საზოგადოება
სამართალი
პოლიტიკა

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამხედრო
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაკავებულია "ხოშტო" და "ედო": ფარული აუდიოჩანაწერი და ქურდული გარჩევის დეტალები - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს
დაკავებულია "ხოშტო" და "ედო": ფარული აუდიოჩანაწერი და ქურდული გარჩევის დეტალები - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გუ­რი­ის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და ოზურ­გე­თის რა­ი­ო­ნუ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, თბი­ლის­ში, ოზურ­გეთ­სა და დაბა ურეკ­ში, „ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან” კავ­შირ­ში მყო­ფი 5 პირი და­ა­კა­ვეს.

ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს. უწყე­ბის ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლე­ბი 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან: 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ხ. მეტ­სა­ხე­ლად „ხოშ­ტო” და წარ­სულ­ში მრა­ვალ­ჯერ ნა­სა­მარ­თლე­ვი 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ე.ბ. მეტ­სა­ხე­ლად “ედო”.

"ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის“ ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი 2000 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.რ.

"ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რის­თვის“ მი­მარ­თვის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ.ბ. და წარ­სულ­ში მრა­ვალ­ჯერ ნა­სა­მარ­თლე­ვი 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.ჩ.

რაც შე­ე­ხე­ბა 1984 წელს და­ბა­დე­ბულ წარ­სულ­ში მრა­ვალ­ჯერ ნა­სა­მარ­თლევ მ.ხ-ს, მას „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის­თვის“ ბრა­ლი პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში წა­რედ­გი­ნა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით­ვე, და­ნა­შა­უ­ლე­ბი 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

  • „ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით, მათ შო­რის მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს” საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ ე.წ „კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს“ და ას­რუ­ლებ­დნენ მათ და­ვა­ლე­ბებს.

კერ­ძოდ, „ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვე­ბით“, და­ში­ნე­ბით, მუ­ქა­რით, სა­კუ­თა­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი გავ­ლე­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­თა და უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბით ძა­ლა­უფ­ლე­ბი­სა და ავ­ტო­რი­ტე­ტის მო­პო­ვე­ბის, ასე­ვე პი­რა­დი და სხვი­სი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით გუ­რი­ის რე­გი­ონ­ში, ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დაბა ურეკ­ში და სო­ფელ წყალ­წმინ­და­ში ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ საქ­მი­ა­ნო­ბას.

პო­ლი­ცი­ამ, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი და ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 223-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 223-ე ტერ­ცია მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით და 223-ე კვარ­ტა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

დაკავებულია "ხოშტო" და "ედო": ფარული აუდიოჩანაწერი და ქურდული გარჩევის დეტალები - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

დაკავებულია "ხოშტო" და "ედო": ფარული აუდიოჩანაწერი და ქურდული გარჩევის დეტალები - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ოზურგეთსა და დაბა ურეკში, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებული არიან: 1991 წელს დაბადებული გ.ხ. მეტსახელად „ხოშტო” და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1981 წელს დაბადებული ე.ბ. მეტსახელად “ედო”.

"ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე დაკავებული წარსულში ნასამართლევი 2000 წელს დაბადებული ლ.რ.

"ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზე დაკავებული არიან 1977 წელს დაბადებული კ.ბ. და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1983 წელს დაბადებული ვ.ჩ.

რაც შეეხება 1984 წელს დაბადებულ წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ მ.ხ-ს, მას „ქურდული სამყაროს წევრობისთვის“ ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამინისტროს ცნობითვე, დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • „ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს” საქმიანობაში, უკავშირდებოდნენ ე.წ „კანონიერ ქურდებს“ და ასრულებდნენ მათ დავალებებს.

კერძოდ, „ქურდული გარჩევებით“, დაშინებით, მუქარით, საკუთარი კრიმინალური გავლენების გამოყენებითა და უკანონო ქმედებებით ძალაუფლებისა და ავტორიტეტის მოპოვების, ასევე პირადი და სხვისი სარგებლის მიღების მიზნით გურიის რეგიონში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში და სოფელ წყალწმინდაში ახორციელებდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობას.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები და ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.