პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“1 საათზე ცოტა მეტი დასჭირდა ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას“ - ბაჩიაშვილის საქმის დახურული სხდომის დეტალები: რას აცხადებს ივანიშვილის ადვოკატი
“1 საათზე ცოტა მეტი დასჭირდა ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას“ - ბაჩიაშვილის საქმის დახურული სხდომის დეტალები: რას აცხადებს ივანიშვილის ადვოკატი

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­ხუ­რულ სხდო­მა­ზე და­კი­თხვა დას­რულ­და.

რო­გორც პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მის­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ად­ვო­კატ­მა თემო წიქ­ვა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბით და­დას­ტურ­და, რომ გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილ­მა მისი კუთ­ვნი­ლი მრა­ვა­ლი ათა­სი ბიტ­კო­ი­ნი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მი­ით­ვი­სა.

“დღე­ვან­დე­ლი და­კი­თხვის შე­დე­გად კვლავ დას­ტურ­დე­ბა ჩვე­ნი მხა­რის პო­ზი­ცია, რომ რე­ა­ლუ­რად, ად­გი­ლი ჰქონ­და ჩემი მარ­წმუ­ნებ­ლის კუთ­ვნი­ლი მრა­ვა­ლი ათა­სი ბიტ­კო­ი­ნის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მით­ვი­სე­ბას. სხვა გა­რე­მო­ე­ბა დღე­ვან­დე­ლი და­კი­თხვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ გა­მოკ­ვე­თი­ლა.

ფაქ­ტი შე­მიძ­ლია და­ვა­დას­ტუ­რო. თქვენც იცით რო­დის და­ი­წყო სა­სა­მარ­თლო სხდო­მა, თავ­და­პირ­ვე­ლად რამ­დე­ნი­მე შუ­ამ­დგომ­ლო­ბის გან­ხილ­ვა იყო, რაც ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი გაგ­რძელ­და, 1 სა­ათ­ზე ცოტა მეტი დას­ჭირ­და ჩემი მარ­წმუ­ნებ­ლის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­კი­თხვას. ამ დრო­ის გას­ვლის შემ­დეგ, არც ბრალ­დე­ბას და არც დაც­ვის მხა­რეს, რო­გორც პა­ტივ­ცე­მულ წარ­მო­მად­გენ­ლებს და პა­ტივ­ცე­მულ გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვილს მეტი კი­თხვა არ ჰქო­ნი­ათ. ეს ჩემი აზ­რით, იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ სა­კი­თხი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვა­დაა, ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბით, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით, ჩვე­ნე­ბე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ ინ­ვეს­ტო­რი ამ საქ­მე­ში ჩემი მარ­წმუ­ნე­ბე­ლია. რო­დე­საც არ გაქვს ფული, არ გაქვს უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და სა­კუ­თარ თავ­ზე არ იღებ ინ­ვეს­ტი­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე რის­კებს, ვე­რა­ვინ და­გი­ძა­ხებს ინ­ვეს­ტორს“, - გა­ნა­ცხა­და წიქ­ვა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის­თვის წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა 2017 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ქმე­დე­ბას ეხე­ბა. კერ­ძოდ, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­ჩი­აშ­ვილ­მა ინ­ვეს­ტორს ჩა­დე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი სრუ­ლი მო­გე­ბის სა­ნაც­ვლოდ მხო­ლოდ 536 900 აშშ დო­ლა­რი გა­დას­ცა, ხოლო დარ­ჩე­ნი­ლი ინ­ვეს­ტო­რის კუთ­ვნი­ლი 8986 ოდე­ნო­ბის ბიტ­კო­ი­ნი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მი­ით­ვი­სა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაც მისი მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­უფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში 43 მი­ლი­ო­ნამ­დე აშშ დო­ლარს შე­ად­გენ­და.

გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ მი­იჩ­ნევს. მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 2 500 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი, ასე­ვე და­წე­სე­ბუ­ლი აქვს და­მა­ტე­ბი­თი შემ­ზღუ­და­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა 9-დან 12-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

“1 საათზე ცოტა მეტი დასჭირდა ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას“ - ბაჩიაშვილის საქმის დახურული სხდომის დეტალები: რას აცხადებს ივანიშვილის ადვოკატი

“1 საათზე ცოტა მეტი დასჭირდა ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას“ - ბაჩიაშვილის საქმის დახურული სხდომის დეტალები: რას აცხადებს ივანიშვილის ადვოკატი

თბილისის საქალაქო სასამართლოში “ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დახურულ სხდომაზე დაკითხვა დასრულდა.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ მისმა წარმომადგენელმა, ადვოკატმა თემო წიქვაძემ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის ჩვენებით დადასტურდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა მისი კუთვნილი მრავალი ათასი ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.

“დღევანდელი დაკითხვის შედეგად კვლავ დასტურდება ჩვენი მხარის პოზიცია, რომ რეალურად, ადგილი ჰქონდა ჩემი მარწმუნებლის კუთვნილი მრავალი ათასი ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას. სხვა გარემოება დღევანდელი დაკითხვიდან გამომდინარე არ გამოკვეთილა.

ფაქტი შემიძლია დავადასტურო. თქვენც იცით როდის დაიწყო სასამართლო სხდომა, თავდაპირველად რამდენიმე შუამდგომლობის განხილვა იყო, რაც ნახევარი საათი გაგრძელდა, 1 საათზე ცოტა მეტი დასჭირდა ჩემი მარწმუნებლის, ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას. ამ დროის გასვლის შემდეგ, არც ბრალდებას და არც დაცვის მხარეს, როგორც პატივცემულ წარმომადგენლებს და პატივცემულ გიორგი ბაჩიაშვილს მეტი კითხვა არ ჰქონიათ. ეს ჩემი აზრით, იმაზე მიუთითებს, რომ საკითხი ძალიან მარტივადაა, ყველა გარემოებით, მტკიცებულებებით, ჩვენებებით დასტურდება, რომ ინვესტორი ამ საქმეში ჩემი მარწმუნებელია. როდესაც არ გაქვს ფული, არ გაქვს უზრუნველყოფა და საკუთარ თავზე არ იღებ ინვესტიციიდან გამომდინარე რისკებს, ვერავინ დაგიძახებს ინვესტორს“, - განაცხადა წიქვაძემ.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 500 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ასევე დაწესებული აქვს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები.

აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ასევე: