მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საია - “ოცნება“ პროტესტის ჩახშობას რეპრესიული კანონების მიღებით ცდილობს“
საია - “ოცნება“ პროტესტის ჩახშობას რეპრესიული კანონების მიღებით ცდილობს“

“სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ პრო­ტეს­ტის ჩახ­შო­ბას რეპ­რე­სი­უ­ლი კა­ნო­ნე­ბის მი­ღე­ბით ცდი­ლობს“, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის შე­ფა­სე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

  • ამას­თან, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­მო­ხილ­ვა­ში ხაზ­გას­მუ­ლია, რომ “შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ” კა­ნონ­ში ინი­ცი­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი არ­სე­ბი­თად კვეცს ადა­მი­ა­ნე­ბის შეკ­რე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბებს.

“აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მთე­ლი რიგი ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას უკავ­შირ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა სა­ფუძ­ვლად და­ე­დოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვას. ცვლი­ლე­ბე­ბი ამ კო­დექსშიც შე­დის, რაც კი­დევ უფრო ასუს­ტებს ამ ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბის დაც­ვის გა­რან­ტი­ებს. სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი ეხე­ბა შემ­დეგ სა­კი­თხებს: შეკ­რე­ბა/მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა: ძველ რე­დაქ­ცი­ა­ში “მარ­წმუ­ნე­ბე­ლი“ მხო­ლოდ შეკ­რე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რია, ხოლო “რწმუ­ნე­ბუ­ლი“ - ამ ინი­ცი­ა­ტო­რის მიერ სპე­ცი­ა­ლუ­რად უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პირი. სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბით, ეს ტერ­მი­ნე­ბი უქ­მდე­ბა და ნაც­ვლდე­ბა შემ­დე­გით: “ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი” და “პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირი”. “ორ­გა­ნი­ზა­ტო­რად“ ცხად­დე­ბა არა მხო­ლოდ ინი­ცი­ა­ტო­რი, არა­მედ ნე­ბის­მი­ე­რი პირი, ვინც “ხელ­მძღვა­ნე­ლობს ან/და სხვაგ­ვა­რად ორ­გა­ნი­ზე­ბას უწევს“ შეკ­რე­ბას, ხოლო “პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირი“ შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს ნე­ბის­მი­ე­რი პირი, ვინც შეკ­რე­ბის პრო­ცეს­ში რა­ი­მე სა­ხის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რულ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა. ეს ნიშ­ნავს, რომ შეკ­რე­ბის ნე­ბის­მი­ერ აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლეს შე­იძ­ლე­ბა და­ა­კის­რონ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, თუნ­დაც ის ოფი­ცი­ა­ლუ­რად ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი არ იყოს. ასეთ­მა ბუნ­დო­ვან­მა და ფარ­თოდ ინ­ტერპრე­ტი­რე­ბად­მა ცვლი­ლე­ბებ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­ზარ­დოს შეკ­რე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი­სა და აქ­ტი­ვის­ტე­ბის მი­მართ ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის საფრ­თხე. ამას­თა­ნა­ვე, ახა­ლი რე­დაქ­ცია “პა­სუ­ხის­მგე­ბელ პირს” აკის­რებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას აქ­ცი­ის ჩა­სა­ტა­რებ­ლად ხელ­მო­წე­რი­ლი გაფრ­თხი­ლე­ბა შე­ი­ტა­ნოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის აღ­მას­რუ­ლე­ბელ ორ­გა­ნო­ში შეკ­რე­ბის/მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ. ამას­თა­ნა­ვე, გაფრ­თხი­ლე­ბი­დან უახ­ლო­ე­სი 15 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ვალ­დე­ბუ­ლია მო­უ­წო­დოს შეკ­რე­ბის ან მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს და მი­მარ­თოს ყვე­ლა გო­ნივ­რულ ქმე­დე­ბას, რათა გა­იხ­სნას ტრან­სპორ­ტის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი, აღ­დგეს ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა ან/და გან­ხორ­ცი­ელ­დეს დრო­ე­ბი­თი კონ­სტრუქ­ცი­ის დე­მონ­ტა­ჟი, აგ­რეთ­ვე შე­სა­ბა­მი­სი გაფრ­თხი­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ დრო­ე­ბი­თი კონ­სტრუქ­ცი­ის მე­სა­კუთ­რე, კა­ნო­ნი­ე­რი მფლო­ბე­ლი ან შეკ­რე­ბის ან მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი მო­ნა­წი­ლე ვალ­დე­ბუ­ლია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს დრო­ე­ბი­თი კონ­სტრუქ­ცი­ის დე­მონ­ტა­ჟი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­ფა­სე­ბით, კა­ნონ­შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ცეს­ში სა­გა­მო­ნაკ­ლი­სო პრო­ცე­დუ­რე­ბის არა­მიზ­ნობ­რი­ვად გა­მო­ყე­ნე­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფოს და სა­მარ­თლებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის პრინ­ცი­პებს მნიშ­ვნე­ლო­ვან ზი­ანს აყე­ნებს.

“აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ეს ცვლი­ლე­ბე­ბიც დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გა­ნი­ხი­ლე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, კა­ნონპ­რო­ექტთა დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გან­ხილ­ვა და მი­ღე­ბა გუ­ლის­ხმობს მათ დამ­ტკი­ცე­ბას პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მე­ბის 1 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში. თუმ­ცა იგი კა­ნონ­შე­მოქ­მე­დე­ბის პრო­ცე­სის მხო­ლოდ პრო­ცე­დუ­რუ­ლი დე­ტა­ლი არაა. ამ წე­სით სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა­თა გან­ხილ­ვის რო­გორც რა­ო­დე­ნობ­რი­ვი, ასე­ვე ში­ნა­არ­სობ­რი­ვი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი დე­ლი­ბე­რა­ცი­უ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის ხა­რის­ხის არ­სე­ბი­თი ინ­დი­კა­ტო­რია. და­გეგ­მი­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის სიღ­რმი­სე­უ­ლი გან­ხილ­ვა, მას­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ღა­ლი ჩარ­თუ­ლო­ბა და მათი მხრი­დან კა­ნო­ნე­ბის ში­ნა­არსზე ზე­გავ­ლე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა მათ ლე­გი­ტი­მა­ცი­ა­სა და ხა­რისხზე. კა­ნონ­შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ცეს­ში სა­გა­მო­ნაკ­ლი­სო პრო­ცე­დუ­რე­ბის არა­მიზ­ნობ­რი­ვად გა­მო­ყე­ნე­ბა კი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფოს და სა­მარ­თლებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის პრინ­ცი­პებს მნიშ­ვნე­ლო­ვან ზი­ანს აყე­ნებს. შეკ­რე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ასე­ვე დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით შე­ვი­და ძა­ლა­ში 2024 წლის დე­კემ­ბერ­ში“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია საია-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­ფა­სე­ბა სრუ­ლად იხი­ლეთ აქ

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

საია - “ოცნება“ პროტესტის ჩახშობას რეპრესიული კანონების მიღებით ცდილობს“

საია - “ოცნება“ პროტესტის ჩახშობას რეპრესიული კანონების მიღებით ცდილობს“

“საქართველოს მასშტაბით მიმდინარე აქციების ფონზე, “ქართული ოცნება“ პროტესტის ჩახშობას რეპრესიული კანონების მიღებით ცდილობს“, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებაშია აღნიშნული.

  • ამასთან, ორგანიზაციის მიმოხილვაში ხაზგასმულია, რომ “შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ” კანონში ინიცირებული ცვლილებები არსებითად კვეცს ადამიანების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს.

“აღსანიშნავია, რომ მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც შეკრებისა და მანიფესტაციის წესების დარღვევას უკავშირდება, შეიძლება საფუძვლად დაედოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ცვლილებები ამ კოდექსშიც შედის, რაც კიდევ უფრო ასუსტებს ამ ფუნდამენტური უფლების დაცვის გარანტიებს. საკანონმდებლო ცვლილებები ეხება შემდეგ საკითხებს: შეკრება/მანიფესტაციების ორგანიზატორის პასუხისმგებლობა: ძველ რედაქციაში “მარწმუნებელი“ მხოლოდ შეკრების ინიციატორია, ხოლო “რწმუნებული“ - ამ ინიციატორის მიერ სპეციალურად უფლებამოსილი პირი. საკანონმდებლო ცვლილებით, ეს ტერმინები უქმდება და ნაცვლდება შემდეგით: “ორგანიზატორი” და “პასუხისმგებელი პირი”. “ორგანიზატორად“ ცხადდება არა მხოლოდ ინიციატორი, არამედ ნებისმიერი პირი, ვინც “ხელმძღვანელობს ან/და სხვაგვარად ორგანიზებას უწევს“ შეკრებას, ხოლო “პასუხისმგებელი პირი“ შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი პირი, ვინც შეკრების პროცესში რაიმე სახის ორგანიზატორულ საქმიანობას ეწევა. ეს ნიშნავს, რომ შეკრების ნებისმიერ აქტიურ მონაწილეს შეიძლება დააკისრონ პასუხისმგებლობა, თუნდაც ის ოფიციალურად ორგანიზატორი არ იყოს. ასეთმა ბუნდოვანმა და ფართოდ ინტერპრეტირებადმა ცვლილებებმა შეიძლება გაზარდოს შეკრებების ორგანიზატორებისა და აქტივისტების მიმართ ბოროტად გამოყენებული სამართლებრივი დევნის საფრთხე. ამასთანავე, ახალი რედაქცია “პასუხისმგებელ პირს” აკისრებს ვალდებულებას აქციის ჩასატარებლად ხელმოწერილი გაფრთხილება შეიტანოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში შეკრების/მანიფესტაციის ჩატარების შესახებ. ამასთანავე, გაფრთხილებიდან უახლოესი 15 წუთის განმავლობაში ორგანიზატორი ვალდებულია მოუწოდოს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს და მიმართოს ყველა გონივრულ ქმედებას, რათა გაიხსნას ტრანსპორტის სავალი ნაწილი, აღდგეს ტრანსპორტის მოძრაობა ან/და განხორციელდეს დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟი, აგრეთვე შესაბამისი გაფრთხილების მიღების შემდეგ დროებითი კონსტრუქციის მესაკუთრე, კანონიერი მფლობელი ან შეკრების ან მანიფესტაციის შესაბამისი მონაწილე ვალდებულია განახორციელოს დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

  • ორგანიზაციის შეფასებით, კანონშემოქმედებით პროცესში საგამონაკლისო პროცედურების არამიზნობრივად გამოყენება სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.

“აღსანიშნავია, რომ შეკრების თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ეს ცვლილებებიც დაჩქარებული წესით განიხილება. საქართველოს კანონმდებლობით, კანონპროექტთა დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება გულისხმობს მათ დამტკიცებას პლენარული სხდომების 1 კვირის განმავლობაში. თუმცა იგი კანონშემოქმედების პროცესის მხოლოდ პროცედურული დეტალი არაა. ამ წესით საკანონმდებლო ინიციატივათა განხილვის როგორც რაოდენობრივი, ასევე შინაარსობრივი მაჩვენებელი დელიბერაციული დემოკრატიის ხარისხის არსებითი ინდიკატორია. დაგეგმილი საკანონმდებლო რეგულაციების სიღრმისეული განხილვა, მასში საზოგადოების მაღალი ჩართულობა და მათი მხრიდან კანონების შინაარსზე ზეგავლენის შესაძლებლობა პირდაპირ აისახება მათ ლეგიტიმაციასა და ხარისხზე. კანონშემოქმედებით პროცესში საგამონაკლისო პროცედურების არამიზნობრივად გამოყენება კი სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. შეკრებისა და გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული ცვლილებები ასევე დაჩქარებული წესით შევიდა ძალაში 2024 წლის დეკემბერში“,-აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.

შეფასება სრულად იხილეთ აქ