პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აი, ასე სურს პუტინს ომის დასრულება" - რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს: არის მსხვერპლი
"აი, ასე სურს პუტინს ომის დასრულება" - რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს: არის მსხვერპლი

რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა წუ­ხელ უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლაქ კი­ევ­ზე სა­რა­კე­ტო იე­რი­ში მი­ი­ტა­ნეს, და­ბომბვის შე­დე­გად ქა­ლა­ქის სამ რა­ი­ონ­ში ხან­ძა­რი გაჩ­ნდა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

  • მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 04:31 სა­ათ­ზე უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის სარ­დლო­ბამ გა­ავ­რცე­ლა შე­ტყო­ბი­ნე­ბა ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის საფრ­თხის შე­სა­ხებ, რის შემ­დე­გაც კი­ევ­ში აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა გა­ის­მა.

იე­რიშს მსხვერ­პლი მოჰ­ყვა. ქა­ლა­ქის მე­რის ვი­ტა­ლი კლი­ჩკოს გან­ცხა­დე­ბით, არის ერთი გარ­დაც­ვლი­ლი და ოთხი და­შა­ვე­ბუ­ლი. და­შა­ვე­ბუ­ლებს შო­რი­საა 9 წლის გო­გო­ნა.

კლი­ჩკოს გან­ცხა­დე­ბით, გარ­დაც­ვლი­ლი და და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი “ობო­ლონ­სკის“ რა­ი­ო­ნი­დან არი­ან. 9 წლის გო­გო­ნა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

"ობო­ლონ­სკის რა­ი­ონ­ში ამ დრომ­დე ერთი და­ღუ­პუ­ლია. სამი და­შა­ვე­ბუ­ლი ექი­მებ­მა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, ერთს კი ად­გილ­ზე აღ­მო­უ­ჩი­ნეს დახ­მა­რე­ბა", - აღ­ნიშ­ნა მერ­მა.

kiev

დე­და­ქა­ლა­ქის სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ტი­მურ ტკა­ჩენ­კომ გა­ნა­ცხა­და, რომ გო­ლო­სე­ევ­სკის და პო­დოლ­სკის რა­ი­ო­ნებ­ში ნამ­სხვრე­ვე­ბის ჩა­მო­ვარ­დნის შე­დე­გად ხან­ძა­რი გაჩ­ნდა.

kiev

გო­ლო­სე­ევ­სკის, პო­დოლ­სკი­სა და სვი­ა­ტო­შინ­სკის რა­ი­ო­ნებ­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრე­ბის შე­სა­ხებ წერს კი­ე­ვის მერი, ვი­ტა­ლი კლი­ჩკოც. ობო­ლონ­სკში ხან­ძა­რი ინ­დუსტრი­ულ ზო­ნა­ში გაჩ­ნდა, წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია მიმ­დე­ბა­რე შე­ნო­ბე­ბი. სვი­ა­ტო­შინ­სკის რა­ი­ონ­ში კი ცე­ცხლი ცხრა­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბის სა­ხუ­რავ­ზე გაჩ­ნდა.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის აპა­რა­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ან­დრეი ერ­მა­კის გან­ცხა­დე­ბით, დე­და­ქა­ლაქ­სა და ოლ­ქში სა­ჰა­ე­რო და სა­რა­კე­ტო თავ­დაც­ვა ბა­ლის­ტი­კის წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დებ­და. „აი, ასე სურს პუ­ტინს ომის დას­რუ­ლე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ერ­მაკ­მა.

წყა­რო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"აი, ასე სურს პუტინს ომის დასრულება" - რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს: არის მსხვერპლი

"აი, ასე სურს პუტინს ომის დასრულება" - რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს: არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის დედაქალაქ კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, დაბომბვის შედეგად ქალაქის სამ რაიონში ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

  • მათივე ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 04:31 საათზე უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ გაავრცელა შეტყობინება ბალისტიკური რაკეტების გამოყენების საფრთხის შესახებ, რის შემდეგაც კიევში აფეთქებების ხმა გაისმა.

იერიშს მსხვერპლი მოჰყვა. ქალაქის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, არის ერთი გარდაცვლილი და ოთხი დაშავებული. დაშავებულებს შორისაა 9 წლის გოგონა.

კლიჩკოს განცხადებით, გარდაცვლილი და დაშავებულები “ობოლონსკის“ რაიონიდან არიან. 9 წლის გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ობოლონსკის რაიონში ამ დრომდე ერთი დაღუპულია. სამი დაშავებული ექიმებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთს კი ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება", - აღნიშნა მერმა.

kiev

დედაქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა, რომ გოლოსეევსკის და პოდოლსკის რაიონებში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა.

kiev

გოლოსეევსკის, პოდოლსკისა და სვიატოშინსკის რაიონებში გაჩენილი ხანძრების შესახებ წერს კიევის მერი, ვიტალი კლიჩკოც. ობოლონსკში ხანძარი ინდუსტრიულ ზონაში გაჩნდა, წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია მიმდებარე შენობები. სვიატოშინსკის რაიონში კი ცეცხლი ცხრასართულიანი შენობის სახურავზე გაჩნდა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, დედაქალაქსა და ოლქში საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა ბალისტიკის წინააღმდეგ მოქმედებდა. „აი, ასე სურს პუტინს ომის დასრულება“, - აღნიშნა ერმაკმა.

წყარო