ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც აბუ - დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, აცხადებს, რომ ქუჩაში თავს ნიღბიანები დაესხნენ.
გაბიტაშვილმა თბილისში მომხდარი თავდასხმის შესახებ “ფორმულას“ ეთერში ისაუბრა. ამასთან, დაახლოებით ერთი თვის წინ, აბუ-დაბიში მომხდარიც გაიხსენა და საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობი დეტალები გაასაჯაროვა.
“მე საჩივარი არ გამომიტანია, ისე წარიმართა სასამართლო - უბრალოდ პრეტენზიის ნაწილში უარი ვთქვი, რომ გაადვილებულიყო ციხიდან გამოსვლა ყველასი. როცა ისინი ცდილობენ რომ ჩვენ, - “რადიკალების მხარე“, რომლებიც ქუჩაში ვდგავართ, შურისმაძიებლებად, გამოყენებულებად მოგვიხსენიო და სხვა ეპითეტები გვიწოდონ, მე გავამარტივე მათ ციხის დატოვება. განვაცხადე, რომ “პრეტენზია არ მაქვს.“
თავიდან ყველას ერთი მუხლი გვქონდა. მე ვამბობდი, რომ ჩემი მუხლი უნდა შეცვლილიყო, რადგან თავდაცვის რეჟიმში ვიყავი. სასამართლო ისე წარიმართა, რომ ჩემს პასუხზე იყო დამოკიდებული... მაგალითად, შეიძლებოდა რამდენიმე დღე გაგრძელებულიყო,“ -განაცხადა გაბიტაშვილმა.
“დიახ, ბოლო დღე ერთად გავატარეთ. მართალი რომ გითხრათ ციხეში დიდი დაპირისპირება არ ყოფილა, იმიტომ რომ ძალიან მარტივად ავუხსენი, რომ ეს პიროვნული თავდასხმა არ იყო,“ - უპასუხა მან წამყვანს.
იხილეთ ასევე: