სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“კვერცხუჯრედის ფერმა" საქართველოში“:  როგორ მოხვდა 100-მდე ტაილანდელი ქალი ხაფანგში - რას წერს ტაილანდური მედია?
“კვერცხუჯრედის ფერმა" საქართველოში“:  როგორ მოხვდა 100-მდე ტაილანდელი ქალი ხაფანგში - რას წერს ტაილანდური მედია?

ტა­ი­ლან­დუ­რი მე­დია წერს სკან­და­ლურ, კრი­მი­ნა­ლურ სქე­მა­ზე, რომ­ლის ნა­წი­ლად სა­ქარ­თვე­ლოც არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი.

Nationthailand -ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალ­თა ფონდმა Pavena Foundation-მა ტა­ი­ლან­დის მთავ­რო­ბას მო­უ­წო­და, ჩი­ნეთს მთავ­რო­ბას­თან ერ­თად, სას­წრა­ფოდ გა­მო­ი­ძი­ოს ჩი­ნუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის კრი­მი­ნა­ლუ­რი საქ­მე.

  • რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, დაჯ­გუ­ფე­ბამ 100 ტა­ი­ლან­დე­ლი ქალი მო­ტყუ­ე­ბით, და­საქ­მე­ბის მიზ­ნით ჩა­იყ­ვა­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში და იქ “კვერ­ცხუ­ჯრე­დის ფერ­მა­ში“ არა­ლე­გა­ლუ­რად ამუ­შა­ვებს.

ფონ­დის გან­ცხა­დე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 100 ტა­ი­ლან­დე­ლი ქალი, მათი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, შე­ნო­ბა­შია და­ტყვე­ვე­ბუ­ლი და მათ კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბის წარ­მო­ე­ბას აი­ძუ­ლე­ბენ, რა­საც სარ­ფი­ა­ნად ყი­დი­ან.

ფონ­დის პრე­ზი­დენ­ტმა პა­ვე­ნა ჰონგსა­კულ­მა თქვა, რომ მსხვერ­პლებს თავ­და­პირ­ვე­ლად დაჰ­პირ­დნენ სუ­რო­გა­ტე­ბად მუ­შა­ო­ბას, მაგ­რამ ამის ნაც­ვლად. ისი­ნი და­ა­ტყვე­ვეს.

“ვინც უარს ამ­ბობ­და კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბის გა­ცე­მა­ზე, თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ უნდა გა­და­ე­ხა­დათ გა­მო­სას­ყი­დი - 70 000 ბა­ტამ­დე (და­ახ­ლო­ე­ბით 2000 დო­ლა­რი - რედ.)",- წერს გა­მო­ცე­მა.

ფონ­დის წარ­მო­მად­გენ­ლის თქმით, მან აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია შე­ი­ტყო ერთ-ერთი მსხვერ­პლის­გან, რო­მელ­მაც ნა­თე­სა­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბა და გა­მო­სას­ყი­დის შეგ­რო­ვე­ბა შეძ­ლო.

  • და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სა­ხე­ლი შეც­ვლი­ლია და მე­დია მას “ნა“-დ მო­იხ­სე­ნი­ებს. ის ფონდს 2024 წლის 27 სექ­ტემ­ბერს და­უ­კავ­შირ­და, მო­უყ­ვა დე­ტა­ლუ­რად და სხვა და­ტყვე­ვე­ბუ­ლი ქა­ლე­ბის­თვის დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა.

  • ხა­ფან­გი - რო­გორ ჩა­მო­იყ­ვა­ნა ჩი­ნურ­მა დაჯ­გუ­ფე­ბამ ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში?

წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაჯ­გუ­ფე­ბა ქა­ლებს სუ­რო­გა­ცი­ის სა­ნაც­ვლოდ 400000-დან 600000 ტა­ი­ლან­დურ ბატს სთა­ვა­ზობ­და. ისი­ნი თავს ე.წ. სუ­რო­გა­ცი­ის ბრო­კე­რე­ბად ასა­ღებ­დნენ.

რო­გორც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ჰყვე­ბა, ის სა­მუ­შა­ოს ეძებ­და სა­ზღვარ­გა­რეთ, რო­დე­საც “ფე­ის­ბუქ­ზე“ წა­ა­წყდა რეკ­ლა­მას. და­უ­კავ­შირ­და მათ, რის შემ­დე­გაც გვერ­დის ად­მი­ნის­ტრა­ტორ­მა გა­ნუ­მარ­ტა, რომ სა­მუ­შაო შე­ე­ხე­ბო­და ლე­გა­ლურ სუ­რო­გა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში. ე.წ. სუ­რო­გა­ცი­ის ბრო­კე­რი შეჰ­პირ­და, რომ და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვი­სი ხარ­ჯე­ბით გა­უ­კე­თებ­და ყვე­ლა სა­ბუთს.

