მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაშინაც კი როცა შემოქმედებითად ზენიტში იყო, პოპულარული არ იყო... შესანიშნავი გარეგნობა ჰქონდა" - ბევრისთვის უცნობი ქართველი მსახიობი, რომელმაც პირველმა ითამაშა ოსკაროსან ფილმში
"მაშინაც კი როცა შემოქმედებითად ზენიტში იყო, პოპულარული არ იყო... შესანიშნავი გარეგნობა ჰქონდა" - ბევრისთვის უცნობი ქართველი მსახიობი, რომელმაც პირველმა ითამაშა ოსკაროსან ფილმში

გი­უ­ლი ჭო­ხო­ნე­ლი­ძე პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბია, რო­მელ­მაც ოს­კა­რო­სან ფილმში ითა­მა­შა. მან შე­ას­რუ­ლა პეტ­რე ბაგ­რა­ტი­ო­ნის როლი სერ­გეი ბონ­დარ­ჩუ­კის სა­კულ­ტო ფილმში "ომი და მშვი­დო­ბა" (1966), რო­მელ­მაც კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის უმაღ­ლე­სი ჯილ­დო და­იმ­სა­ხუ­რა უცხო­ე­ნო­ვა­ნი ფილ­მე­ბის კა­ტე­გო­რი­ა­ში.

  • გი­უ­ლი ჭო­ხო­ნე­ლი­ძე არის ექ­ვსი სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მის რე­ჟი­სო­რი: "ან­თი­მოზ ივე­რი­ე­ლი", "სპი­რა­ლი", "ბაგ­რა­ტი­ო­ნი", "წი­ნა­პარ­თა მიწა", "გა­ზა­ფხუ­ლის მიწა" და "ქო­ჩო­რა".;

მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი ფილ­მებ­ში: "ან­თი­მოზ ივე­რი­ე­ლი" (ან­თი­მოზ ივე­რი­ე­ლი) (2001), "წი­ნა­პარ­თა მიწა" (ბეთ­ქი­ლი) (1979), "შეხ­ვედ­რა წარ­სულ­თან" (გო­გია) (1966),"დღე უკა­ნას­კნე­ლი, დღე პირ­ვე­ლი" (ქურ­დი) (1959) და სხვა...

ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ობს შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი კი­ნომ­ცოდ­ნე, ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბის დოქ­ტო­რი - ლელა ოჩი­ა­უ­რი

- ქალ­ბა­ტო­ნო ლელა, გი­უ­ლი ჭო­ხო­ნე­ლი­ძის შთამ­ბეჭ­დავ შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე თა­ო­ბებ­მა თით­ქმის არა­ფე­რი იცის, რა­ტომ მოხ­და ასე?

- დიახ, უც­ნა­უ­რია, მის შე­სა­ხებ რომ ნაკ­ლე­ბად იცი­ან. თუმ­ცა მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც გი­უ­ლი ჭო­ხო­ნე­ლი­ძე შე­მოქ­მე­დე­ბი­თად ზე­ნი­ტში იყო, ისე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი არ იყო, რო­გორც მისი თა­ო­ბის არ­ტის­ტე­ბი. ეს ძა­ლი­ან დიდ გა­ო­ცე­ბას იწ­ვევს, რად­გან გი­უ­ლი ჭო­ხო­ნე­ლი­ძეს უნი­კა­ლუ­რი, შე­სა­ნიშ­ნა­ვი გა­რეგ­ნო­ბა ჰქონ­და. იმ პე­რი­ო­დის თით­ქმის ყვე­ლა პო­პუ­ლა­რულ ფილმში თა­მა­შობ­და.

"ან­თი­მოზ ივე­რი­ე­ლი"

  • ფილ­მი "ფა­ტი­მა“ ყვე­ლამ იცო­და, ერთ-ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი ფილ­მი იყო და - იბ­რა­ჰი­მი, რო­მე­ლიც გი­უ­ლი ჭო­ხო­ნე­ლი­ძემ შექ­მნა, ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვი გმი­რი იყო. სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბით ძა­ლი­ან მა­ღალ პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.
ფილ­მი „ფა­ტი­მა“, იბ­რა­გი­მი

ფილ­მი იმ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო, მახ­სოვს, ძა­ლი­ან პა­ტა­რე­ბი რომ ვი­ყა­ვით, მე და ჩემს ტოლ მა­მი­დაშ­ვი­ლებს რო­ლე­ბი და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი გვქონ­და, „ფა­ტი­მას“ ვთა­მა­შობ­დით. ტე­ლე­ვი­ზი­ით რომ ვნა­ხეთ, ამ­დე­ნად დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა ჩვენ­ზე. იმ დროს სხვა ძა­ლი­ან ბევ­რი ფილ­მი იყო პო­პუ­ლა­რუ­ლი, მაგ­რამ "ფა­ტი­მა“ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად. ისე­თი მსა­ხი­ო­ბე­ბი იყ­ვნენ შერ­ჩე­უ­ლე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ყვე­ლა მათ­გა­ნი სი­ლა­მა­ზის ეტა­ლო­ნი იყო.

