კონფლიქტები
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ვაპირებ მოსამართლეს ვუთხრა, რომ მირჩევნია პატიმრობა შემიფარდონ, ვიდრე 5 000 ლარი გადავიხადო - ბევრს არ აქვს ამხელა შემოსავალი“ - პაატა მანჯგალაძე
“ვაპირებ მოსამართლეს ვუთხრა, რომ მირჩევნია პატიმრობა შემიფარდონ, ვიდრე 5 000 ლარი გადავიხადო - ბევრს არ აქვს ამხელა შემოსავალი“ - პაატა მანჯგალაძე

“ზოგს ჰგო­ნია, რომ ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნია და თუ უნდა, გა­ხა­რი­ას გუნ­დმა თა­ვის თავ­ზე მი­ი­ღოს: ფიქ­რო­ბენ, სხვა ოპო­ზი­ცია შე­ი­წყვეტს მან­და­ტებს, პო­ლი­ტი­კუ­რი სცე­ნი­დან გავ­ლენ და ბურ­თი და მო­ე­და­ნი დაგ­ვრჩე­ბაო - არა, მე­გობ­რე­ბო, ყვე­ლა ერთ ნავ­ში ვართ - ეს ხალ­ხი რე­ა­ლო­ბა­საა აც­დე­ნი­ლი“, - ამის შე­სა­ხებ “სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა “დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, “კარ­გად არ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა“, რო­დე­საც ერთი მხრივ ამ­ბობ, რომ პარ­ლა­მენ­ტი არა­ლე­გი­ტი­მუ­რია, მე­ო­რე მხრივ კი “პარ­ლა­მენ­ტში თბი­ლად ზი­ხარ“.

“და­სა­ფა­სე­ბე­ლია იმ ხალ­ხის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ვინც გან­ცხა­დე­ბე­ბი და­წე­რა. გა­მო­მიც­დია, ეს რამ­ხე­ლა წნე­ხია. ხალ­ხი 100 და 200 ლა­რად ყი­დის არ­ჩე­ვანს, ამ ხალ­ხმა კი, ვი­საც შე­ეძ­ლო 4 წელი, გაზ­რდი­ლი ბი­უ­ჯე­ტის პი­რო­ბებ­ში ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ­ზე მეტი აეღო, სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის უარი თქვა. ეს არა­ფერს ნიშ­ნავს და არ შე­ვიმ­ჩნი­ოთ, ასე არაა. მარ­თლა და­სა­ფა­სე­ბე­ლია, ამ ხალ­ხის ქმე­დე­ბა, ვინც გან­ცხა­დე­ბა და­წე­რა.

თა­ვის თავ­თან მო­დი­ხარ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში - ამ­ბობ, რომ პარ­ლა­მენ­ტი არ არის ლე­გი­ტი­მუ­რი; ამ­ბობ, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბი უნდა გა­ი­ზარ­დოს, ქვეყ­ნის შიგ­ნით კი ზე­წო­ლა და ამ დროს, თბი­ლად ზი­ხარ პარ­ლა­მენ­ტში. ეს კარ­გად არ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ზოგს ჰგო­ნია, რომ ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნია (თუ უნდა, გა­ხა­რი­ას გუნ­დმა თა­ვის თავ­ზე მი­ი­ღოს) - ფიქ­რო­ბენ, სხვა ოპო­ზი­ცია შე­ი­წყვეტს მან­და­ტებს, პო­ლი­ტი­კუ­რი სცე­ნი­დან გავ­ლენ და ბურ­თი და მო­ე­და­ნი დაგ­ვრჩე­ბა. არა, მე­გობ­რე­ბო. ყვე­ლა ერთ ნავ­ში ვართ. მთე­ლი პო­ლი­ტი­კა გა­უქ­მდა. იმა­ზე არაა ლა­პა­რა­კი, რომ რო­მე­ლი­მე გუნ­დი გა­დარ­ჩე­ბა. გი­ორ­გი ვა­შა­ძე­მაც მოჰ­ყვა, რომ ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რებს ერ­თი­ა­ნად უნდა ესა­უბ­რათ ხალ­ხთან და იქაც კი არ დაჯ­და ზო­გი­ერ­თი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. მგო­ნი, ეს ხალ­ხი რე­ა­ლო­ბა­საა აც­დე­ნი­ლი [გა­ხა­რი­ას პარ­ტია]. ჰგო­ნი­ათ, რომ ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნე­ბი არი­ან, კარ­გად იქ­ცე­ვი­ან, ამ კრიზს რა­ღაც­ნა­ი­რად გა­და­ა­გო­რე­ბენ, ჩა­ი­რე­ცხე­ბა და­ნარ­ჩე­ნი ოპო­ზი­ცია და თვი­თონ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მოვ­ლენ. ასე­თი რამ არ ხდე­ბა. ყვე­ლა, ვინც პრინ­ცი­პუ­ლია და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მტე­რია. ვინც სა­კუ­თა­რი აზ­რის ქო­ნა­შია შემ­ჩნე­უ­ლი, ყვე­ლა არის მტე­რი რე­ჟი­მის­თვის. ამი­ტომ, თუ ბი­ძი­ნას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას აპი­რებთ, რას თა­მა­შობთ, პირ­და­პირ თქვით, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე­თო. თუ ხალ­ხის მხა­რეს არი­ან და 6 თვე პარ­ლა­მენ­ტში არ მივ­ლენ, გაც­დე­ნე­ბის გამო ისე­დაც შე­უ­წყვეტს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ [მან­და­ტებს] და მა­ინც მოგ­ვი­წევს ყვე­ლას ერ­თად დაჯ­დო­მა. ახლა რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ას კი არ ებ­რძვი­ან, არა­მედ ებ­რძვი­ან ყვე­ლას, ვინც შემ­ჩნე­უ­ლია სა­კუ­თა­რი აზ­რის, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის და პრინ­ცი­პე­ბის ქო­ნა­ში“, - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძემ.

  • მან მიმ­დი­ნა­რე პრო­ტესტზე სა­უბ­რი­სას აქ­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის, მათ შო­რის პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მი­მართ და­კის­რე­ბულ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სახ­დე­ლებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა და გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, მას 5-ათას ლა­რი­ა­ნი გი­რაო და­ე­კის­რე­ბა, რის სა­ნაც­ვლო­დაც აპი­რებს, მო­სა­მარ­თლეს ალ­ტერ­ნა­ტი­ვად პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბა სთხო­ვოს.

“17 ნო­ემ­ბრის საქ­მე­ზე მაქვს [სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი], ასე­ვე, 5 იან­ვრის საქ­მე­ზე - რაც სა­ში­შია, 5 ათას ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მაა. ვა­პი­რებ, მო­სა­მარ­თლეს ვუ­თხრა და ჩემ ირ­გვლი­ვაც ბევ­რს არ აქვს იმ­ხე­ლა შე­მო­სა­ვა­ლი, რომ 5 ათა­სი ლარი გა­და­ი­ხა­დოს. ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ­სე­ბობს პა­ტიმ­რო­ბა. მირ­ჩევ­ნია [ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი] პა­ტიმ­რო­ბა შე­მი­ფარ­დონ, ვიდ­რე 5 ათა­სი ლარი გა­და­ვი­ხა­დო. თუმ­ცა ამის გამო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ უნდა შევ­წყვი­ტოთ. დიდი წნე­ხია ადა­მი­ა­ნებ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და მან­ჯგა­ლა­ძემ.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

“ვაპირებ მოსამართლეს ვუთხრა, რომ მირჩევნია პატიმრობა შემიფარდონ, ვიდრე 5 000 ლარი გადავიხადო - ბევრს არ აქვს ამხელა შემოსავალი“ - პაატა მანჯგალაძე

“ვაპირებ მოსამართლეს ვუთხრა, რომ მირჩევნია პატიმრობა შემიფარდონ, ვიდრე 5 000 ლარი გადავიხადო - ბევრს არ აქვს ამხელა შემოსავალი“ - პაატა მანჯგალაძე

“ზოგს ჰგონია, რომ ძალიან ჭკვიანია და თუ უნდა, გახარიას გუნდმა თავის თავზე მიიღოს: ფიქრობენ, სხვა ოპოზიცია შეიწყვეტს მანდატებს, პოლიტიკური სცენიდან გავლენ და ბურთი და მოედანი დაგვრჩებაო - არა, მეგობრებო, ყველა ერთ ნავში ვართ - ეს ხალხი რეალობასაა აცდენილი“, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, “კარგად არ გამოიყურება“, როდესაც ერთი მხრივ ამბობ, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია, მეორე მხრივ კი “პარლამენტში თბილად ზიხარ“.

