სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისის მერია ერთი პაციენტის დასაფინანსებლად, 10 ათასიდან 235 ათას ლარამდე თანხას გამოყოფს" - რა განცხადება გააკეთა კახა კალაძემ
"თბილისის მერია ერთი პაციენტის დასაფინანსებლად, 10 ათასიდან 235 ათას ლარამდე თანხას გამოყოფს" - რა განცხადება გააკეთა კახა კალაძემ

თბი­ლი­სის მე­რი­ის „ტრან­სპლან­ტა­ცი­ის პროგ­რა­მის“ ფარ­გლებ­ში ღვიძ­ლი­სა და ძვლის ტვი­ნის (ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის) გა­და­ნერგვა, რა თქმა უნდა, მიმ­დი­ნა­რე წელ­საც და­ფი­ნანსდე­ბა, - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ დღეს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მე­რის თქმით, თბი­ლი­სის მე­რია ბევრ მნიშ­ვნე­ლო­ვან პროგ­რა­მას ახორ­ცი­ე­ლებს სო­ცი­ა­ლუ­რი და ჯან­დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

„აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ჯერ კი­დევ არ­სე­ბო­ბენ ოჯა­ხე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც სჭირ­დე­ბათ ჩვე­ნი მხრი­დან თა­ნად­გო­მა და მხარ­და­ჭე­რა“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მე­რის თქმით, ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის ტრან­სპლან­ტა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რი, გა­და­ნერგვის წინა კვლე­ვებს, მა­ღალ­დო­ზი­რე­ბულ ქი­მი­ო­თე­რა­პი­ას, სამი სა­ხის ტრან­სპლან­ტა­ცი­ას (აუ­ტო­ლო­გი­უ­რი, ალო­გე­ნუ­რი, ჰაპ­ლო­ი­დენ­ტუ­რი), გა­და­ნერგვის წინა და შემ­დგო­მი პე­რი­ო­დის მარ­თვას სრუ­ლად აფი­ნან­სებს.

„თბი­ლი­სის მე­რია, ერთი პა­ცი­ენ­ტის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად, 10 ათა­სი­დან 235 ათას ლა­რამ­დე თან­ხას გა­მო­ყოფს. 2024 წელს 101 შემ­თხვე­ვა და­ფი­ნანსდა, რის­თვი­საც სა­ქარ­თვე­ლო­სა და უცხო­ე­თის კლი­ნი­კებ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 7,5 მლნ ლარი გა­და­ი­რი­ცხა. გა­სულ წელს, ასე­ვე, და­ვი­წყეთ ახა­ლი პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია - სა­ქარ­თვე­ლო­ში ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბის დო­ნორ­თა რე­ესტრის შექ­მნის მიზ­ნით, ადა­მი­ა­ნუ­რი ლე­ი­კო­ცი­ტის ან­ტი­გე­ნის (HLA) გან­სა­ზღვრის­თვის სა­ჭი­რო კვლე­ვე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა და­ი­წყო. აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვა 133 მო­ხა­ლი­სედ და­რე­გის­ტრი­რე­ბულ და პო­ტენ­ცი­ურ დო­ნორს და­უ­ფი­ნანსდა“, - აღ­ნიშ­ნა დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ღვიძ­ლის ტრან­სპლან­ტა­ცი­ას, კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დღე­ის­თვის, პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა სრუ­ლად ხდე­ბა და ერთი მო­ქა­ლა­ქის­თვის 120 ათა­სი ლარი გა­მო­ი­ყო­ფა.

თბი­ლი­სის მე­რის თქმით, პროგ­რა­მის და­წყე­ბი­დან - 2018 წლი­დან დღემ­დე, სა­ქარ­თვე­ლო­ში ღვიძ­ლის გა­და­ნერგვის 50 შემ­თხვე­ვა და­ფი­ნანსდა.

„აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­დე­გად, ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა მო­ხერ­ხდა. მინ­და, ამ ადა­მი­ა­ნებს, პირ­ველ რიგ­ში, ჯან­მრთე­ლო­ბა ვუ­სურ­ვო. ყვე­ლას, ვი­საც აქვს გარ­კვე­უ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი მზა­დაა, გვერ­დში და­გიდ­გეთ, და­გეხ­მა­როთ, და­ვა­ფი­ნან­სოთ, რათა ისარ­გებ­ლოთ იმ პროგ­რა­მე­ბით, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი მხრი­დან არის და­ნერ­გი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2025 წლის ბი­უ­ჯეტ­ში „ტრან­სპლან­ტა­ცი­ის პროგ­რა­მის­თვის“ 10 მლნ ლა­რამ­დეა გან­სა­ზღვრუ­ლი.

ავტორი:

"თბილისის მერია ერთი პაციენტის დასაფინანსებლად, 10 ათასიდან 235 ათას ლარამდე თანხას გამოყოფს" - რა განცხადება გააკეთა კახა კალაძემ

"თბილისის მერია ერთი პაციენტის დასაფინანსებლად, 10 ათასიდან 235 ათას ლარამდე თანხას გამოყოფს" - რა განცხადება გააკეთა კახა კალაძემ

თბილისის მერიის „ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში ღვიძლისა და ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) გადანერგვა, რა თქმა უნდა, მიმდინარე წელსაც დაფინანსდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მერის თქმით, თბილისის მერია ბევრ მნიშვნელოვან პროგრამას ახორციელებს სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით.

„აღნიშნული პროგრამები მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ოჯახები და ადამიანები, რომელთაც სჭირდებათ ჩვენი მხრიდან თანადგომა და მხარდაჭერა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით, ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის შემთხვევაში, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, გადანერგვის წინა კვლევებს, მაღალდოზირებულ ქიმიოთერაპიას, სამი სახის ტრანსპლანტაციას (აუტოლოგიური, ალოგენური, ჰაპლოიდენტური), გადანერგვის წინა და შემდგომი პერიოდის მართვას სრულად აფინანსებს.

„თბილისის მერია, ერთი პაციენტის დასაფინანსებლად, 10 ათასიდან 235 ათას ლარამდე თანხას გამოყოფს. 2024 წელს 101 შემთხვევა დაფინანსდა, რისთვისაც საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში, დაახლოებით 7,5 მლნ ლარი გადაირიცხა. გასულ წელს, ასევე, დავიწყეთ ახალი პროგრამის განხორციელება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრის შექმნის მიზნით, ადამიანური ლეიკოციტის ანტიგენის (HLA) განსაზღვრისთვის საჭირო კვლევების დაფინანსება დაიწყო. აღნიშნული კვლევა 133 მოხალისედ დარეგისტრირებულ და პოტენციურ დონორს დაუფინანსდა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

რაც შეეხება ღვიძლის ტრანსპლანტაციას, კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნულის საჭიროების შემთხვევაში, დღეისთვის, პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება სრულად ხდება და ერთი მოქალაქისთვის 120 ათასი ლარი გამოიყოფა.

თბილისის მერის თქმით, პროგრამის დაწყებიდან - 2018 წლიდან დღემდე, საქართველოში ღვიძლის გადანერგვის 50 შემთხვევა დაფინანსდა.

„აღნიშნული პროგრამის განხორციელების შედეგად, ათეულობით ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება და შენარჩუნება მოხერხდა. მინდა, ამ ადამიანებს, პირველ რიგში, ჯანმრთელობა ვუსურვო. ყველას, ვისაც აქვს გარკვეული საჭიროებები, მუნიციპალიტეტი მზადაა, გვერდში დაგიდგეთ, დაგეხმაროთ, დავაფინანსოთ, რათა ისარგებლოთ იმ პროგრამებით, რომლებიც ჩვენი მხრიდან არის დანერგილი“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე ინფორმაციით, 2025 წლის ბიუჯეტში „ტრანსპლანტაციის პროგრამისთვის“ 10 მლნ ლარამდეა განსაზღვრული.