ფა­ტი­მას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი - თა­მარ კო­კო­ვა სი­ლა­მა­ზით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. იმ დროს კი­ნო­ში იყ­ვნენ ვარ­სკვლა­ვე­ბი, - ლია ელი­ა­ვა, ლე­ი­ლა აბა­ში­ძე, დოდო ჭი­ჭი­ნა­ძე... ამათ­მაც კი ვერ დაჩ­რდი­ლეს ფა­ტი­მას რო­ლის შემ­სრუ­ლებ­ლის სი­ლა­მა­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა გი­უ­ლი ჭო­ხო­ნე­ლი­ძის გა­რეგ­ნო­ბას, მა­მა­ჩე­მი ირაკ­ლი ოჩი­ა­უ­რი მო­გეხ­სე­ნე­ბათ მხატ­ვა­რი, მო­ქან­და­კე გახ­ლდათ და პი­როვ­ნე­ბას ყო­ველ­თვის იმის მი­ხედ­ვით აფა­სებ­და, მას­ზე რამ­დე­ნად კარ­გი პორ­ტრე­ტი შე­იძ­ლე­ბო­და და­ე­ხა­ტა, გა­მო­ე­ძერ­წა. გა­მორ­ჩე­უ­ლად აფა­სებ­და გი­უ­ლი ჭო­ხო­ნე­ლი­ძის გა­რეგ­ნო­ბას და ჩვენც რომ და­ვაკ­ვირ­დეთ, მარ­თლაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ნაკ­ვთე­ბი ჰქონ­და.

რო­გორც ჩანს, ში­ნა­გა­ნა­დაც ძა­ლი­ან ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბა იყო, რაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­მოჩ­ნდა მის მიერ შექ­მნილ ბაგ­რა­ტი­ო­ნის როლ­ში, ფილმში „ომი და მშვი­დო­ბა“.

ბაგ­რა­ტი­ო­ნის როლ­ში

ამ­ხე­ლა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მას­შტა­ბურ ეპო­პე­ა­ში ბაგ­რა­ტი­ო­ნის როლ­ზე აარ­ჩი­ეს, ეს უკვე ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს. იმ გმი­რის როლ­ზე და­ამ­ტკი­ცეს, რო­მე­ლიც ამ ომში ერთ-ერთი მთა­ვა­რი გმი­რი იყო. რომ უყუ­რებ, გა­ო­ცე­ბას იწ­ვევს, რო­გო­რი აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია მისი პერ­სო­ნა­ჟე­ბი. ასეთ რო­ლებს ქმნი­და, ამ მსა­ხი­ობს ჩა­ვარ­დნა არ ჰქო­ნია, თუ რამ შექ­მნა, ყვე­ლა როლი გა­მორ­ჩე­უ­ლია.

გი­უ­ლი ჭო­ხო­ნე­ლი­ძე-"ბაგ­რა­ტი­ო­ნი" და მისი მა­მი­და "ალექ­სან­დროვ­ნა ბაგ­რა­ტი­ო­ნი"-ლია ელი­ა­ვა

90-იან წლებ­ში კი­ნო­ში ბევ­რი სა­ხის კრი­ზი­სი შე­იქ­მნა....მსა­ხი­ო­ბი ზოგ­ჯერ იძუ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბა, რე­ჟი­სო­რი გახ­დეს. თა­ვად უნდა დად­გას სპექ­ტაკ­ლი, ფილ­მი გა­და­ი­ღოს, სა­დაც სა­სურ­ველ პერ­სო­ნას გა­ნა­სა­ხი­ე­რებს. გი­უ­ლი ჭო­ხო­ნე­ლი­ძის ნიჭი, რო­გორც მსა­ხი­ო­ბის ბო­ლომ­დე ვერ გა­მო­ი­ყე­ნეს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"მაშინაც კი როცა შემოქმედებითად ზენიტში იყო, პოპულარული არ იყო... შესანიშნავი გარეგნობა ჰქონდა" - ბევრისთვის უცნობი ქართველი მსახიობი, რომელმაც პირველმა ითამაშა ოსკაროსან ფილმში

"მაშინაც კი როცა შემოქმედებითად ზენიტში იყო, პოპულარული არ იყო... შესანიშნავი გარეგნობა ჰქონდა" - ბევრისთვის უცნობი ქართველი მსახიობი, რომელმაც პირველმა ითამაშა ოსკაროსან ფილმში

გიული ჭოხონელიძე პირველი ქართველი მსახიობია, რომელმაც ოსკაროსან ფილმში ითამაშა. მან შეასრულა პეტრე ბაგრატიონის როლი სერგეი ბონდარჩუკის საკულტო ფილმში "ომი და მშვიდობა" (1966), რომელმაც კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში.

