მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მეკობრეობა? - ამერიკელი სენატორი კარტელებთან საბრძოლველად “მეკობრეების” გამოყენების ინიციატივით გამოდის
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მეკობრეობა? - ამერიკელი სენატორი კარტელებთან საბრძოლველად “მეკობრეების” გამოყენების ინიციატივით გამოდის

სე­ნა­ტორ მაიკ ლის მი­აჩ­ნია, რომ მექ­სი­კის ნარ­კო­კარ­ტე­ლებ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად აშშ-მა "სა­ხელ­მწი­ფოს მიერ და­ფი­ნან­სე­ბულ მე­კობ­რე­ო­ბას უნდა მი­მარ­თოს".

  • იუ­ტას რეს­პუბ­ლი­კელ­მა სე­ნა­ტორ­მა X-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტე­ბის სე­რი­ა­ში სა­ხელ­მწი­ფოს მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მე­კობ­რე­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე ისა­უბ­რა და ეს სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლა რო­გორც სა­ზღვრის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­და­წყვე­ტის ფორ­მა.

ლიმ გან­მარ­ტა, რო­გორ ანი­ჭებს აშშ-ს კონ­სტი­ტუ­ცი­ის პირ­ვე­ლი მუხ­ლის მე-8 პუნ­ქტი კონ­გრესს ნარ­კო­კარ­ტე­ლებ­თან ომის გა­მო­ცხა­დე­ბი­სა და კერ­ძო პი­რე­ბი­სა თუ ჯგუ­ფე­ბის­თვის ნე­ბარ­თვის მი­ცე­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით იმოქ­მე­დონ, აღ­ჭურ­ვონ კერ­ძო სამ­ხედ­რო გე­მე­ბი და მტრის ხო­მალ­დე­ბი ჩა­ძი­რონ ან და­ა­ტყვე­ონ. ასეთ მე­კობ­რე­ებს უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ "ნა­დავ­ლის" ნა­წი­ლი და­ი­ტო­ვონ, ნა­წი­ლი კი მთავ­რო­ბას გა­დას­ცენ.

  • ბო­ლოს ეს უფ­ლე­ბა კონ­გრეს­მა 200 წელ­ზე მეტი ხნის წინ გა­მო­ი­ყე­ნა - ის აშშ-ის სა­ო­მა­რი ძა­ლის­ხმე­ვის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად ხელ­მი­საწ­ვდომ ხერ­ხს წარ­მო­ად­გენ­და.

დღეს აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის დარ­ღვე­ვად ით­ვლე­ბა და აშშ-მა თან­ხმო­ბა გა­ნა­ცხა­და, რომ ამას არ გა­ა­კე­თებს. მაგ­რამ ლის მი­აჩ­ნია, რომ ეს პრაქ­ტი­კა კარ­ტე­ლებ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად უნდა და­აბ­რუ­ნონ, რომ­ლე­ბიც, მისი მტკი­ცე­ბით, "აშშ-ს თვითმფრი­ნა­ვებს ემუქ­რე­ბი­ან, რომ­ლებ­საც არა­ლე­გა­ლი ემიგ­რან­ტე­ბი გა­დაჰ­ყავთ".

"კონ­გრესს შე­უძ­ლია, გა­მო­ი­ყე­ნოს მუხ­ლი და უფ­ლე­ბა მის­ცეს კერ­ძო ფირ­მებს, ან სპე­ცი­ა­ლუ­რად გაწ­ვრთნილ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ ჩა­შა­ლონ კარ­ტე­ლე­ბის ოპე­რა­ცი­ე­ბი, რაც ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­და­ზიდ­ვას, ან ადა­მი­ა­ნე­ბით ვაჭ­რო­ბას მო­ი­ცავს," - და­წე­რა მან.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მეკობრეობა? - ამერიკელი სენატორი კარტელებთან საბრძოლველად “მეკობრეების” გამოყენების ინიციატივით გამოდის

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მეკობრეობა? - ამერიკელი სენატორი კარტელებთან საბრძოლველად “მეკობრეების” გამოყენების ინიციატივით გამოდის

სენატორ მაიკ ლის მიაჩნია, რომ მექსიკის ნარკოკარტელებთან საბრძოლველად აშშ-მა "სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ მეკობრეობას უნდა მიმართოს".

  • იუტას რესპუბლიკელმა სენატორმა X-ზე გამოქვეყნებული პოსტების სერიაში სახელმწიფოს მიერ დაქირავებული მეკობრეების გამოყენებაზე ისაუბრა და ეს საკითხი განიხილა როგორც საზღვრის უსაფრთხოების გადაწყვეტის ფორმა.

ლიმ განმარტა, როგორ ანიჭებს აშშ-ს კონსტიტუციის პირველი მუხლის მე-8 პუნქტი კონგრესს ნარკოკარტელებთან ომის გამოცხადებისა და კერძო პირებისა თუ ჯგუფებისთვის ნებართვის მიცემის შესაძლებლობას, რომ ძალის გამოყენებით იმოქმედონ, აღჭურვონ კერძო სამხედრო გემები და მტრის ხომალდები ჩაძირონ ან დაატყვეონ. ასეთ მეკობრეებს უფლება ექნებათ "ნადავლის" ნაწილი დაიტოვონ, ნაწილი კი მთავრობას გადასცენ.

  • ბოლოს ეს უფლება კონგრესმა 200 წელზე მეტი ხნის წინ გამოიყენა - ის აშშ-ის საომარი ძალისხმევის დასაფინანსებლად ხელმისაწვდომ ხერხს წარმოადგენდა.

დღეს აღნიშნული საერთაშორისო სამართლის დარღვევად ითვლება და აშშ-მა თანხმობა განაცხადა, რომ ამას არ გააკეთებს. მაგრამ ლის მიაჩნია, რომ ეს პრაქტიკა კარტელებთან საბრძოლველად უნდა დააბრუნონ, რომლებიც, მისი მტკიცებით, "აშშ-ს თვითმფრინავებს ემუქრებიან, რომლებსაც არალეგალი ემიგრანტები გადაჰყავთ".

"კონგრესს შეუძლია, გამოიყენოს მუხლი და უფლება მისცეს კერძო ფირმებს, ან სპეციალურად გაწვრთნილ მოქალაქეებს, რომ ჩაშალონ კარტელების ოპერაციები, რაც ნარკოტიკების გადაზიდვას, ან ადამიანებით ვაჭრობას მოიცავს," - დაწერა მან.

წყარო