პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგი თეთრკანიანებს გამოესარჩლა...არ მისცა ფერადკანიანებს მათი დაჩაგვრის უფლება" - ამერიკაში 33 წლის ქართველი ბიჭი მოკლეს: რა დეტალებია ცნობილი
"გიორგი თეთრკანიანებს გამოესარჩლა...არ მისცა ფერადკანიანებს მათი დაჩაგვრის უფლება" - ამერიკაში 33 წლის ქართველი ბიჭი მოკლეს: რა დეტალებია ცნობილი

9 თე­ბერ­ვალს, დი­ლით ტე­ნე­სის შტატ­ში ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდა, 33 წლის გი­ორ­გი მე­რა­ბიშ­ვი­ლი მოკ­ლეს. ეს სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის­მა ახ­ლობ­ლებ­მა გა­ავ­რცე­ლეს. რო­გორც ირ­კვე­ვა, მას დამ­ნა­შა­ვე სახ­ლთან და­ეს­ხა თავს და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მოკ­ლა.

  • გი­ორ­გის ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჰქონ­და, ამი­ტომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მის ჩა­მო­სას­ვე­ნებ­ლად საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხაა სა­ჭი­რო. მე­გობ­რე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბას სთხო­ვენ, რომ ოჯახს და­ეხ­მა­რონ და შე­აგ­რო­ვონ ჩა­მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი თან­ხე­ბი.

"ჩვე­ნი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი გი­ორ­გი მე­რა­ბიშ­ვი­ლი ტრა­გი­კუ­ლად და მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა, გთხოვთ გა­და­ა­ზი­ა­როთ და გვერ­დში და­ვუდ­გეთ მის ოჯახს. საკ­მა­ოდ დიდი თან­ხაა სა­ჭი­რო გი­ორ­გის სამ­შობ­ლო­ში გად­მო­სას­ვე­ნებ­ლად. ის არ იყო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, შე­სა­ბა­მი­სად, არ აფი­ნან­სებს სა­კონ­სუ­ლო გად­მოს­ვე­ნე­ბას. გთხოვთ, გა­და­ა­ზი­ა­როთ და რი­თაც შე­გეძ­ლე­ბათ დახ­მა­რე­ბა გა­ვუ­წი­ოთ ოჯახს. გი­ორ­გი 33 წლის იყო და 2 მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა“, - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­გო­ბა­რი თეო მი­ქე­ლა­ძე.

რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, 33 წლის გი­ორ­გი მე­რა­ბიშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰყავს ოჯა­ხი, ის ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის მა­მაა. ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო, მაგ­რამ უცხო­ეთ­ში რამ­დე­ნი­მე თვის წინ ისევ წა­ვი­და. ისე წლე­ბია იქ ცხოვ­რობს, ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბაც მი­ი­ღო და ამი­ტომ მას სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა შე­უ­ჩე­რეს.

რო­გორც ახ­ლო­ბე­ლი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, მის ჩა­მო­სას­ვე­ნებ­ლად 10000 დო­ლა­რია სა­ჭი­რო. ამი­ტომ ახლა ახ­ლობ­ლე­ბი ამ თან­ხის შეგ­რო­ვე­ბას ცდი­ლო­ბენ.

  • ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, 33 წლის ახალ­გაზ­რდას პო­ლი­ცი­ე­ლის გას­რო­ლის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ცე­ცხლი სი­ტუ­ა­ცი­ის გამ­წვა­ვე­ბი­სას გახ­სნეს. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ გარ­დაც­ვლილს სი­ცო­ცხლე­ში­ვე მი­ყე­ნე­ბუ­ლი თვით­და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

ცნო­ბი­ლი იუ­რის­ტი თა­მარ აბე­სა­ძე გი­ორ­გი მე­რა­ბიშ­ვი­ლის პი­რა­დი ად­ვო­კა­ტი იყო. ის ძა­ლი­ან წუხს მომ­ხდა­რის გამო და ოჯახს, მის სა­ნა­თე­სა­ვოს, სა­მე­გობ­როს სამ­ძი­მარს უცხა­დებს.

