სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“გავაკეთებთ იმას, რისთვისაც მოსახლეობამ აგვირჩია - უზრუნველვყოფთ ჩვენი დემოკრატიის სიმტკიცეს არასათანადო გარე ჩარევების მიმართ“ - შალვა პაპუაშვილი
“გავაკეთებთ იმას, რისთვისაც მოსახლეობამ აგვირჩია - უზრუნველვყოფთ ჩვენი დემოკრატიის სიმტკიცეს არასათანადო გარე ჩარევების მიმართ“ - შალვა პაპუაშვილი

“ჩვენ გა­ვა­კე­თებთ იმას, რის­თვი­საც მო­სახ­ლე­ო­ბამ აგ­ვირ­ჩია - უზ­რუნ­ველ­ვყოფთ ჩვე­ნი დე­მოკ­რა­ტი­ის სიმ­ტკი­ცეს არა­სა­თა­ნა­დო გარე ჩა­რე­ვე­ბის მი­მართ! უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, პარ­ლა­მენ­ტი შექ­მნის შე­სა­ბა­მის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბა­ზას ამ ამო­ცა­ნის შე­სას­რუ­ლებ­ლად“, - ამის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი წერს.

  • პა­პუ­აშ­ვი­ლი სა­კუ­თარ პოსტს თან ურ­თავს ფო­ტოს, რო­მელ­ზეც ასა­ხუ­ლია ვა­შინგტონ­ში, აშშ-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) შე­ნო­ბი­დან აბ­რის ჩა­მოხ­სნის პრო­ცე­სი. ფო­ტო­ზე გა­კე­თე­ბუ­ლია წარ­წე­რა - “მშვი­დო­ბით ია­რა­ღო".

პა­პუ­აშ­ვი­ლი წერს, რომ ბოლო დღე­ე­ბის მხი­ლე­ბის შემ­დეგ, ყო­ვე­ლი დო­ნო­რი სა­ხელ­მწი­ფოა ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი უცხო­უ­რი დახ­მა­რე­ბის არას­წო­რად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში.

“დიპ­ლო­მა­ტი­ამ უნდა და­იბ­რუ­ნოს ის ად­გი­ლი, რო­მე­ლიც აქამ­დე უცხო­უ­რი დახ­მა­რე­ბის გამ­რუ­დე­ბულ პრაქ­ტი­კას ჰქონ­და მით­ვი­სე­ბუ­ლი. მრა­ვა­ლი წე­ლია, უცხო­უ­რი დახ­მა­რე­ბა გა­და­იქ­ცა დახ­მა­რე­ბი­დან მი­ტა­ცე­ბად, ქველ­მოქ­მე­დე­ბი­დან ინ­სტრუ­მენ­ტად, შრო­მის ია­რა­ღი­დან ომის ია­რა­ღად.

დიპ­ლო­მა­ტი­ის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­მე­ლიც კომ­პრო­მისს და სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბის ძი­ე­ბას გუ­ლის­ხმობს, “უცხო­უ­რი დახ­მა­რე­ბა“ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­სა და “სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში“ უცხო ინ­ტე­რე­სე­ბის ჩა­ნერგვას ნიშ­ნავ­და. ეს ახ­ლად შე­ძე­ნი­ლი “ინ­ტე­რე­სე­ბი“ საღ­დე­ბო­და, რო­გორც ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბი. შემ­დეგ კი, ამ ჩა­ნერ­გი­ლი “ინ­ტე­რე­სე­ბის“ დაც­ვა, ხალ­ხის სა­ხე­ლით, უცხო ქვეყ­ნე­ბის მხრი­დან გავ­ლე­ნის ძლი­ე­რი ინ­სტრუ­მენ­ტი ხდე­ბო­და.

