სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იქცა თუ არა გოგოლის შიში რეალობად?  - როგორ გარდაიცვალა მწერალი, რომელსაც ცოცხლად დამარხვის ეშინოდა
იქცა თუ არა გოგოლის შიში რეალობად?  - როგორ გარდაიცვალა მწერალი, რომელსაც ცოცხლად დამარხვის ეშინოდა

ნი­კო­ლაი გო­გო­ლი არა მხო­ლოდ დიდი მწე­რა­ლი, არა­მედ ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი და ტრა­გი­კუ­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო. მის ცხოვ­რე­ბას მუ­დამ თან სდევ­და ში­შე­ბი, ფო­ბი­ე­ბი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი წნე­ხი, რა­მაც მის ცხოვ­რე­ბა­ზე დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია.

გო­გო­ლის ყვე­ლა­ზე დიდი შიში ცო­ცხლად და­მარ­ხვა ანუ ტა­ფო­ფო­ბია იყო. ეს ფო­ბია XIX სა­უ­კუ­ნე­ში საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გახ­ლდათ, რად­გან იმ­დრო­ინ­დე­ლი მე­დი­ცი­ნა საკ­მა­რი­სად არ იყო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და ზოგ­ჯერ კლი­ნი­კუ­რად მკვდრად აცხა­დებ­დნენ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც რე­ა­ლუ­რად ცო­ცხლე­ბი იყ­ვნენ.

ტა­ფო­ფო­ბია არა მხო­ლოდ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მღელ­ვა­რე­ბის ნა­წი­ლი იყო, არა­მედ გავ­ლე­ნას ახ­დენ­და მის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ზე, ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და სა­ბო­ლო­ოდ, შე­საძ­ლოა, მის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზეც. გო­გო­ლი ხში­რად სა­უბ­რობ­და ამ შიშ­ზე, ჰქონ­და პე­რი­ო­დუ­ლი დეპ­რე­სია და პა­რა­ნო­ია, რის გა­მოც სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ ცო­ცხლად და­მარ­ხვის­გან თა­ვის და­სა­ზღვე­ვად მი­თი­თე­ბე­ბიც კი ჰქონ­და შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. ამ მი­თი­თე­ბე­ბის თა­ნახ­მად, მისი სიკ­ვდი­ლის და­დას­ტუ­რე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე უნდა გა­და­ე­მოწ­მე­ბი­ნათ და სხე­უ­ლი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ და­ე­მარ­ხათ. ის ასე­ვე ითხოვ­და, რომ რომ სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ კუ­ბოს სა­ხუ­რა­ვი ბო­ლომ­დე არ და­ე­ჭე­დათ, რათა სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ღე­ბა ყო­ფი­ლი­ყო შე­საძ­ლე­ბე­ლი.

იქცა თუ არა გო­გო­ლის შიში რე­ა­ლო­ბად?

ნი­კო­ლაი გო­გო­ლი 1852 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ა­ცხა­დეს, რომ მისი სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი იყო გო­ნებ­რი­ვი აშ­ლი­ლო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი შიმ­ში­ლი. თუმ­ცა არ­სე­ბობ­და მე­ო­რე ვერ­სი­აც, რომ ექი­მე­ბის არას­წორ­მა მკურ­ნა­ლო­ბამ მისი სიკ­ვდი­ლი და­აჩ­ქა­რა. სხე­უ­ლი, რა თქმა უნდა დაკ­რძა­ლეს, თუმ­ცა XX სა­უ­კუ­ნე­ში, რო­დე­საც ნეშ­ტის გა­დას­ვე­ნე­ბა მოხ­და, გავ­რცელ­და უც­ნა­უ­რი და შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლი ჭორი – გო­გო­ლის ჩონ­ჩხს თა­ვის ქა­ლას ად­გი­ლი ჰქონ­და შეც­ვლი­ლი, თით­ქოს მან კუ­ბო­ში მოძ­რა­ო­ბა სცა­და.

