სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4 წიგნი თავდავიწყებულ სიყვარულზე - საკითხავი ვალენტინობისთვის
4 წიგნი თავდავიწყებულ სიყვარულზე - საკითხავი ვალენტინობისთვის

სა­სიყ­ვა­რუ­ლო რო­მა­ნე­ბის კი­თხვა წე­ლი­წა­დის ნე­ბის­მი­ერ დროს სა­სი­ა­მოვ­ნოა, თუმ­ცა თე­ბერ­ვალ­ში კი­დევ უფრო რო­მან­ტი­კულ გან­წყო­ბას გვიქ­მნის: ზო­გი­ერ­თი ჩვენ­გა­ნი მათ სა­ჩუქ­რად იღებს, ზო­გიც გას­ცემს; გვახ­სენ­დე­ბა, რომ კონ­კრე­ტუ­ლი რო­მა­ნის წა­კი­თხვა გვსურ­და და გა­დაგ­ვა­ვი­წყდა და სხვა.

გთა­ვა­ზობთ რო­მან­ტი­კუ­ლი ში­ნა­არ­სის წიგ­ნებს, რომ­ლე­ბიც „სიყ­ვა­რუ­ლის თვეს“ კი­დევ უფრო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აქ­ცევს:

კრე­ბუ­ლის - „ოს­ტენ­დე­ლი მე­ოც­ნე­ბე“ მთა­ვა­რი გმი­რე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, მაგ­რამ მათი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის მიღ­მა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ იმა­ლე­ბა. ხუ­თი­ვე ნო­ვე­ლა­ში მწე­რა­ლი თა­ვის საყ­ვა­რელ ხერ­ხს, ყალბ ფი­ნალს მი­მარ­თავს. ეს კი წრი­უ­ლად გან­ლა­გე­ბუ­ლი სარ­კე­ე­ბი­ვით ატყუ­ებს მკი­თხველს, რო­მე­ლიც თავს იტეხს. აი, ასე­თი ლა­ბი­რინ­თის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ნი­მუ­შია ნო­ვე­ლე­ბის კრე­ბუ­ლი „ოს­ტენ­დე­ლი მე­ოც­ნე­ბე“, სა­დაც ერიკ ემა­ნუ­ელ შმი­ტი ბრწყინ­ვა­ლე, დახ­ვე­წილ და მო­უ­ლოდ­ნელ სი­უ­ჟე­ტურ სვლებს გვთა­ვა­ზობს.

ჯეინ ოს­ტი­ნი XVIII-XIX სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ინ­გლი­სე­ლი მწე­რა­ლი, რო­მა­ნის­ტი და ინ­გლი­სუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, რო­მე­ლიც 6 ძი­რი­თა­დი რო­მა­ნით არის ცნო­ბი­ლი. ჯეინ ოს­ტინს მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ სენ­ტი­მენ­ტა­ლიზ­მის სკო­ლის უბად­ლო წარ­მო­მად­გენ­ლად და ინ­გლი­სუ­რი რე­ა­ლიზ­მის წინაrმორ­ბე­დად.

მისი რო­მა­ნი „ამ­პარ­ტავ­ნო­ბა და ამო­ჩე­მე­ბა“ ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო სა­სიყ­ვა­რუ­ლო რო­მა­ნად რჩე­ბა, რომ­ლის ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ა­საც დიდი წარ­მა­ტე­ბა ხვდა წი­ლად.

რო­გო­რია შენი ცხოვ­რე­ბა, როცა იცი, რომ ადა­მი­ა­ნი კი არა, მხო­ლოდ და მხო­ლოდ სა­მომ­ხმა­რებ­ლო რე­სურ­სი ხარ? - ეს არის მთა­ვა­რი კი­თხვა, რაც ია­პო­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის ბრი­ტა­ნე­ლი მწერ­ლის კა­ზუო იში­გუ­როს რო­მან­ში - „არა­სო­დეს გა­მიშ­ვა“ არის დას­მუ­ლი.

