მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“პოლიციელმა ქუდი მომაძრო და შემდეგ სახეში მესროლა, მკითხა რატომ ვიმყოფებოდი აქციაზე“ - მზია ამაღლობელის მხარდასაჭერ აქციაზე დაკავებული სტუდენტი
“პოლიციელმა ქუდი მომაძრო და შემდეგ სახეში მესროლა, მკითხა რატომ ვიმყოფებოდი აქციაზე“ - მზია ამაღლობელის მხარდასაჭერ აქციაზე დაკავებული სტუდენტი

“პო­ლი­ცი­ელ­მა ქუდი მო­მაძ­რო და შემ­დეგ სა­ხე­ში მეს­რო­ლა. მკი­თხა, რა­ტომ ვიმ­ყო­ფე­ბო­დი აქ­ცი­ა­ზე“, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლისტ მზია ამაღ­ლო­ბე­ლის მხარ­და­სა­ჭერ აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბულ­მა, სტუ­დენ­ტმა ნუგ­ზარ გოგ­ბე­რაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მან სხდო­მის და­წყე­ბამ­დე მე­დი­ას­თან აღ­ნიშ­ნა, 4 თე­ბერ­ვალს, პარ­ლა­მენ­ტთან, მო­შიმ­ში­ლე ჟურ­ნა­ლის­ტის, მზია ამაღ­ლო­ბე­ლის მხარ­და­სა­ჭერ აქ­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც პო­ლი­ცი­ამ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ა­კა­ვა და პო­ლი­ცი­ი­სად­მი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას ედა­ვე­ბი­ან.

“აქ­ცი­ა­ზე აბ­სო­ლუ­ტუ­რად მშვი­დო­ბი­ა­ნად ვიმ­ყო­ფე­ბო­დი. აქ­ცი­ა­ზე მყოფ­თა უმე­ტე­სო­ბას ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი წარ­მო­ად­გენ­დნენ და და­ახ­ლო­ე­ბით 20-მდე ვი­ყა­ვით სა­მო­ქა­ლა­ქო პირი. მას შემ­დეგ, რაც პო­ლი­ცი­ამ მოგ­ვი­წო­და გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვით სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან, გა­და­ვე­დით. ამის შემ­დეგ უკვე ტრო­ტუ­არ­ზე ვართ და პო­ლი­ცი­ამ შექ­მნა ალყა. ორი­ვე მხრი­დან, ურ­თი­ერ­თსა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით ჭყლე­ტა იყო და ამ დროს ნიღ­ბი­ა­ნი პირი შე­მო­დის და მი­ტა­ცებს. ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ მე არ ვიმ­ყო­ფე­ბო­დი ტრო­ტუ­არ­ზე და რომ გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­მეძ­ლო იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც მი­მი­თი­თებ­დნენ. ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, ყვე­ლა კადრში ჩანს, რომ ჭყლე­ტა იყო გა­და­ად­გი­ლე­ბა არ შე­მეძ­ლო. აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და პარ­ლა­მენ­ტის გვერ­დი­თა შე­სას­ვლელ­თან, ტრო­ტუ­არ­ზე. პო­ლი­ცი­ის მხრი­დან ძა­ლა­დო­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია, თუმ­ცა იყო ცი­ნი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, არა­კო­რექ­ტუ­ლი სა­უ­ბა­რი არა უშუ­ა­ლოდ დამ­კა­ვებ­ლის­გან, არა­მედ სხვა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან, მათ­გან იყო ასე­თი შე­ძა­ხი­ლე­ბი. მათ ნი­ღა­ბი არ ეკე­თათ. ამის შემ­დგომ გა­და­მიყ­ვა­ნეს თეთრ ავ­ტო­ბუს­ში, იქაც იყო მცი­რე­დი სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა. ასე­ვე, ქუდი მეს­რო­ლა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ერთ-ერ­თმა დამ­კა­ვე­ბელ­მა. ჩემი ქუდი იყო, რო­მე­ლიც მეს­რო­ლა. ანუ ქუდი მო­მაძ­რო და შემ­დეგ სა­ხე­ში მეს­რო­ლა. მკი­თხა, რა­ტომ ვიმ­ყო­ფე­ბო­დი აქ­ცი­ა­ზე.

სხვა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მი­მართ, რომ ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი, ასე­თი ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა“, - გა­ნა­ცხა­და ნუგ­ზარ გოგ­ბე­რაშ­ვილ­მა.

ავტორი:

“პოლიციელმა ქუდი მომაძრო და შემდეგ სახეში მესროლა, მკითხა რატომ ვიმყოფებოდი აქციაზე“ - მზია ამაღლობელის მხარდასაჭერ აქციაზე დაკავებული სტუდენტი

“პოლიციელმა ქუდი მომაძრო და შემდეგ სახეში მესროლა, მკითხა რატომ ვიმყოფებოდი აქციაზე“ - მზია ამაღლობელის მხარდასაჭერ აქციაზე დაკავებული სტუდენტი

“პოლიციელმა ქუდი მომაძრო და შემდეგ სახეში მესროლა. მკითხა, რატომ ვიმყოფებოდი აქციაზე“, - ამის შესახებ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მხარდასაჭერ აქციაზე დაკავებულმა, სტუდენტმა ნუგზარ გოგბერაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა.

როგორც მან სხდომის დაწყებამდე მედიასთან აღნიშნა, 4 თებერვალს, პარლამენტთან, მოშიმშილე ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერ აქციაზე იმყოფებოდა, რა დროსაც პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა და პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.

“აქციაზე აბსოლუტურად მშვიდობიანად ვიმყოფებოდი. აქციაზე მყოფთა უმეტესობას ჟურნალისტები წარმოადგენდნენ და დაახლოებით 20-მდე ვიყავით სამოქალაქო პირი. მას შემდეგ, რაც პოლიციამ მოგვიწოდა გადავსულიყავით სავალი ნაწილიდან, გადავედით. ამის შემდეგ უკვე ტროტუარზე ვართ და პოლიციამ შექმნა ალყა. ორივე მხრიდან, ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით ჭყლეტა იყო და ამ დროს ნიღბიანი პირი შემოდის და მიტაცებს. ამტკიცებენ, რომ მე არ ვიმყოფებოდი ტროტუარზე და რომ გადაადგილება შემეძლო იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც მიმითითებდნენ. ეს შეუძლებელი იყო, ყველა კადრში ჩანს, რომ ჭყლეტა იყო გადაადგილება არ შემეძლო. აქცია მიმდინარეობდა პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, ტროტუარზე. პოლიციის მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია, თუმცა იყო ცინიკური დამოკიდებულება, არაკორექტული საუბარი არა უშუალოდ დამკავებლისგან, არამედ სხვა პოლიციელების მხრიდან, მათგან იყო ასეთი შეძახილები. მათ ნიღაბი არ ეკეთათ. ამის შემდგომ გადამიყვანეს თეთრ ავტობუსში, იქაც იყო მცირედი სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე, ქუდი მესროლა, სავარაუდოდ, ერთ-ერთმა დამკავებელმა. ჩემი ქუდი იყო, რომელიც მესროლა. ანუ ქუდი მომაძრო და შემდეგ სახეში მესროლა. მკითხა, რატომ ვიმყოფებოდი აქციაზე.

სხვა დაკავებულების მიმართ, რომ ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი, ასეთი ნამდვილად არ ყოფილა“, - განაცხადა ნუგზარ გოგბერაშვილმა.