პალესტინელებს ღაზაში დაბრუნების უფლება არ ექნებათ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
"არა, არ ექნებათ, რადგან მათ გაცილებით უკეთესი საცხოვრებელი ექნებათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათთვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის აშენების შესახებ ვსაუბრობ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, პალესტინელებისთვის დასახლებების ასაშენებლად ეგვიპტესთან და იორდანიასთან შეთანხმების დადება შეუძლია.
"შეიძლება ხუთი, ექვსი ან ორი იყოს. ჩვენ უსაფრთხო დასახლებებს ავაშენებთ, ცოტა მოშორებით იქიდან, სადაც არიან, სადაც მთელი ეს საფრთხეა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.