“დასაფასებელია იმ ხალხის გადაწყვეტილება, ვინც განცხადებები დაწერა. გამომიცდია, ეს რამხელა წნეხია. ხალხი 100 და 200 ლარად ყიდის არჩევანს, ამ ხალხმა კი, ვისაც შეეძლო 4 წელი, გაზრდილი ბიუჯეტის პირობებში ნახევარ მილიონზე მეტი აეღო, საქართველოს ინტერესებისთვის უარი თქვა. ეს არაფერს ნიშნავს და არ შევიმჩნიოთ, ასე არაა. მართლა დასაფასებელია, ამ ხალხის ქმედება, ვინც განცხადება დაწერა.

თავის თავთან მოდიხარ წინააღმდეგობაში - ამბობ, რომ პარლამენტი არ არის ლეგიტიმური; ამბობ, რომ საერთაშორისო სანქციები უნდა გაიზარდოს, ქვეყნის შიგნით კი ზეწოლა და ამ დროს, თბილად ზიხარ პარლამენტში. ეს კარგად არ გამოიყურება. ზოგს ჰგონია, რომ ძალიან ჭკვიანია (თუ უნდა, გახარიას გუნდმა თავის თავზე მიიღოს) - ფიქრობენ, სხვა ოპოზიცია შეიწყვეტს მანდატებს, პოლიტიკური სცენიდან გავლენ და ბურთი და მოედანი დაგვრჩება. არა, მეგობრებო. ყველა ერთ ნავში ვართ. მთელი პოლიტიკა გაუქმდა. იმაზე არაა ლაპარაკი, რომ რომელიმე გუნდი გადარჩება. გიორგი ვაშაძემაც მოჰყვა, რომ ოპოზიციის ლიდერებს ერთიანად უნდა ესაუბრათ ხალხთან და იქაც კი არ დაჯდა ზოგიერთი პარტიის წარმომადგენელი. მგონი, ეს ხალხი რეალობასაა აცდენილი [გახარიას პარტია]. ჰგონიათ, რომ ძალიან ჭკვიანები არიან, კარგად იქცევიან, ამ კრიზს რაღაცნაირად გადააგორებენ, ჩაირეცხება დანარჩენი ოპოზიცია და თვითონ გამარჯვებული გამოვლენ. ასეთი რამ არ ხდება. ყველა, ვინც პრინციპულია და ღირებულებებით იღებს გადაწყვეტილებას, ბიძინა ივანიშვილის მტერია. ვინც საკუთარი აზრის ქონაშია შემჩნეული, ყველა არის მტერი რეჟიმისთვის. ამიტომ, თუ ბიძინასთან თანამშრომლობას აპირებთ, რას თამაშობთ, პირდაპირ თქვით, ეს გადაწყვეტილება მივიღეთო. თუ ხალხის მხარეს არიან და 6 თვე პარლამენტში არ მივლენ, გაცდენების გამო ისედაც შეუწყვეტს “ქართული ოცნება“ [მანდატებს] და მაინც მოგვიწევს ყველას ერთად დაჯდომა. ახლა რომელიმე პარტიას კი არ ებრძვიან, არამედ ებრძვიან ყველას, ვინც შემჩნეულია საკუთარი აზრის, ღირებულებების და პრინციპების ქონაში“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

  • მან მიმდინარე პროტესტზე საუბრისას აქციების მონაწილეების, მათ შორის პოლიტიკოსების მიმართ დაკისრებულ ადმინისტრაციულ სახდელებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ სავარაუდოდ, მას 5-ათას ლარიანი გირაო დაეკისრება, რის სანაცვლოდაც აპირებს, მოსამართლეს ალტერნატივად პატიმრობის შეფარდება სთხოვოს.

“17 ნოემბრის საქმეზე მაქვს [სასამართლო პროცესი], ასევე, 5 იანვრის საქმეზე - რაც საშიშია, 5 ათას ლარიანი ჯარიმაა. ვაპირებ, მოსამართლეს ვუთხრა და ჩემ ირგვლივაც ბევრს არ აქვს იმხელა შემოსავალი, რომ 5 ათასი ლარი გადაიხადოს. ალტერნატივა არსებობს პატიმრობა. მირჩევნია [ადმინისტრაციული] პატიმრობა შემიფარდონ, ვიდრე 5 ათასი ლარი გადავიხადო. თუმცა ამის გამო წინააღმდეგობა არ უნდა შევწყვიტოთ. დიდი წნეხია ადამიანებზე“, - განაცხადა მანჯგალაძემ.