პას­პორ­ტის მი­ღე­ბის შემ­დეგ “ნა“ 10 სხვა ქალ­თან და ჯგუ­ფის ლი­დერ­თან ერ­თად გა­ემ­გზავ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჯგუ­ფის ლი­დერ­მა თი­თო­ე­ულ ქალს გა­დას­ცა 500 აშშ დო­ლა­რი ნაღ­დი ფული, რათა აე­რო­პორ­ტში წა­რედ­გი­ნათ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად, რომ ისი­ნი ტუ­რის­ტე­ბი იყ­ვნენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე მათ პირ­ვე­ლი ღამე გა­ა­თი­ეს სას­ტუმ­რო­ში. მე­ო­რე დი­ლით ქა­ლე­ბი წა­იყ­ვა­ნეს კომ­პლექსში, რო­მე­ლიც შედ­გე­ბო­და ოთხი სახ­ლის­გან.

ჯგუფს პირ­ველ სახ­ლში 60-მდე ტა­ი­ლან­დე­ლი ქალი დახ­ვდა. რო­გორც მე­დია წერს, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი იყო.

მე­ო­რე დღეს კი “ნა“ გა­და­იყ­ვა­ნეს მე­ო­რე სახ­ლში, სა­დაც მისი შე­ფა­სე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 10 სხვა ტა­ი­ლან­დე­ლი ქალი იყო და­ტყვე­ვე­ბუ­ლი.

რო­გორც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ჰყვე­ბა, მთლი­ა­ნო­ბა­ში კომ­პლექსში და­ახ­ლო­ე­ბით 100 ქალი იქ­ნე­ბო­და. ის ასე­ვე ხში­რად ხე­დავ­და ჩი­ნელ მა­მა­კა­ცებს, რომ­ლე­ბიც მი­დი­ოდ­ნენ მათ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, თუმ­ცა იქ დიდ ხანს არ რჩე­ბოდ­ნენ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან სხვა ქა­ლე­ბის­გან შე­ი­ტყო, რომ ყვე­ლა მათ­განს სუ­რო­გა­ტად და­საქ­მე­ბას დაჰ­პირ­დნენ, თუმ­ცა სა­ნაც­ვლოდ ისი­ნი აი­ძუ­ლეს ყო­ველ­თვი­უ­რად გა­ე­ცათ კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბი.

  • ცნო­ბის­თვის, კვერ­ცხუ­ჯრე­დის იძუ­ლე­ბი­თი მი­ღე­ბა გუ­ლის­ხმობს ჰორ­მო­ნა­ლურ სტი­მუ­ლა­ცი­ას და ინ­ვა­ზი­ურ სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რას, რო­მე­ლიც ჯან­მრთე­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან რის­კებს შე­ი­ცავს.

2025 წლის 30 იან­ვარს წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად, რო­მელ­საც ტა­ი­ლან­დის სა­მე­ფო პო­ლი­ცია ინ­ტერ­პოლ­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ით ახორ­ცი­ე­ლებ­და, ტა­ი­ლან­დში დაბ­რუ­ნე­ბა სამ­მა ქალ­მა შეძ­ლო.

გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბის თქმით, 100-მდე ტა­ი­ლან­დე­ლი ქალი კვლავ რჩე­ბა არა­ლე­გა­ლუ­რი ქსე­ლის ტყვე­ო­ბა­ში.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

“კვერცხუჯრედის ფერმა" საქართველოში“:  როგორ მოხვდა 100-მდე ტაილანდელი ქალი ხაფანგში - რას წერს ტაილანდური მედია?

“კვერცხუჯრედის ფერმა" საქართველოში“:  როგორ მოხვდა 100-მდე ტაილანდელი ქალი ხაფანგში - რას წერს ტაილანდური მედია?

ტაილანდური მედია წერს სკანდალურ, კრიმინალურ სქემაზე, რომლის ნაწილად საქართველოც არის მოხსენიებული.

Nationthailand -ის ინფორმაციით, ქალთა ფონდმა Pavena Foundation-მა ტაილანდის მთავრობას მოუწოდა, ჩინეთს მთავრობასთან ერთად, სასწრაფოდ გამოიძიოს ჩინური დაჯგუფების კრიმინალური საქმე.

  • როგორც გამოცემა წერს, დაჯგუფებამ 100 ტაილანდელი ქალი მოტყუებით, დასაქმების მიზნით ჩაიყვანა საქართველოში და იქ “კვერცხუჯრედის ფერმაში“ არალეგალურად ამუშავებს.

