პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მინდა ამის გაკეთება, მას საკმარისი პრობლემები აქვს ცოლთან. მეგან მარკლი საშინელი ადამიანია" - დონალდ ტრამპი პრინც ჰარის დეპორტაციაზე
"არ მინდა ამის გაკეთება, მას საკმარისი პრობლემები აქვს ცოლთან. მეგან მარკლი  საშინელი ადამიანია" - დონალდ ტრამპი პრინც ჰარის დეპორტაციაზე

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი გა­მო­რი­ცხავს პრინც ჰა­რის დე­პორ­ტა­ცი­ას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მის სა­ე­მიგ­რა­ციო სტა­ტუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო დავა გრძელ­დე­ბა.

  • New York Post-თან მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში, ტრამპმა გა­ნა­ცხა­და, რომ არ სურს ჰა­რის წი­ნა­აღ­მდეგ რა­ი­მე ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა. "არ მინ­და ამის გა­კე­თე­ბა. მარ­ტო დავ­ტო­ვებ. მას უკვე საკ­მა­რი­სი პრობ­ლე­მე­ბი აქვს ცოლ­თან. ის (მე­გან მარ­კლი) სა­ში­ნე­ლი ადა­მი­ა­ნია", – აღ­ნიშ­ნა ტრამპმა.

ამავდრო­უ­ლად, რო­გორც New York Post-ი წერს, ტრამპმა კი­დევ ერთხელ გა­მო­ხა­ტა სიმ­პა­თია ჰა­რის უფ­რო­სი ძმის, პრინც უი­ლი­ა­მის მი­მართ და მას "მშვე­ნი­ე­რი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი“ უწო­და. ტრამპსა და უი­ლი­ამს პი­რა­დი შეხ­ვედ­რა ჰქონ­დათ პა­რიზ­ში, 2024 წლის დე­კემ­ბერ­ში, ნოტრ-და­მის აღ­დგე­ნი­ლი სა­კა­თედ­რო ტაძ­რის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე".

სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი და ჰერ­ცო­გი­ნია უკვე წლე­ბია ტრამ­პის ღია კრი­ტი­კო­სე­ბი არი­ან.. მე­გან მარ­კლმა ადრე მას "გამ­ყო­ფი ფი­გუ­რა“ და "მი­ზო­გი­ნი“ უწო­და, ხოლო ტრამპმა არა­ერ­თხელ დას­ცი­ნა ჰა­რის და თქვა, რომ "ცო­ლის მო­ნაა“. New York Post-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტრამ­პი ამ­ბობს: "მგო­ნია, რომ სა­წყა­ლი ჰარი მე­განს ცხვირ­წინ დაჰ­ყავს.“

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მემ­კვიდ­რე­ო­ბის ფონდმა ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნა ჰა­რის გულ­წრფე­ლო­ბა აშშ-ის ვი­ზის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში, რად­გან და­მა­ლა, რომ წარ­სულ­ში მო­იხ­მარ­და კო­კა­ინს, კა­ნაფ­სა და ფსი­ქოტ­რო­პულ ნივ­თი­ე­რე­ბებს.

ფონ­დის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ნაილ გარ­დი­ნერ­მა თქვა: "ყვე­ლა, ვინც აშშ-ის ვი­ზას იღებს, გა­ნა­ცხად­ში სი­მარ­თლეს უნდა წერ­დეს. ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ურ­კვე­ვე­ლია, მო­იქ­ცა თუ არა ასე პრინ­ცი ჰარი,“ – წერს New York Post.

ამა­ვე ფონ­დის გან­ცხა­დე­ბით, არ­სე­ბობს ეჭვი, რომ ჰა­რიმ ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­გან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მხარ­და­ჭე­რა მი­ი­ღო, რო­დე­საც 2020 წელს, ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში გა­და­სახ­ლდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"არ მინდა ამის გაკეთება, მას საკმარისი პრობლემები აქვს ცოლთან. მეგან მარკლი საშინელი ადამიანია" - დონალდ ტრამპი პრინც ჰარის დეპორტაციაზე

"არ მინდა ამის გაკეთება, მას საკმარისი პრობლემები აქვს ცოლთან. მეგან მარკლი  საშინელი ადამიანია" - დონალდ ტრამპი პრინც ჰარის დეპორტაციაზე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამორიცხავს პრინც ჰარის დეპორტაციას, მიუხედავად იმისა, რომ მის საემიგრაციო სტატუსთან დაკავშირებული სასამართლო დავა გრძელდება.

  • New York Post-თან მიცემულ ინტერვიუში, ტრამპმა განაცხადა, რომ არ სურს ჰარის წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯის გადადგმა. "არ მინდა ამის გაკეთება. მარტო დავტოვებ. მას უკვე საკმარისი პრობლემები აქვს ცოლთან. ის (მეგან მარკლი) საშინელი ადამიანია", – აღნიშნა ტრამპმა.

ამავდროულად, როგორც New York Post-ი წერს, ტრამპმა კიდევ ერთხელ გამოხატა სიმპათია ჰარის უფროსი ძმის, პრინც უილიამის მიმართ და მას "მშვენიერი ახალგაზრდა მამაკაცი“ უწოდა. ტრამპსა და უილიამს პირადი შეხვედრა ჰქონდათ პარიზში, 2024 წლის დეკემბერში, ნოტრ-დამის აღდგენილი საკათედრო ტაძრის გახსნის ცერემონიაზე".

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია უკვე წლებია ტრამპის ღია კრიტიკოსები არიან.. მეგან მარკლმა ადრე მას "გამყოფი ფიგურა“ და "მიზოგინი“ უწოდა, ხოლო ტრამპმა არაერთხელ დასცინა ჰარის და თქვა, რომ "ცოლის მონაა“. New York Post-ის ინფორმაციით, ტრამპი ამბობს: "მგონია, რომ საწყალი ჰარი მეგანს ცხვირწინ დაჰყავს.“

შეგახსენებთ, რომ მემკვიდრეობის ფონდმა ეჭვქვეშ დააყენა ჰარის გულწრფელობა აშშ-ის ვიზის მიღების პროცესში, რადგან დამალა, რომ წარსულში მოიხმარდა კოკაინს, კანაფსა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს.

ფონდის წარმომადგენელმა, ნაილ გარდინერმა თქვა: "ყველა, ვინც აშშ-ის ვიზას იღებს, განაცხადში სიმართლეს უნდა წერდეს. ჯერჯერობით გაურკვეველია, მოიქცა თუ არა ასე პრინცი ჰარი,“ – წერს New York Post.

ამავე ფონდის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ ჰარიმ ბაიდენის ადმინისტრაციისგან განსაკუთრებული მხარდაჭერა მიიღო, როდესაც 2020 წელს, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის დატოვების შემდეგ, მეუღლესთან ერთად კალიფორნიაში გადასახლდა.