ნო­ბე­ლი­ან­ტი მწერ­ლის ან­ტი­უ­ტო­პი­უ­რი რო­მა­ნი 2005 წელს გა­მო­ი­ცა. ეს მისი რი­გით მე­ექ­ვსე ნო­ვე­ლაა, რო­მე­ლიც გვი­ამ­ბობს 1990-იანი წლე­ბის ინ­გლი­სის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ რე­ა­ლო­ბა­ზე, რო­მელ­შიც ადა­მი­ა­ნე­ბის­გან მა­სობ­რი­ვად ქმნი­ან კლო­ნებს და ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ლე­გა­ლუ­რია.

2010 წელს კი­ნო­ეკ­რა­ნებ­ზე გა­მო­ვი­და მარკ რო­მა­ნე­კის ეკ­რა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­შიც მთა­ვარ რო­ლებს კირა ნა­ით­ლი, კერი მა­ლი­გა­ნი და ენ­დრიუ გარ­ფილ­დი ას­რუ­ლე­ბენ. „არა­სო­დეს გა­მიშ­ვა“ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ემო­ცი­უ­რი დრა­მაა, რაც შე­იძ­ლე­ბა ნა­ხოთ.

ნი­კო­ლას სპარ­ქსი ამე­რი­კე­ლი ავ­ტო­რი და სცე­ნა­რის­ტია. მას გა­მო­ცე­მუ­ლი აქვს 17 რო­მა­ნი, სა­ი­და­ნაც რვა კი­ნო­სუ­რა­თის ინ­სპი­რა­ცია გახ­და. მათ შო­რის არის: „გზავ­ნი­ლი ბოთ­ლში“, „იჩ­ქა­რე შე­იყ­ვა­რო“, „უბის წიგ­ნა­კი“, „ღა­მე­ე­ბი რო­დანთში“, „ძვირ­ფა­სო ჯონ“, „უკა­ნას­კნე­ლი სიმ­ღე­რა“, „იღ­ბლი­ა­ნი“ და „შვი­დი ნავ­სად­გუ­რი“. აქე­დან რამ­დე­ნი­მე მკი­თხველ­მა და მა­ყუ­რე­ბელ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით შე­იყ­ვა­რა და თა­ო­ბე­ბის რჩე­უ­ლიც გახ­და.

„არ­ჩე­ვა­ნი“ მოგ­ვი­თხრობს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის, თრე­ვი­სის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც თა­ვის ცხოვ­რე­ბას გარ­თო­ბას, სპორ­ტსა და თევ­ზა­ო­ბას უთ­მობს. თრე­ვის პარ­კერს სიყ­ვა­რუ­ლის არც სჯე­რა და არც ეძებს მას, თუმ­ცა გაბი ჰო­ლანდთან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი იც­ვლე­ბა. თრე­ვი­სის ბე­დის­წე­რა იმის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა, ვიდ­რე თა­ვად მას წარ­მო­ედ­გი­ნა.

ამ და სხვა სა­სიყ­ვა­რუ­ლო რო­მა­ნე­ბის სა­ნა­ხა­ვად მიჰ­ყე­ვით ბმულს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

4 წიგნი თავდავიწყებულ სიყვარულზე - საკითხავი ვალენტინობისთვის

4 წიგნი თავდავიწყებულ სიყვარულზე - საკითხავი ვალენტინობისთვის

სასიყვარულო რომანების კითხვა წელიწადის ნებისმიერ დროს სასიამოვნოა, თუმცა თებერვალში კიდევ უფრო რომანტიკულ განწყობას გვიქმნის: ზოგიერთი ჩვენგანი მათ საჩუქრად იღებს, ზოგიც გასცემს; გვახსენდება, რომ კონკრეტული რომანის წაკითხვა გვსურდა და გადაგვავიწყდა და სხვა.