ფონდის განცხადებით, დაახლოებით 100 ტაილანდელი ქალი, მათი ნების საწინააღმდეგოდ, შენობაშია დატყვევებული და მათ კვერცხუჯრედების წარმოებას აიძულებენ, რასაც სარფიანად ყიდიან.

ფონდის პრეზიდენტმა პავენა ჰონგსაკულმა თქვა, რომ მსხვერპლებს თავდაპირველად დაჰპირდნენ სუროგატებად მუშაობას, მაგრამ ამის ნაცვლად. ისინი დაატყვევეს.

“ვინც უარს ამბობდა კვერცხუჯრედების გაცემაზე, თავისუფლების სანაცვლოდ უნდა გადაეხადათ გამოსასყიდი - 70 000 ბატამდე (დაახლოებით 2000 დოლარი - რედ.)",- წერს გამოცემა.

ფონდის წარმომადგენლის თქმით, მან აღნიშნული ინფორმაცია შეიტყო ერთ-ერთი მსხვერპლისგან, რომელმაც ნათესავებთან დაკავშირება და გამოსასყიდის შეგროვება შეძლო.

  • დაზარალებულის სახელი შეცვლილია და მედია მას “ნა“-დ მოიხსენიებს. ის ფონდს 2024 წლის 27 სექტემბერს დაუკავშირდა, მოუყვა დეტალურად და სხვა დატყვევებული ქალებისთვის დახმარება სთხოვა.

  • ხაფანგი - როგორ ჩამოიყვანა ჩინურმა დაჯგუფებამ ქალები საქართველოში?

წყაროს ინფორმაციით, დაჯგუფება ქალებს სუროგაციის სანაცვლოდ 400000-დან 600000 ტაილანდურ ბატს სთავაზობდა. ისინი თავს ე.წ. სუროგაციის ბროკერებად ასაღებდნენ.

როგორც დაზარალებული ჰყვება, ის სამუშაოს ეძებდა საზღვარგარეთ, როდესაც “ფეისბუქზე“ წააწყდა რეკლამას. დაუკავშირდა მათ, რის შემდეგაც გვერდის ადმინისტრატორმა განუმარტა, რომ სამუშაო შეეხებოდა ლეგალურ სუროგაციას საქართველოში. ე.წ. სუროგაციის ბროკერი შეჰპირდა, რომ დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში თავისი ხარჯებით გაუკეთებდა ყველა საბუთს.

პასპორტის მიღების შემდეგ “ნა“ 10 სხვა ქალთან და ჯგუფის ლიდერთან ერთად გაემგზავრა საქართველოში. ჯგუფის ლიდერმა თითოეულ ქალს გადასცა 500 აშშ დოლარი ნაღდი ფული, რათა აეროპორტში წარედგინათ მტკიცებულებად, რომ ისინი ტურისტები იყვნენ. საქართველოში ჩამოსვლისთანავე მათ პირველი ღამე გაათიეს სასტუმროში. მეორე დილით ქალები წაიყვანეს კომპლექსში, რომელიც შედგებოდა ოთხი სახლისგან.

ჯგუფს პირველ სახლში 60-მდე ტაილანდელი ქალი დახვდა. როგორც მედია წერს, ზოგიერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესებული იყო.

მეორე დღეს კი “ნა“ გადაიყვანეს მეორე სახლში, სადაც მისი შეფასებით, დაახლოებით 10 სხვა ტაილანდელი ქალი იყო დატყვევებული.

როგორც დაზარალებული ჰყვება, მთლიანობაში კომპლექსში დაახლოებით 100 ქალი იქნებოდა. ის ასევე ხშირად ხედავდა ჩინელ მამაკაცებს, რომლებიც მიდიოდნენ მათ საცხოვრებელ სახლში, თუმცა იქ დიდ ხანს არ რჩებოდნენ.

მოგვიანებით მან სხვა ქალებისგან შეიტყო, რომ ყველა მათგანს სუროგატად დასაქმებას დაჰპირდნენ, თუმცა სანაცვლოდ ისინი აიძულეს ყოველთვიურად გაეცათ კვერცხუჯრედები.

  • ცნობისთვის, კვერცხუჯრედის იძულებითი მიღება გულისხმობს ჰორმონალურ სტიმულაციას და ინვაზიურ სამედიცინო პროცედურას, რომელიც ჯანმრთელობის მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს.

2025 წლის 30 იანვარს წარმატებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, რომელსაც ტაილანდის სამეფო პოლიცია ინტერპოლთან კოორდინაციით ახორციელებდა, ტაილანდში დაბრუნება სამმა ქალმა შეძლო.

გადარჩენილების თქმით, 100-მდე ტაილანდელი ქალი კვლავ რჩება არალეგალური ქსელის ტყვეობაში.

წყარო