტი­ტის და ღვიძ­ლის ფიბ­რო­ზის რეგ­რე­სი­სათ­ვის წო­ნის სულ მცი­რე 7-10%-ით კლე­ბაა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა თან­მხლე­ბი დარ­ღვე­ვე­ბის მე­დი­კა­მენ­ტო­ზურ მკურ­ნა­ლო­ბას, ის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თი­თო­ე­უ­ლი პა­ცი­ენ­ტის­თვის ექი­მის მიერ ინიშ­ნე­ბა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ - ჰეპატოლოგი ეკატერინე დოლმაზაშვილი

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ - ჰეპატოლოგი ეკატერინე დოლმაზაშვილი

ღვიძლის გაცხიმოვნება საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც სხვადასხვა ტიპის შეიძლება იყოს. თუმცა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება. მის განვითარებას ხელს უწყობს: არაჯანსაღი კვება, რაც გულისხმობს მაღალკალორიულ, შაქრისა და ცხიმების შემცველ საკვებს, მჯდომარე ცხოვრების წესი, გენეტიკურ წინასწარგანწყობა და სხვა.

როგორც თოდუას კლინიკის ინფექციონისტი, ჰეპატოლოგი ეკატერინე დოლმაზაშვილი განმარტავს, ღვიძლის გაცხიმოვნების ეს ფორმა ასოცირებულია ტიპი 2 შაქრიან დიაბეტთან, პრედიაბეტთან, ინსულინრეზისტენტობასთან, სიმსუქნესთან და ის მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს აღენიშნება. დაავადების შესახებ ეკატერინე დოლმაზაშვილი დეტალურად გვესაუბრება.

რას ნიშნავს ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება?

ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გულისხმობს ღვიძლში ცხიმის ჭარბ ჩალაგებას. ღვიძლში ცხიმის გარკვეული შემცველობა ნორმალურია; თუმცა, თუ ღვიძლის წონის 5-10%-ზე მეტი მოდის ცხიმზე, ეწოდება ცხიმოვანი ღვიძლი.

რა შეიძლება იყოს ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების მიზეზი?

არსებობს ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების სხვადასხვა ფორმა, როგორიცაა ალკოჰოლის მოხმარებასთან ასოცირებული ღვიძლის გაცხიმოვნება, არაალკოჰოლური ანუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება, კონკრეტული მედიკამენტებით გამოწვეული გაცხიმოვნება, ე.წ. კრიპტოგენული, ანუ დაუდგენელი მიზეზის მქონე ცხიმოვანი ღვიძლი და სხვა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება, რომლის მნიშვნელობამ ბოლო წლებში მკვეთრად მოიმატა. ღვიძლის გაცხიმოვნების ეს ფორმა ასოცირებულია ტიპი 2 შაქრიან დიაბეტთან, პრედიაბეტთან, ინსულინრეზისტენტობასთან, სიმსუქნესთან და ის მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს აღენიშნება. ღვიძლის გაცხიმოვნების ამ ფორმის მქონე პირებში გაზრდილია გულ-სისხლძარღვთა სისტემის გართულებების, თირკმლის ქრონიკული დაავადების, სიმსივნის სხვადასხვა ფორმების და ღვიძლისმიერი გართულებების რისკი, როგორიცაა ღვიძლის ფიბროზი/ციროზი, ღვიძლის უკმარისობა და ღვიძლის პირველადი კიბო - ჰეპატოცელულური კარცინომა.

რამდენად საშიშია მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება?

არსებობს მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების ორი ფორმა: ცხიმოვანი ღვიძლი და ცხიმოვანი ჰეპატიტი ე.წ. სტეატოჰეპატიტი. პირველი გულისხმობს ღვიძლის გაცხიმოვნებას ანთების და ჰეპატოციტების (ღვიძლის უჯრედების) მნიშვნელოვანი დაზიანების გარეშე და, შესაბამისად, ღვიძლისმიერ გართულებებთან პირდაპირ კავშირში არ არის, ხოლო მეორე ნიშნავს ღვიძლის გაცხიმოვნებას ანთებით და ჰეპატოციტების დაზიანებით, რაც შესაძლოა პროგრესირდეს ღვიძლის ფიბროზსა და ციროზში.

როგორია მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების სიმპტომები?

ზოგადად, ღვიძლის ქრონიკული დაავადებები შემთხვევათა უდიდეს ნაწილში მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან მხოლოდ ზოგადი არასპეციფიკური სიმპტომებით, როგორიცაა, მაგალითად, საერთო სისუსტე. შესაბამისად, კლინიკური ნიშნების მიხედვით, ღვიძლის ამა თუ იმ დაავადების არსებობას ვერც დავადასტურებთ, ვერც გამოვრიცხავთ. საჭიროა შესაბამისი ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარება.

რა ტიპის კვლევები ტარდება ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების დიაგნოსტირების დროს და როგორ უნდა მოვიქცეთ მისი გამოვლენისას?

ღვიძლის გაცხიმოვნება კლინიკურ პრაქტიკაში ყველაზე ხშირად ვლინდება შემთხვევით, პროფილაქტიკურად ან რაიმე სხვა მიზეზით ჩატარებული მუცლის ღრუს ექოსკოპიური კვლევისას. მისი გამოვლენისას მნიშვნელოვანია პოტენციური გამომწვევი მიზეზის განსაზღვრა (ალკოჰოლი, მეტაბოლური დისფუნქცია, კონკრეტული მედიკამენტები და სხვა) და დამატებითი კვლევების ჩატარება როგორც ღვიძლთან ასოცირებული, ასევე, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ არსებული რისკების შესაფასებლად. კვლევების ჩამონათვალი კონკრეტული პაციენტისთვის ექიმის მიერ განისაზღვრება და ის შეძლება მოიცავდეს ღვიძლის ფუნქციური სინჯების, ლიპიდური ცვლის, სისხლში შაქრის დონის განსაზღვრას, ღვიძლის ფიბროზის/ციროზის სტადიის შეფასებას და სხვა.

რა სახის მკურნალობა უტარდებათ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადებით პაციენტებს?

უდიდესი მნიშვნელობა აქვს ზოგად რეკომენდაციებს, როგორიცაა: ცხოვრების ჯანსაღი წესი, სწორი კვება, თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარებისგან თავის შეკავება, რეგულარული ფიზიკური აქტივობა, მაგალითად, ფეხით სიარული კვირაში 150-200 წუთი ან მეტი, წონაში დაკლება. ითვლება, რომ ჭარბი წონის მქონე პირებში ღვიძლში არსებული ცხიმის შესამცირებლად წონის სულ მცირე 5%-ით შემცირებაა საჭირო, ხოლო ღვიძლის გაცხიმოვნების თანმხლები ანთებითი აქტივობის/ჰეპატიტის და ღვიძლის ფიბროზის რეგრესისათვის წონის სულ მცირე 7-10%-ით კლებაა რეკომენდებული. რაც შეეხება თანმხლები დარღვევების მედიკამენტოზურ მკურნალობას, ის ინდივიდუალურია და საჭიროების შემთხვევაში, თითოეული პაციენტისთვის ექიმის მიერ ინიშნება.

NS