მე­ტიც, ამ­გვარ კონ­სტრუქ­ცი­ა­ში, უცხო ქვეყ­ნე­ბის ელ­ჩე­ბი, მას­პინ­ძელ ქვეყ­ნებ­თან და სა­ზო­გა­დო­ე­ბებ­თან ხი­დე­ბის აგე­ბის ნაც­ვლად, ქვეყ­ნის მარ­თვის ინ­სტრუქ­ტო­რე­ბად გვევ­ლი­ნე­ბოდ­ნენ. ამან მო­ი­ტა­ნა სი­ტუ­ა­ცია, რო­მელ­შიც ელ­ჩე­ბის ამო­ცა­ნა გახ­და არა ნდო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა მიმ­ღებ მთავ­რო­ბას­თან, არა­მედ სა­კუ­თა­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის თავ­სმოხ­ვე­ვა ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე. ამ­გვა­რი რამ კარ­გად გვახ­სოვს ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა დრო­ი­დან, რო­დე­საც ცე­კას მე­ო­რე მდი­ვა­ნი, რო­მე­ლიც რეს­პუბ­ლი­კა­ში იერ­არ­ქი­ით მე­ო­რე პირი იყო, მოს­კო­ვი­დან იყო ხოლ­მე მოვ­ლე­ნი­ლი.

სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა რუ­ბი­ომ ახ­ლა­ხანს გა­ნა­ცხა­და, რომ სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბის ძი­ე­ბას უნდა ისა­ხავ­დეს მიზ­ნად და არა სხვა ქვეყ­ნებ­ში და­პი­რის­პი­რე­ბის და­ნერგვას. ეს სწო­რი პო­ზი­ცია, დიდი ხა­ნია, და­კარ­გუ­ლი იყო “უცხო­უ­რი დახ­მა­რე­ბის“ არას­წორ პრაქ­ტი­კა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კრი­ტი­კა არ და­უ­შუ­რე­ბია გამ­რუ­დე­ბუ­ლი უცხო­უ­რი დახ­მა­რე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად. ახლა უკვე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა იკის­რა ლი­დე­რო­ბა ამ გამ­რუ­დე­ბუ­ლი მიდ­გო­მის შეც­ვლის საქ­მე­ში. მარ­თლაც, გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლია უცხო­უ­რი დახ­მა­რე­ბის სფე­რო­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი კო­რუფ­ცი­ი­სა და მავ­ნე საქ­მი­ა­ნო­ბის მას­შტა­ბე­ბი.

ბოლო დღე­ე­ბის მხი­ლე­ბის შემ­დეგ, უკვე ყო­ვე­ლი დო­ნო­რი სა­ხელ­მწი­ფოა ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი უცხო­უ­რი დახ­მა­რე­ბის არას­წო­რად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში. უცხო­უ­რი ფონ­დე­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა აღარ გა­აჩ­ნია. შე­სა­ბა­მის­მა მთავ­რო­ბებ­მა სა­ეჭ­ვო და პო­ტენ­ცი­უ­რი დარ­ღვე­ვის ყვე­ლა შემ­თხვე­ვა უნდა შე­ის­წავ­ლონ და მათი შე­დე­გე­ბი გა­ა­სა­ჯა­რო­ონ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, ჩვენ გა­ვა­კე­თებთ იმას, რის­თვი­საც მო­სახ­ლე­ო­ბამ აგ­ვირ­ჩია - უზ­რუნ­ველ­ვყოფთ ჩვე­ნი დე­მოკ­რა­ტი­ის სიმ­ტკი­ცეს არა­სა­თა­ნა­დო გარე ჩა­რე­ვე­ბის მი­მართ. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, პარ­ლა­მენ­ტი შექ­მნის შე­სა­ბა­მის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბა­ზას ამ ამო­ცა­ნის შე­სას­რუ­ლებ­ლად", - წერს შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი.

ავტორი:

“გავაკეთებთ იმას, რისთვისაც მოსახლეობამ აგვირჩია - უზრუნველვყოფთ ჩვენი დემოკრატიის სიმტკიცეს არასათანადო გარე ჩარევების მიმართ“ - შალვა პაპუაშვილი

“გავაკეთებთ იმას, რისთვისაც მოსახლეობამ აგვირჩია - უზრუნველვყოფთ ჩვენი დემოკრატიის სიმტკიცეს არასათანადო გარე ჩარევების მიმართ“ - შალვა პაპუაშვილი

“ჩვენ გავაკეთებთ იმას, რისთვისაც მოსახლეობამ აგვირჩია - უზრუნველვყოფთ ჩვენი დემოკრატიის სიმტკიცეს არასათანადო გარე ჩარევების მიმართ! უახლოეს მომავალში, პარლამენტი შექმნის შესაბამის საკანონმდებლო ბაზას ამ ამოცანის შესასრულებლად“, - ამის შესახებ "ფეისბუქის" გვერდზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

  • პაპუაშვილი საკუთარ პოსტს თან ურთავს ფოტოს, რომელზეც ასახულია ვაშინგტონში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შენობიდან აბრის ჩამოხსნის პროცესი. ფოტოზე გაკეთებულია წარწერა - “მშვიდობით იარაღო".