გთავაზობთ რომანტიკული შინაარსის წიგნებს, რომლებიც „სიყვარულის თვეს“ კიდევ უფრო განსაკუთრებულად აქცევს:

კრებულის - „ოსტენდელი მეოცნებე“ მთავარი გმირები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მაგრამ მათი ყოველდღიურობის მიღმა უფრო მნიშვნელოვანი რამ იმალება. ხუთივე ნოველაში მწერალი თავის საყვარელ ხერხს, ყალბ ფინალს მიმართავს. ეს კი წრიულად განლაგებული სარკეებივით ატყუებს მკითხველს, რომელიც თავს იტეხს. აი, ასეთი ლაბირინთის შესანიშნავი ნიმუშია ნოველების კრებული „ოსტენდელი მეოცნებე“, სადაც ერიკ ემანუელ შმიტი ბრწყინვალე, დახვეწილ და მოულოდნელ სიუჟეტურ სვლებს გვთავაზობს.

ჯეინ ოსტინი XVIII-XIX საუკუნეების ინგლისელი მწერალი, რომანისტი და ინგლისური ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენელია, რომელიც 6 ძირითადი რომანით არის ცნობილი. ჯეინ ოსტინს მოიხსენიებენ სენტიმენტალიზმის სკოლის უბადლო წარმომადგენლად და ინგლისური რეალიზმის წინაrმორბედად.

მისი რომანი „ამპარტავნობა და ამოჩემება“ ერთ-ერთ საუკეთესო სასიყვარულო რომანად რჩება, რომლის ეკრანიზაციასაც დიდი წარმატება ხვდა წილად.

როგორია შენი ცხოვრება, როცა იცი, რომ ადამიანი კი არა, მხოლოდ და მხოლოდ სამომხმარებლო რესურსი ხარ? - ეს არის მთავარი კითხვა, რაც იაპონური წარმოშობის ბრიტანელი მწერლის კაზუო იშიგუროს რომანში - „არასოდეს გამიშვა“ არის დასმული.

ნობელიანტი მწერლის ანტიუტოპიური რომანი 2005 წელს გამოიცა. ეს მისი რიგით მეექვსე ნოველაა, რომელიც გვიამბობს 1990-იანი წლების ინგლისის ალტერნატიულ რეალობაზე, რომელშიც ადამიანებისგან მასობრივად ქმნიან კლონებს და ეს აბსოლუტურად ლეგალურია.

2010 წელს კინოეკრანებზე გამოვიდა მარკ რომანეკის ეკრანიზაცია, რომელშიც მთავარ როლებს კირა ნაითლი, კერი მალიგანი და ენდრიუ გარფილდი ასრულებენ. „არასოდეს გამიშვა“ ერთ-ერთი ყველაზე ემოციური დრამაა, რაც შეიძლება ნახოთ.

ნიკოლას სპარქსი ამერიკელი ავტორი და სცენარისტია. მას გამოცემული აქვს 17 რომანი, საიდანაც რვა კინოსურათის ინსპირაცია გახდა. მათ შორის არის: „გზავნილი ბოთლში“, „იჩქარე შეიყვარო“, „უბის წიგნაკი“, „ღამეები როდანთში“, „ძვირფასო ჯონ“, „უკანასკნელი სიმღერა“, „იღბლიანი“ და „შვიდი ნავსადგური“. აქედან რამდენიმე მკითხველმა და მაყურებელმა განსაკუთრებით შეიყვარა და თაობების რჩეულიც გახდა.

„არჩევანი“ მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცის, თრევისის შესახებ, რომელიც თავის ცხოვრებას გართობას, სპორტსა და თევზაობას უთმობს. თრევის პარკერს სიყვარულის არც სჯერა და არც ეძებს მას, თუმცა გაბი ჰოლანდთან შეხვედრის შემდეგ ყველაფერი იცვლება. თრევისის ბედისწერა იმისგან რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდება, ვიდრე თავად მას წარმოედგინა.

ამ და სხვა სასიყვარულო რომანების სანახავად მიჰყევით ბმულს.

R