პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაყურებელი ვერასდროს გაიგებს, ვინ მოიგებს ტიტულს, კადრები ბუნდოვანია - როგორ აჩვენებენ ჩრდილოეთ კორეაში პრემიერ ლიგას?
მაყურებელი ვერასდროს გაიგებს, ვინ მოიგებს ტიტულს, კადრები ბუნდოვანია - როგორ აჩვენებენ ჩრდილოეთ კორეაში პრემიერ ლიგას?

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში ტე­ლე­მა­ყუ­რებ­ლებს ძი­რი­თა­დად სა­ო­მა­რი ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბა უწევთ - ფილ­მე­ბის, სა­დაც მხო­ლოდ ერთი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია; ახა­ლი ამ­ბე­ბი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ენ­თუ­ზი­აზ­მი­თა და კი­მე­ბის დი­ნას­ტი­ის პრო­პა­გან­დი­თაა სავ­სე.

  • მაგ­რამ ისე­თი ქვე­ყა­ნაც კი, რო­მე­ლიც გარე გავ­ლე­ნებს ისე ფრთხი­ლად ეკი­დე­ბა, რო­გორც ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა, რო­გორც ჩანს, პრე­მი­ერ ლი­გის ფეხ­ბურ­თის მი­ზი­დუ­ლო­ბას ვერ უძ­ლებს - პრე­მი­ერ ლი­გის ჩვე­ნე­ბა ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში დაშ­ვე­ბუ­ლია, თუმ­ცა მატ­ჩე­ბი პირ­და­პირ ეთერ­ში არ გა­და­ი­ცე­მა.

იან­ვარ­ში, პრე­მი­ერ ლი­გის მიმ­დი­ნა­რე სე­ზო­ნის და­წყე­ბი­დან ექ­ვსი თვის შემ­დეგ, სა­ხელ­მწი­ფო მა­უ­წყე­ბელ­მა, კო­რე­ის ცენ­ტრა­ლურ­მა ტე­ლე­ვი­ზი­ამ (KCTV), მატ­ჩე­ბის ტრანსლა­ცია და­ი­წყო, თუმ­ცა ეს ფხე­ნი­ა­ნის რე­ჟი­მის ცენ­ზო­რე­ბის მძი­მე ჩა­რე­ვით მოხ­და.

ვებ­სა­იტ 38 North აქ­ვეყ­ნებს ან­გა­რიშს, სა­დაც აღ­წე­რი­ლია, რო­გორ უყუ­რე­ბენ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ე­ლე­ბი პრე­მი­ერ ლი­გურ მატ­ჩებს.

ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში სრუ­ლად არის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლი მატ­ჩებ­ზე სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბი. ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას არ აქვს პრე­მი­ერ ლი­გის მატ­ჩე­ბის ტრანსლა­ცი­ის უფ­ლე­ბე­ბი - ეს შე­თან­ხმე­ბა შე­იძ­ლე­ბა არ­ღვევ­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ებს, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის ბირ­თვუ­ლი და ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბის პროგ­რა­მე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გაა მი­მარ­თუ­ლი. "რო­გორ იღებს KCTV კად­რებს, სა­ი­დუმ­ლოა," - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

გა­შუ­ქე­ბა არ არის ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი. რო­გორც წესი, 90-წუ­თი­ა­ნი მატ­ჩი ერთ სა­ა­თამ­დეა და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, ინ­გლი­სურ ენა­ზე ეკ­რა­ნის გრა­ფი­კა კო­რე­უ­ლი­თაა გა­და­ფა­რუ­ლი. სხვა ლო­გო­ე­ბი ვი­დე­ო­ზე დაბ­ლა­რუ­ლია, სა­ვა­რა­უ­დოდ, იმ უცხო­უ­რი მა­უ­წყებ­ლის სა­ხე­ლის და­სა­ფა­რად, სა­ი­და­ნაც მატ­ჩე­ბი აქვთ აღე­ბუ­ლი.

  • 2024-2025 წლე­ბის პრე­მი­ერ ლი­გის სე­ზო­ნის გა­შუ­ქე­ბა 13 იან­ვარს, "იფსვიჩ­სა" და "ლი­ვერ­პულს" შო­რის მატ­ჩით და­ი­წყო - თა­მა­შის ჩა­ტა­რე­ბი­დან 150 დღის შემ­დეგ. შემ­დე­გი ტრანსლა­ცია, ორი დღის შემ­დეგ, ასე­ვე იყო მატ­ჩი, რო­მე­ლიც წინა აგ­ვის­ტო­ში ჩა­ტარ­და.