ამ ამ­ბავს ოფი­ცი­ა­ლუ­რი და­დას­ტუ­რე­ბა არ აქვს და შე­საძ­ლე­ბე­ლია, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ან მითი იყოს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ზო­გი­ერ­თი მკვლე­ვა­რი თვლის, რომ გო­გო­ლი მარ­თლაც ცო­ცხლად და­მარ­ხეს, ხოლო რო­დე­საც ის კუ­ბო­ში გა­მო­ფხიზ­ლდა, ვე­ღარ ამო­ვი­და და სა­ბო­ლო­ოდ, ში­ში­სა და ჰა­ე­რის უკ­მა­რი­სო­ბის­გან გარ­და­იც­ვა­ლა. სხვა ის­ტო­რი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ 1909 წელს გად­მოს­ვე­ნე­ბი­სას ნეშ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა აიხ­სნას დაკ­რძალ­ვი­სას არას­წო­რი მოძ­რა­ო­ბით.

ასე­ვე არ­სე­ბობს ვერ­სია, რომ გო­გო­ლის თა­ვის ქალა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­ი­პა­რეს და მისი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა დღემ­დე უც­ნო­ბია.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გო­გო­ლის ში­შის რე­ა­ლო­ბად ქცე­ვის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი 100%-ით არ არ­სე­ბობს, მისი ფო­ბია იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ იმ­დრო­ინ­დე­ლი რუ­სუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა დღემ­დე იხ­სე­ნებს ამ ის­ტო­რი­ას. ეს შიში გავ­ლე­ნას ახ­დენ­და რო­გორც მის პი­როვ­ნე­ბა­ზე, ასე­ვე მის ნა­წარ­მო­ე­ბებ­ზეც. გო­გო­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ხში­რად ვხვდე­ბით სიკ­ვდი­ლის, მის­ტი­კი­სა და მოჩ­ვე­ნე­ბი­თი რე­ა­ლო­ბის თე­მებს. ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი რო­მა­ნი კი გახ­ლავთ „მკვდა­რი სუ­ლე­ბი“, რომ­ლის მთა­ვა­რი გმი­რი, პა­ველ ივა­ნო­ვიჩ ჩი­ჩი­კო­ვი, პრო­ვინ­ცი­ულ რუ­სეთ­ში მოგ­ზა­უ­რობს და ცდი­ლობს შე­ის­ყი­დოს „მკვდა­რი სუ­ლე­ბი“ – ანუ გლე­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­ა­ლუ­რად გარ­დაც­ვლი­ლი არი­ან, მაგ­რამ სა­ბუ­თებ­ში ჯერ კი­დევ ცო­ცხლე­ბად ით­ვლე­ბი­ან. ეს მას სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, მათ­ზე იპო­თე­კუ­რი სეს­ხი აი­ღოს და გამ­დიდ­რდეს.

R

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

იქცა თუ არა გოგოლის შიში რეალობად?  - როგორ გარდაიცვალა მწერალი, რომელსაც ცოცხლად დამარხვის ეშინოდა

იქცა თუ არა გოგოლის შიში რეალობად?  - როგორ გარდაიცვალა მწერალი, რომელსაც ცოცხლად დამარხვის ეშინოდა

ნიკოლაი გოგოლი არა მხოლოდ დიდი მწერალი, არამედ ძალიან უცნაური და ტრაგიკული პიროვნება იყო. მის ცხოვრებას მუდამ თან სდევდა შიშები, ფობიები და ფსიქოლოგიური წნეხი, რამაც მის ცხოვრებაზე დიდი გავლენა იქონია.

გოგოლის ყველაზე დიდი შიში ცოცხლად დამარხვა ანუ ტაფოფობია იყო. ეს ფობია XIX საუკუნეში საკმაოდ გავრცელებული გახლდათ, რადგან იმდროინდელი მედიცინა საკმარისად არ იყო განვითარებული და ზოგჯერ კლინიკურად მკვდრად აცხადებდნენ ადამიანებს, რომლებიც რეალურად ცოცხლები იყვნენ.

ტაფოფობია არა მხოლოდ ფსიქოლოგიური მღელვარების ნაწილი იყო, არამედ გავლენას ახდენდა მის ყოველდღიურობაზე, ჯანმრთელობასა და საბოლოოდ, შესაძლოა, მის გარდაცვალებაზეც. გოგოლი ხშირად საუბრობდა ამ შიშზე, ჰქონდა პერიოდული დეპრესია და პარანოია, რის გამოც სიკვდილის შემდეგ ცოცხლად დამარხვისგან თავის დასაზღვევად მითითებებიც კი ჰქონდა შემუშავებული. ამ მითითებების თანახმად, მისი სიკვდილის დადასტურება რამდენჯერმე უნდა გადაემოწმებინათ და სხეული რამდენიმე დღის განმავლობაში არ დაემარხათ. ის ასევე ითხოვდა, რომ რომ სიკვდილის შემდეგ კუბოს სახურავი ბოლომდე არ დაეჭედათ, რათა საჭიროების შემთხვევაში გამოღება ყოფილიყო შესაძლებელი.

იქცა თუ არა გოგოლის შიში რეალობად?

ნიკოლაი გოგოლი 1852 წელს გარდაიცვალა. ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ მისი სიკვდილის მიზეზი იყო გონებრივი აშლილობით გამოწვეული შიმშილი. თუმცა არსებობდა მეორე ვერსიაც, რომ ექიმების არასწორმა მკურნალობამ მისი სიკვდილი დააჩქარა. სხეული, რა თქმა უნდა დაკრძალეს, თუმცა XX საუკუნეში, როდესაც ნეშტის გადასვენება მოხდა, გავრცელდა უცნაური და შემაძრწუნებელი ჭორი – გოგოლის ჩონჩხს თავის ქალას ადგილი ჰქონდა შეცვლილი, თითქოს მან კუბოში მოძრაობა სცადა.

ამ ამბავს ოფიციალური დადასტურება არ აქვს და შესაძლებელია, გადაჭარბებული ან მითი იყოს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ გოგოლი მართლაც ცოცხლად დამარხეს, ხოლო როდესაც ის კუბოში გამოფხიზლდა, ვეღარ ამოვიდა და საბოლოოდ, შიშისა და ჰაერის უკმარისობისგან გარდაიცვალა. სხვა ისტორიკოსები ამბობენ, რომ 1909 წელს გადმოსვენებისას ნეშტის მდგომარეობა შეიძლება აიხსნას დაკრძალვისას არასწორი მოძრაობით.

ასევე არსებობს ვერსია, რომ გოგოლის თავის ქალა მოგვიანებით მოიპარეს და მისი ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია.

მიუხედავად იმისა, რომ გოგოლის შიშის რეალობად ქცევის მტკიცებულებები 100%-ით არ არსებობს, მისი ფობია იმდენად ძლიერი იყო, რომ იმდროინდელი რუსული საზოგადოება დღემდე იხსენებს ამ ისტორიას. ეს შიში გავლენას ახდენდა როგორც მის პიროვნებაზე, ასევე მის ნაწარმოებებზეც. გოგოლის შემოქმედებაში ხშირად ვხვდებით სიკვდილის, მისტიკისა და მოჩვენებითი რეალობის თემებს. ერთ-ერთი გამორჩეული რომანი კი გახლავთ „მკვდარი სულები“, რომლის მთავარი გმირი, პაველ ივანოვიჩ ჩიჩიკოვი, პროვინციულ რუსეთში მოგზაურობს და ცდილობს შეისყიდოს „მკვდარი სულები“ – ანუ გლეხები, რომლებიც რეალურად გარდაცვლილი არიან, მაგრამ საბუთებში ჯერ კიდევ ცოცხლებად ითვლებიან. ეს მას საშუალებას მისცემს, მათზე იპოთეკური სესხი აიღოს და გამდიდრდეს.

R