სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარ კორძაია პოლიტიკიდან მიდის - რას წერს ყოფილი პოლიტიკოსი
თამარ კორძაია პოლიტიკიდან მიდის - რას წერს ყოფილი პოლიტიკოსი

თა­მარ კორ­ძა­ია პო­ლი­ტი­კი­დან მი­დის. ამის შე­სა­ხებ ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს. კორ­ძა­ი­ას თქმით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რთუ­ლია და იცის, რომ არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბა მოჰ­ყვე­ბა, თუმ­ცა გა­სა­გე­ბია.

"მინ­და სა­ჯა­როდ გა­ვა­კე­თო გან­მარ­ტე­ბა ჩემს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ - მივ­დი­ვარ პო­ლი­ტი­კი­დან.

2013 წელს და­ვი­წყე პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა და ეს იყო ჩემი ცხოვ­რე­ბის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პე­რი­ო­დი. მუდ­მი­ვად ვცდი­ლობ­დი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი. ზოგ­ჯერ გა­მომ­დი­ო­და, ზოგ­ჯერ - არა. მაგ­რამ ერთი რამე ნამ­დვი­ლად შე­მიძ­ლია და­ბე­ჯი­თე­ბით ვთქვა, ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამ სამი მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბით იყო ნა­კარ­ნა­ხე­ვი. ბევ­რი კრი­ტი­კა მი­მი­ღია, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­ინც თა­ნად­გო­მა და მხარ­და­ჭე­რა მახ­სოვს და მად­ლო­ბა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ამას მაგ­რძნო­ბი­ნებ­და.

მად­ლო­ბა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვის­თან ერ­თა­დაც ვიბ­რძო­დი. ცხოვ­რე­ბა ღირს ამ გა­მოც­დი­ლე­ბად. საკ­მა­ოდ ბევ­რი ფიქ­რის შემ­დეგ მი­ვე­დი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე, რომ შევ­წყვი­ტო პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა. რთუ­ლია, ვიცი ამა­საც არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბა მოჰ­ყვე­ბა, ესეც გა­სა­გე­ბია.

ვრჩე­ბი აქ­ტი­ურ მო­ქა­ლა­ქედ და ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის მებ­რძოლ ადა­მი­ა­ნად", - წერს კორ­ძა­ია "ფე­ის­ბუქ­ზე".

თა­მარ კორ­ძა­ია 2024 წლის 26 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე "ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სიით იყ­რი­და კენ­ჭს.

ცეს­კოს შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მის თა­ნახ­მად, 2024 წლის 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად „ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ 16 მან­და­ტი მო­ი­პო­ვა. თა­მარ კორ­ძა­ი­ას, ისე­ვე რო­გორც გა­ერ­თი­ა­ნე­ბის და­ნარ­ჩენ წევ­რებს, პი­რა­დი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სა­დე­პუ­ტა­ტო მან­და­ტი შე­უ­წყდათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

თამარ კორძაია პოლიტიკიდან მიდის - რას წერს ყოფილი პოლიტიკოსი

თამარ კორძაია პოლიტიკიდან მიდის - რას წერს ყოფილი პოლიტიკოსი

თამარ კორძაია პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. კორძაიას თქმით, გადაწყვეტილება რთულია და იცის, რომ არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვება, თუმცა გასაგებია.

"მინდა საჯაროდ გავაკეთო განმარტება ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ - მივდივარ პოლიტიკიდან.

2013 წელს დავიწყე პოლიტიკური საქმიანობა და ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო პერიოდი. მუდმივად ვცდილობდი ვყოფილიყავი ქვეყნის ინტერესების, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების დამცველი. ზოგჯერ გამომდიოდა, ზოგჯერ - არა. მაგრამ ერთი რამე ნამდვილად შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, ყველა გადაწყვეტილება ამ სამი მთავარი ღირებულებით იყო ნაკარნახევი. ბევრი კრიტიკა მიმიღია, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც თანადგომა და მხარდაჭერა მახსოვს და მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამას მაგრძნობინებდა.

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ვიბრძოდი. ცხოვრება ღირს ამ გამოცდილებად. საკმაოდ ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ შევწყვიტო პოლიტიკური საქმიანობა. რთულია, ვიცი ამასაც არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვება, ესეც გასაგებია.

ვრჩები აქტიურ მოქალაქედ და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ადამიანად", - წერს კორძაია "ფეისბუქზე".

თამარ კორძაია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" სიით იყრიდა კენჭს.

ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ 16 მანდატი მოიპოვა. თამარ კორძაიას, ისევე როგორც გაერთიანების დანარჩენ წევრებს, პირადი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო მანდატი შეუწყდათ