ად­ვო­კა­ტი თა­მარ აბე­სა­ძე:

- ძა­ლი­ან და­სა­ნა­ნია და გულ­სატ­კე­ნია ასე­თი ახალ­გაზ­რდა, სი­ცო­ცხლით სავ­სე ადა­მი­ა­ნი რომ არ იქ­ნე­ბა ჩვენს გვერ­დით. გი­ორ­გი ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი, კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო. დღეს ეს მძი­მე ამ­ბა­ვი გა­ვი­გე და გული მეტ­კი­ნა ძა­ლი­ან. ორი შვი­ლის მამა იყო. ჰყავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­უღ­ლე, მისი ცოლ- შვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს. გი­ორ­გის ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჰქონ­და და ამის გამო შე­უ­ჩე­რეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა. აღ­დგე­ნის სა­კი­თხი მოგ­ვა­რე­ბუ­ლი არ ჰქონ­და. რო­გორც შე­ვი­ტყვე, გად­მო­სას­ვე­ნებ­ლად 10 000 დო­ლა­რია სა­ჭი­რო, რად­გან არ ჰქონ­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა. საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხაა. რო­გორც ჩანს, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც მას პი­რა­დად იც­ნობ­და, ავ­რცე­ლე­ბენ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას და ცდი­ლო­ბენ ახლა ოჯახს და­ეხ­მა­რონ ამ თან­ხე­ბის მო­ძი­ე­ბა­ში, რომ დრო­უ­ლად მოხ­დეს მისი სამ­შობ­ლო­ში გად­მოს­ვე­ნე­ბა.

- თა­მარ, მომ­ხდარ ფაქ­ტზე რა იცით, ვინ მოკ­ლა გი­ორ­გი მე­რა­ბიშ­ვი­ლი?

- დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით არ მაქვს. რო­გორც ვიცი, მას ადრე და­პი­რის­პი­რე­ბა ფე­რად­კა­ნი­ა­ნებ­თან ჰქონ­და, სა­ვა­რა­უ­დოდ ეს იმ ფაქ­ტის გაგ­რძე­ლე­ბაა. კონ­ფლიქ­ტი ადრე და­ი­წყო, ამა­ზე გი­ორ­გიმ თა­ვად მი­ამ­ბო. მან მი­თხრა, ფე­რად­კა­ნი­ა­ნე­ბი ამე­რი­კელ თეთრკა­ნი­ა­ნებს ძა­ლი­ან ავიწ­რო­ებ­დნენ, ჩაგ­რავ­დნე­ნო, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის თვითმხილ­ვე­ლი გახ­და, გი­ორ­გი თეთრკა­ნი­ანს გა­მო­ე­სარ­ჩლა, არ მის­ცა ფე­რად­კა­ნი­ა­ნებს მათი და­ჩაგ­ვრის უფ­ლე­ბა. ამის გამო მო­უხ­და მათ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა, შეხ­ლა-შე­მოხ­ლაც იყო. რო­გორც ვიცი, ფე­რად­კა­ნი­ა­ნე­ბის ისეთ კლან­თან მო­უხ­და და­პი­რის­პი­რე­ბა გი­ორ­გის, იყო იმის სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ მო­ეკ­ლათ, ამი­ტომ ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და აქ ცხოვ­რობ­და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი. აქ წა­მო­ი­წყო თა­ვი­სი ბიზ­ნე­სი. მერე შე­ირ­თო ცოლი, შე­ე­ძი­ნა შვი­ლე­ბი. მან­ქა­ნე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა-რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ბიზ­ნე­სი ჰქონ­და, ნა­წი­ლე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის...

რო­გორც ვიცი, გი­ორ­გის დედა ცხოვ­რობ­და წლე­ბი ამე­რი­კა­ში, მას ჰქონ­და ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა და ამ გზით მი­ი­ღო გი­ორ­გი­მაც ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ მერე დედა ავად გახ­და, სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს და ამე­რი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბას. მი­თხრა, დე­დის ფერ­ფლი ჩა­მო­ვი­ტა­ნე სა­ქარ­თვე­ლო­შიო. მა­მაც გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავს. რო­გორც ვიცი, მისი დაც ცხოვ­რობს ამე­რი­კა­ში. ახლა მას და­უ­რე­კავს გი­ორ­გის მე­უღ­ლის­თვის და ეს მძი­მე ამ­ბა­ვი უთ­ქვამს. რო­გორც ვიცი, დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა სახ­ლთან ჩა­საფ­რე­ბა მო­უ­წყვეს და იქ მოკ­ლეს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით. რად­გან ჩა­საფ­რე­ბა იყო, ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ ძვე­ლი კონ­ფლიქ­ტის გაგ­რძე­ლე­ბაა, ეტყო­ბა მი­აგ­ნეს. ტყვია და­ა­ხა­ლე­სო სახ­ლთან, ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია მაქვს. ვფიქ­რობ, ფე­რად­კა­ნი­ა­ნე­ბი არი­ან მკვლე­ლე­ბი, ჯერ ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხე­ბი არ არის ცნო­ბი­ლი და იქა­უ­რი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ამი­ტომ დე­ტა­ლებ­ზე ჯერ არ სა­უბ­რო­ბენ. სხვა დე­ტა­ლე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვიცი. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­მოს­ვე­ნე­ბის პრობ­ლე­მაა იმი­ტომ, რომ მას სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა აქვს შე­ჩე­რე­ბუ­ლი. 10000 დო­ლა­რია სა­ჭი­რო მის სამ­შობ­ლო­ში გად­მო­სას­ვე­ნებ­ლად.

ახლა გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ცდი­ლო­ბენ ამ თან­ხე­ბის მო­ძი­ე­ბას. გი­ორ­გი ძა­ლი­ან კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი იყო, ის უყ­ვარ­და ყვე­ლას, ვინც მას იც­ნობ­და. თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­რო ჰქონ­და, ბევ­რი სა­მე­გობ­რო ჰყავს, კარ­გი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. არ იყო ისე­თი, რომ აგ­რე­სია გა­მო­ეწ­ვია ვინ­მე­ში. მეც მი­რე­კავ­და იქი­და­ნაც, ახლა გა­ვი­გე ეს ამ­ბა­ვი და ძა­ლი­ან გან­ვიც­დი. სხვა დე­ტა­ლე­ბი არ ვიცი. სახ­ლთან დახ­ვდნენ და მოკ­ლეს. არ და­ა­ჩაგ­ვრი­ნებ­და თავს ვი­ღა­ცებს, ასე­თი იყო ბუ­ნე­ბით. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ მომ­ხდა­რის გამო. რო­გორც მე ვიცი, იქ რომ წა­ვი­და მუ­შა­ობ­და, ოჯახს პატ­რო­ნობ­და და კარ­გად იყო. კარ­გი მე­გო­ბა­რი იყო, გა­დაგ­ყვე­ბო­და თან. გი­ორ­გის კი­დევ ერთ ნაც­ნობს ვე­სა­უბ­რეთ, თუმ­ცა მან გვი­თხრა, რომ მომ­ხდა­რის დე­ტა­ლე­ბი არ იცის. გი­ორ­გის და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თებს. კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო და ძა­ლი­ან და­სა­ნა­ნია, რომ ასე­თი ახალ­გაზ­რდა გა­მო­აკ­ლდა ამ სამ­ყა­როს. არ ვიცი დე­ტა­ლე­ბი, არ მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, ამი­ტომ ზუს­ტად ვერ გე­ტყვით რა მოხ­და.

ჩვენ გი­ორ­გის მე­უღ­ლეს­თა­ნაც ვცა­დეთ კო­მუ­ნი­კა­ცია, მაგ­რამ იმ­დე­ნად მძი­მეა მისი ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ მან ვერ შეძ­ლო ჩვენ­თან სა­უ­ბა­რი. ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია, და­ა­კა­ვეს თუ არა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი, ეს და სხვა დე­ტა­ლე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"გიორგი თეთრკანიანებს გამოესარჩლა...არ მისცა ფერადკანიანებს მათი დაჩაგვრის უფლება" - ამერიკაში 33 წლის ქართველი ბიჭი მოკლეს: რა დეტალებია ცნობილი

"გიორგი თეთრკანიანებს გამოესარჩლა...არ მისცა ფერადკანიანებს მათი დაჩაგვრის უფლება" - ამერიკაში 33 წლის ქართველი ბიჭი მოკლეს: რა დეტალებია ცნობილი

9 თებერვალს, დილით ტენესის შტატში ქართველი ახალგაზრდა, 33 წლის გიორგი მერაბიშვილი მოკლეს. ეს სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა ახლობლებმა გაავრცელეს. როგორც ირკვევა, მას დამნაშავე სახლთან დაესხა თავს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

  • გიორგის ამერიკის მოქალაქეობა ჰქონდა, ამიტომ საქართველოში მის ჩამოსასვენებლად საკმაოდ სოლიდური თანხაა საჭირო. მეგობრები საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ, რომ ოჯახს დაეხმარონ და შეაგროვონ ჩამოსასვენებელი თანხები.

"ჩვენი ბავშვობის მეგობარი გიორგი მერაბიშვილი ტრაგიკულად და მოულოდნელად გარდაიცვალა, გთხოვთ გადააზიაროთ და გვერდში დავუდგეთ მის ოჯახს. საკმაოდ დიდი თანხაა საჭირო გიორგის სამშობლოში გადმოსასვენებლად. ის არ იყო საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, არ აფინანსებს საკონსულო გადმოსვენებას. გთხოვთ, გადააზიაროთ და რითაც შეგეძლებათ დახმარება გავუწიოთ ოჯახს. გიორგი 33 წლის იყო და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა“, - წერს სოციალურ ქსელში მეგობარი თეო მიქელაძე.

როგორც შევიტყვეთ, 33 წლის გიორგი მერაბიშვილს საქართველოში ჰყავს ოჯახი, ის ორი მცირეწლოვანი შვილის მამაა. ბოლო დროს საქართველოში იყო, მაგრამ უცხოეთში რამდენიმე თვის წინ ისევ წავიდა. ისე წლებია იქ ცხოვრობს, ამერიკის მოქალაქეობაც მიიღო და ამიტომ მას საქართველოს მოქალაქეობა შეუჩერეს.

როგორც ახლობელი ჩვენთან საუბარში ამბობს, მის ჩამოსასვენებლად 10000 დოლარია საჭირო. ამიტომ ახლა ახლობლები ამ თანხის შეგროვებას ცდილობენ.

  • ვრცელდება ინფორმაცია, 33 წლის ახალგაზრდას პოლიციელის გასროლის შედეგად დაიღუპა. სამართალდამცველებმა ცეცხლი სიტუაციის გამწვავებისას გახსნეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვლილს სიცოცხლეშივე მიყენებული თვითდაზიანებები აღენიშნებოდა.

ცნობილი იურისტი თამარ აბესაძე გიორგი მერაბიშვილის პირადი ადვოკატი იყო. ის ძალიან წუხს მომხდარის გამო და ოჯახს, მის სანათესავოს, სამეგობროს სამძიმარს უცხადებს.

ადვოკატი თამარ აბესაძე:

- ძალიან დასანანია და გულსატკენია ასეთი ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ადამიანი რომ არ იქნება ჩვენს გვერდით. გიორგი ძალიან მეგობრული, კარგი ადამიანი იყო. დღეს ეს მძიმე ამბავი გავიგე და გული მეტკინა ძალიან. ორი შვილის მამა იყო. ჰყავს არაჩვეულებრივი მეუღლე, მისი ცოლ- შვილი საქართველოში ცხოვრობს. გიორგის ამერიკის მოქალაქეობა ჰქონდა და ამის გამო შეუჩერეს საქართველოს მოქალაქეობა. აღდგენის საკითხი მოგვარებული არ ჰქონდა. როგორც შევიტყვე, გადმოსასვენებლად 10 000 დოლარია საჭირო, რადგან არ ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობა. საკმაოდ სოლიდური თანხაა. როგორც ჩანს, ის ადამიანები, ვინც მას პირადად იცნობდა, ავრცელებენ ამ ინფორმაციას და ცდილობენ ახლა ოჯახს დაეხმარონ ამ თანხების მოძიებაში, რომ დროულად მოხდეს მისი სამშობლოში გადმოსვენება.

- თამარ, მომხდარ ფაქტზე რა იცით, ვინ მოკლა გიორგი მერაბიშვილი?

- დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ მაქვს. როგორც ვიცი, მას ადრე დაპირისპირება ფერადკანიანებთან ჰქონდა, სავარაუდოდ ეს იმ ფაქტის გაგრძელებაა. კონფლიქტი ადრე დაიწყო, ამაზე გიორგიმ თავად მიამბო. მან მითხრა, ფერადკანიანები ამერიკელ თეთრკანიანებს ძალიან ავიწროებდნენ, ჩაგრავდნენო, არაადამიანური მოპყრობის თვითმხილველი გახდა, გიორგი თეთრკანიანს გამოესარჩლა, არ მისცა ფერადკანიანებს მათი დაჩაგვრის უფლება. ამის გამო მოუხდა მათთან დაპირისპირება, შეხლა-შემოხლაც იყო. როგორც ვიცი, ფერადკანიანების ისეთ კლანთან მოუხდა დაპირისპირება გიორგის, იყო იმის საშიშროება, რომ მოეკლათ, ამიტომ ჩამოვიდა საქართველოში და აქ ცხოვრობდა გარკვეული პერიოდი. აქ წამოიწყო თავისი ბიზნესი. მერე შეირთო ცოლი, შეეძინა შვილები. მანქანების ჩამოყვანა-რეალიზაციის ბიზნესი ჰქონდა, ნაწილების ყიდვა-გაყიდვის...

როგორც ვიცი, გიორგის დედა ცხოვრობდა წლები ამერიკაში, მას ჰქონდა ამერიკის მოქალაქეობა და ამ გზით მიიღო გიორგიმაც ამერიკის მოქალაქეობა. სამწუხაროდ მერე დედა ავად გახდა, სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ამერიკაში გარდაიცვალა. ძალიან განიცდიდა დედის გარდაცვალებას. მითხრა, დედის ფერფლი ჩამოვიტანე საქართველოშიო. მამაც გარდაცვლილი ჰყავს. როგორც ვიცი, მისი დაც ცხოვრობს ამერიკაში. ახლა მას დაურეკავს გიორგის მეუღლისთვის და ეს მძიმე ამბავი უთქვამს. როგორც ვიცი, დამნაშავეებმა სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს და იქ მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით. რადგან ჩასაფრება იყო, ამიტომ ვფიქრობ, რომ ძველი კონფლიქტის გაგრძელებაა, ეტყობა მიაგნეს. ტყვია დაახალესო სახლთან, ასეთი ინფორმაცია მაქვს. ვფიქრობ, ფერადკანიანები არიან მკვლელები, ჯერ ექსპერტიზის პასუხები არ არის ცნობილი და იქაური სამართალდამცავები ამიტომ დეტალებზე ჯერ არ საუბრობენ. სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ვიცი. ჩემი ინფორმაციით, ჩამოსვენების პრობლემაა იმიტომ, რომ მას საქართველოს მოქალაქეობა აქვს შეჩერებული. 10000 დოლარია საჭირო მის სამშობლოში გადმოსასვენებლად.

ახლა გულშემატკივრები ცდილობენ ამ თანხების მოძიებას. გიორგი ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი იყო, ის უყვარდა ყველას, ვინც მას იცნობდა. თავისი საქმიანობის სფერო ჰქონდა, ბევრი სამეგობრო ჰყავს, კარგი საზოგადოება. არ იყო ისეთი, რომ აგრესია გამოეწვია ვინმეში. მეც მირეკავდა იქიდანაც, ახლა გავიგე ეს ამბავი და ძალიან განვიცდი. სხვა დეტალები არ ვიცი. სახლთან დახვდნენ და მოკლეს. არ დააჩაგვრინებდა თავს ვიღაცებს, ასეთი იყო ბუნებით. ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო. როგორც მე ვიცი, იქ რომ წავიდა მუშაობდა, ოჯახს პატრონობდა და კარგად იყო. კარგი მეგობარი იყო, გადაგყვებოდა თან. გიორგის კიდევ ერთ ნაცნობს ვესაუბრეთ, თუმცა მან გვითხრა, რომ მომხდარის დეტალები არ იცის. გიორგის დადებითად ახასიათებს. კარგი ადამიანი იყო და ძალიან დასანანია, რომ ასეთი ახალგაზრდა გამოაკლდა ამ სამყაროს. არ ვიცი დეტალები, არ მაქვს ინფორმაცია, ამიტომ ზუსტად ვერ გეტყვით რა მოხდა.

ჩვენ გიორგის მეუღლესთანაც ვცადეთ კომუნიკაცია, მაგრამ იმდენად მძიმეა მისი ემოციურ მდგომარეობა, რომ მან ვერ შეძლო ჩვენთან საუბარი. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, დააკავეს თუ არა სამართალდამცავებმა დამნაშავეები, ეს და სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.