პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“არ ვურთიერთობ კალაძესთან, ის ჩემთვის არ არსებობს“ - ანდრეი შევჩენკო
“არ ვურთიერთობ კალაძესთან, ის ჩემთვის არ არსებობს“ - ანდრეი შევჩენკო

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია უკ­რა­ი­ნის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ან­დრეი შევ­ჩენ­კოს ცი­ტა­ტას ავ­რცე­ლებს იმის შე­სა­ხებ, რომ მას ყო­ფილ თა­ნა­გუნ­დელ­თან, კახა კა­ლა­ძეს­თან, არა­ვი­თა­რი კონ­ტაქ­ტი არ აქვს.

Tribuna.com-ის ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვას, რო­მე­ლიც კი­ე­ვის “დი­ნა­მოს“ ყო­ფი­ლი მცვე­ლის და თბი­ლი­სის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მე­რის კახა კა­ლა­ძის პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას შე­ე­ხე­ბო­და, შევ­ჩენ­კომ უპა­სუ­ხა:

  • “მე არ ვურ­თი­ერ­თობ კა­ლა­ძეს­თან. მე მხარს ვუ­ჭერ ჩვენს პრე­ზი­დენტს. კა­ლა­ძე ჩემ­თვის არ არ­სე­ბობს“, - გა­ნა­ცხა­და შევ­ჩენ­კომ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე კა­ლა­ძის პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კი­თხვის პა­სუ­ხად.

ან­დრეი შევ­ჩენ­კო და კახა კა­ლა­ძე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­ე­ვის “დი­ნა­მო­სა“ და “მი­ლან­ში“ ერ­თად თა­მა­შობ­დნენ და ახლო მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. ან­დრეი შევ­ჩენ­კო მო­ნა­წი­ლე­ობ­და 2013 წელს კახა კა­ლა­ძის ფეხ­ბურ­თი­დან გა­ცი­ლე­ბის მატჩში

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­ნამ­დე უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 19 თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს 10-წლი­ა­ნი სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა.

“ეს სან­ქცი­ე­ბი მი­მარ­თუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის იმ სეგ­მენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას პუ­ტინს გა­დას­ცემს. სწო­რედ ამა­ზეა სა­უ­ბა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე. ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ ევ­რო­პას, ამე­რი­კას და მთელ მსოფ­ლი­ოს იგი­ვე გა­ა­კე­თონ - იმოქ­მე­დონ გა­დამ­წყვე­ტად და პრინ­ცი­პუ­ლად“, - გა­ავ­რცე­ლა მა­შინ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა.

“და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ - “ზე­ლენ­სკი არ ეკუთ­ვნის უკ­რა­ი­ნას და უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს, ის ემ­სა­ხუ­რე­ბა სხვა ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებს“, - ცი­ტი­რებს უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

“არ ვურთიერთობ კალაძესთან, ის ჩემთვის არ არსებობს“ - ანდრეი შევჩენკო

“არ ვურთიერთობ კალაძესთან, ის ჩემთვის არ არსებობს“ - ანდრეი შევჩენკო

უკრაინული მედია უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ანდრეი შევჩენკოს ციტატას ავრცელებს იმის შესახებ, რომ მას ყოფილ თანაგუნდელთან, კახა კალაძესთან, არავითარი კონტაქტი არ აქვს.

Tribuna.com-ის ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც კიევის “დინამოს“ ყოფილი მცველის და თბილისის ამჟამინდელი მერის კახა კალაძის პოლიტიკურ საქმიანობას შეეხებოდა, შევჩენკომ უპასუხა:

  • “მე არ ვურთიერთობ კალაძესთან. მე მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს. კალაძე ჩემთვის არ არსებობს“, - განაცხადა შევჩენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კალაძის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად.

ანდრეი შევჩენკო და კახა კალაძე წლების განმავლობაში კიევის “დინამოსა“ და “მილანში“ ერთად თამაშობდნენ და ახლო მეგობრები იყვნენ. ანდრეი შევჩენკო მონაწილეობდა 2013 წელს კახა კალაძის ფეხბურთიდან გაცილების მატჩში

აღსანიშნავია, რომ მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მთავრობის 19 თანამდებობის პირს 10-წლიანი სანქციები დაუწესა.

“ეს სანქციები მიმართულია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების იმ სეგმენტის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანას პუტინს გადასცემს. სწორედ ამაზეა საუბარი საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე. ჩვენ მოვუწოდებთ ევროპას, ამერიკას და მთელ მსოფლიოს იგივე გააკეთონ - იმოქმედონ გადამწყვეტად და პრინციპულად“, - გაავრცელა მაშინ უკრაინის პრეზიდენტმა.

“დაწესებული შეზღუდვების საპასუხოდ, კალაძემ განაცხადა, რომ - “ზელენსკი არ ეკუთვნის უკრაინას და უკრაინელ ხალხს, ის ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს“, - ციტირებს უკრაინული სააგენტო.

იხილეთ ასევე: