მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო? - დოქტორი პიტერ ატია პასუხის ძიებაში
რა არის ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო? - დოქტორი პიტერ ატია პასუხის ძიებაში

ყვე­ლას გვსურს ხან­გრძლი­ვი და ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბა, რაც პირ­და­პირ კავ­შირ­შია ჯან­მრთე­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას­თან, თუმ­ცა რას ვა­კე­თებთ ამის­თვის?

კა­ნა­დელ-ამე­რი­კე­ლი ავ­ტო­რი, ექი­მი და მკვლე­ვა­რი, პი­ტერ ატია, რო­მელ­მაც თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის დიდი ნა­წი­ლი ხან­გრძლი­ვი სი­ცო­ცხლის სა­ი­დუმ­ლოს ამოხ­სნა­სა და მისი სა­მე­დი­ცი­ნო სა­წყი­სე­ბის შეს­წავ­ლას და­უთ­მო, გვი­ზი­ა­რებს, რო­გორ უნდა ავი­რი­დოთ თა­ვი­დან ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და რა არის პრე­ვენ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნა, რო­მე­ლიც და­ბე­რე­ბის ბი­ო­მარ­კე­რებს ეფუძ­ნე­ბა.

წიგნ­ში, ხან­გრძლი­ვი სი­ცო­ცხლე, რო­მე­ლიც ქარ­თულ ენა­ზეც არის გა­მო­ცე­მუ­ლი, დოქ­ტო­რი პი­ტერ ატია გვი­ამ­ბობს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ და კვლე­ვებ­ზე, მა­გა­ლი­თებ­სა და სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით გვაძ­ლევს რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რო­გორ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ჯან­მრთე­ლო­ბა.

პი­ტერ ატია 30 წლის ასაკ­ში მა­რა­თო­ნე­ლი მო­ცუ­რა­ვე იყო. მან კა­ტა­ლი­ნას არ­ხიც კი გა­და­ცუ­რა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს მის­დევ­და, საკ­მა­ოდ ახალ­გაზ­რდამ თან­და­თან აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ უკვე აღარ იყო ჯან­მრთე­ლი და გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბით ნა­ად­რე­ვი სიკ­ვდი­ლის გზას ადგა. ამის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბამ დღეგ­რძე­ლო­ბის სა­წყი­სე­ბის გა­აზ­რე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა: რო­გორ და რა­ტომ ვკვდე­ბით და რო­გორ შეგ­ვიძ­ლია გა­და­ვა­ვა­დოთ ან სუ­ლაც თა­ვი­დან ავი­რი­დოთ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე მეტი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზია, მათ შო­რი­საა გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბა, კიბო, ალ­ცჰა­ი­მე­რი და მე­ო­რე ტი­პის დი­ა­ბე­ტი. ხან­გრძლი­ვად და უკე­თე­სად ცხოვ­რე­ბის ამ ინო­ვა­ცი­უ­რი მა­ნი­ფეს­ტით, ხან­გრძლი­ვი სი­ცო­ცხლით ავ­ტო­რი ხსნის, თუ რო­გორ მი­იყ­ვა­ნა ამ მოგ­ზა­უ­რო­ბამ ჯან­მრთე­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბი­სა და მისი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­და­აზ­რე­ბამ­დე.

ეს წიგ­ნი შე­გიქ­მნით ახალ ხედ­ვას, მოგ­ცემთ მო­ტი­ვა­ცი­ას, ჯან­სა­ღი ჩვე­ვე­ბი და სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის გაფრ­თხი­ლე­ბა არა დის­კომ­ფორ­ტად, არა­მედ პრი­ვი­ლე­გი­ად და ცხოვ­რე­ბის ერ­თა­დერთ სწორ წე­სად აღიქ­ვათ.

დოქ­ტორ პი­ტერ ატი­ას პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა

პი­ტერ ატი­ას კვლე­ვებ­თან ერ­თად, სა­მე­დი­ცი­ნო პრაქ­ტი­კის გა­მოც­დი­ლე­ბაც აქვს. 2001-2006 წლებ­ში ის ბალ­ტი­მორ­ში მდე­ბა­რე ჯონს ჰო­პ­კინ­სის კლი­ნი­კა­ში ზო­გა­დი ქი­რურ­გი­ის რე­ზი­დენ­ტი იყო, თუმ­ცა კა­რი­ე­რა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აღარ გა­უგ­რძე­ლე­ბია. პა­რა­ლე­ლუ­რად ის ჩარ­თუ­ლი იყო მე­ლა­ნო­მას სამ­კურ­ნა­ლო იმუ­ნო­თე­რა­პი­ის კვლე­ვებ­ში.

რე­ზი­დენ­ტუ­რის პროგ­რა­მის შე­წყვე­ტის შემ­დეგ მან თა­ვი­სი პრაქ­ტი­კა მსხვილ სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნი­ა­ში McKinsey & Company-ში გა­აგ­რძე­ლა. ატი­ას საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­რო უკვე კორ­პო­რა­ცი­უ­ლი რის­კე­ბი და ჯან­დაც­ვა იყო. 2014 წელს თა­ვად და­ა­ფუძნა კლი­ნი­კა, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი იყო ხან­გრძლი­ვი სი­ცო­ცხლის მიღ­წე­ვა­ზე. ატი­ას მიდ­გო­მებ­მა ათა­სო­ბით ადა­მი­ანს შე­უც­ვა­ლა წარ­მოდ­გე­ნა ცხოვ­რე­ბის წეს­ზე.

დოქ­ტო­რი ატია არის ავ­ტო­რი ცნო­ბი­ლი ბლო­გის - „კვე­ბის აკა­დე­მია“, რო­მე­ლიც კვე­ბი­სა და ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას ეხე­ბა. ამას­თან, პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს მისი პოდ­კას­ტი The Peter Attia Drive, რო­მელ­შიც ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად მას­პინ­ძლობს სხვა­დას­ხვა სფე­როს ექ­სპერტს და მე­ტა­ბო­ლურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვებ­სა და დღეგ­რძე­ლი ცხოვ­რე­ბის „სა­ი­დუმ­ლო­ზე“ სა­უბ­რო­ბენ.

მისი წიგ­ნი - „ხან­გრძლი­ვი სი­ცო­ცხლე“ და­გეხ­მა­რე­ბათ ახა­ლი მიგ­ნე­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნა­სა და ჯან­სა­ღი ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ში.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

რა არის ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო? - დოქტორი პიტერ ატია პასუხის ძიებაში

რა არის ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო? - დოქტორი პიტერ ატია პასუხის ძიებაში

ყველას გვსურს ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრება, რაც პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობის შენარჩუნებასთან, თუმცა რას ვაკეთებთ ამისთვის?

კანადელ-ამერიკელი ავტორი, ექიმი და მკვლევარი, პიტერ ატია, რომელმაც თავისი საქმიანობის დიდი ნაწილი ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოს ამოხსნასა და მისი სამედიცინო საწყისების შესწავლას დაუთმო, გვიზიარებს, როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან ქრონიკული დაავადებები და რა არის პრევენციული მედიცინა, რომელიც დაბერების ბიომარკერებს ეფუძნება.

წიგნში, ხანგრძლივი სიცოცხლე, რომელიც ქართულ ენაზეც არის გამოცემული, დოქტორი პიტერ ატია გვიამბობს თავისი ცხოვრების შესახებ და კვლევებზე, მაგალითებსა და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გვაძლევს რეკომენდაციებს, როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა.

პიტერ ატია 30 წლის ასაკში მარათონელი მოცურავე იყო. მან კატალინას არხიც კი გადაცურა. მიუხედავად იმისა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევდა, საკმაოდ ახალგაზრდამ თანდათან აღმოაჩინა, რომ უკვე აღარ იყო ჯანმრთელი და გულის დაავადებით ნაადრევი სიკვდილის გზას ადგა. ამის გაცნობიერებამ დღეგრძელობის საწყისების გააზრებამდე მიიყვანა: როგორ და რატომ ვკვდებით და როგორ შეგვიძლია გადავავადოთ ან სულაც თავიდან ავირიდოთ ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ყველაზე მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზია, მათ შორისაა გულის დაავადება, კიბო, ალცჰაიმერი და მეორე ტიპის დიაბეტი. ხანგრძლივად და უკეთესად ცხოვრების ამ ინოვაციური მანიფესტით, ხანგრძლივი სიცოცხლით ავტორი ხსნის, თუ როგორ მიიყვანა ამ მოგზაურობამ ჯანმრთელობის მნიშვნელობისა და მისი შენარჩუნების საშუალებების გადააზრებამდე.

ეს წიგნი შეგიქმნით ახალ ხედვას, მოგცემთ მოტივაციას, ჯანსაღი ჩვევები და საკუთარი ჯანმრთელობის გაფრთხილება არა დისკომფორტად, არამედ პრივილეგიად და ცხოვრების ერთადერთ სწორ წესად აღიქვათ.

დოქტორ პიტერ ატიას პროფესიული გამოცდილება

პიტერ ატიას კვლევებთან ერთად, სამედიცინო პრაქტიკის გამოცდილებაც აქვს. 2001-2006 წლებში ის ბალტიმორში მდებარე ჯონს ჰოპკინსის კლინიკაში ზოგადი ქირურგიის რეზიდენტი იყო, თუმცა კარიერა ამ მიმართულებით აღარ გაუგრძელებია. პარალელურად ის ჩართული იყო მელანომას სამკურნალო იმუნოთერაპიის კვლევებში.

რეზიდენტურის პროგრამის შეწყვეტის შემდეგ მან თავისი პრაქტიკა მსხვილ საკონსულტაციო კომპანიაში McKinsey & Company-ში გააგრძელა. ატიას საქმიანობის სფერო უკვე კორპორაციული რისკები და ჯანდაცვა იყო. 2014 წელს თავად დააფუძნა კლინიკა, რომელიც სპეციალიზებული იყო ხანგრძლივი სიცოცხლის მიღწევაზე. ატიას მიდგომებმა ათასობით ადამიანს შეუცვალა წარმოდგენა ცხოვრების წესზე.

დოქტორი ატია არის ავტორი ცნობილი ბლოგის - „კვების აკადემია“, რომელიც კვებისა და ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობას ეხება. ამასთან, პოპულარობით სარგებლობს მისი პოდკასტი The Peter Attia Drive, რომელშიც ყოველკვირეულად მასპინძლობს სხვადასხვა სფეროს ექსპერტს და მეტაბოლურ ჯანმრთელობაზე, სამედიცინო კვლევებსა და დღეგრძელი ცხოვრების „საიდუმლოზე“ საუბრობენ.

მისი წიგნი - „ხანგრძლივი სიცოცხლე“ დაგეხმარებათ ახალი მიგნებების აღმოჩენასა და ჯანსაღი ჩვევების გამომუშავებაში.

R