პაპუაშვილი წერს, რომ ბოლო დღეების მხილების შემდეგ, ყოველი დონორი სახელმწიფოა ეჭვმიტანილი უცხოური დახმარების არასწორად გამოყენებაში.

“დიპლომატიამ უნდა დაიბრუნოს ის ადგილი, რომელიც აქამდე უცხოური დახმარების გამრუდებულ პრაქტიკას ჰქონდა მითვისებული. მრავალი წელია, უცხოური დახმარება გადაიქცა დახმარებიდან მიტაცებად, ქველმოქმედებიდან ინსტრუმენტად, შრომის იარაღიდან ომის იარაღად.

დიპლომატიისგან განსხვავებით, რომელიც კომპრომისს და საერთო ინტერესების ძიებას გულისხმობს, “უცხოური დახმარება“ პოლიტიკურ პარტიებსა და “სამოქალაქო საზოგადოებაში“ უცხო ინტერესების ჩანერგვას ნიშნავდა. ეს ახლად შეძენილი “ინტერესები“ საღდებოდა, როგორც ხალხის ინტერესები. შემდეგ კი, ამ ჩანერგილი “ინტერესების“ დაცვა, ხალხის სახელით, უცხო ქვეყნების მხრიდან გავლენის ძლიერი ინსტრუმენტი ხდებოდა.

მეტიც, ამგვარ კონსტრუქციაში, უცხო ქვეყნების ელჩები, მასპინძელ ქვეყნებთან და საზოგადოებებთან ხიდების აგების ნაცვლად, ქვეყნის მართვის ინსტრუქტორებად გვევლინებოდნენ. ამან მოიტანა სიტუაცია, რომელშიც ელჩების ამოცანა გახდა არა ნდობის ჩამოყალიბება მიმღებ მთავრობასთან, არამედ საკუთარი ძალაუფლების თავსმოხვევა ადგილობრივ ხელისუფლებაზე. ამგვარი რამ კარგად გვახსოვს ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან, როდესაც ცეკას მეორე მდივანი, რომელიც რესპუბლიკაში იერარქიით მეორე პირი იყო, მოსკოვიდან იყო ხოლმე მოვლენილი.

სახელმწიფო მდივანმა რუბიომ ახლახანს განაცხადა, რომ საგარეო პოლიტიკა საერთო ინტერესების ძიებას უნდა ისახავდეს მიზნად და არა სხვა ქვეყნებში დაპირისპირების დანერგვას. ეს სწორი პოზიცია, დიდი ხანია, დაკარგული იყო “უცხოური დახმარების“ არასწორ პრაქტიკაში.

საქართველოს ხელისუფლებას კრიტიკა არ დაუშურებია გამრუდებული უცხოური დახმარების გამოსავლენად. ახლა უკვე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იკისრა ლიდერობა ამ გამრუდებული მიდგომის შეცვლის საქმეში. მართლაც, გამაოგნებელია უცხოური დახმარების სფეროში გამოვლენილი კორუფციისა და მავნე საქმიანობის მასშტაბები.

ბოლო დღეების მხილების შემდეგ, უკვე ყოველი დონორი სახელმწიფოა ეჭვმიტანილი უცხოური დახმარების არასწორად გამოყენებაში. უცხოური ფონდების გამჭვირვალობას ალტერნატივა აღარ გააჩნია. შესაბამისმა მთავრობებმა საეჭვო და პოტენციური დარღვევის ყველა შემთხვევა უნდა შეისწავლონ და მათი შედეგები გაასაჯაროონ.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რისთვისაც მოსახლეობამ აგვირჩია - უზრუნველვყოფთ ჩვენი დემოკრატიის სიმტკიცეს არასათანადო გარე ჩარევების მიმართ. უახლოეს მომავალში, პარლამენტი შექმნის შესაბამის საკანონმდებლო ბაზას ამ ამოცანის შესასრულებლად", - წერს შალვა პაპუაშვილი.