  • გიული ჭოხონელიძე არის ექვსი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის რეჟისორი: "ანთიმოზ ივერიელი", "სპირალი", "ბაგრატიონი", "წინაპართა მიწა", "გაზაფხულის მიწა" და "ქოჩორა".;

მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში: "ანთიმოზ ივერიელი" (ანთიმოზ ივერიელი) (2001), "წინაპართა მიწა" (ბეთქილი) (1979), "შეხვედრა წარსულთან" (გოგია) (1966),"დღე უკანასკნელი, დღე პირველი" (ქურდი) (1959) და სხვა...

ქართველი მსახიობს შესახებ გვესაუბრება ცნობილი ქართველი კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი - ლელა ოჩიაური

- ქალბატონო ლელა, გიული ჭოხონელიძის შთამბეჭდავ შემოქმედებაზე თაობებმა თითქმის არაფერი იცის, რატომ მოხდა ასე?

- დიახ, უცნაურია, მის შესახებ რომ ნაკლებად იციან. თუმცა მაშინაც კი, როდესაც გიული ჭოხონელიძე შემოქმედებითად ზენიტში იყო, ისეთი პოპულარული არ იყო, როგორც მისი თაობის არტისტები. ეს ძალიან დიდ გაოცებას იწვევს, რადგან გიული ჭოხონელიძეს უნიკალური, შესანიშნავი გარეგნობა ჰქონდა. იმ პერიოდის თითქმის ყველა პოპულარულ ფილმში თამაშობდა.

"ანთიმოზ ივერიელი"

  • ფილმი "ფატიმა“ ყველამ იცოდა, ერთ-ერთი პოპულარული ფილმი იყო და - იბრაჰიმი, რომელიც გიული ჭოხონელიძემ შექმნა, ძალიან შთამბეჭდავი გმირი იყო. სამსახიობო ოსტატობით ძალიან მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულებული.
ფილმი „ფატიმა“, იბრაგიმი

ფილმი იმდენად პოპულარული იყო, მახსოვს, ძალიან პატარები რომ ვიყავით, მე და ჩემს ტოლ მამიდაშვილებს როლები დანაწილებული გვქონდა, „ფატიმას“ ვთამაშობდით. ტელევიზიით რომ ვნახეთ, ამდენად დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩვენზე. იმ დროს სხვა ძალიან ბევრი ფილმი იყო პოპულარული, მაგრამ "ფატიმა“ განსაკუთრებულად. ისეთი მსახიობები იყვნენ შერჩეულები, შეიძლება ითქვას, რომ ყველა მათგანი სილამაზის ეტალონი იყო.

ფატიმას როლის შემსრულებელი - თამარ კოკოვა სილამაზით გამოირჩეოდა. იმ დროს კინოში იყვნენ ვარსკვლავები, - ლია ელიავა, ლეილა აბაშიძე, დოდო ჭიჭინაძე... ამათმაც კი ვერ დაჩრდილეს ფატიმას როლის შემსრულებლის სილამაზე.

რაც შეეხება გიული ჭოხონელიძის გარეგნობას, მამაჩემი ირაკლი ოჩიაური მოგეხსენებათ მხატვარი, მოქანდაკე გახლდათ და პიროვნებას ყოველთვის იმის მიხედვით აფასებდა, მასზე რამდენად კარგი პორტრეტი შეიძლებოდა დაეხატა, გამოეძერწა. გამორჩეულად აფასებდა გიული ჭოხონელიძის გარეგნობას და ჩვენც რომ დავაკვირდეთ, მართლაც არაჩვეულებრივი ნაკვთები ჰქონდა.

როგორც ჩანს, შინაგანადაც ძალიან ძლიერი პიროვნება იყო, რაც განსაკუთრებულად გამოჩნდა მის მიერ შექმნილ ბაგრატიონის როლში, ფილმში „ომი და მშვიდობა“.

ბაგრატიონის როლში

ამხელა საბჭოთა კავშირის მასშტაბურ ეპოპეაში ბაგრატიონის როლზე აარჩიეს, ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. იმ გმირის როლზე დაამტკიცეს, რომელიც ამ ომში ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო. რომ უყურებ, გაოცებას იწვევს, როგორი აბსოლუტურად განსხვავებულია მისი პერსონაჟები. ასეთ როლებს ქმნიდა, ამ მსახიობს ჩავარდნა არ ჰქონია, თუ რამ შექმნა, ყველა როლი გამორჩეულია.

გიული ჭოხონელიძე-"ბაგრატიონი" და მისი მამიდა "ალექსანდროვნა ბაგრატიონი"-ლია ელიავა

90-იან წლებში კინოში ბევრი სახის კრიზისი შეიქმნა....მსახიობი ზოგჯერ იძულებული ხდება, რეჟისორი გახდეს. თავად უნდა დადგას სპექტაკლი, ფილმი გადაიღოს, სადაც სასურველ პერსონას განასახიერებს. გიული ჭოხონელიძის ნიჭი, როგორც მსახიობის ბოლომდე ვერ გამოიყენეს.

წაიკითხეთ ასევე: