სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“მინდა მზია ამაღლობელს გამოვუცხადო ჩემი სოლიდარობა და მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდეს თავს - მე თვითონ 50 დღე ვიშიმშილე, რაღაც მომენტის შემდეგ ადამიანი ვეღარ აფასებს თავის მდგომარეობას“ - მიხეილ სააკაშვილი
“მინდა მზია ამაღლობელს გამოვუცხადო ჩემი სოლიდარობა და მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდეს თავს - მე თვითონ 50 დღე ვიშიმშილე, რაღაც მომენტის შემდეგ ადამიანი ვეღარ აფასებს თავის მდგომარეობას“ - მიხეილ სააკაშვილი

“მინ­და მზია ამაღ­ლო­ბელს გა­მო­ვუ­ცხა­დო ჩემი სო­ლი­და­რო­ბა - მინ­და მზია ამაღ­ლო­ბელს მო­ვუ­წო­დო, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­უფრ­თხილ­დეს თა­ვის თავს“, - ამის შე­სა­ხებ მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე კლი­ნი­კა “ვი­ვა­მე­დი­დან“ დის­ტან­ცი­უ­რი ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, შიმ­ში­ლო­ბის რა­ღაც მო­მენ­ტის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნი ობი­ექ­ტუ­რად ვე­ღარ აფა­სებს თა­ვი­სი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას.

“მინ­და მზია ამაღ­ლო­ბელს გა­მო­ვუ­ცხა­დო ჩემი სო­ლი­და­რო­ბა და ვუ­თხრა, რომ მე თვი­თონ 50 დღე ვი­შიმ­ში­ლე, ის აქ [“ვი­ვა­მედ­ში“] გვერ­დით კორ­პუს­შია. ვიცი, რომ რა­ღაც მო­მენ­ტის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნი ობი­ექ­ტუ­რად ვე­ღარ აფა­სებს თა­ვის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას და მინ­და მზია ამაღ­ლო­ბელს მო­ვუ­წო­დო, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­უფრ­თხილ­დეს თა­ვის თავს“, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე თა­ვის ბრალ­დე­ბა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მთე­ლი ეს პრო­ცე­სი “სა­სა­ცი­ლოა“.

“ეს არის ე.წ. პრო­ცე­სი ე.წ. სა­სა­მარ­თლო­ში და სა­სა­ცი­ლოა, რო­დე­საც მე მი­წო­დე­ბენ ბრალ­დე­ბულს, იმი­ტომ, რომ ის ხალ­ხი, ვინც მიმ­დგა­რია დიდი ძა­ლა­ყი­ნით, ბულ­დო­ზე­რით და ან­გრევს ყვე­ლა­ფერს, რაც ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შევ­ქმე­ნით, ის ხალ­ხი სა­ქარ­თვე­ლოს და მთელ მსოფ­ლი­ოს დას­ცი­ნის. მე, რო­მელ­საც მთე­ლი მსოფ­ლიო მიც­ნობს, ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მამ­ყო­ფებს და მა­ი­ძუ­ლებს იმის მა­გივ­რად, რომ ვემ­სა­ხუ­რო სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნას და გა­მო­ვი­ყე­ნო ჩემი უზარ­მა­ზა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა, უმაღ­ლე­სი კლა­სის გა­ნათ­ლე­ბა, ძა­ლი­ან დიდი კონ­ტაქ­ტე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რებს შო­რის, მა­ი­ძუ­ლებს, რომ ვე­ურ­თი­ერ­თო ე.წ. გა­მომ­ძი­ებ­ლებს და ე.წ. პრო­კუ­რო­რებს“, - აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, 7 ნო­ემ­ბრის საქ­მე­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და მას­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. სხდო­მას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი კლი­ნი­კა “ვი­ვა­მე­დი­დან“ დის­ტან­ცი­უ­რად ეს­წრე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

“მინდა მზია ამაღლობელს გამოვუცხადო ჩემი სოლიდარობა და მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდეს თავს - მე თვითონ 50 დღე ვიშიმშილე, რაღაც მომენტის შემდეგ ადამიანი ვეღარ აფასებს თავის მდგომარეობას“ - მიხეილ სააკაშვილი

“მინდა მზია ამაღლობელს გამოვუცხადო ჩემი სოლიდარობა და მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდეს თავს - მე თვითონ 50 დღე ვიშიმშილე, რაღაც მომენტის შემდეგ ადამიანი ვეღარ აფასებს თავის მდგომარეობას“ - მიხეილ სააკაშვილი

“მინდა მზია ამაღლობელს გამოვუცხადო ჩემი სოლიდარობა - მინდა მზია ამაღლობელს მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდეს თავის თავს“, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე კლინიკა “ვივამედიდან“ დისტანციური ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, შიმშილობის რაღაც მომენტის შემდეგ ადამიანი ობიექტურად ვეღარ აფასებს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.

“მინდა მზია ამაღლობელს გამოვუცხადო ჩემი სოლიდარობა და ვუთხრა, რომ მე თვითონ 50 დღე ვიშიმშილე, ის აქ [“ვივამედში“] გვერდით კორპუსშია. ვიცი, რომ რაღაც მომენტის შემდეგ ადამიანი ობიექტურად ვეღარ აფასებს თავის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მინდა მზია ამაღლობელს მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდეს თავის თავს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

გარდა ამისა, სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე თავის ბრალდებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთელი ეს პროცესი “სასაცილოა“.

“ეს არის ე.წ. პროცესი ე.წ. სასამართლოში და სასაცილოა, როდესაც მე მიწოდებენ ბრალდებულს, იმიტომ, რომ ის ხალხი, ვინც მიმდგარია დიდი ძალაყინით, ბულდოზერით და ანგრევს ყველაფერს, რაც ჩვენ საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული 9 წლის განმავლობაში შევქმენით, ის ხალხი საქართველოს და მთელ მსოფლიოს დასცინის. მე, რომელსაც მთელი მსოფლიო მიცნობს, ამ მდგომარეობაში მამყოფებს და მაიძულებს იმის მაგივრად, რომ ვემსახურო საქართველოს, უკრაინას და გამოვიყენო ჩემი უზარმაზარი გამოცდილება, უმაღლესი კლასის განათლება, ძალიან დიდი კონტაქტები თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკურ ლიდერებს შორის, მაიძულებს, რომ ვეურთიერთო ე.წ. გამომძიებლებს და ე.წ. პროკურორებს“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივამედიდან“ დისტანციურად ესწრება.