KCTV პრე­მი­ერ ლი­გის 380 მატ­ჩი­დან მხო­ლოდ მცი­რე ნა­წილს აჩ­ვე­ნებს, და ისი­ნი, რომ­ლე­ბიც გა­და­ი­ცე­მა, რო­გორც წესი, მი­ნი­მუმ სამ­ჯერ მე­ორ­დე­ბა. 2023-2024 წლე­ბის სე­ზო­ნი­დან მხო­ლოდ 21 მატ­ჩი აჩ­ვე­ნეს.

რო­გორც წინა წლებ­ში, ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ელ­მა მა­ყუ­რებ­ლებ­მა ოდეს­მე გა­ი­გონ პრე­მი­ერ ლი­გის ტი­ტუ­ლის ბედი, რად­გან მატ­ჩებს თან­მიმ­დევ­რო­ბით არ აჩ­ვე­ნე­ბენ.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

მაყურებელი ვერასდროს გაიგებს, ვინ მოიგებს ტიტულს, კადრები ბუნდოვანია - როგორ აჩვენებენ ჩრდილოეთ კორეაში პრემიერ ლიგას?

მაყურებელი ვერასდროს გაიგებს, ვინ მოიგებს ტიტულს, კადრები ბუნდოვანია - როგორ აჩვენებენ ჩრდილოეთ კორეაში პრემიერ ლიგას?

ჩრდილოეთ კორეაში ტელემაყურებლებს ძირითადად საომარი ფილმების ყურება უწევთ - ფილმების, სადაც მხოლოდ ერთი გამარჯვებულია; ახალი ამბები რევოლუციური ენთუზიაზმითა და კიმების დინასტიის პროპაგანდითაა სავსე.

  • მაგრამ ისეთი ქვეყანაც კი, რომელიც გარე გავლენებს ისე ფრთხილად ეკიდება, როგორც ჩრდილოეთ კორეა, როგორც ჩანს, პრემიერ ლიგის ფეხბურთის მიზიდულობას ვერ უძლებს - პრემიერ ლიგის ჩვენება ჩრდილოეთ კორეაში დაშვებულია, თუმცა მატჩები პირდაპირ ეთერში არ გადაიცემა.

იანვარში, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ, სახელმწიფო მაუწყებელმა, კორეის ცენტრალურმა ტელევიზიამ (KCTV), მატჩების ტრანსლაცია დაიწყო, თუმცა ეს ფხენიანის რეჟიმის ცენზორების მძიმე ჩარევით მოხდა.

ვებსაიტ 38 North აქვეყნებს ანგარიშს, სადაც აღწერილია, როგორ უყურებენ ჩრდილოეთ კორეელები პრემიერ ლიგურ მატჩებს.

ანგარიშის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეაში სრულად არის უგულებელყოფილი მატჩებზე საავტორო უფლებები. ჩრდილოეთ კორეას არ აქვს პრემიერ ლიგის მატჩების ტრანსლაციის უფლებები - ეს შეთანხმება შეიძლება არღვევდეს საერთაშორისო სანქციებს, რომლებიც ქვეყნის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების წინააღმდეგაა მიმართული. "როგორ იღებს KCTV კადრებს, საიდუმლოა," - ნათქვამია ანგარიშში.

გაშუქება არ არის ყოვლისმომცველი. როგორც წესი, 90-წუთიანი მატჩი ერთ საათამდეა დამონტაჟებული, ინგლისურ ენაზე ეკრანის გრაფიკა კორეულითაა გადაფარული. სხვა ლოგოები ვიდეოზე დაბლარულია, სავარაუდოდ, იმ უცხოური მაუწყებლის სახელის დასაფარად, საიდანაც მატჩები აქვთ აღებული.

  • 2024-2025 წლების პრემიერ ლიგის სეზონის გაშუქება 13 იანვარს, "იფსვიჩსა" და "ლივერპულს" შორის მატჩით დაიწყო - თამაშის ჩატარებიდან 150 დღის შემდეგ. შემდეგი ტრანსლაცია, ორი დღის შემდეგ, ასევე იყო მატჩი, რომელიც წინა აგვისტოში ჩატარდა.

KCTV პრემიერ ლიგის 380 მატჩიდან მხოლოდ მცირე ნაწილს აჩვენებს, და ისინი, რომლებიც გადაიცემა, როგორც წესი, მინიმუმ სამჯერ მეორდება. 2023-2024 წლების სეზონიდან მხოლოდ 21 მატჩი აჩვენეს.

როგორც წინა წლებში, ნაკლებად სავარაუდოა, ჩრდილოეთ კორეელმა მაყურებლებმა ოდესმე გაიგონ პრემიერ ლიგის ტიტულის ბედი, რადგან მატჩებს თანმიმდევრობით არ აჩვენებენ.

წყარო